რობინიო: “ჩემი კაპიტნობა არაფერს შეცვლის”

ბრაზიულიური “სანტოსის” თავდამსხმელი რობინიო აცხადებს, რომ თუ ის “სელესაოს” უკაპიტნებს, ამით მისი დამოკიდებულება არ შეიცვლება და კვლავაც დიდი მოტივაციით ითამაშებს.

შეგახსენებთ, რომ ტიაგო სილვა ტრავმირებულია და ბრაზილიური გამოცემების აზრით, მომდევნო ამხანაგურ მატჩებში ქვეყნის პირველ გუნდს რობინიო უკაპიტნებს.

“თუ დუნგა კაპიტნად დამნიშნავს, ამით ჩემი დამოკიდებულება არ შეიცვლება და კვლავაც ბოლომდე დავიხარჯები. ვფიქრობ, დავიდ ლუისი და ნეიმარიც კარგი კაპიტნები იქნებოდნენ”, – ამბობს რობინიო.

რა გაუკეთა “სანტოსში” დაბრუნებულმა რობინიომ მეტოქეს

მოგეხსენებათ, ბრაზილიელი ფეხბურთელი რობინიო მშობლიურ კლუბ “სანტოსში” დაბრუნდა, სადაც უკვე მოასწრო მატჩის ჩატარება. “კორინთიასთან” გამართულ შეხვედრაში, “როსონერის” ყოფილმა მოთამაშემ მეტოქეების ჩვეულ სტილში მოტყუება მოახერხა.

ოფიციალურად: რობინიო “სანტოსში” ითამაშებს

როგორც მოსალოდნელი იყო, “მილანის” თავდამსხმელი რობინიო იჯარის წესით “სანტოსში” გააგრძელებს კარიერას. საიჯარო პერიოდი 1 წლის ვადით განისაზღვრება.

აღსანიშნავია, რომ რობინიო ჯამაგირის მნიშვნელოვნად შემცირებას დათანხმდა, ბრაზილიელი ფეხბურთელი კვირაში 135 ათას ევროს მიიღებს.

შეგახსენებთ, რომ რობინიო “სანტოსის” აღზრდილია. ფეხბურთელი ბრაზილიური კლუბის ღირსებას 2002-დან 2005 წლამდე იცავდა. გასულ სეზონში რობინიომ “მილანის” ფორმით 30 მატჩი მიიღო მონაწილეობა, გაიტანა 4 გოლი და გააკეთა 5 საგოლე გადაცემა.

 

რობინიო სანტოსში გადავა

“მილანის” შემტევის რობინიოს აგენტმა მარისა რამოსმა დაადასტურა, რომ ბრაზილიელი ფეხბურთელი კარიერას “სანტოსში” გააგრძელებს.

“სანტოსთან შეთანხმება მიღწეულია. მხოლოდ კონტრაქტის გაფორმება დაგვრჩა” – განაცხადა რამოსმა.

სავარაუდოდ, 30 წლის რობინიო 2015 წლის 30 ივნისამდე იჯარის წესით ითამაშებს, რის შემდეგაც თავისუფალი აგენტი გახდება.

რობინიოც „ორლანდო სიტიში“ მიდის

ბრაზილიური პრესის ცნობით, „მილანის“ თავდამსხმელი რობინიო „ორლანდო სიტიში“ გადავა, თუმცა მანამდე იჯარის წესით მშობლიურ „სანტოსში“ ითამაშებს.

ამერიკული კლუბი MLS-ში ასპარეზობას 2015 წლის მარტიდან დაიწყებს. იმისთვის, რომ რობინიოს სათამაშო პრაქტიკა ჰქონდეს და ფორმა არ დაკარგოს, მას იჯარის წესით „სანტოსში“ გაუშვებენ.

