კარიკატურა: რონალდინიო და რიკელმე “შაპეკოენსეში” ითამაშებენ? (ფოტო)

მოგეხსენებათ, ბრაზიულიურ კლუბ “შაპეკოენსეს” საშინელი ტრაგედია გადახდა თავს. გუნდს ფეხბურთელები თუ საფეხბურთო კლუბები ფულით დაეხმარნენ.

ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ რონალდინიომ და რიკელმემ “შაპეკოენსეს” თავიანთი სამსახური შესთავაზეს.

ომარ მომანიმ ამასთან დაკავშირებით კარიკატურა შემოგვთავაზა

rikelme

კარიკატურა: რატომ გააცდინა რონალდინიომ “ბარსაში” მუშაობის პირველი დღე?

ბრაზილელიელმა ლეგენდამ, რონალდინიომ “ბარსელონაში” ელჩის პოსტზე დაიწყო მუშაობა.

გაუჩოს პირველი სამუშაო დღე გუშინ იყო. იგი ესპანეთის პრიმერა დივიზიონის მე-8 ტურში “ბარსელონასა” და “დეპორტივოს” შორის გამართულ მატჩს (4:0) უნდა დასწრებოდა, თუმცა ბრაზილიელი ამის ნაცვლად ქვიშის სანაპიროზე ისვენებდა, რასაც სოციალურ ქსელში მის მიერ გამოქვეყნებული ფოტო ადასტურებს.

ამასთან დაკავშირებით ომარ მომანი საინტერესო კარიკატურას გვთავაზობს.

რონალდინიო: “ნეტავ, ამ ფეხბურთელის გვერდით უფრო დიდ ხანს მეთამაშა”

ლეგენდარულმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა, რონდალდინიომ ჟურნალისტებთან ისაუბრა და განაცხადა, იგი გულდაწყვეტილია იმის გამო, რომ მესისთან უფრო დიდ ხანს ვერ ითამაშა.

“კარგი იქნებოდა, ლიონელის გვერდით უფრო დიდ ხანს მეგორებინა ბურთი. ის შესანიშნავი ფეხბურთელია და უბედნიერესი ვარ, რომ მისი კარიერის დასაწყისში გვერდიგვერდ ვთამაშობდით; მიხარია, რომ მესის პირველ გოლზე ასისტენტი სწორედ მე ვიყავი.”

“სამწუხაროდ, როცა ლეო პროგრესირებდა, სწორედ მაშინ გადავედი “მილანში”. ამ ნაბიჯს არ ვნანობ, რადგან იმ მომენტში ვგრძნობდიმ რომ ჩემი ბარსელონური კარიერა უნდა დამესრულებინა; ჩემს ცხოვრებაში ნაბიჯი გადავდგი, რომლის შემდეგაც რაღაც ახალი უნდა მოსულიყო,” – განაცხადა რონალდინიომ.

რონალდინიო “ბარსელონაში” დაბრუნდა!

სასიხარულო ინფორმაცია ფეხბურთის, განსაკუთრებით კი “ბარსელონას” ფანებისთვის…

ნახსენები გუნდის ყოფილი მოთამაშე და ლეგენდა, რონალდინიო კატალონიურ გრანდში დაბრუნდა. თუმცა, ბრაზილიელი სპორტსმენი ახლა არა ფეხბურთელის, არამედ სხვა როლში იქნება. საქმე იმაშია, რომ “ბარსელონამ” ნიუ იორკში ახალი ოფისი გახსნა. რონალდინიო კი კატალონიელების წარმომადგენელი იქნება აშშ-ში. ის ელჩის პოზიციაზე იმუშავებს.

სუარესი:”ნეიმარი რონალდინიოს მაგონებს”

“ბარსელონას” ფეხბურთელმა, დენის სუარესმა, რომელმაც ამ ზაფხულზე “ვილიარეალიდან” მიაშურა კატალონიურ გრანდს, მის თანაგუნდელ ნეიმარზე ისაუბრა.

“ბლაგურნა” მამაჩემმა შემაყვარა. მასთან ერთად ხშირად ვყურობდი “ბარსას” თამაშებს. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ რონალდინიოს “ბარსელონაზე” გავიზარდე. ბრაზილიელ ფეხბურთელში თანაბრად და მაღალი დოზით იყო ფანტაზია, კარგი დრიბლინგი და ტექნიკა. თანამედროვე ფეხბურთში ნეიმარის თამაში ძალიან მაგონებს რონალდინიოს სტილს.”

“რაც შეეხება მესის, იგი ყველა დროის საუკეთესოა! მისი მსგავსი მოთამაშე არასდროს მინახავს. ის ძალიან ბევრ ინდივიდუალურ რეკორდს ამყარებს. ამავე დროს, ლეო გუნდური მოთამაშეცაა. ის თამაშობს მთლიანად კოლექტივის წარმატებისთვის და მიზანს ხშირად აღწევს,” – განაცხადა სუარესმა.

ნეიმარმა რონალდინიოს რეკორდი გაიმეორა

კატალონიის “ბარსელონას” თავდამსხმელმა, ნეიმარმა “რაიო ვალეკანოსთან” გამართულ შეხვედრაში რონალდინიოს რეკორდის გამორება მოახერხა.

მოგეხსენებათ, “ბარსელონამ” გუშინ “რაიო” სტუმრად ანგარიშით 5:1 დაამარცხა. ნეიმარმა ამ მატჩში გოლის გატანა ვერ შეძლო, თუმცა საგოლე პასის გაკეთება მოახერხა.

აღსანიშნავია, რომ ნეიმარი რონალდინიოს შემდეგ პირველი ბრაზილიელი გახდა, რომელსაც პრიმერა დივიზიონის ერთ სეზონში 18 გატანილი გოლი და 10 საგოლე გადაცემა დაუგროვდა.

თავისუფალ აგენტთა თერთმეტეული: რონალდინიო, დე იონგი და სხვები

როგორც იცით, ევროპაში ზამთრის სატრანსფერო ფანჯარა უკვე დაიხურა. თუმცა, კვლავ დარჩნენ ისეთი ფეხბურთელები, რომელთა მიმართ არცერთ კლუბს არ გამოუთქვამს ინტერესი, მიუხედავად იმისა, რომ ზაფხულში კონტრაქტი ეწურებათ. გთავაზობთ სწორედ ასეთი ფეხბურთელებისგან შემდგად საუკეთესო თერთმეტეულს.

ნაკრებში ყოფნას უდაოდ იმსახურებენ რონალდინიო და რობინიო, რომლებმაც თავის მხვრივ “ფლუმინენსე” და “გუანჟოუ” დატოვეს.

სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა “ვესტ ბრომვიჩის” ბერძენი ფორვარდი, სამარასიც. ისევე როგორც “არსენალის” მცველი, ემანუელ ებუ.

ნახევარდაცვაში კი მყარად დგას ნაიჯელ დე იონგი, რომელიც დიდი ალბათობით, თავისუფალი აგენტის სტატუსს უახლოეს მომავალში მოიშორებს, რამეთუ მისით “გალაქსი” არის დაინტერესებული.

ეკვადორის “ბარსელონას” ფორმაში გამოწყობილმა რონალდინიომ მაყურებელთა ოვაციები დაიმსახურა

ყველასათვის ცნობილია ის ფაქტი, რომ რონალდინიო გაუჩო განსაკუთრებული ცხოვრების სტილით ცხოვრობს, რაც კიდევ ერთხელ დამტკიცდა.

მას შემდეგ, რაც ბრაზილიელი ფეხბურთელი ინდოეთში სასწაულებრივად გადაურჩა სამანქანო ავარიას,  ის გულშემატკივარს “ეკვადორის ბარსელონას” ფორმით წარუდგა და მაყურებელთა გასაოცარი ოვაციებიც დაიმსახურა.

რონალდინიო ეკვადორულმა კლუბმა სპეციალურად მოიწვია. “ბარსელონას” ექს-ფორვარდმა კი მცირე დრო ითხოვა გადაწყვეტილების მისაღებად.

მოედნიდან გასვლისას ლეგენდარულ ფეხბურთელს სტადიონზე მყოფი გულშემატკივარი ფეხზე წამოუდგა და ის აპლოდისმენტებით გააცილეს.

გიორგი არაბიძემ რონალდინიოს წინააღმდეგ ითამაშა (ვიდეო)

17 იანვარს, ამერიკის შეერთებულ შტატებში შეკრებაზე მყოფმა დონეცკის “შახტარი” ბრაზილიურ “ფლუმინენსეს” დაუპირისპირდა და ფრედ 1:1 ითამაშა. შეხვედრაში ანგარიში 48-ე წუთზე, დონეცკელთა შემტევმა ფერეირამ გაიტანა, წონასწორობა კი 82-ე წუთზე მაგნომ აღადგინა.

ქართველი ფეხბურთელი გიორგი არაბიძე უკრაინული კლუბის სათადარიგოთა შემადგენლობაში იყო და მოედანზე მეორე ტაიმში, 77-ე წუთზე გამოჩნდა.

აღსანიშნავია, რომ “ფლუმინენსეს” რიგებში კატალონიის “ბარსელონასა” და “მილანის” ყოფილმა შემტევმა, რონალდინიომ ითამაშა.

ურუგვაულმა “რასინგმა” რონალდინიოს არშემდგარი ტრანსფერით ქომაგები მოატყუა

დღეს მონტევიდეოს “რასინგმა” გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, ამ ურუგვაული კლუბის ღირსებას ბრაზილიის ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი რონალდინიო დაიცავდა. მოგვიანებით “რასინგმა” სპეციალური განცხადება გამოქვეყნა, რომელშიც ვკითხულობთ, რომ ეს უბრალო ხუმრობა იყო. საქმე იმაში გახლავთ, რომ დღეს ურუგვაიში მოტყუების დღეს აღნიშნავენ.

ასეთ დღეებში საფეხბურთო კლუბები ხშირად მიმართავენ მსგავს ხუმრობებს და შემდეგ მათი მხრიდან არც გულდაწყვეტილი ქომაგების მიმართ ბოდიშის მოხდაა იშვიათი მოვლენა.

 

“რონალდინიო მონტევიდეოს “რასინგში” ითამაშებს”

რამდენიმე საათის წინ სოციალურ ქსელ Twitter-ში ურუგვაული “რასინგის” ოფიციალურ გვერდზე პოსტი გამოქვეყნდა, სადაც ეწერა, რომ რონალდინიომ კლუბთან კონტრაქტი გააფორმა. თუმცა, 28 დეკემბერ ურუგვაიში პირველი აპრილის მსგავსი დღე აღინიშნება და როგორც აღმოჩნდა, რონალდინიოს “რასინგში” გადასვლის ამბავიც ტყუილი აღმოჩნდა.

შეგახსენებთ, რომ რონალდინიო ბოლოს “ფლუმინენსეში” ირიცხებოდა. რაც შეეხება “რასინგს”, ეს გუნდი ურუგვაის 16-გუნდიან ჩემპიონატში პირველი წრის დასრულების შემდეგ მე-14 პოზიციას იკავებს.

მესი: „რონალდინიო დამპირდა, რომ ათნომრიან მაისურს გადმომცემდა“

„ბარსელონას“ თავდამსხმელმა ლიონელ მესიმ გაიხსენა, რომ ბრაზილიელი შემტევი რონალდინიო წასვლის წინ მას ათნომრიან მაისურს დაპირდა.

„კლუბიდან წასვლამდე რამდენიმე თვით ადრე რონალდინიო სიტუაციას აფასებდა. მან გუნდის დატოვება გადაწყვიტა, მე კი თავისი ნომრის აღება მთხოვა, რაზეც დაუფიქრებლად დავთანხმდი. თუ მაშინ დავფიქრდებოდი, შესაძლოა, ამ ნომერს არც ავიღებდი“, – ციტირებს არგენტინელს Goal.com-ი.