რონალდინიო პრემიერლიგაში?

ბრიტანული “თაიმსის” ცნობით, ბრაზილიის ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა რონალდინიომ კარიერა შესაძლოა, ინგლისის პრემიერლიგაში გააგრძელოს. 35 წლის ფეხბურთელის აგენტი რობერტუ დე ასიში ამბობს, რომ რონალდინიოს ინგლისიდან აქვს შემოთავაზებები, თუმცა თავად მოთამაშეს სურს, რომ კარიერა ახლო აღმოსავლეთში ან MLS-ში გააგრძელოს.

შეგახსენებთ, რომ რონალდინიო უკანასკნელად “ფლუმინენსეს” ღირსებას იცავდა, რომელთანაც კონტრაქტი გასული წლის სექტემბერში გაწყვიტა.

 

ურუგვაულმა “რასინგმა” რონალდინიოს არშემდგარი ტრანსფერით ქომაგები მოატყუა

დღეს მონტევიდეოს “რასინგმა” გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, ამ ურუგვაული კლუბის ღირსებას ბრაზილიის ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი რონალდინიო დაიცავდა. მოგვიანებით “რასინგმა” სპეციალური განცხადება გამოქვეყნა, რომელშიც ვკითხულობთ, რომ ეს უბრალო ხუმრობა იყო. საქმე იმაში გახლავთ, რომ დღეს ურუგვაიში მოტყუების დღეს აღნიშნავენ.

ასეთ დღეებში საფეხბურთო კლუბები ხშირად მიმართავენ მსგავს ხუმრობებს და შემდეგ მათი მხრიდან არც გულდაწყვეტილი ქომაგების მიმართ ბოდიშის მოხდაა იშვიათი მოვლენა.

 

უკლუბოდ დარჩენილი რონალდინიო კარიერის დასრულებას ჯერ არ აპირებს

35 წლის ბრაზილიელმა ფეხბურთელმა რონალდინიომ, რომელიც ამ დრომდე უკლუბოდ არის, კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ კარიერის დასრულებას ჯერჯერობით არ აპირებს.

“კარიერის დასრულებას ჯერ არ ვაპირებ. ვგრძნობ, რომ ფორმაში ვარ და ჯანმრთელობის მხრივაც კარგად ვარ. კარიერის გაგრძელების გარკვეულ ვარიანტებს განვიხილავ”, – ციტირებს რონალდინიოს სიტყვებს TodoMercadoweb-ი.

შეგახსენებთ, რომ რონალდინიო სექტემბრის შემდეგ კლუბის გარეშეა. ბრაზილიელმა ფეხბურთელმა და “ფლუმინენსემ” შრომითი ხელშეკრულება ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გაწყვიტეს.

 

“ფლუმინენსემ” რონალდინიო წარადგინა (ფოტო)

“ფლუმინენსემ” ოფიციალურად წარადგინა კლუბის ახალწვეული რონალდინიო.

შეგახსენებთ, რომ ბრაზილიელმა ფეხბურთელმა კლუბთან კონტრაქტი 2016 წლის ბოლომდე გააფორმა. რონალდინიო “ფლუმინენსეში” 10-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

Ronaldinho

რონალდინიო: “მინდა, ბრაზილიის ჩემპიონატი მოვიგო”

“ფლუმინენსეს” ახალწვეული რონალდინიო იმედოვნებს, რომ კლუბთან ერთად ბრაზილიის ჩემპიონატს მოიგებს. შეგახსენებთ, რომ ბრაზილიელი ფეხბურთელი მანამდე მექსიკურ “კერეტაროში” თამაშობდა.

“ძალზედ მოტივირებული ვარ. როდესაც სხვა კლუბში ვთამაშობდი, ქვეყნის ჩემპიონატის მატჩებით დიდ სიამოვნებას ვიღებდი. ბრაზილიის ჩემპიონი არასდროს ვყოფილვარ და ამ ტიტულის მოგება ძალიან მინდა. გუნდში კარგი ფეხბურთელები არიან და ეს შესაძლებელია. დიდი პროექტი გვაქვს და მოხარული ვარ, რომ ამ გუნდს შევუერთდი”, – ციტირებს რონალდინიოს სიტყვებს “მირორი”.

რონალდინიო “ფლუმინენსეში” 10-ნომრიანი მაისურით ითამაშებს. ფეხბურთელმა კლუბთან კონტრაქტი 2016 წლის ბოლომდე გააფორმა.

ბრაზილიის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში “ფლუმინენსეს” მეორე ადგილი უკავია.

 

ოფიციალურად: რონალდინიო “ფლუმინენსეში” ითამაშებს

ბრაზილიის ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი რონალდინიო კარიერას სამშობლოში გააგრძელებს. 35 წლის ფეხბურთელი “ფლუმინენსეს” ღირსებას დაიცავს. კლუბმა უკვე ოფიციალურად დაადასტურა ეს ინფორმაცია. ტრანსფერის დეტალები ჯერჯერობით არ ხმაურდება.

შეგახსენებთ, რომ რონალდინიო უკანასკნელად მექსიკურ “კერეტაროში” თამაშობდა. ბრაზილიელი ფეხბურთელის თავისთან გადაბირებას თურქული “ანთალიასპორი” ცდილობდა.

რონალდინიო “ფლუმინენსეში” 10-ნომრიანი მაისურით ითამაშებს. ფეხბურთელმა კლუბთან კონტრაქტი 2016 წლის ბოლომდე გააფორმა.

ბრაზილიის ჩემპიონატის მე-12 ტურის შემდეგ “ფლუმინენსეს” სატურნირო ცხრილში მეორე ადგილი უკავია.

