რიბერი: “შემდეგ ეტაპზე გასვლით გახარებულები ვართ”

მიუნხენის “ბაიერნის” ნახევარმცველი ფრანკ რიბერი “არსენალთან” გამართული მატჩის შემდეგ ჟურნალისტებს ესაუბრა.

“არსენალი პასიურობდა, თუმცა კარგად თამაშობდა. ვენგერს საკმაოდ ძლიერი გუნდი ჰყავს.

ვიცოდით, რომ იოლი მატჩი არ გვექნებოდა. ბურთს ვფლობდით და მატჩის მიმდინარეობასაც დამაჯერებლად ვაკონტროლებდით. პირველ ტაიმში გატანილმა გოლმა კი, საქმე გაგვიმარტივა. შემდეგ ეტაპზე გასვლით გახარებულები ვართ” – განაცხადა რიბერიმ.

რიბერიმ მსუბუქად ივარჯიშა

მიუნხენის “ბაიერნის” ნახევარმცველმა ფრანკ რიბერიმ 17 თებერვალს ვარჯიში განაახლა. ოპეციიდან 11 დღის შემდეგ ფეხბურთელმა მსუბუქად წაივარჯიშა და 20 წუთი სირბილს დაუთმო. აღნიშნული ინფორმაცია “ბაიერნის” ოფიციალურ ტვიტერზე გავრცელდა. შეგახსენებთ, რომ 30 წლის რიბერი მწყობრიდან თებერვლის დასაწყისში გამოვიდა.

ფეხბურთელის დაბრუნებას 23-ე ტურის მატჩში “შალკეს” წინააღმდეგ ელიან, რომელიც 1 მარტს გაიმართება.

ანრი: “ველოდი, რომ ოქროს ბურთს რიბერი მოიგებდა”

“ნიუ იორკ რედ ბულზის” ფრანგი ფეხბურთელი, ტიერი ანრი აცხადებს, რომ ის 2013 წლის ოქროს ბურთის თანამემამულე ფრანკ რიბერისათვის გადაცემას ელოდა.

შეგახსენებთ, რომ 2013 წლის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის წოდება კრიშტიანო რონალდუმ მიიღო, რომელმაც ლიონელ მესისა და ფრანკ რიბერის აჯობა.

“მე რომ მკითხოთ, ოქროს ბურთი რიბერის უნდა მოეგო და ველოდი, რომ ეს ასეც მოხდებოდა. ფრანკი ბრწყინვალე ფეხბურთელია, რომელმაც “ბაიერნთან” ერთა ყველა ტიტული მოიპოვა”, – ამბობს ანრი.

12 საუკეთესო ფოტო ფეხბურთელების ბავშვობიდან

გთავაზობთ ფეხბურთელების ბავშვობაში გადაღებულ 12 საუკეთესო ფოტოს.

12. ფრანკ რიბერი

11. ზინედინ ზიდანი

10. პელე

9. დევიდ ბექჰემი

8. მარიო ბალოტელი

7. ანდრეს ინიესტა

6. კრიშტიანო რონალდუ

5. რონალდინიო

4. სტივენ ჯერარდი

3. გარეტ ბეილი

2. უეინ რუნი

1. ლიონელ მესი

რუმენიგეს სჯერა, რომ რიბერი კარიერას “ბაიერნში” დაამთავრებს

კარლ ჰაინც რუმენიგემ იმედი გამოთქვა, რომ ფრანკ რიბერი კარიერას “ბაიერნში” დაამთავრებს. რუმენიგე ვერ ხედავს ისეთ გარემოებებს, რომლებიც რიბერის კლუბის გამოცვლაზე დააფიქრებს.

“ბაიერნში გადმოსვლამდე რიბერი სხვა კლუბებში დიდხანს არ რჩებოდა. ჩვენთან კი უკვე 7 წელი თამაშობს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მან საკუთარი ადგილი იპოვა. რიბერი და მისი ოჯახი კმაყოფილები არიან, ასევე კმაყოფილია კლუბიც. 2008 წელს ფრანკის ყიდვა მადრიდის “რეალს” უნდოდა” – განაცხადა რუმენიგემ.

რიბერი: “ხალხის აზრს პატივს ვცემ, მაგრამ ეს პოლიტიკაა და არა ფეხბურთი”

მიუნხენის “ბაიერნის” ნახევარმცველმა ფრანკ რიბერიმ კიდევ ერთხელ გააკრიტიკა “ოქროს ბურთი” და აღნიშნა, რომ მის შედეგებს უსამართლოდ მიიჩნევს.

შეგახსენებთ, რომ პრესტიჟული ტიტული მადრიდის “რეალის” შემტევს, კრიშტიანუ რონალდუს ერგო. პორტუგალიელმა რიბერის და მესის აჯობა.

“მე პროფესიონალი ვარ და ხალხის გადაწყვეტილებას პატივს ვცემ. მაგრამ ამ გადაწყვეტილებაში ძალიან ბევრი პოლიტიკა იყო. ეს ფეხბურთი აღარ არის. ყველამ მშვენივრად იცის რას ვაკეთებდი მე და რა შედეგები ჰქონდა “ბაიერნს” – განაცხადა რიბერიმ.

ზამერი: “საუკეთესო რიბერი იყო”

“ოქროს ბურთის” შედეგებმა “ბაიერნის” სპორტული დირექტორის მათიას ზამერის გაკვირვება გამოიწვია.

შეგახსენებთ, რომ მიუნხენელების ნახევარმცველი ფრანკ რიბერი მესამე ადგილზე გავიდა. “ოქროს ბურთი” კი კრიშტიანუ რონალდუმ მოიპოვა.

