დღეს „მილანისა“ და იტალიის ნაკრების ლეგენდარულ მცველს პაოლო მალდინის 46 წელი შეუსრულდა. წარმოგიდგენთ ვიდეოს, რომელშიც მისი მონაწილეობით საუკეთესო ეპიზოდებია ასახული.
ჭდე: როსონერი
რას აკეთებენ რობინიო და ელ შაარავი “მილანის” გასახდელში
“მილანის” ფეხბურთელები რობინიო და ელ შაარავი ტექნიკით რომ გამოირჩევიან, ეს უცხო არავისთვისაა. ინტერნეტ-სივრცეში გავრცელებულ ვიდეოში კი აღბეჭდილია, თუ რას აკეთებენ ისინი “როსონერის” გასახდელში.
სილვიო ბერლუსკონი: „ყოველწლიურად „მილანზე“ ორმოცდაათ მილიონ ევროს ვხარჯავ“
„მილანის“ მფლობელმა სილვიო ბერლუსკონიმ ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში კლუბის მდგომარეობაზე ისაუბრა.
„მილანის“ ამჟამინდელი მდგომარეობა გადარდებთ? წარმოიდგინეთ, როგორ ვგრძნობ თავს მე, როდესაც ამ კლუბზე ყოველწლიურად ორმოცდაათ მილიონ ევროს ვხარჯავ“, – განაცხადა ბერლუსკონიმ.
შეგახსენებთ, რომ 29 ტურის შემდეგ „შავ-წითლები“ სერია ა-ს მე-12 ადგილს იკავებენ.
ალექსანდრე მატევოსოვი
ჰონდა: “ჯერ მხოლოდ ჩემი შესაძლებლობების ნახევარს ვავლენ”
იტალიური “მილანის” იაპონელი ფეხბურთელი, კეისუკე ჰონდა აცხადებს, რომ “როსონერიში” გადასვლის შემდეგ, მან მხოლოდ მისი შესაძლებლობების ნახევარი გამოვლინა.
შეგახსენებთ, რომ 27 წლის ნახევარმცველი “შავ-წითლებს” იანვარში, მოსკოვის “ცსკა”-დან შეუერთდა.
“ვიტყოდი, რომ ჯერ ჩემი შესაძლებლობების მხოლოდ ნახევარს ვიყენებ. რა თქმა უნდა, კიდევ დროა საჭირო იმისათვის, რომ გუნდს უკეთესად შევეწყო. რაც შეეხება მთლიანად გუნდს, “მილანი” უფრო მეტ აქცენტს შეტევაზე გააკეთებს, რაც კარგია”, – ამბობს ჰონდა.
აბიატი კარიერის დასრულებაზე ფიქრობს
იტალიური “მილანის” მეკარე, კრისტიან აბიატი აცხადებს, რომ შესაძლოა, მან მიმდინარე სეზონის ბოლოს საფეხბურთო კარიერა დაასრულოს.
შეგახსენებთ, რომ აბიატი “როსონერიში” 1998 წელს მივიდა. იტალიელი კარის დარაჯი რამდენიმე სეზონის განმავლობაში სხვადასხვა კლუბებში იყო განათხოვრებული.
როგორც 36 წლის კიპერი ამბობს, თუ კლუბი მას ახალ კონტრაქტს შეთავაზებს, მაშინ ის ფეხბურთის თამაშს არ შეწყვეტს.
“გავაგრძელებ თუ არა ფეხბურთის თამაშს მომდევნო სეზონში? 36 წლის ვარ და ბუნებრივია, რომ რაღაც პრობლემები მაქვს. “მილანში” არაერთი დიდებული სეზონი ჩავატარე. თუ კლუბი ახალ კონტრაქტს არ შემომთავაზებს, 90 პროცენტით დარწმუნებული ვარ, რომ საფეხბურთო კარიერას დავასრულებ”, – ამბობს აბიატი.
რამი “მილანში” ითამაშებს
“როსონერი” “ვალენსიას” მცველით გაძლიერდება.
შეგახსენებთ, რომ ადილ რამიმ “მფრინავი ღამურების” რიგებში თამაშზე უარი განაცხადა, სწორედ ამიტომ, უკვე ამ ზამთარს, ფეხბურთელი სამუშაო ადგილს შეიცვლის.
ჯერ კიდევ რამოდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ 27-წლის ფეხბურთელის შეძენით “მილანი” იყო დაინტერესებული. დღეს კი, ცნობილი გახდა, რომ იტალიური კლუბი რამის ნახევარი წლით ინათხოვრებს. ამ ზაფხულს კი, “როსონერის” მისი კონტრაქტის გამოსყიდვა 12 მილიონ ევროდ შეეძლება.
“მილანის” შემადგენლობაში რამის დებიუტი იანვრის თვეში შედგება, როცა სატრანსფერო ფანჯარა გაიხსნება. საინტერესოა, რომ ადილი სათამაშო ფორმას “ვალენსიას” ბაზაზე არ შეინარჩუნებს. ფრანგი მცველი თავისი გუნდის განკარგულებაში დაბრუნებას არ აპირებს, ჯერჯერობით მაინც.