ვის მიუძღვნა რომელუ ლუკაკუმ დღევანდელ მატჩში გატანილი ბოლო გოლი?

როგორც უკვე იცით, “უოტფორდთან” მატჩში “ევერტონის” ბელგიელმა ფორვარდმა, რომელუ ლუკაკუმ დუბლის გაფორმება მოახერხა. შედეგად, პრემიერ ლიგის ახალ სეზონში მის ანგარიშზე უკვე 8 გოლი დაგროვდა.

თუმცა ამაზე საინტერესო ის გახლავთ, რომ “კამფეტების” ლიდერმა დღევანდელ მატჩში გატანილი ბოლო გოლი განსხვავებულად აღნიშნა, რამაც მედია აალაპარაკა.

როგორც შემდეგში გაირკვა, ლუკაკუმ ეს გოლი მის თანაგუნდელს, იანიკ ბოლასის მიუძღვნა, რომელიც “გუდისონზე” სეზონის დაწყებამდე გადმობარგდა და ტრავმა მიიღო, რის გამოც სეზონის ბოლომდე უნდა იუქმოს.

ცნობისთვის გეტყვით იმასაც, რომ ბოლასისა და ლუკაკუს მოედნის გარეთაც საკმაოდ კარგი ურთიერთობა აქვთ. ეს ორი ფეხბურთელი ყველასაგან დავიწყებულ აფრიკულ ენაზე, ლინგალაზე საუბრობენ, რაც, როგორც ისინი ამბობენ, ძალიან ეხმარებათ თამაშისას.

კუმანი: “ლუკაკუს თავისუფლად შეუძლია, “ბარსას” ფორვარდი გახდეს”

მერსესაიდული “ევერტონის” მთავარმა მწვრთნელმა, რონალდ კუმანმა გუნდის ბელგიელი ლიდერის, რომელუ ლუკაკუს პოტენციალზე საუბრისას აღნიშნა, რომ მას თავისუფლად შეუძლია “ბარსელონას” წამყვანი ფეხბურთელი გახდეს.

“ლუკაკუს შეუძლია, ბრწყინვალე ფორვარდი გახდეს. ის სულ რაღაც 23 წლის არის და უფრო და უფრო ძლიერდება.

ვფიქრობ, მას მომენტების დაგვირგვინება ძალიან კარგად გამოდის. ამასთანავე, მას სიმშვიდის შენარჩუნებაც კარგად შეუძლია. ის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია, რომელთანაც ოდესმე საქმე დამიჭერია. მისი მოძრაობები უბრალოდ დიდებულია.

ვფიქრობ, ლუკაკუს შეუძლია პატრიკ კლუივერტის დონესაც მიუახლოვდეს. მჯერა, რომ მასაც შეუძლია “ბარსას” ფორვარდი გახდეს”.

ლუკაკუსა და “ევერტონს” შორის არსებული კონტრაქტი 2019 წელს იწურება.

ჟოზე მოურინიოს მიერ დაწუნებული კრეატიული ფეხბურთელები

მართალია, ჟოზე მოურინიო მსოფლიოს საუკეთესო სპეციალისტთა რიგს მიეკუთვნება, თუმცა მისი მუშაობის შედეგად საკმაოდ კრეატიული და ნიჭიერი ფეხბურთელები არაერთხელ დაჩაგრულან.

პორტუგალიელმა ტაქტიკოსმა ბოლო ათწლეულში რამდენიმე გამორჩეულ ფეხბურთელს დაუნგრია კარიერა. გთავაზობთ მათ სიას:


9. ხუან კუადრადო (“ჩელსი”/ 15 მატჩი მოურინიოს თავკაცობით)

კუადრადო ლონდონში 2015 წლის დასაწყისში გადაბარგდა იტალიური “ფიორენტინადან”, თუმცა კოლუმბიელმა ფეხბურთელმა მოურინიოს გულის მოგება ვერ მოახერხა. ხუანი იძულებული გახდა “სტემფორდ ბრიჯი” დაეტოვებინა. ის არენდის წესით “იუვენტუსში” გადავიდა (იმავე ზაფხულს).


