ვალენსიის ფესტივალზე რონალდუს, რამოსისა და პიკეს კარიკატურები გამოფინეს (ფოტოები)

ესპანეთის ქალაქ ვალენსიაში დღეს ფესტივალი ჩატარდა, სადაც ცნობილი პოლიტიკოსებისა და სპორტსმენების კარიკატურები იყო გამოფენილი. მათ შორის, გამოსარჩევია, კრიშტიანუ რონალდუს გამოსახულება. ასევე, ყურადღება უნდა გავამახვილოთ სერხიო რამოსისა და ხერარდ პიკეს კარიკატურებზე.

 

ზიდანი: “რონალდუ სხვა გალაქტიკიდანაა”

დღეს მადრიდის “რეალმა” ლა ლიგა  სანტანდერის 28-ე ტურში “ეიბარი” სტუმრად, კრიშტიანუ რონალდუს დუბლით, 2-1 დაამარცხა.

დაპირისპირების შემდეგ ზინედინ ზიდანმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.

“რონალდუ სხვა გალაქტიკიდანაა. მან იცის, როგორ უნდა გაიტანო საჭირო მომენტში. ის უნიკალური და განსაკუთრებულია. პორტუგალიელის სტატისტიკა აჩვენებს, რას წარმოადგენს იგი. კრიშტიანუს შემართება ხაზგასასმელია. თუ ორს გაიტანს, უნდა მესამეც! ისკო და ბეილიც კარგად გაისარჯნენ, თუმცა ჰქონდათ ხარვეზები. ეს გასაკვირი არაა, რადგან ბურთს დიდ ხანს ვერ ვფლობდით და ეს ყველა მოთამაშეს დაეტყო. მათ იბრძოლეს და გაისარჯნენ, რაც დასაფასებელია. მოდრიჩს კარგი მატჩი ჰქონდა. ის ერთ-ერთი საკვანძო ფიგურაა,” – ამბობს “ზიზუ”.

კარიკატურა: რონალდუმ ფული დაამარცხა

გუშინ კრიშტიანუ რონალდუმ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ შეხვედრაში კიდევ ერთხელ გაუტანა პსჟ-ს. მან, საბოლოო ჯამში, სამჯერ აიღო ფრანგების კარი და დიდი წვლილი შეიტანა რეალის 1/4 ფინალში გასვლაში.

აღნიშნულ თემაზე გთავაზობთ კარიკატურას.

 

კარიკატურა: ლიონელ მესი უცხოპლანეტელია

ირანის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, კარლუშ კეირუშმა განაცხადა, რომ ფიფამ მესის თამაში უნდა აუკრძალოს, სანამ არ დაადგენენ, რომ ის ნამდვილად ადამიანია.

ომარ მომანი თვლის, რომ არგენტინელი უცხოპლანეტელია და ამაზე კარიკატურასაც გვთავაზობს.

 

პელე: “ნეიმარი მსოფლიოს ყველაზე ტექნიკური მოთამაშეა”

მსოფლიოს ფეხბურთის “მეფემ”, პელემ თანამემამულე, ნეიმარზე ისაუბრა და განაცხადა, რომ დღეს მსოფლიოში მასზე ტექნიკური მოთამაშე არ არსებობს.

“ნეიმარმა ბრაზილიის ნაკრებში პოზიცია შეიცვალა, რაც ადვილი ნამდვილად არ არის. კლუბში ის მარცხენა ფლანგზე თამაშობს და იქედან ცდილობს შეტევის გამწვავებას, ხოლო “სელესაოში” უფრო ცენტრშია შეწეული და ფორვარდის უკან უწევს ასპარეზობა. ბრაზილიელი ამ ყველაფერს ადვილად ეგუება, რაც მის დიდ ტალანტსა და შესაძლებლობებზე მეტყველებს.”

“მსოფლიოს სამი გამორჩეული მოთამაშე დღეს რონალდუ, მესი და ნეიმარია. სხვა სუპერვარსკვლავები არ არსებობენ. ისინი ნაკრებშიც წარმატებით გამოდიან. თუმცა, ვიტყვი, რომ ნეიმარს განსაკუთრებული მზადება მოუწევს მუნდიალისთვის. ის მსოფლიოს ყველაზე ტექნიკური ფეხბურთელია, ამაში ასი პროცენტით დარწმუნებული ვარ!” – ამბობს პელე.