სწორედ ამავე სქემით აიყვანა „ორლანდო სიტიმ“ რიკარდო კაკა, თუმცა განსხვავება ის გახლავთ, რომ ბრაზილიელი ნახევარმცველი არა „სანტოსში“, არამედ „სან პაულუში“ გაანათხოვრეს.

 

რას აკეთებენ რობინიო და ელ შაარავი “მილანის” გასახდელში

“მილანის” ფეხბურთელები რობინიო და ელ შაარავი ტექნიკით რომ გამოირჩევიან, ეს უცხო არავისთვისაა. ინტერნეტ-სივრცეში გავრცელებულ ვიდეოში კი აღბეჭდილია, თუ რას აკეთებენ ისინი “როსონერის” გასახდელში.

ელ შაარავისა და რობინიოს ბრწყინვალე ფინტები “მილანის” ვარჯიშზე

ინტერნეტ-სივრცეში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც აღბეჭდილია, თუ როგორ ფინტებს აკეთებენ “მილანის” ვარჯიშზე სტეფან ელ შაარავი და რობინიო.

ბექჰემი “ბარსელონაში” და კიდევ ექვსი დიდი შესაძლო ტრანსფერი, რომელთა შესახებ არ იცით

Bleacher Report-მა გულშემატკივრებს ის შესაძლო დიდი ტრანსფერები გაახსენა, რომლებიც დიდი შანსი იყო, განხორციელებულიყო, თუმცა სხვადასხვა მიზეზთა გამო, ვერ მოხერხდა.

დევიდ ბექჰემი – “ბარსელონა”

beckham_

2003 წელს, როცა სერ ალექს ფერგიუსონმა ბექჰემის “მანჩესტერ იუნაიტედიდან” გაშვება მოინდომა, ფეხბურთელის შეძენის სურვილი “ბარსელონამაც” გამოთქვა. Guardian-ის ცნობით, კატალონიურ გრანდს ნახევარმცველში 25 მილიონი ფუნტი უნდა გადაეხადა.

საბოლოოდ, ტრანსფერი არ შედგა. ჟოან ლაპორტას მალე “ბარსელონას” საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა უნდა მიეღო და ის გულშემატკივრების მოხიბვლას სუპერვარსკვლავების შეძენით ცდილობდა. ბექჰემმა კი თქვა: “მე პოლიტიკურ თამაშში მონაწილეობას არ ვაპირებ”. რამდენიმე კვირის შემდეგ, ის მადრიდის “რეალს” შეუერთდა.

სტივენ ჯერარდი – “ჩელსი”

gerrard

მიუხედავად იმისა, რომ ბავშვობაში “ევერტონის” გულშემატკივარი იყო, სტივენი, ცხრა წლის ასაკში, “ლივერპულში” მოხვდა.

2004 წელს, Daily Mail-ი იუწყებოდა, რომ ჯერარდი “ჩელსიში” გადასასვლელად მზად იყო. ლონდონელები “ლივერპულს” 30 მილიონ ფუნტს უხდიდნენ. საბოლოოდ, გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ტრანსფერი იმის გამო ჩაიშალა, რომ “ლივერპულის” გაბრაზებული ფანები ჯერარდის ოჯახზე ზეწოლას ახდენდნენ.

ზლატან იბრაჰიმოვიჩი – “არსენალი”

zlatan ibrahimovic fotboll

ზლატანს ჰოლანდიის, იტალიის, ესპანეთისა და საფრანგეთის საუკეთესო კლუბებში თამაშის გამოცდილება აქვს, მაგრამ მას ინგლისის პრემიერ ლიგაში არასოდეს უთამაშია.

ბევრმა არ იცის, რომ როცა იბრაჰიმოვიჩი 16 წლის ასაკში, “მალმიოს” ღირსებას იცავდა, ლონდონის “არსენალში” გადასვლასთან ძალიან ახლოს იყო. შვედი თავდამსხმელი “არსენალის” ბაზასაც ესტუმრა და კლუბის მაისურში გამოწყობილმა ფოტოც გადაიღო.

არსენ ვენგერს იბრაჰიმოვიჩის სინჯებზე ყოფნა გადაეწყვიტა, რაც თავად ახალგაზრდა ფეხბურთელს არ მოეწონა და მან ლონდონი დატოვა.

დიეგო მარადონა – “შეფილ იუნაიტედი”

diego-maradona_1116639c

ყველაზე ცნობილი ადამიანი, რომელსაც “შეფილდის” ფორმა მოურგია, მსახიობი შონ ბინია. თუმცა, დიეგო მარადონა, რომ “შეფილდში” გადასულიყო, მაშინ სიტუაცია სხვაგვარად იქნებოდა.

Daily Mail-ის ცნობით, 1978 წელს, როცა დიეგო 17 წლის ასაკში, “არგენტინოს ხუნიორსის” ღირსებას იცავდა, “შეფილდ იუნაიტედის” მთავარ მწვრთნელს, ჰარი ჰასლემს ის ძალიან მოეწონა. თუმცა, ტრანსფერი მაინც არ შედგა, ხოლო ამის მიზეზი კი ის გახლდათ, რომ ინგლისელებმა არგენტინულ კლუბს 200 000 ფუნტი ვერ გადაუხადეს.

საბოლოოდ, “შეფილდმა” მალე, 176 000 ფუნტის სანაცვლოდ, “რივერ პლეიტიდან” ალექს საბელა შეიძინა, რომელმაც 76 მატჩში, 8 გოლის გატანა მოახერხა.

ზინედინ ზიდანი – “ბლექბერნი”

zinedine-zidane-real-madrid-champions-league-goal-transfer

1995 წელს, “ბლექბერნი” ზიდანის შეძენასთან ძალიან ახლოს იყო. გუნდის მთავარ მწვრთნელ კენი დაგლიშს “ბორდოს” ახალგაზრდა ფეხბურთელი ძალიან მოსწონდა, ამიტომ მან თავისი კლუბის ხელმძღვანებლებს მოთამაშის შეძენა სთხოვა. მაშინ, “ბლექბერნს” საკმაოდ შეძლებული პრეზიდენტი ჰყავდა, რომელმაც განაცხადა:“რატომ უნდა ვიყიდოთ ზინედინ ზიდანი, როცა ჩვენ ტიმ შერვუდი გვყავს?”

ცნობისთვის, 2008 წელს, “ბლექბერნს” რობერტ ლევანდოსვკიც უნდა შეეძინა. პოლონელი თავდამსხმელი ინგლისში ჩასასვლელად მზად იყო, სადაც კლუბთან კონტრაქტს გააფორმებდა. თუმცა, ვულკანის ფერფლის ამოფრქვევის გამო, ის დიდ ბრიტანეთში ვეღარ ჩაფრინდა და უკან დაბრუნდა.

რობინიო – “ჩელსი”

robinho_1365464c

თითქმის გადაწყვეტილი იყო, რომ 2008 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს, რობინიო ლონდონის “ჩელსის” შეუერთდებოდა. ბრაზილიელმა თავდამსხმელმა მადრიდის “რეალის” დატოვების სურვილი არაერთხელ გამოთქვა, “სამეფო კლუბი” კი მის გასაშვებად მზად იყო.

2008 წელს, “ჩელსის” ლუიშ ფელიპე სკოლარი თავკაცობდა. რობინიომ კი თქვა: “ჩემი ოცნება, ლუიშ ფელიპე სკოლარისთან ერთად მუშაობაა, ის მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელია”.

თუმცა, “მანჩესტერ სიტის” მფლობელმა შეიხებმა ყველაფერი გააკეთეს იმისათვის, რომ რობინიო მათ გუნდში გადასულიყო. “სიტიმ” ბრაზილიელ ფეხბურთელში 32.5 მილიონი ფუნტი გადაიხადა.

ალან შირერი – “მანჩესტერ იუნაიტედი”

article-2015219-000B7D4900000258-566_634x436

ლეგენდარული ინგლისელი თავდამსხმელი სერ ალექს ფერგიუსონის ყურადღების სფეროში 1992 წელს მოექცა. მაშინ, ალანი “საუთჰემპტონის” ღირსებას იცავდა.

“მანჩესტერ იუნაიტედი” ჩემით დაინტერესებული იყო. თუმცა, მითხრეს, რომ სამი-ოთხი კვირა უნდა მომეცადა, რადგან მათ ამ დროის განმავლობაში, ფული უნდა მოეგროვებინათ. ჩემი აზრით კი, თუ მათ ჩემი შეძენა მართლაც ძალიან სურდათ, ბევრს აღარ მალოდინებდნენ”, – განაცხადა შირერმა.

საბოლოოდ, ალანმა “ბლექბერნში” გადასვლა არჩია, სადაც პრემიერ ლიგის მოგება მოახერხა. შირერმა კლუბში ჩატარებულ 138 მატჩში, 112 გოლის გატანა მოახერხა.

BBC იუწყებოდა, რომ 1996 წელს, “მანჩესტერ იუნაიტედმა” შირერის შეძენის სურვილი კვლავაც გამოთქვა, მაგრამ მოთამაშემ მშობლიურ გუნდში, “ნიუკასლში” გადასვლა არჩია.

დიტო ჭიჭინაძე 

რობინიო ტრავმირებულია

“მილანის” შემტევმა რობინიომ ტრავმა სერია ა-ს 23ე ტურში, “ნაპოლის” წინააღმდეგ ჩატარებულ შეხვედრაში მიიღო. მილანური კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდის ონფორმაციით, 30 წლის ბრაზილიელის ტრავმის სირთულე უახლოეეს დღეებში გახდება ცნობილი.
ექიმების ვარაუდობენ, რომ რობინიო ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალურ მატჩს გამოტოვებს. შეგახსენებთ, “მილანი” ევროპის ყველა პრესტიჟულ საკლუბო ტურნირში მადრიდის “ატლეტიკოს” დაუპირისპირდება და შეხვედრა 19 თებერვალს გაიმართება.

მიმდინარე სეზონში რობინიომ სერია ა-ს 18  მატჩში მიიღო მონაწილეობა და 3 გოლი გაიტანა.

რობინიოს ლამაზი გოლი “მილანის” ვარჯიშზე

“მილანის” ბრაზილიელმა თავდამსხმელმა რობინიომ გუნდის ვარჯიშზე ლამაზი გოლი გაიტანა, რომელსაც ჩვენ აქვე გთავაზობთ.

რობინიოს მშვენიერი ფინტი ამხანაგურ მატჩში

იტალიური “მილანის” ბრაზილიელი ფეხბურთელი რობინიო არდადეგებს თავის სამშობლოში ატარებს, სადაც მეგობრებთან ერთად ამახანაგურ მატჩში მიიღო მონაწილეობა.

რობინიო: “ჩემი მომავალი ღმერთის ხელშია”

იტალიური “მილანის” ბრაზილიელი ფეხბურთელი, რობინიო აცხადებს, რომ მისი მომავალი ღმერთის ხელშია და არ იცის, ზამთარში დატოვებს თუ არა “როსონერის”.

შეგახსენებთ, რომ რობინიოს თავის მშობლიურ კლუბ “სანტოსთან” ხშირად აკავშირებენ.

“დავბრუნდები თუ არა “სანტოსში”? ამ ეტაპზე, ჩემს მშობლიურ კლუბში დაბრუნება რთული იქნება, რადგან “მილანთან” კონტრაქტი მაკავშირებს. ჩემი მომავალი ღმერთის ხელშია”, – უთხრა რობინიომ Globoesporte.com-ს.