8. კევინ დე ბრუინი (“ჩელსი”/ 9 მატჩი მოურინიოს თავკაცობით)

მოურინიომ “გენკიდან” 6 მილიონ ფუნტად ნაყიდი კევინ დე ბრუინი “ჩელსიში” თამაშის ღირსად არ ჩათვალა. პორტუგალიელის აზრით მას მომავალი არ ჰქონდა, ამიტომაც “არისტოკრატებმა” ის 9 მატჩის ჩატარების შემდეგ გერმანულ “ვოლფსბურგში” გაუშვეს, სადაც ბელგიელი ფეხბურთელი ვარსკვლავად იქცა.


7. რიკარდო კაკა (“რეალი”/ 87 მატჩი მოურინიოს თავკაცობით)

“ჩელსის” ამჟამინდელ დამრიგებელს ბრაზილიელი რიკარდო კაკას შესაძლებლობებში ეჭვი მასთან თანამშრომლობის მეორე წლის დასაწყისში შეეპარა. მას შემდეგ ოქროს ბურთის მფლობელი სათადარიგო ფეხბურთელად იქცა.


6. პედრო ლეონი (“რეალი”/ 14 მატჩი მოურინიოს თავკაცობით)

მოურინიო პედრო ლეონის დიდი გულშემატკივარი არასდროს ყოფილა. ერთხელ ჟოზემ პედროს ასეთი რამ უთხრა: “გუნდის თვითმფრინავი რომ განადგურდეს, რომელშიც შენ არ იმყოფებოდი, მაინც არ გათამაშებ მომდევნო კვირას.”


5. რომელუ ლუკაკუ (“ჩელსი”/ 3 მატჩი მოურინიოს თავკაცობით)

ბელგიელ ფორვარდსა და “ახალი დროგბას” სტატუსს შორის სწორედ პორტუგალიელი მწვრთნელი აღიმართა, რომელიც მას საერთოდ არ ენდობოდა. “ევერტონის” ამჟამინდელი ლიდერი მხოლოდ 3-ჯერ ათამასა ჟოზემ “ჩელსის” მაისურით.


4. ხუან მატა (“ჩელსი”/ 17 მატჩი მოურინიოს თავკაცობით)

კიდევ ერთი ფეხბურთელი, რომლის შესაძლებლობებიც ჟოზემ დაიწუნა ხუან მატა გახლავთ, რომელიც ახლაც მის გუნდში იმყოფება, ოღონდ “იუნაიტედში”. არასაკმარისი სათამაშო პრაქტიკის გამო მატამ “ჩელსი” სწორედ “მანჩესტერში” გაცვალა, თუმცა ნამდვილად არ ეგონა, რომ მოვლენები ამდაგვარად განვითარდებოდა.


3. რიკარდო ქუარეშმა (“ინტერი”/ 32 მატჩი მოურინიოს თავკაცობით)

ვინგერის შეტევითი პოტენციალი მოურინიოს არ აკმაყოფილებდა, ამიტომაც 32 მატჩის ჩატარების შემდეგ, ის უკან, “ჩელსიში” გაგზავნა.


2. რიკარდო ქუარეშმა (“ჩელსი”/ 19 მატჩი მოურინიოს თავკაცობით)

იტალიურ კლუბებში თავის წარმოჩენის შემდეგ, სალაჰმა აბრამოვიჩიც მოხიბლა, თუმცა არა მოურინიო – პორტუგალიელი ეგვიპტელ ფეხბურთელს საკმარის სათამაშო დროს არ აძლევდა. მსგავსად კუადრადოსა, კლუბი მანაც მალევე დატოვა.


1. ჰენრიკ მხითარიანი (“მანჩესტერ იუნაიტედი”/ 5 მატჩი მოურინიოს თავკაცობით)

ჰენრიკ მხითარიანის საქმე ბურუსით არის მოცული. რთულია იმის თქმა, თუ რატომ დაიწუნა ჟოზემ სომეხი ფეხბურთელი, რომელმაც სადებიუტო მატჩშივე მოახერხა გოლის გატანა. თუმცა ფაქტია, რომ ის სათადარიგოთა სკამს ძალიან მიეჩვია.

