კარვალიუ: „პორტუგალიის ნაკრებს მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელები ჰყავს“

„მონაკოს“ გამოცდილი პორტუგალიელი მცველი რიკარდუ კარვალიუ თვლის, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე პორტუგალიის ნაკრებს წარმატების მიღწევა შეუძლია. კარვალიუმ აღნიშნა, რომ პორტუგალიელებს ტურნირზე ერთ-ერთი ყველაძე ძლიერი გუნდი ჰყავთ.

„პორტუგალიის ნაკრები ნებისმიერი გუნდისთვის ძლიერი მეტოქეა. ვფიქრობ, პორტუგალიელები მსოფლიოს ჩემპიონატზე მაქსიმალურად შორს გავლენ. ამ გუნდს მსოფლიოს მასშტაბით საუკეთესო ფეხბურთელები ჰყავს. მნიშვნელოვანი იქნება ჯგუფური ეტაპის წარმატებით გადალახვა“, – კარვალიუს სიტყვებს RMC ციტირებს.

2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის დაწყებამდე 62 დღე დარჩა.

ბექა დოგრაშვილი

სიცოცხლე „რეალის“ შემდეგ არსებობს

სიცოცხლე „რეალის“ შემდეგ არსებობს და ამას ფაქტები ადასტურებს, ამას ის ადამიანები ადასტურებენ, რომელბმაც გასულ ზაფხულს „სამეფო კლუბი“ დატოვეს: გონსალო იგუაინი, ხოსე კალეხონი და რაულ ალბიოლი – „ნაპოლიში“, მესუთ იოზილი – „არსენალში“, რიკარდო კარვალიუ – „მონაკოში“ და კაკა – „მილანში“.

იოზილი „არსენალს“ ძალიან კარგად მოერგო. ლონდონური კლუბი კარგ ფორმაშია და პრემიერლიგის სატურნირო ცხრილს ერთპიროვნულად ლიდერობს, რაშიც გერმანელი ფეხბურთელის წვლილი საკამოდ დიდია: 8 მატჩში 2 გოლი მიითვალა და 4 საგოლე პასი გააკეთა. გარდა ამისა, დიდ ბრიტანეთში ყველაზე კარგად სწორედ იოზილის მაისურები იყიდება.

კალეხონის, ალბიოლისა და იგუაინის „ნაპოლი“ სკუდეტოს მოპოვების ერთ-ერთ პრეტენდენტად ითვლება. არგენტინელ თავდამსხმელს „ნაპოლის“ რიგებში ჩატარებულ 14 მატჩში უკვე 8 გოლი აქვს მითვლილი. მას დიდად არც კალეხონი ჩამორჩება, რომელმაც 16 შეხვედრაში 7 გოლის გატანა შეძლო. ალბიოლი გუნდის ძირითადი შემადგენლობის წევრია. თუ ჯანმრთელადაა, ის აუცილებლად ხვდება სასტარტო განაცხადში და ეს ძალიან მნიშვნელოვანია ესპანეთის ნაკრებში ადგილის შესანარჩუნებლად.

კაკას სახეზე ღიმილი დაუბრუნდა. ბრაზილიელი ფეხბურთელი საკმაოდ სარგებლიანად თამაშობს და ბრაზილიის მუნდიალზე მისი თამაშის შანსებიც გაიზარდა.

35 წლის რიკარდო კარვალიუს საფრანგეთის პირველი ლიგის ჯერ ერთი წუთიც არ გამოუტოვებია. ყველა მატჩში სასტარტო შემადგენლობაშია და ყველა მატჩს ბოლომდე ამთავრებს.

ერთადერთი გამონაკლისი შემთხვევა მაიკლ ესიენი გახლავთ, რომელმაც ინგლისის პრემიერლიგის არცერთ და ქვეყნის თასის მხოლოდ ორ მატჩში მიიღო მონაწილეობა.

ბექა დოგრაშვილი