“მილანს” რობინიო და აბატე გამოაკლდნენ

იტალიური “მილანს” ტრავმების გამო რობინიო და აბატე გამოაკლდნენ. ექიმების ვარაუდით,  ფეხბურთელებს ერთ თვემდე მოუწევთ უქმობა.

რობინიომ და აბატემ დაზიანებები ჩემპიონთა ლიგის მეხუთე ტურის შეხვედრაში მიიღეს.

შეგახსენებთ, რომ “მილანი” გლაზგოში “სელტიკს” სტუმრობდა და დამაჯერებელი გამარჯვებაც მოიპოვა კაკას, საპატას და ბალოტელის გოლებით – 3-0.

რობინიოსა და ნეიმარის ცეკვა

20 ნოემბერს, ბრაზილიის ნაკრებმა ამხანაგურ შეხვედრაში ჩილეს ნაკრები ანგარიშით 2:1 დაამარცხა.

აღნიშნულ მატჩში, ბოლო გოლი რობინიომ გაიტანა, ხოლო გოლის გატანა მან და ნეიმარმა ორიგინალურად აღნიშნეს.

რობინიოს ბრწყინვალე ფინტი ვარჯიშზე

რობინიო რომ ტექნიკით გამორჩეული ფეხბურთელია, ეს ყველამ კარგად იცის. ბრაზილიელმა “მილანის” ვარჯიშზე ბრწყინვალე ფინტი გააკეთა, რითაც პუბლიკა კიდევ ერთხელ აღაფრთოვანა.

“მილანი” “ბარსელონას” დაუზავდა

22 ოქტომბერს, ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში, მომდევნო ტურის მატჩები გაიმართა. H ჯგუფში, ერთმანეთს იტალიური “მილანი” და ესპანური “ბარსელონა” დაუპირისპირდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი კატალონიელთა მოგებას ვარაუდობდა, “როსონერიმ” მეტოქის კართან რამდენიმე რეალური მომენტი შექმნა და მოგებაც კი შეეძლო.

პირველი გოლი მე-9 წუთზე, გავიდა, რობინიომ “ბარსელონას” მცველების შეცდომით ისარგებლა, პასი კაკას გაუკეთა, რომელმაც ბურთი კვლავ რობინიოს გადააწოდა, ამ უკანასკნელს კი “ბლაგაურნას” კარში ბურთის შეგდება აღარ გასჭირვებია.

სტუმრებმა ანგარიში 15 წუთში გაათანაბრეს. ამჯერად შეცდომა მილანელებმა დაუშვეს, ინიესტამ მარტოდ დატოვებული მესი მონახა, რომელმაც გოლი გაიტანა.

საბოლოოდ, შეხვედრაში მეტი გოლი აღარ გასულა – 1:1.

“მილანი” – “ბარსელონა” 1:1
“ჯუზეპე მეაცა”, 74487 მაყურებელი

“მილანი”: ამელია, მექსე, საპატა, აბატე, კონსტანტი, კაკა (ემანუელსონი 71′), მუნტარი, ბირსა (პოლი 80′), დე იონგი, მონტოლივო, რობინიო (ბალოტელი 64′).
მთავარი მწვრთნელი: მასიმილიანო ალეგრი.

“ბარსელონა”: ვალდესი, დანი ალვეში, ადრიანო, პიკე, მასკერანო, ინიესტა, ჩავი, ბუსკეტსი, მესი, სანჩესი (ფაბრეგასი 74′), ნეიმარი (პედრო 81′).
მთავარი მწვრთნელი: ხერარდო მარტინო.

გოლები: 9′ რობინიო – 24′ მესი.
გაფრთხილებები: მონტოლივო 41′, მუნტარი 78′ – სანჩესი 33′, ფაბრეგასი 81′.
მთავარი მსაჯი: ფელიქს ბრიხი.

დიტო ჭიჭინაძე

რობინიოს ფინტი “ბარსელონასთან” მატჩში

22 ოქტომბერს, ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში, “მილანმა” საკუთარ მოედანზე “ბარსელონა” მიიღო და ფრედ, 1:1 ითამაშა. აღნიშნულ შეხვედრაში, მილანელთა თავდამსხმელმა, რობინიომ ლამაზი ფინტი გააკეთა.

 

რობინიო თავის შვილს “მილანის” ბაზაზე ველოსიპედით “დააკატავებს”

ინტერნეტ-სივრცეში საკმაოდ სახალისო ვიდეო გავრცელდა, რომელშიც აღბეჭდილია, თუ როგორ “დააკატავებს” ველოსიპედით “მილანის” ბრაზილიელი თავდამსხმელი, რობინიო თავის შვილს კლუბის ბაზაზე.