სოლომონ კვერკველია „სპარტასთან“ მატჩში ბრწინვალე საგოლე გადაცემით გამოირჩა (ვიდეო)

ყაზანის „რუბინი“ რუსეთის ჩემპიონატის მეორე ნაწილისთვის თურქეთში მზადებას აგრძელებს. გუნდმა მორიგი ამხანაგური მატჩი ჩაატარა, ამჯერად ყაზანელთა მეტოქე პრაღის „სლავია“ იყო. მატჩი უხვგოლიანი გამოდგა და „რუბინის“ გამარჯვებით, 4:2 დასრულდა.

„რუბინის“ მეორე გოლში დიდი წვლილი სოლომონ კვერკველიამ შეიტანა, რომელმაც თანაგუნდელს ბრწყინვალე გადაცემა გაუკეთა.

“რუბინის” ფეხბურთელები ერთმანეთს FIFA 15-ში დაუპირისპირდნენ

ყაზანის “რუბინის” იუგოსლავიელი შემტევი მარკო დევიჩი და რუსი მცველი ოლეგ კუზმინის ერთმანეთს FIFA 15-ში დაუპირისპირდნენ. “ბრძოლა” სახალისო აღმოჩნდა.

იხილეთ ვიდეო:

“რუბინის” ფეხბურთელის ულამაზესი გოლი

10 მაისს, რუსეთის ჩემპიონატში, “კრილია სოვეტოვსა” და “რუბინს” შორის გამართულ მატჩში პაველ მოგილევეცმა მეტოქის კარში ულამაზესი გოლი გაიტანა.

სოლომონ კვირკველია: “რასაც მივაღწიე, ყველაფერი რუბინის დამსახურებაა”

“რუბინის” მცველმა სოლომონ კვირკველიამ მის განვითარებაში ყაზანური კლუბის მიერ შეტანილ წვლილზე ისაუბრა. ქართველმა ფეხბურთელმა მწვრთნელ ყურბან ბერდიევის ფაქტორსაც გაუსვა ხაზი.

“რუბინი დიდი გუნდია, რუსეთის ჩემპიონატის ორგზის გამარჯვებული. ამ კლუბში ბედნიერი ვარ. რასაც მივაღწიე, ყველაფერი სწორედ “რუბინის” დამსახურებაა. დიდი მადლობა ყოფილ მთავარ მწვრთნელ ყურბან ბერდიევს. მისგან მნიშვნელოვან დროს ნდობა ვიგრძენ. ბერდიევი ნამდვილი პროფესიონალია. ის ყოველთვის ფეხბურთზე ფიქრობს” – განაცხადა კვირკველიამ.

მადრიდის “ატლეტიკო” ყაზანის “რუბინის” მცველით დაინტერესდა

შესაძლოა მადრიდის “ატლეტიკომ” ყაზანის “რუბინის” ესეპანელი მცველი, სეზრ ნავასი შეიძნოს. ნავასს ყაზანელებთან კონტრაქტი 2014 წლის ზაფხულში ეწურება, ამიტომ თავისუფალი აგენტის ხელში ჩაგდება ბევრს კლუბს სურს. თუმცა, ფავორიტი სწორედ დიეგო სიმეონეს გუნდია.

ვრცელდება ასევე ინფორმაცია, რომ 33 წლის მცველის გადაბირებას “ატლეტიკო” უკვე ზამთარში ეცდება, თუმცა ამ შემთხვევაში მადრიდელებს 5 მილიონი ევროს გადახდა მოუწევთ.

თეთრაძე: “რუბინის მწვრთნელობა ჩემთვის დიდი პატივი იქნებოდა”

ქართველი გულშემატკივრისთვის კარგად ცნობილი ომარ თეთრაძე, რომელიც ახალა ყაზახური “ჟეტისუს” მთავარი მწვრთნელია, შესაძლოა ყაზანის “რუბინის” მთავარი მწვრთნელი გახდეს. შეგახსენებთ, რომ ყაზანური კლბის ხელმძღვანელობამ უკვე ყოფილი მწვრთნელი, ყურბან ბერდიევი დღეს გაათავისუფლა დაკავებული თანამდებოდიდან.

“რუბინი – გუნდი, რომელიც რუსეთის ჩემპიონატის სახეა ევროპულ ასპარეზზე. ისინი ყოველთვის ღირსეულად იბრძოდნენ ევროთასებზე. ამიტომ, ჩემტვის დიდი პატივი იქნება ასეთ კლუბში მოხვედრა. ვფქირობ, ასეთ წინადადებას ნებისმიერი მწვრთნელი დათანხმდებოდა” – განაცხადა თეთრაძემ, რომელიც აქამდე რუსული “ანჟის” და “ვოლგას” მწვრთნელი იყო.

ფეხბურთელმა, გოლის გატანის შემდეგ, თანაგუნდელს ტრავმა მიაყენა

26 სექტემბერს, რუსეთის პრემიერ ლიგის მეათე ტურის მატჩში, ყაზანის “რუბინმა” საკუთარ მოედანზე მოსკოვის “დინამო” მიიღო და ფრედ, 2:2 ითამაშა.

აღნიშნულ შეხვედრაში, 39-ე წუთზე, მოსკოველთა თავდამსხმელმა, ალექსანდრ კოკორინმა გოლის გატანა მოახერხა, რის შემდეგაც ის საკუთარ თანაგუნდელს, ანდრეი ვორონინს დაეჯახა.

გთავაზობთ ვიდეომასალას: