საფეხბურთო უიკენდის ტოპ 5

“ბარსას”, “იუვეს” და “ბაიერნის” რეკორდები, ვილაშ-ბოაშის გათავისუფლება და გასულ უქმეებზე მომხდარი სხვა საინტერესო ფაქტები. 

1. ვილაშ-ბოაში გათავისუფლებულია

“ლივერპულთან” გამართული მატჩი პორტუგალიელი სპეციალისტისთვის უკანასკნელი აღმოჩნდა “ტოტენჰემის” მთავარი მწვრთნელის პოსტზე. გამანადგურებელი მარცხი შემდეგ (0:5), ლონდონური კლუბის ხელმძღვანელობამ ვილაშ-ბოაშის გათავისუფლება გადაწვყიტა. როგორც “ტოტენჰემის” ოფიციალური ვებ გვერდი იუწყება, კონტრაქთი ორმხრივი შეთანხმების საფუძველზეა გაწყვეტილი. ამ მომენტისათვის, ლონდონელები მეშვიდე ადგილზე არიან და მათ აქტივში 27 ქულაა.

2. რეკორდსმენები

სამმა ევროპულმა გრანდმა გასულ უქმეებზე რეკორდი დაამყარა.
“ბარსელონამ” “ვილიარეალის” ძლევით პრიმერაში პირველი ადგილი შეინარჩუნა. კატალონიელები ჩემპიონტას 54 ტურის მანძილზე ლიდერობენ, რაც რეკორდულ შედეგ წარმოადგენს.

ტურინის “იუვენტუსმა” საშინაო შეხვედრაში “სასულოს” ძლევით იტალიის ახალი რეკორდი დაამყარა. ტურინელებმა ზედიზედ 8 შეხვედრა მოიგეს ისე, რომ გოლი არ გაუშვიათ საკუთარ კარში.

მიუნხენის “ბაიერნმა” “ჰამბურგს” სძლია (3:1). რაც იმას ნიშნავს, რომ “რეკორდმაისერმა” 16 ტურში 44 ქულას მოუყარა თავი, რაც აქამდე არნახული შედეგია ბუნდესლიგაში.

3. რონალდუმ მუზეუმი გახსნა

ცოტა გადავუხვიოთ წმინდა საფეხბურთო თემატიკას. მადრიდის “რეალის” თავდამსხმელმა რონალდუმ მადეირაზე საკუთარი მუზეუმი გახსნა.  მუზეუმში წარმოდგენილია 2008 წლის “ოქროს ბურთი” და 28 წლის პორტუგალიელის 125 სხვა ჯილდო. აღსანიშნავია, რომ რონალდუს სპეციალური ოთახიც აქვს გამოყოფილი 2013 წლის “ოქროს ბურთისთვის”.

4. “ატლეტიკოს” მიღწევა

ესპანური პრიმერას კიდევ ერთი აღსანიშნავი მატჩი მადრიდში გამართული “ატლეტიკო” – “ვალენსია” იყო. მასპინძლებმა 3 ქულა მოიპოვეს და “ბარსელონასთან” ერთად აგრძელებენ სატურნირო ცხრილში ლიდერობას. ატლეტიკომ 16 ტურში 43 ქულას მოუყარა თავი. საინტერსოა, რომ აქამდე ასეთი შედეგი “რეალისა” და “ბარსელონას” გარდა არცერთი სხვა გუნდს არ ჰქონია.

5. განადგურებული მეთოფეები

ინგლისურ პრემიერლიგაში აღნიშვნის ღირსია ლიდერის, “არსენალის” გამანადგურებელი მარცხი. მეთოფეები “მანჩესტერ სიტიმ” დაამწუხრა. პირველ ტაიმში სტუმრები ასე თუ ისე იბრძოდნენ, მაგრამ “სიტიმ” მეორე ნახევარში გადამწყვეტი უპირატესობა მოიპოვა და საბოლოო ჯამში დიდი ანგარიშით მოიპოვა გამარჯვება.

რონალდუ: “მიხარია, რომ რეკორდის დამყარება მოვახერხე”

მადრიდის “რეალის” პორტუგალიელი ფეხბურთელი, კრიშტიანო რონალდუ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე დამყარებული რეკორდით გახარებულია და ამბობს, რომ რეკორდის დამყარებაში დიდი წვლილი მის თანაგუნდელებს მიუძღვით.

