ბრაზილიის ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა რონალდინიომ კარიერა შესაძლოა, არგენტინაში გააგრძელოს. კატალონიური გამოცემა “მუნდო დეპორტივო” ფეხბურთელის ძმისგან მიღებულ ინფორმაციას ავრცელებს, რომლის მიხედვითაც, ბრაზილიელ მოთამაშეს ერთ-ერთი არგენტინული კლუბი საკმაოდ მომგებიან წინადადებას სთავაზობს.
“რონალდინიოთი ყატარის, საუდის არაბეთისა და ჩინეთის რამდენიმე კლუბია დაინტერესებული”, – აღნიშნა ფეხბურთელის ძმამ, რომელიც ამავდროულად მისი აგენტიც გახლავთ.
მანამდე გავრცელებული ინფორმაციით, რონალდინიომ თურქულ “ანთალიასპორთან” შეთანხმებას მიაღწია და კლუბს უახლოეს მომავალში უნდა შეუერთდეს. ცნობისთვის, “ანთალიასპორში” გადავიდა რონალდინიოს ყოფილი თანაგუნდელი სამუელ ეტოოც.