რონალდუ მოდრიჩს თავის აღნიშვნას ასწავლის (ვიდეო)

მადრიდის “რეალი” ჩემპიონთა ლიგის პირველი მერვედფინალური შეხვედრისთვის ემზადება. “ბლანკოსმა” გუშინ “სანტიაგო ბერნაბეუზე” ივარჯიშა.

AS-ის ჟურნალისტებმა დააფიქსირეს, როგორ ასწავლის კრიშტიანუ რონალდუ ლუკა მოდრიჩს გოლის იმ აღნიშვნას, რომელსაც პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი ხშირად იყენებს ხოლმე.

იხილეთ ვიდეო

ექს-პრეზიდენტი: “რონალდუ-ნეიმარის ბარტერი? ყურადღების გადატანის სულელური მცდელობაა”

მადრიდის “რეალის” ყოფილმა პრეზიდენტმა, რამონ კალდერონმა კლუბის არსებული მდგომარეობა შეაფასა და ნეიმარი-რონალდუს ბარტერზეც ისაუბრა. მისი აზრით, ამ ტრანსფერზე სპეკულაციების წამოწყების მეშვეობით “ბლანკოსის” ხელმძღვანელები კრიზისული სიტუაციის განმუხტვას ცდილობენ.

“ამბავი რონალდუსა და ნეიმარის ტრანსფერის შესახებ უბრალოდ კრიზისული მდგომარეობის დაფარვის სულელური მცდელობაა და ვფიქრობ, ეს მხოლოდ გუნდის გასახდელში არსებულ ჰარმონიაზე იმოქმედებს.

სეზონის დასრულებამდე საკმაოდ დიდი დროა და ჭკვიანური ნამდვილად არ იქნება, თუ იმ ფეხბურთელებს დავადებთ თითს, რომლებსაც ჩვენი ამ რთული მდგომარეობიდან გამოყვანა შეუძლია,” – აცხადებს კალდერონი.

მბაპე: “რონალდუ და ნეიმარი თითქმის ერთ დონეზე არიან”

“პარი სენ-ჟერმენის შემტევმა, კილიან მბაპემ განაცხადა, რომ მადრიდის “რეალის” სუპერვარსკვლავი, კრიშტიანუ რონალდუ ბავშვობაში მისი კუმირი იყო. თუმცა, ფრანგის თქმით, მას არანაკლები დონის თანაგუნდელი ჰყავს.

“ის ჩემი ბავშვობის გმირი იყო. დიდი შთაბეჭდილება მოახდინა “ვალდებებასზე” სტუმრობამ და პორტუგალიელთან შეხვედრამ. თუმა, ახლა მე პროფსიონალი ფეხბურთელი და სხვების მეტოქე ვარ. შესაბამისად, რაც მსურს, არის მოგება, მოგება და მხოლოდ მოგება. შესაბამისად, აზრი არ აქვს, ვინ არის ჩვენს წინააღმდეგ. მხოლოდ ერთი მიზანი გვაქვს!”

“ნებისმიერი ვინმესგან, ვინც ხუთ ოქროს ბურთს იგებს, შეიძლება ბევრი რამ ისწავლო. რონალდუ კარგი ფეხბურთელია, თუმცა გუნდშიც მყავს მშვენიერი მოთამაშეები. ნეიმარი თავისი სათამაშო სტილით ძალიან ჰგავს კრიშტიანუს და, ვფიქრობ, ის თითქმის რონალდუს დონეზეა. ასევე, გოლეადორი კავანისგანაც ბევრ რამეს ვსწავლობ,” – ამბობს მბაპე.

კარიკატურა: კაკამ კარიერა დაასრულა

17 დეკემბერს უკვე ყოფილმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა, საკუთარი ქვეყნის ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა და “მილანში” გამორჩეული წლების მქონე რიკარდო კაკამ მსოფლიოს კარიერის დასრულების შესახებ აცნობა.

ომარ მომანი კარიკატურას გვთავაზობს იმ ფეხბურთელზე, რომელმაც კრიშტიანუ რონალდუსა და ლიონელ მესიმდე უკანასკნელმა მიიღო ოქროს ბურთი.

 

კარიკატურა: რატომ არ გაიფორმა “რეალმა” კილიან მბაპე?