შეგახსენებთ, რომ რონალდუმ ჯგუფურ ეტაპზე ჩატარებულ 6 მატჩში 9 გოლის გატნა მოახერხა.

“რეკორდი დავამყარე, რაც ნამდვილად სასიხარულოა. მინდა, რომ ჩემს თანაგუნდელებს მადლობა გადავუხადო. სწორედ მათი დამსახურებაა, რომ ეს მოვახერხე” , – ამბობს პორტუგალიელი.

კრიშტიანო რონალდუმ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე რეკორდი დაამყარა

10 დეკემბერს, ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში, დანიურმა “კოპენჰაგენმა” საკუთარ მოედანზე მადრიდის “რეალი” მიიღო და ანგარიშით 0:2 დამარცხდა.

შეხვედრაში ერთ-ერთი გოლი კრიშტიანო რონალდუმ გაიტანა, რომლისთვისაც ის მიმდინარე სეზონში, ჯგუფურ ეტაპზე რიგით მე-9 გამოდგა. შესაბამისად, პორტუგალიელმა, ჯგუფურ ეტაპზე გატანილი გოლების მიხედვით, ყველა დროის რეკორდი მოხსნა.

აღსანიშნავია ისიც, რომ რონალდუს მე-10 გოლის გატანაც შეეძლო, მაგრამ მან თერთმეტმეტრიანი ზუსტად ვერ შეასრულა.

რონალდუ: “ბეილი ტიტულების მოგებაში დაგვეხმარება”

მადრიდის “რეალის” პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი, კრიშტიანო რონალდუ აცხადებს, რომ გარეტ ბეილი გუნდს ბევრი ტიტულის მოგებაში დაეხმარება.

შეგახსენებთ, რომ უელსელი ფეხბურთელი “სამეფო კლუბში” გასულ ზაფხულს, ლონდონის “ტოტენჰემიდან” 100 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა.

“გარეტის თამაშს აღტაცებაში მოვყავარ. ის შესანიშნავი ფეხბურთელია და მიმაჩნია, რომ არაერთი ტიტულის მოგებაში დაგვეხმარება.

მართალია, სეზონის დასაწყისში, ბეილს არ გაუმართლა, მაგრამ ახლა ყველაფერი კარგადაა”, – ამბობს რონალდუ.

ზიდანი: “რონალდუ მონსტრივითაა”

მადრიდის “რეალის” ყოფილი ფეხბურთელი, ზინედინ ზიდანი, რომელიც ახლა გუნდის მთავარი მწვრთნელის ასისტენტია, აცხადებს, რომ “სამეფო კლუბის” თავდამსხმელი, კრიშტიანო რონალდუ მონსტრივითაა და ის მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშეა.

“კრიშტიანომ დაამტკიცა, რომ ის პორტუგალიის ნაკრებშიც და “რეალშიც” საუკეთესოა. ამავე დროს, მსოფლიოში ყველაზე გამორჩეულია. ბევრი საუბარი საჭირო ნამდვილად არ არის, ყველამ ყველაფერი კარგად იცის. რონალდუ მონსტრივითაა. ჩემი აზრით, ოქროს ბურთს ის მოიგებს”, – ამბობს ზიდანი.

კაპელო: “რონალდუ ოქროს ბურთს იმსახურებს”

რუსეთის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ფაბიო კაპელო აცხადებს, რომ ოქროს ბურთს მადრიდის “რეალის” პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი, კრიშტიანო რონალდუ იმსახუებს.

შეგახსენებთ, რომ რონალდუმ მიმდინარე სეზონში, მადრიდის “რეალის” მაისურით ჩატარებულ 18 მატჩში 25 გოლის გატანა მოახერხა.

“რა თქმა უნდა, წელს ოქროს ბურთს კრიშტიანო რონალდუ იმსახურებს. ის აშკარად ყველაზე გამორჩეულია. გასულ სეზონებში მესი საუკეთეოს იყო, ახლა სხვა სიტუაციაა”, – ამბობს კაპელო.

რონალდუ: “რეალი” ჩემს გარეშეც კარგად გამოიყურებოდა”

მადრიდის “რეალის” პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი, კრიშტიანო რონალდუ აცხადებს, რომ “სამეფო კლუბი” მის გარეშეც კარგად თამაშობს.

შეგახსენებთ, რომ რონალდუმ ტრავმა 23 ნოემბერს, “ალმერიასთან” გამართულ მატჩში მიიღო, რის გამოც “გალათასარაისა” და “ვალიადოლიდის” წინააღმდეგ თამაში ვერ მოახერხა.

