მარკო როისმა თავისი საყვარელი ფეხბურთელი დაასახელა

დორტმუნდის “ბორუსიას” ერთ-ერთმა ლიდერმა მარკო როისმა სოციალურ ქსელ Facebook-ში, ევროპის ლიგის ოფიციალური გვერდის საშუალებით გულშემატკივრების კითხვებს უპასუხა.

ერთ-ერთმა გულშემატკივარმა როისს ჰკითხა, თუ ვინ იყო მისი ყველა დროის საყვარელი ფეხბურთელი.

როისმა კი “არსენალის” ნახევარმცველი ტომაშ როსიცკი გამოარჩია, რომელიც თავის დროზე დორტმუნდელთა ღირსებას იცავდა.

cats

სონგმა პოდოლსკი, როსიცკი და ჯურუ გამოიწვია

კატალონიის “ბარსელონას” ნახევარმცველმა ალექს სონგმა ცივი წყალი გადაისხა და ლუკაშ პოდოლსკი, ტომაშ როსიცკი და იოან ჯურუ გამოიწვია.

ვენგერი: “როსიცკის გოლი ჩემს კოლექციაში შევა”

ჩრდილოეთ ლონდონის დერბიში ერთადერთი გოლი ტომაშ როსიცკიმ გაიტანა და “არსენალს” პრინციპულ მეტოქესთან 3 ქულა მოუპოვა. შედეგიანი დარტყმა ძალიან ეფექტური გამოვიდა.

“ეს გოლი ჩემს კოლექციაში შევა. ტომაში ბომბარდირი არ არის, ამიტომ ვუთხარი, რომ მან ყველა გააკვირვა.

ძალიან ლამაზი გოლი გამოვიდა. თავიდან არც მჯეროდა, რომ ბურთი კარში შევარდა” – განაცხადა ვენგერმა

აღნიშნული გოლი, 33 წლის მოთამაშიშთვის, მიმდინარე სეზონში მეორე იყო.

ტომაშ როსიცკის “ყუმბარა” “ტოტენჰემის” წინააღმდეგ

16 მარტს, ინგლისის პრემიერ ლიგაში, “ტოტენჰემსა” და “არსენალს” შორის გამართულ მატჩში (0:1), ტომაშ როსიცკიმ მეტოქის კარი უძლიერესი დარტყმით დალაშქრა.

ლონდონის “არსენალის” ჩინებული კომბინაცია როსიცკიმ დაასრულა

22 თებერვალს, ინგლისის პრემიერ ლიგაში, “არსნენალსა” და “სანდერლენდს” შორის გასამართ შეხვედრაში (4:1), “მეთოფეებმა” ერთ-ერთი გოლი ჩინებული კომბინაციის შემდეგ გაიტანეს.

მუსიკალური ნიჭით დაჯილდოვებული ფეხბურთელები

როგორც ცნობილია, ფეხბურთელები თავისუფალ დროს უმეტესად ძილს ან კომპიუტერულ თამაშებს უთმობენ, მაგრამ არიან ისეთებიც, რომლებიც რაიმე მუსიკის დაკვრით ან სიმღერით ერთობიან.

Fanebi.Com გთავაზობთ იმ ფეხბურთელთა სიას, რომლებიც მუსიკალური ნიჭითაც არიან დაჯილდოვებულნი.

1. ხოსე მანუელ პინტო

კატალონიის “ბარსელონას” მეკარემ YouTube-ში ვიდეო ატვირთა, რომელშიც აღბეჭდილია, თუ როგორ უკრავს ის. როგორც თავად ამბობს: “არ ვიცი, რას ვუკრავ, მაგრამ ცუდად არ გამომდის.”

აღსანიშნავია, რომ პინტოს რეპიც მოწონს. ის რამდენიმე თვის წინ ესპანეთში მოღვაწე რეპერ სეფიუს შეხვდა და მასთან და აბიდალთან ერთად კომპოზიციაც კი შექმნა.

2. სერხიო რამოსი

როგორც გაირკვა, მადრიდის “რეალის” მცველს გიტარაზე დაკვრა და სიმღერა შეძლებია. ოქტომბერში, რამოსმა, ერთ-ერთ სატელევიზიო გადაცემაში თავის მეგობარ გოგონას სერენადა შეუსრულა.

3. პეტრ ჩეხი

ლონდონის “ჩელსის” მეკარეს დასარტყამ ინსტუმენტებზე დაკვრა კარგად გამოსდის. ის ერთ-ერთი ჩეხური ბენდის წევრიცაა.

4. ვოიცეხ შჩესნი

“არსენალის” პოლონელ კიპერს პიანინოზე დაკვრა კარგად შეუძლია, რაზეც YouTube-ში გავრცელებული ვიდეოებიც მეტყველებს.

5. ტომაშ როსიცკი

ცნობილია, რომ “არსენალის” ნახევარმცველს როკი იტაცებს. როგორც თავად ფეხბურთელმა განაცხადა, როდესაც მას ტრავმა ჰქონდა, ის გიტარაზე დაკვრას სწავლობდა.



6. სანდრო

“ტოტენჰემის” ნახევარმცველი მუსიკალური ნიჭით ნამდვილად არის დაჯილდოვებული, მას გიტარაზე დაკვრა და სიმღერა კარგად გამოსდის.

7. მარიო ბალოტელი

ალბათ, ყველასათვის მოულოდნელია ის, რომ მარიო ბალოტელის მსგავსი ადამიანი პიანინოზე უკრავს. ამ ვიდეომ ნამდვილად ბევრი ადამიანი გააკვირვა.

დიტო ჭიჭინაძე

ლონდონის “არსენალის” ფეხბურთელები ბავშვობაში

ინტერნეტ-სივრცეში ფოტო გავრცელდა, რომელშიც აღბეჭდილია, თუ როგორ გამოიყურებოდნენ ლონდონის “არსენალის” ფეხბბურთელები ბავშვობაში.

large