მადრიდის “რეალის” ახალგაზრდა შემტევი, ხესე აცხადებს, რომ მისი თანაგუნდელი კრიშტიანო რონალდუ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია.
შეგახსენებთ, რომ 6 იანვარს, ესპანეთის პრიმერა დივიზიონში, მადრიდის “რეალმა” საკუთარ მოედანზე “სელტა” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 3:0 დაამარცხა. პორტუგალიელმა სუპერვარსკვლავმა კი, მატჩში დუბლის გაფორმება მოახერხა.
“ჩემთვის და ყველა ჩემი თანაგუნდელისთვის, კრიშტიანო მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია. დარწმუნებული ვარ, ის ოქროს ბურთს მოიპოვებს”, – ამბობს ხესე.