The Sun: “ბაიერნი” ლუკაკუში დიდ თანხას იხდის

გავლენიანი ინგლისური გამოცემა, The Sun-ი იტყობინება, რომ მიუნხენის “ბაიერნი” სერიოზულად არის დაინტერესებული ლივერპულის “ევერტონის” თავდამსხმელით, რომელუ ლუკაკუთი.

“რეკორდმაისტერები” აპირებენ, რომ კლუბის ხელმძღვანელობას ლუკაკუს სანაცვლოდ 65 მილიონი ევრო შესთავაზონ.

23 წლის ბელგიელი ერთ-ერთ ნიჭიერ შემტევად ითვლება. იგი უფრო და უფრო იზრდება და პროგრესირებს. შესაბამისად, ყოველ სატრანსფერო ფანჯარაზე რამდენიმე სერიოზული გუნდის ყურადღებასაც იმსახურებს. რომელუმ საჯაროდ განაცხადა, რომ მას ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობა სურს. რამდენად მიეცემა, თუნდაც, მომავალ სეზონში “ევერტონის” შემადგენლობაში ამის საშუალება, საკითხავია.

აქედან გამომდინარე, დიდია იმის ალბათობა, რომ თუ ეს ინტერესი შენარჩუნდა, ლუკაკუ მიუნხენურ გრანდში აღმოჩნდეს.

რომელუ ლუკაკუ: “სუარესის დონეზე ჯერ არ ვარ”

მერსესაიდული “ევერტონის” ბელგიელმა თავდამსხმელმა პრესასთან საუბრისას აღნიშნა, რომ ის თავს იმდენად ძლიერად არ თვლის, რომ “ბარსელონას” ურუგვაელ ფორვარდს, ლუის სუარესს თავი შეადაროს.

“კიდევ უფრო მეტი თამაშის-მომგები თამაშები მჭირდება, იმისათვის, რომ ლუის სუარესის დონეს მივაღწიო.” – განაცხადა ლუკაკუმ Sky Sports-თან საუბრისას.

როგორც თავდამსხმელს, ბევრი გოლი გამაქვს, თუმცა გოლების შექმნაზეც უნდა ვიმუშავო. ისეთ ფეხბურთელებს, როგორებიც არიან სერხიო აგუერო, სუარესი, კარიმ ბენზემა და რობერტ ლევანდოვსკი, არაფრისგან შეუძლიათ გოლის შექმნა. სწორედ ამაზე უნდა ვიმუშავო მე.

ვარჯიშზე ძალიან ბევრს ვმუშაობ. ვცდილობ ასეთი სიტუაციები შევიქმნა, რადგანაც შემდეგში უფრო ბუნებრივად ვითამაშო. უფრო მეტი უნდა გავაკეთო.”

კუმანი: “რომელუ ლუკაკუს შენარჩუნებას ვცდილობთ”

მერსესაიდული “ევერტონის” ახალმა დამრიგებელმა, რონალდ კუმანმა ყველასათვის ნათელი გახადა ის ფაქტი, რომ “კამფეტები” მაქსიმალურად შეეცდებიან გუნდის ლიდერის, რომელუ ლუკაკუს შენარჩუნებას.

“ეს კლუბი ყოველთვის ცდილობს საუკეთესო ფეხბურთელების შენარჩუნებას. რა თქმა უნდა, ეს ძალიან რთული იქნება “ევერტონისთვის”, თუმცა ჩვენ მაინც ვეცდებით მისთვის კონტრაქტის გახანგრძლივებას.

რომელუს სხვა კლუბებსაც უკავშირებენ, თუმცა ეს ბუნებრივია. ის ამბიციური ფეხბურთელია – კარგ ფეხბურთელებს ყოველტვის აქვთ ამბიციები.”

კუმანმა ბელგიელი შემტევის ტრავმაზეც გააკეთა კომენტარი: “ის სათამაშოდ მზად ჯერ არ არის. ხვალ ის ვერ ითამაშებს (თასის მატჩი “ბორნმუთთან).”

