“რეალი” ბრაზილიელი მეკარის გადაბირებას ცდილობს

“რომას” მეკარის, ალისონის, კარგი თამაში მადრიდის “რეალს” ნამდვილად არ გამორჩენია. RMC Sport-ის მიერ დადასტურებული ცნობების მიხედვით, “ბლანკოსს” უკვე მომზადებული აქვს ოფიციალური წინადადება.

როგორც ცნობილი ხდება, “რეალის” სკაუტები ბრაზილიელ მეკარეს აქამდეც აკვირდებოდნენ და ფეხბურთელის წარმომადგენლებთანაც საკმაოდ კარგი ურთიერთობა აქვთ.

ერთადერთი, რაც ამ ტრანსფერს წინ უდგას ფინანსური საკითხია – მის კონტრაქტში გამოსასყიდ თანხად 70 მილიონი ევროა მითითბული. ალისონის გადაბირების სურვილს ამავდროულად “ლივერპული”, “პსჟ” და “ჩელსი” გამოთქვამენ.

ჩემპიონთა ლიგა: ნახევარფინალის სიმბოლური გუნდი (ფოტო)

გუშინ დასრულდა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური ეტაპი. საბოლოოდ, გაირკვა, რომ 26 მაის ფინალში ერთმანეთს მერსესაიდის “ლივერპული” და მადრიდის “რეალი” დაუპირისპირდებიან.

ჩემპიონთა ლიგის ოფიციალური გვერდი გვთავაზობს ნახევარფინალის სიმბოლურ გუნდს, რომელიც შემდეგნაირად გამოიყურება:

მეკარე: ნავასი

მცველები: მარსელო, კოლაროვი, კარვახალი

ნახევარმცველები: ნაინგოლანი, ვეინალდუმი, ხამეს როდრიგესი, კიმიხი

თავდამსხმელები: ფირმინო, ჯეკო, სალაჰი

 

ეუსებიო დი ფრანჩესკოს კომენტარი “ლივერპულის” დამარცხების შემდეგ

დღეს ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის განმეორებით შეხვედრაში რომის “რომა” მერსესაიდის “ლივერპულს” დაუპირისპირდა და მეტოქე ანგარიშით, 4-2 დაამარცხა. თუმცა, ორი მატჩის ჯამში – 7-6 ინგლისელთა სასარგებლოდ და ფინალში სწორედ იურგენ კლოპის გუნდი გავიდა.

დაპირისპირების შემდეგ “რომას” მთავარმა მწვრთნელმა, ეუსებიო დი ფრანჩესკომ პრესკონფერენცია გამართა.

“ჩემმა ბიჭებმა რაღაც ორიგინალური გააკეთეს და მერწმუნეთ, ეს ნამდვილად არაა ასე მარტივად მისაღწევი. 2-1-ის შემდეგ, როცა მათ ორ გოლს ჩუქნი, ქამბექი ძალიან რთულია.. თითქმის, იდეალურად ვითამაშეთ. ამ ყველაფერმა უფრო დაგვარწმუნა, რომ ამ დონეზე თამაში შეგვიძლია. ჩემმა გუნდმა ხასიათი აჩვენა. ჩვენ გამოვავლინეთ მენტალობა, ექსტრაორდინალურობა. სწორად გავთვალეთ ყველაფერი. ეს კარგი საღამო იყო. თუმცა, ჯერ კიდევ პირველი ტაიმის შემდეგ მჯეროდა, რომ მოგებას მოვახერხებდით.”

“ნასიამოვნები ვარ, რომ ამ სეზონში რაღაც შედეგი დავინახე. თუმცა, დიდი გზა გვაქვს გასავლელი, რომ სერიოზულ წარმატებას მივაღწიოთ. მათ პირველ შეხვედრში ერთი საოცარი 45 წუთი ჰქონდათ, თუმცა ჩვენც გვქონდა ასეთი დღეს. ნამდვილად ვამაყობ ჩემი გუნდით,” – ამბობს სპეციალისტი.

კლოპის პირველი კომენტარი ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლის შემდეგ

მერსესაიდული “ლივერპულის” მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა ჩემპიონთა ლიგის ფინალური ეტაპის საგზურის მოპოვების შემდეგ აღიარა, რომ “რომას” ბარიერის დაძლევაში “წითლებს” იღბალიც დაეხმარათ.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ კლოპმა ეს გამარჯცვება შონ კოქსს მიუძღვნა, რომელიც გასულ კვირას “რომას” ფანებმა სცემეს. ეს უკანასკნელი დღემდე საავადმყოფოში იმყოფება.

” ეს ფინალი 100 პროცენტით შონ კოქსისთვის არის. მატჩის წინაც ვთქვით, რომ ამაზე ვფიქრობდით. თითოეული ჩვენგანი გამოჯანმრთელებას უსურვებს მას და მხარდაჭერას უცხადებს მის ოჯახს.

ძალიან იღბლიანები აღმოვჩნდით, ყველაფერი ასე რომ დასრულდა. “რომა” ძალიან ძლიერი მეტოქეა. თავდაპირველად ყველაფერს ვაკონტროლებდით, თამაშს ვიგებდით კიდეც – 2-1.

მაგრამ შემდეგ ყველაფერი შეიცვალა: კონტრშეტევებზე ვერ გადავდიოდით, ვერც სივრცეებს ვიყენებდით ძველებურად და მეტოქემ ინტრიგის დაბრუნება შეძლო.

რა უნდა ვთქვა? არ მადარდებს როგორ ვითამაშეთ დღეს. მთავარია, რომ ვიცით, რომ დღევანდელზე გაცილებით უკეთ შეგვიძლია თამაში კიევში,” – აცხადებს გერმანელი სპეციალისტი.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალი უკრაინაში 26 მაისს გაიმართება.

ფედერიკო ფასიო: “მსაჯმა ორი პენალტი წაგვართვა”

“ლივერპულთან” საშინაო არენაზე მოგებული მატჩის (4-2) შემდეგ, “რომას” ფეხბურთელი, ფედერიკო ფასიო მიიჩნევს, რომ სამართლიანი მსაჯობის შემთხვევაში ფინალური ეტაპის საგზურს “რომაელები” მოიპოვებდნენ და არა ინგლისელები.

“ეს ყველაფერი აქ არ უნდა დასრულდეს. პროგრესი მუდმივი უნდა გახდეს, მომავალ სეზონშიც უნდა მივაღწიოთ ნახევარფინალამდე და დღევანდელი შეცდომები ცოდნად ვაქციოთ.

ეს პროცესი აუცილებლად გაგრძელდება. კმაყოფილი უნდა ვიყოთ იმით, რაც გავაკეთეთ, ჩვენ ნამდვილი ფეხბურთი ვითამაშეთ. თუმცა სამწუხაროა, რომ დღეს მოვლენები ასე განვითარდა.

მსაჯმა ორი პენალტი წაგვართვა და ამასთანავე, მხოლოდ სამი წუთი დაამატა მეორე ტაიმს… მიუხედავად ამისა, მაინც დადებითად უნდა ვიფიქროთ, თავები ავწიოთ და გავაგრძელოთ,” – აცხადებს ფასიო.

ჯეიმს მილნერის კომენტარი “რომასთან” მატჩის შემდეგ

დღეს ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის განმეორებით შეხვედრაში რომის “რომა” მერსესაიდის “ლივერპულს” დაუპირისპირდა და მეტოქე ანგარიშით, 4-2 დაამარცხა. თუმცა, ორი მატჩის ჯამში – 7-6 ინგლისელთა სასარგებლოდ და ფინალში სწორედ იურგენ კლოპის გუნდი გავიდა.

დაპირისპირების შემდეგ “ლივერპულის” ფეხბურთელმა, ჯეიმს მილნერმა კომენტარი გააკეთა.

“არ მესმის, რატომ მოხდა ბოლოსკენ ასე. ვიცით, რომ საქმის კეთება უკეთესად გვმართებს. აუცილებელია, ასეთი მატჩებიდან შეცდომებზე ვისწავლოთ. ავტოგოლი ძალიან სასაცილო იყო. თუმცა, მთლინი დუელი რომ შევაფასოთ, კარგად ვითამაშეთ. დღეს, მთავარი მიზანი ფინალში გასვლა იყო და ამას მივაღწიეთ იმით, რომ ძალიან კარგი გუნდები გამოვთიშეთ ასპარეზობას,” – ამბობს მილნერი.

ენდი რობერტსონის კომენტარი “რომასთან” მატჩის შემდეგ

დღეს ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის განმეორებით შეხვედრაში რომის “რომა” მერსესაიდის “ლივერპულს” დაუპირისპირდა და მეტოქე ანგარიშით, 4-2 დაამარცხა. თუმცა, ორი მატჩის ჯამში – 7-6 ინგლისელთა სასარგებლოდ და ფინალში სწორედ იურგენ კლოპის გუნდი გავიდა.

დაპირისპირების შემდეგ “ლივერპულის” მცველმა, ენდი რობერტსონმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.

“ამ ფანებმა დაიმსახურეს, რომ ფინალში იყვნენ. მათ კიევში ძალიან კარგი დროის გატარება ელით. მიუხედავად იმისა, რა შედეგით დასრულდება ის მატჩი, ჩვენი გულშემატკივრები მაინც ისიამოვნებენ. წავაგეთ, თუმცა მეტოქემ ყველანაირი ძალა ჩართო, რომ სასურველი ანგარიში დაეფიქსირებინა. ზოგადად, ამ სეზონში ყველა მოთამაშე ძალიან მაგარი იყო,” – ამბობს რობერტსონი.

ეუსებიო დი ფრანჩესკო: “ოთხშაბათს მოედანი თავაწეულებმა უნდა დავტოვოთ”

ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის პირველ შეხვედრაში რომის “რომა” სტუმრად, მერსესაიდის “ლივერპულთან” ანგარიშით, 2-5 დამარცხდა. დღეს იტალიელებმა ქვეყნის ჩემპიონატში “კიევოს” სძლიეს (4-1). მატჩის შემდეგ რომაელთა მთავარი მწვრთნელი, ეუსებიო დი ფრანჩესკო ჟურნალისტებს ესაუბრა და “ლივერპულთან” დაპირისპირებაზეც გააკეთა კომენტარი.

“აუცილებელია, რომ ჩვენი ფიზიკური და მენტალური ენერგია აღვიდგინოთ. ოთხშაბათს, მატჩი ისე უნდა დავტოვოთ, რომ ვიცოდეთ, აბსოლუტურად ყველაფერი გავაკეთეთ ფინალში გასასვლელად. ბოლო დროს ვაჩვენეთ მსოფლიოს, რომ კარგი შედეგების მიღწევა შეგვიძლია ჩემპიონთა ლიგაზე. უნდა ვირწმუნოთ, ეს ფუნდამენტალურია!” – ამბობს “რომას” თავკაცი.

ედინ ჯეკო: “იმედია, “ბარსელონასთან” ნაჩვენებ თამაშს “ლივერპულთანაც” გავიმეორებთ”

“რომას” ბოსნიელმა თავდამსხმელმა, ედინ ჯეკომ “ლივერპულთან” გასამართი განმეორებითი მატჩის წინ პრესასთან ისაუბრა. შეგახსენებთ, რომ ნახევარფინალური ეტაპის პირველი მატჩი “მერსესაიდელთა” გამარჯვებით დასრულდა – 5:2.

“ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ “ბარსელონას” შედეგს “ლივერპულთანაც” გავიმეორებთ… პირველივე წუთიდან უნდა ვიბრძოლოთ, მაქსიმუმი უნდა დავდოთ მოედანზე.

არ მინდა პირველ მატჩზე ფიქრი, უმჯობესია, მომავალს იმედის თვალით ვუყუროთ და კონკრეტული მიზანი დავისახოთ. ტრიბუნები გადაჭედილი იქნება და ჩვენ მათ გაბედნიერებაზე უნდა ვიფიქროთ.

ვნახოთ რა მოხდება, ჩვენი მისია თითქმის ისეთივეა, როგორიც “ბარსელონასთან”. ძალიან კარგი თამაში უნდა ვაჩვენოთ,”- აცხადებს ჯეკო.

დე როსი: “თუ ამას გავაკეთებთ, ხალხს შოკში ჩავაგდებთ”

ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალურ შეხვედრაში “ლივერპულმა” საკუთარ მოედანზე “რომა” მიიღო და მეტოქე ანგარიშით, 5-2 გაანადგურა. მარცხის შემდეგ “რომას” კაპიტანმა, დანიელე დე როსიმ კომენტარი გააკეთა.

“დღეს შავი დღე იყო. თუმცა, შანსი კიდევაა. სამი გოლი გვაქვს გასატანი და ეს ადვილი არ იქნება. თუმცა, შეუძლებელი რამ გასაკეთებელი ნამდვილად არ გვაქვს. შოკში ჩავაგდებთ მსოფლიოს, თუ ამას ისევ ვიზამთ. შეუძლებელი არაფერია,” – ამბობს დე როსი.

იურგენ კლოპის კომენტარი “რომასთან” გამარჯვების შემდეგ

დღეს ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალურ შეხვედრაში “ლივერპულმა” საკუთარ მოედანზე “რომა” მიიღო და მეტოქე ანგარიშით, 5-2 გაანადგურა. გამარჯვების შემდეგ, ინგლისელთა მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა პრესკონფერენცია გამართა.

“80 წუთი შესანიშნავი იყო. უფრო ბედნიერი ვიქნებოდი 5-1 ან 5-0 რომ მოგვეგო. თუმცა, მე მესმის ბიჭების, რომლებიც დღეს ძალიან კარგები იყვნენ. ამის წარმოდგენა მატჩამდე არ შემეძლო. იტალიაში ჩავალთ და ვეცდებით, იქაც მოვიგოთ. ჩემბერლენის ტრავმა არც ისე სახუმაროა. თუმცა, გამოკვლევამდე ვერაფერს ვიტყვი. რა თქმა უნდა, ის ჩვენთვის დიდი დანაკლისია.

“დღეს იმას მივხვდი, რომ განმეორებით მატჩში მათი დამარცხება შეგვიძლია. ჩვენ არ ვართ “ბარსელონა”. ბოლო წლებში მათ ბევრი რამ მოიგეს, ჩვენ – არა. სალაჰი?საოცარ ფორმაშია. მის წინააღმდეგ თავდაცვა შეუძლებელია. მას ძალიან დიდი შესაძლებლობები აქვს. პირველი გოლი იყო გენიალური, ხოლო მეორე შემთხვევაში მომ სწორად ითამაშა და გაიტანა კიდეც,” – ამბობს კლოპი.

დი ფრანჩესკოს კომენტარი “ლივერპულთან” მარცხის შემდეგ

დღეს ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალურ შეხვედრაში “ლივერპულმა” საკუთარ მოედანზე “რომა” მიიღო და მეტოქე ანგარიშით, 5-2 გაანადგურა. მარცხის შემდეგ, იტალიელთა მთავარმა მწვრთნელმა, ეუსებიო დი ფრანჩესკომ კომენტარი გააკეთა.

“კარგად დავიწყეთ, თუმცა შემდეგ თავი დავკარგეთ. თამაშიდან ამოვვარდით და როცა დავბრუნდით, უკვე გვიან იყო. უნდა ვირწმუნოთ, რომ ამ ანგარიშის შემოტრიალება შეგვიძლია. ჩემი აზრით, ეს არ იქნება ისეთი შეხვედრა, როგორიც “ბარსელონასთან” ჩავატარეთ. გაცილებით რთულ დაპირისპირებას ველი. თუმცა, ჩვენი თავების უნდა ვირწმუნოთ. ისე უნდა ვითამაშოთ, როგორც ბოლოს, როცა ორჯერ გავუტანეთ მეტოქეს. სალაჰს ჟესუსის წინააღმდეგ ერთი-ერთზე თამაში ბევრჯერ მოუწია. ასეთი რამის ვარაუდი შეიძლებოდა მარტივად, რადგან წინ სამი შემტევი ჰყავთ. აქედან დაიწყო ყველაფერი – წავაგეთ ბევრი დუელი, გავუშვით პირველი გოლი, რასაც შემდეგ მთლიანად კონტროლის დაკარგვა მოჰყვა,” – ამბობს დი ფრანჩესკო.