“ვფიქრობ, “რეალი” ჩემს გარეშეც მშვენივრად თამაშობს, რაც ნათელია. რაც შეეხება ბეილს, ის ბრწყინვალე ფეხბურთელია და ეს დაამტკიცა კიდეც”, – ამბობს რონალდუ.

რონალდუ: “რეალი” ჩემს გარეშე ძალიან კარგი იყო

მადრიდის “რეალის” თავდამსხმელმა, კრისტიანუ რონალდუმ, ქების სიტყვები არ დაიშურა თავისი თანაგუნელების მიმართ

პორტუგალიელი თვლის, რომ “გალათასარაის” და “ვალიადოლიდის” წინააღმდეგ, “რეალმა” საკმაოდ კარგი ფეხბურთი აჩვენა. აღნიშნულ შეხვერდრებში პორტუგალიელს მონაწილეობა არ მიუღია.

“გუნდმა ჩემს გარეშე ძალიან კარგი ფეხბურთი ითამაშა. რა თქმა უნდა, ორივე შეხვედრა ჩვენს მოედანზე გავმართეთ, რაც მიზანს გვიადვილებდა, მაგრამ ბიჭებმა უბრალოდ ჩინებულად ითამაშეს. ახლა კი მეც მზად ვარ მოედანზე გასასვლელად. ჩვენ ორი მნიშვნელოვანი მატჩი გველოდება “ვალენსიას” და “ოსასუნას” წინააღმდეგ” –  განაცხადა რონალდუმ.

რონალდინიო: “რონალდუს არ გაუმართლა, რომ თამაში მესის ერაში უწევს“

ვეტერანი ბრაზილიელი ფეხბურთელი, რონალდინიო აცხადებს, რომ მადრიდის “რეალის” თავდამსხმელს, კრიშტიანო რონალდუს არ გაუმართლა, რადგან მას თამაში მესის ერაში მოუწია.

შეგახსენებთ, რომ ბოლო რამდენიმე სეზონია, ოქროს ბურთს “ბარსელონას” არგენტინელი ლეგიონერი ეუფლება, წელს კი ოქროს ბურთის ფავორიტად რონალდუ ითვლება.

“ჩემი აზრით, კრიშტიანოს ძალიან არ გაუმართლა, რადგან მას თამაში მესის ერაში უწევს. რომ არა მესი, ის ოქროს ბურთს არაერთხელ დაეუფლებოდა”, – ამბობს რონალდინიო.

კასილასი: “რონალდო მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია”

მადრიდის “რეალის” მეკარე, იკერ კასილასი აცხადებს, რომ მისი თანაგუნდელი კრიშტიანო რონალდუ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია.

შეგახსენებთ, რომ პორტუგალიელმა თავდამსხმელმა, მიმდინარე სეზონში, პრიმერა დივიზიონში ჩატარებულ 14 მატჩში, 17 გოლის გატანა მოახერხა.

“რა თქმა უნდა, ყველაფერი ნათელია. კრიშტიანო მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია და ამაზე დავა ნამდვილად არ ღირს. რონალდუ ყველა მომდევნო მატჩში თავის სათქმელს ამბობს”, – თქვა კასილასმა.

პეპე: “რონალდუ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია”

მადრიდის “რეალის” პორტუგალიელი მცველი, პეპე აცხადებს, რომ მისი თანამემამულე და თანაგუნდელი, კრიშტიანო რონალდუ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია.

შეგახსენებთ, რომ რონალდუმ ტრავმის გამო, “ვალიადოლიდის” წინააღმდეგ თამაშის ჩატარება ვერ მოახერხა. შეხვედრაში კი, გარეტ ბეილმა სამი გოლის გატანა მოახერხა.

“მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ არაერთი დიდებული ფეხბურთელი გვყავს, რონალდუს დაბრუნება მაინც გვესაჭიროება. ის მსოფლიოს საუკეთეოს მოთამაშეა”, – ამბობს პეპ.

რონალდუსა და მესის ჩხუბი

ინტერნეტ-სივრცეში ვიდეო გავრცელდა, რომელშიც აღბეჭდილია, თუ როგორ ჩხუბობენ ერთმანეთთან კრიშტიანო რონალდუ და ლიონელ მესი FIFA 14-ში.