კუმანის “ევერტონმა” მოიესის “სანდერლენდი” გაანადგურა

ახლახან დასრულდა ინგლისის პრემიერ ლიგის მეოთხე ტურის ბოლო მატჩი, რომელსაც “ლაითის სტადიონმა” უმასპინძლა, სდაც ადგილობრივ “სანდერლენდს” მერსესაიდული “ევერტონი” ესტუმრა.

მატჩის პირველი ნახევარი გარდამავალი უპირატესობითა და ორივე კართან შექმნილი მომენტებით იყო აღსავსე. მატჩის გარდამტეხი მომენტი კი რომელუ ლუკაკუს მიერ მე-60 წუთზე გატანილი გოლი იყო. პირველი გოლიდან ათიოდე წუთის შემდეგ, ბელგიელმა ლუკაკუ უკვე ჰეთ-ტრიკს აღნიშნავდა.”შავმა კატებმა” კი ფარ-ხრმალი დაყარეს – 0:3.


“სანდერლენდი”: პიკფორდი; ვან ანჰოლტი, ჯილობოჯი, კონე, მანკილიო; კირხოფი, როდველი; ვოტმორი, იანუზაი; დეფო.

მთავარი მწვრთნელი: დევიდ მოიესი

“ევერტონი”: სტეკელენბურგი; კოულმენი, ვილიამსი, იაგიელკა, ბაინსი; გაიე, ბერი; მირალეში, ბარკლი, ბოლასიე; ლუკაკუ

მთავარი მწვრთნელი: რონალდ კუმანი

გოლები: რომელუ ლუკაკუ 60′ 68′ 71′


ლუკაკუ: “იუვეს” უარი ვუთხარი, რათა “ევერტონში” დავრჩენილიყავი”

მერსესაიდული “ევერტონის” 23 წლის ფორვარდი, რომელუ ლუკაკუ აღიარებს, რომ ზაფხულში მის გადაბირებას ტურინის “იუვენტუსი” ცდილობდა. მაგრამ მან იტალიაში გადასვლას “ევერტონში” დარჩენა და პირველობისთვის ბრძოლა ამჯობინა.

“გარკვეულწილად არ მომწონს ის ფაქტი, რომ ევროპულ ტურნირებზე ვერ ვასპარეზობ, თუმცა მე ისეთი ადამიანი არ ვარ, ვინც ამისთვის ყველაფერს გაიღებს.

სხვაგვარად, “ევერტონში” კი არ დავრჩებოდი, არამედ ტურინის “იუვენტუსში” გადავბარგდებოდი. მე დარჩენა გადავწყვიტე, რადგანაც იტალიაში გადასვლა ჩემთვის ძალიან ადრეა, თანაც არც აქ ვთამაშობ ცუდად.” – განაცხადა რომელუმ.

შეგახსენებთ, რომ კუმანის გუნდის ლიდერმა გასულ სეზონში 25 გოლის გატანა მოახერხა.

როგორი იყო ლუკაკუს რეაქცია, როდესაც გაიგო, რომ ბელგიის ნაკრები მარტინესმა ჩაიბარა?

“მანჩესტერ იუნაიტედსა” და “ევერტონს” შორის გამართული მატჩის მიმდინარეობისას, რეჟისორებმა რომელუ ლუკაკუს რეაქცია დააფიქსირეს, მას შემდეგ, რაც ბელგიელ ფორვარდს შეატყობინეს, რომ “წითელი ეშმაკები” მისმა ყოფილმა ბოსმა, რობერტო მარტინესმა ჩაიბარა.

რომელუ ლუკაკუ კუმანმა მატჩის მეორე ნახევარში გამოცვალა, როდესაც ის სათადარიგოთა სკამზე დაბრუნდა, თანაგუნდელებმა მას ახალი ინფორმაცია შეატყობინეს – რომელუმ კი ემოციების დამალვა ვერ მოახერხა.