 

რონალდინიო შესაძლოა, არგენტინულ გუნდში გადავიდეს

ბრაზილიის ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა რონალდინიომ კარიერა შესაძლოა, არგენტინაში გააგრძელოს. კატალონიური გამოცემა “მუნდო დეპორტივო” ფეხბურთელის ძმისგან მიღებულ ინფორმაციას ავრცელებს, რომლის მიხედვითაც, ბრაზილიელ მოთამაშეს ერთ-ერთი არგენტინული კლუბი საკმაოდ მომგებიან წინადადებას სთავაზობს.

“რონალდინიოთი ყატარის, საუდის არაბეთისა და ჩინეთის რამდენიმე კლუბია დაინტერესებული”, – აღნიშნა ფეხბურთელის ძმამ, რომელიც ამავდროულად მისი აგენტიც გახლავთ.

მანამდე გავრცელებული ინფორმაციით, რონალდინიომ თურქულ “ანთალიასპორთან” შეთანხმებას მიაღწია და კლუბს უახლოეს მომავალში უნდა შეუერთდეს. ცნობისთვის, “ანთალიასპორში” გადავიდა რონალდინიოს ყოფილი თანაგუნდელი სამუელ ეტოოც.

 

რონალდინიო “კერეტაროს” ტოვებს

“კერეტაროს” ნახევარმცველი რონალდინიო გაუჩო მექსიკური კლუბის ფანებს დაემშვიდობა.

პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, 35 წლის ბრაზილიელი ფეხბურთელით თურქეთის მეორე დივიზიონში მოასპარეზე “ანთალიასპორი” და MLS-ის რამდენიმე კლუბია დაინტერესებული. “კერეტაროს” ხელმძღვანელობა რონალდინიოს ნაცვლად რობინიოს მიწვევას აპირებს.

“გულწრფელ მადლობას ვუხდი მექსიკელ ფანებს იმ საოცარი მხარდაჭერისთვის, რომელიც ჩემ მიმართ გამოიჩინეს”, – დაწერა სოციალურ ქსელში რონალდინიომ.

 

რონალდინიოს შესაძენად ფრანგული კლუბი ინტერნეტში ფულის დაგროვებას იწყებს

ფრანგული „ბულონი“, რომელიც საფრანგეთის რანგით მეოთხე ლიგაში თამაშობს, 2005 წლის „ოქროს ბურთის“ მფლობელის რონალდინიოს შესაძენად ინტერნეტში თანხის დაგროვებას იწყებს.

კლუბი გულშემატკივრებს პირდადება, რომ ხუთ მილიონი ევროს დაგროვების შემთხვევაში, ცნობილ ბრაზილიელ ფეხბურთელს აუცილებლად დაიმატებს.

ამჟამად რონალდინიო მექსიკურ „კერეტაროში“ თამაშობს, რომლის დატოვებას ზაფხულში აპირებს.

რონალდინიომ ჩემპიონთა ლიგის ფინალში “ბარსელონას” წარმატება უსურვა

“ბარსელონას” ყოფილმა ფეხბურთელმა რონალდინიომ კატალონიურ გუნდს უეფას ჩემპიონთა ლიგის ფინალში წარმატება უსურვა.

“იმედი მაქვს, შაბათს “ბარსელონა” ჩემპიონთა ლიგის თასის მეხუთედ მოგებას შეძლებს”, – დაწერა სოციალურ ქსელში რონალდინიომ.

შეგახსენებთ, რომ “ბარსელონას” მეტოქე ტურინის “იუვენტუსი” იქნება. ფინალური მატჩი 6 ივნისს, ბერლინში გაიმართება და ის თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.

 

რონალდინიო კარიერას არ ასრულებს

მექსიკური “კერეტაროს” ნახევარმცველი რონალდინიო კარიერის დასრულებას არ აპირებს. 35 წლის ფეხბურთელი ამბობს, რომ მექსიკაში თამაში მოსწონს და აქედან წასვლაზე არც კი ფიქრობს.

“პირველ რიგში, უნდა ვთქვა, რომ ჩემი წასვლის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. ძალიან ბედნიერი ვარ და წასვლაზე არც კი ვფიქრობ. არ ვიცი, ვითამაშებ თუ არა კიდევ ხუთი ან ექვსი წელი, თუმცა ჯერჯერობით ყველაფერი კარგად მიდის, წასვლის მიზეზი არ მაქვს. მას შემდეგ, რაც მექსიკაში ჩამოვედი, თავს მშვენივრად ვგრძნობ. ვაპირებ, მომავალშიც ვაკეთო ის საქმე, რაც ყველაზე კარგად გამომდის”, – რონალდინიოს სიტყვები Goal.com-მა გამოაქვეყნა.

 

რონალდინიო ზაფხულში კარიერის დასრულებას აპირებს

მექსიკური “კერეტაროს” ნახევარმცველი რონალდინიო დამდეგ ზაფხულს კარიერის დასრულებას აპირებს.

ბრაზილიური გამოცემა Extra წერს, რომ 35 წლის ფეხბურთელი კარიერის დასრულების შესახებ განცხადებას მაისის ბოლოს გააკეთებს.

ცნობისთვის, რონალდინიოს “კერეტაროსთან” კონტრაქტი 2016 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული, თუმცა კლუბმა არაერთხელ გამოხატა უკმაყოფილება ბრაზილიელის ქცევის გამო. რონალდინიო საწვრთნელი პროცესისადმი უპასუხისმგებლო დამოკიდებულებასა და დისციპლინის დარღვევაშია შემჩნეული.