“რას ვიზამთ, ეს გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ. გულწრფელად ვულოცავ რონალდუს ამ ჯილდოს მოპოვებას. თუმცა, ჩემი აზრით გასულ წელს საუკეთესო რიბერი იყო. რაც არ უნდა იყოს, ფრანკს კიდევ აქვს დრო და დარწმუნებული ვარ, რომ ის მაინც გახდება “ოქროს ბურთის” მფლობელი” – განაცხადა ზამერმა.

რიბერი, შაქირი და კონტენტო ალაბას სახეში “ულაწუნებენ”

ინტერნეტ-სივრცეში სახალისო ვიდეო გავრცელდა, რომელშიც აღბეჭდილია, თუ როგორ ულაწულებენ ხელებს სახეში შაქირი, რიბერი და კონტენტო დავიდ ალაბას.

რიბერი: ზამერი ძალიან კარგი ადამიანია

მიუნხენის “ბაიერნის” ფეხბურთელმა ფრანკ რიბერიმ ქების სიტყვები არ დაიშურა კლუბის სპორტული დირექტორის, მათიას ზამერის მიმართ.
ფრანგმა ფეხბურთელმა აღნიშნა, რომ ზამერი ძალიან კონტაქტური ადამიანია.

“ზამერი ხშირად გვესაუბრება. ის ძალიან კარგი ადამიანია, რომელსაც ყოველთვის მაღალი მიზნები აქვს. მათიასს ჩვენთვის ყვალაფერი საუკეთესო უნდა” – განაცხადა რიბერიმ

მიუნხენის “ბაიერნის” ბოსებმა ზამერს კონტრაქტის გახანგრძლივება სამი წლით შესთავაზეს. ზამერის მიმდინარე შრომით ხელშეკრულება 2015 წლამდეა გათვლილი.

მსოფლიოს 10 ყველაზე სწრაფი ფეხბურთელი

დღევანდელ ფეხბურთში სისწრაფე ბევრ რამეს წყვეტს. ხშირად, გუნდები აქცენტს სწორედ ამ კომპონენტზე აკეთებენ, რასაც შედეგი ნამდვილად მოაქვს.

ცნობილმა საფეხბურთო პორტალმა GiveMeSport-მა მსოფლიო ფეხბურთის ყველაზე სწრაფი ფეხბურთელების სია გამოაქვეყნა, რომელსაც ჩვენ აქვე გთავაზობთ.

10) ალექსის სანჩესი (30.1 კმ/სთ)

FC Cartagena v Barcelona - Copa del Rey: Round of 32

9) არიენ რობენი (30.4 კმ/სთ)

FC Bayern Muenchen v FC Augsburg - Bundesliga

8) ფრანკ რიბერი (30.7 კმ/სთ)

FC Bayern Muenchen v Manchester City - UEFA Champions League

7) უეინ რუნი (31.2 კმ/სთ)

Bayer Leverkusen v Manchester United - UEFA Champions League

6) ლიონელ მესი (32.5 კმ/სთ)

RC Celta de Vigo v FC Barcelona - La Liga

5) ტეო უოლკოტი (32.7 კმ/სთ)

FBL-ENG-PR-ARSENAL-HULL

4) კრიშტიანო რონალდუ (33.6 კმ/სთ)

Real Madrid v Borussia Dortmund - UEFA Champions League Semi Final: Second Leg

3) აარონ ლენონი (33.8 კმ/სთ)

FBL-ENG-ESP-TOTTENHAM-ESPANYOL

2) გარეტ ბეილი (34.7 კმ/სთ)

FC Barcelona v Real Madrid CF - La Liga

1) ანტონიო ვალენსია (35.1 კმ/სთ)

FBL-EUR-C1-MAN UTD-BAYER LEVERKUSEN

დიტო ჭიჭინაძე

გვარდიოლა: “რიბერის მსგავსი ფეხბურთელი არასოდეს მინახავს”

მიუნხენის “ბაიერნის” მთავარი მწვრთნელი, ხოსეპ გვარდიოლა ფრანკ რიბერის აქებს და ამბობს, რომ მას მისი მსგავსი ფეხბურთელი არასოდეს უნახავს.

“რიბერის მგავსი ფეხბურთელი არასოდეს მინახავს. მას ყველასაგან განსხვავებული, კარგი თვისებები გააჩნია. ფრანკი ყოველთვის მოტივირებულია და მოედანზე ბოლომდე იხარჯება, რაც უფასდება კიდეც. რა თქმა უნდა, ჩემთვის, დიდი პატივია, რომ მისი მწვრთნელი ვარ”, – ამბობს ესპანელი სპეციალისტი.

ჩავი: “რიბერი და რონალდუ ოქროს ბურთს იმსახურებენ, მაგრამ საუკეთესო მესია”

კატალონიის “ბარსელონას” ნახევარმცველი, ჩავი ერნანდესი აცხადებს, ფრანკ რიბერი და კრიშტიანო რონალდუ ოქროს ბურთს იმსახურებენ, თუმცა მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი კრიშტიანო რონალდუა.

შეგახსენებთ, რომ წელს, ოქროს ბურთის მოპოვების მთავარ კანდიდატად პორტუგალიელი კრიშტიანო რონალდუ ითვლება.

“რა თქმა უნდა, რიბერი და რონალდუ ბრწყინვალე ფეხბურთელები არიან და ისინი ოქროს ბურთს იმსახურებენ, მაგრამ უდაოა, რომ მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშე ლიონელ მესია. ცხადია, ხმა ლიონელს მივეცი”, – ამბობს ჩავი.