დიეგო მარადონამ განაცხადა, რომ კრიშტიანუ რონალდუ იყო ის მიზეზი, რომლის გამოც მადრიდის “რეალმა”კილიან მბაპე არ გაიფორმა.

ომარ მომანი აღნიშნულ თემაზე ასეთ კარიკატურას გვთავაზობს.

 

რონალდუ: “ჩემი ციფრები ყველაფერზე მეტყველებენ”

დღეს მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ფინალში მადრიდის “რეალმა” “გრემიო” მიიღო და მეტოქე კრიშტიანუ რონალდუს მიერ ჯარიმიდან გატანილი ერთადერთი გოლის წყალობით, ანგარიშით, 1-0 დაამარცხა. საგულისხმოა, რომ პორტუგალიელმა სულ ოთხ მსოფლიოზე მიიღო მონაწილეობა და შვიდი გოლიც გაიტანა. ეს საუკეთესო მაჩვენებელია.

კრიშტიანუმ თავის მიღწევაზე ისაუბრა.

“ჩემი ციფრები ყველაფერზე მეტყველებენ. კრიტიკას მუდამ მოედანზე ვპასუხობ. დღესაც ასე მოვიქეცი, რითაც ძალიან ბედნიერი ვარ. ეს შთამბეჭდავი დღეა. გვინდოდა, მოგვეგო, თუმცა “გრემიოს” ძალასაც ვაცნობიერებდით. მაგრამ აქამდე “რეალს” ერთ წელში ხუთი ტიტული არასდროს მოუგია. სწორედ ამიტომ, ზიდანმა გვითხრა, რომ ჩვენი ბატარეა მაქსიმალურად გამოგვეყენებინა.” “

“მეორე ნახევარში თავი ცოტა დაღლილად ვიგრძენი. ახლაც ცოტა დისკომფორტს ვგრძნობ განვიცდი, თუმცა მომდევნო შაბათს მშვენივრად ვიქნები. მთავარია, მოვიგეთ და მივაღწიეთ იმ შედეგს, რასაც ვიმსახურებდით,” – აცხადებს კრიშტიანუ.

“გრემიოს” მწვრთნელი: “ახალ თაობას რონალდუ მოსწონს, ძველი ჩემზე გააკეთებს არჩევანს”

ხვალ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ფინალში მადრიდის “რეალი” “გრემიოს” დაუპირისპირდება.

ბრაზილიური კლუბის მთავარმა მწვრთნელმა, რანტაო გაუჩომ, რომელიც 1980-იან და 1990-იან წლებში სხვადასხვა სამხრეთამერიკულ გუნდში გამოდიოდა, წინასამატჩო პრესკონფერენციაზე კრიშტიანუ რონალდუს შეადარა თავი.

“დღევანდელი თაობა რონალდუს უყურებს და მისი თამაში მოსწონს. მათ მე არ ვუნახივარ. თუ წინა თაობას ჰკითხავთ, ისინი ჩვენი შედარების დროს, სხვა რამეს გეტყვიან. მათ ჩემი მატჩები ნანახი აქვთ.. შესაბამისად, ისინი მე სწორად შემაფასებენ. მინდა, წარმოვიდგინო რონალდუ იმ გუნდებში, რომლებშიც მე ვთამაშობდი. საინტერესო იქნებოდა, მოიგებდა თუ არა ის ჩემპიონატებს.”

“ახლა “რეალი” კვირაში ერთ დაპირისპირებას ატარებს. მათი მოედნის საფარი საოცარ მდგომარეობაშია.ხოლო, პორტუგალიელს ჰყავს გუნდელები, რომლებიც ნამდვილი მონსტრები არიან. ასე თამაში მარტივია. რონალდუც მონსტრია. ის მშვენიერი ფეხბურთელია. თუმცა, ის თავის ძალაზე მუშაობს და დიდი ტექნიკა არ აქვს. უბრალოდ დააკვირდით: როცა იგი მარცხენა ფლანგს ტოვებს, ფაქტობრივად, არაფერს აკეთებს. მე უფრო მრავალფეროვანი ვიყავი, როცა მარჯვნივ ვთამაშობდი. ასევე, ცენტრსა და მარცხენა ფლანგზე ასპარეზობაც შემეძლო,” – აცხადებს გაუჩო.