CmiYIZEWEAA1H5K

CmiYIZEWEAA1H5K

CmiYIZEWEAA1H5K

მარტინესის ბელგიის ნაკრების თავკაცად დანიშვნის შესახებ ინფორმაცია თბილისის დროით 00:06 საათზე გაჟღერდა, მაშინ, როდესაც ლუკაკუ ჯერ კიდევ მოედანზე იმყოფებოდა.

ამ ვიდეოში კი ნათლად ჩანს, რომ ლუკაკუ მის თანამემამულესს, მირალეშს საკმაოდ მნიშვნელოვან ამბავს უყვება.

Daily Mail: “ჩელსი” მზადაა, ლუკაკუს სანაცვლოდ 60 მილიონი ფუნტი გადაიხადოს

ბრიტანული Daily Mail ავრცელებს ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, ლონდონური “ჩელსი” მზადაა, ლუკაკუს სანაცვლოდ 60 მილიონი ფუნტი გადაიხადოს.

როგორც იცით, ანტონიო კონტე “ჩელსის” შეტევითი პოტენციალით უკმაყოფილოა – “არისტოკრატები” გონასლო იგუაინისა და ედინსონ კავანის გადაბირებაც ცადეს, მაგრამ ორივე ტრანსფერი ჩაიშალა.

მას შემდეგ, რაც კონტემ ალვარო მორატასა და კარლოს ტევესისაგანაც უარი მიიღო, მას ერთადერთი ვარიანტი შემორჩა – ბელგიელი ლუკაკუ, რომლის სანაცვლოდაც მერსესაიდელები 75 მილიონ ფუნტს იხდიან.

შეგახსენებთ, რომ ბელგიელი ფორვარდი “სტემფორდ ბრიჯზე” 18 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ, 2011 წლის ზაფხულში გადაბარგდა, თუმცა, ჟოზე მოურინიო მისი ხასიათით უკმაყოფილო იყო და მისი გაშვება გადაწყვიტა.

ევრო 2016-ის ჯგუფური ეტაპის ბომბარდირები

ბრძოლა ევრო 2016-ის ოქროს ბუცისათვის ჯერ კიდევ არ დასრულებულა. თუმცა, ჯგუფური ეტაპის დასრულების შემდეგ აღნიშნულ რბოლაში რამოდენიმე ფეხბურთელი დაწინაურდა …


1. გარეთ ბეილი| უელსი | გოლი: 3 | საგოლე პასი: 0

გარეთ ბეილი


=1. ალვარო მორატა| ესპანეთი | გოლი: 3 | საგოლე პასი: 0

მორატა


3. დიმიტრი პაიეტი | საფრანგეთი | გოლი: 2 | საგოლე პასი: 1


=3. კრიშტიანუ რონალდუ | პორტუგალია | გოლი: 2 | საგოლე პასი: 1


=3. ივან პერიშიჩი | ხორვატია | გოლი: 2 | საგოლე პასი: 1


6. რომელუ ლუკაკუ | ბელგია | გოლი: 2 | საგოლე პასი: 0


=6. ბოგდან სტანკუ | რუმინეთი | გოლი: 2 | საგოლე პასი: 0


=6. ნანი | პორტუგალია | გოლი: 2 | საგოლე პასი: 0


=6. ბალაშ ჯუჯაკი | უნგრეთი | გოლი: 2 | საგოლე პასი: 0


10. აარონ რემზი| უელსი | გოლი: 1 | საგოლე პასი: 2

ლუკაკუს „ჩელსიში“ დაბრუნება სურს

„ევერტონის“ თავდამსხმელს რომელუ ლუკაკუს ზაფხულში ლონდონის „ჩელსიში“ დაბრუნება სურს, ამის შესახებ ფეხბურთელთან დაახლოებულ პირზე დაყრდნობით „101greatgoals“-ი იუწყება. ევროპის რამდენიმე კლუბის მხრიდან ინტერესის მიუხედავად, ლუკაკუს მაინც ლონდონელთა რიგებში დაბრუნება უნდა.

შეგახსენებთ, ბოლო დროს ლუკაკუს სახელს „ნაპოლისა“ და „მანჩესტერ იუნაიტედს“ უკავშირებდნენ.