ლევანდოვსკი: „ეს მარცხი მოულოდნელი აღმოჩნდა“

პოლონეთის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა რობერტ ლევანდოვსკიმ უკრაინასთან ანგარიშით 0:1 წაგებული შეხვედრის შესახებ გააკეთა კომენტარი.
„კარგი იქნებოდა, თუ უარესად ვითამაშებდით, მაგრამ მოვიგებდით. რთულია იმის თქმა, თუ რატომ ვერ გავიმარჯვეთ. ფაქტია, რომ ყველა ტაქტიკური ჩანაფიქრი გამოგვივიდა. როდესაც ანგარიში გახსნილი არ იყო, დარწმუნებულნი ვიყავით, რომ გავიტანდით. ამ შემადგენლობით რაც უფრო მეტ მატჩს ჩავატარებთ, ყველაფერი მით უფრო უკეთესად იქნება“, – განაცხადა დორტმუნდის „ბორუსიას“ მოთამაშემ.
ალექსანდრე მატევოსოვი

ლევანდოვსკი: „ჩემპიონთა ლიგის მოგებაზე ვფიქრობთ“

დორტმუნდის „ბორუსიას“ თავდამსხმელმა რობერტ ლევანდოვსკიმ „მარსელთან“ მოგებული შეხვედრის თაობაზე გააკეთა კომენტარი.

შეგახსენებთ, რომ პოლონელმა თავდამსხმელმა უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის მატჩში თავი დუბლით გამოიჩინა.

„ამ თამაშისგან დიდი სიამოვნება მივიღე, ისევე, როგორც ჩემმა თანაგუნდელებმა. შესანიშნავია, რომ სამი ქულა მოვიპოვეთ. საკმაოდ კარგად ვითამაშეთ. მოგეხსენებათ, „ოლიმპიკი“ – ჩინებული გუნდია, რომელსაც ბევრი რამის გაკეთების საშუალება არ მივეცით. დაცვაში ბრწყინვალედ ვმოქმედებდით“, – განაცხადა ლევანდოვსკიმ.

„მარსელს“ ბოლოს ორი წლის წინ შევხვდით და მაშინ დავმარცხდით. მიუხედავად იმისა, რომ მაშინ სულ სხვა გუნდი გვყავდა, რევანშის აღება ყოველთვის სასიამოვნოა. წინ მეორე შეხვედრა გველის, რომლის მოგებაზე უარს არ ვიტყოდით. დღეს, ყველაფერი გამოგვივიდა, თუმცა ყველა მატჩის მოგება გვსურს, ისევე, როგორც უეფას ჩემპიონთა ლიგის თასის აღება“, – დაასრულა 25 წლის ფორვარდმა.

ალექსანდრე მატევოსოვი