რუდი გარსია: “ჩვენ იუვენტუსზე ძლიერები ვართ”

“რომას” მთავარი მწვრთნელი, რუდი გარსია, თვლის, რომ მისი გუნდი “იუვენტუსზე” ძლიერია და იტალიის ჩემპიონატის მოგებას შესძლებს.

“დარწმუნებული ვარ, რომ “რომა” “იუვენტუსზე” ძლიერი გუნდია. ხვალინდელ მატჩზე ვნერვიულობ, ამიტომ გულშემატკივართ მხარდაჭერა ძალიან გვჭირდება.

რატომ ვარ ჩვენს წარმატებაში დარწმუნებული? ოპტიმიზმის მიზეზი ნამდვილად მაქვს და თუ რაოტმ, ამას ყველა ძალიან მალე მიხვდება” – განაცხადა გარსიამ.

ხვალ რომაელები სერია ა-ს მეშვიდე ტურის ფარგლებში კიევოს შეხვდებიან.

რის გამო გააგდეს “რომას” მწვრთნელი მოედნიდან

ტურინის “იუვენტუსის” წინააღმდეგ გამართულ მატჩში, “რომას” მთავარი მწვრთნელი რუდი გარსია მოედნიდან ამ ჟესტის გამო გააგდეს:

რუდი გარსია: “სეზონის ფავორიტი იუვენტუსია”

“რომას” მთავარი მწვრთნელი რუდი გარსია იტალიური სეზონის მთავარ ფავორიტად ტურინის “იუვენტუსს” მიიჩნევს.

თუმცა, “იუვეს” სათავეში მასიმილიანო ალგერის მოსვლის შემდეგ, ბუქმეიკერებმა “რომას” შანსები მნიშვნელოვნად გაზარდეს.

“იუვენტუსმა უკანასკნელი სეზონები წარმატებულად ჩაატარა. სატრანსფერო ფანჯრის დროს ტურინელებმა საკმაოდ კარგი მოთამაშეები დაიმატეს, რაც იმას ნიშნავს, რომ ახალ სეზონში “იუვე” მთავარი ფავორიტი იქნება. თუმცა, ჩვენ მაქსიმალურად ვეცდებით.

იტალიური ლიგა განსაკუთრებულია. ჩვენს გარდა აქ ძლიერი “ნაპოლი” და ორი გამორჩეული მილანური კლუბია. ვფიქრობ, ძალიან კარგი ჩემპიონატი გველის” – განაცხადა გარსიამ.

 

რუდი გარსიას გამოცდილი ფეხბურთელები სჭირდება

“რომას” მთავარმა მწვრთნელმა რუდი გარსიამ სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

“პირველ რიგში შემადგენლობის შენარჩუნება, მერე კი, გაძლიერება გვინდა. გამოცდილი ფეხბურთელები მჭირდება, რომლებსაც ჩემპიონთა ლიგაშიც უთამაშიათ.

გასულმა სეზონმა სწრაფად ჩაიარა. ჩვენ როგორც გუნდი ჩამოვყალიბდით და რაც მთავარია, ერთმანეთთან კარგი დამოკიდებულება გვაქვს” – განაცხადა გარსიამ.

კონტე: „გარსიას კომენტარმა ბარში გაგონილი საუბარი გამახსენა“

„იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ „რომას“ თავკაცი რუდი გარსია გააკრიტიკა, რომელმაც „ბიანკონერის“ მეტოქეებს „შავ-თეთრებისთვის“ წინააღმდეგობის გაწევისკენ მოუწოდა, რათა ჩემპიონატში ინტრიგა შენარჩუნდეს.

„სიმართლე რომ გითხრათ, გარსიას კომენტარმა გამაკვირვა. მისმა სიტყვებმა ბარში გაგონილი საუბარი გამახსენა. არამგონია, „იუვენტუსთან“ მოტივაციისთვის რომელიმე გუნდს ეს სჭირდებოდეს. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მრავალი წლის განმავლობაში ყველა გუნდისთვის ჩვენთან თამაში ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო.

გარდა ამისა, მსგავსი განცხადებები მწვრთნელთა, ფეხბურთელთა და გულშემატკივართათვის უპატივცემულობის ნიშანია. ჩემი აზრით, არც ერთი კლუბი გულშემატკივარს არ ჰგონია, რომ მისი გუნდი „იუვესთან“ არ იბრძვის და უმოტივაციოდ თამაშობს“, – განაცხადა კონტემ.

რუდი გარსია: “დამსახურებულად გავიმარჯვეთ”

იტალიური “რომას” მთავარმა მწვრთნელმა რუდი გარსიამ “მილანთან” გამართული შეხვედრა შეაფასა და აღნიშნა, რომ “ჯალოროსიმ” დამსახურებულად გაიმარჯვა.

“პირველი 15-20 წუთის განმავლობაში ბევრი შეცდომა დავუშვით, თუმცა მალევე თამაშის ხარისხი გამოვასწორეთ, რაც სასიხარულოა. ვფიქრობ, დამსახურებული გამარჯვება მოვიპოვეთ.

კარგია, რომ “ფიორენტინას” შემდეგ, “როსონერიც” დავამარცხეთ. მალე “იუვენტუსსაც” შევხვდებით და ყველანი ერთად ვნახავთ, რა მოხდება”, – ამბობს რუდი გარსია.

გარსია: “საჩემპიონო რბოლა ჯერ არ დასრულებულა”

“რომას” მთავარმა მწვრთნელმა რუდი გარსიამ განაცხადა, რომ მისი გუნდი საჩემპიონო ტიტულისთვის ბოლომდე იბრძოლებს. ამჟამად რომაული კლუბი “იუვენტუსს” რვა ქულით ჩამორჩება.

“როგორც ყოველთვის, მოსაგებად ვიბრძოლებთ. საჩემპიონო რბოლა ჯერ არ დასრულებულა. ჩვენი საქმე ბოლომდე უნდა გავაკეთოთ. რა შედეგითაც არ უნდა დასრულდეს ჩემპიონატი, თამამად შეიძლება ითქვას, რომ სეზონი წარმატებულია. გულშემატკივარს სიხარული ბოლო ტურამდე, ყველა მატჩში უნდა მივანიჭოთ” – განაცხადა გარსიამ.

„რომა“ გარსიასთან კონტრაქტის გახანგრძლივებას არ ჩქარობს

„რომას“ ხელმძღვანელობა გუნდის მთავარ მწვრთნელთან რუდი გარსიასთან კონტრაქტის გახანგრძივებაზე ჯერჯერობით არ ფიქრობს.

„გარიასთან კონტრაქტი კიდევ ერთი წლით გვაკავშირებს, რაც ნიშნავს იმას, რომ ხელშეკრულების გახანგრძლივების საკითხის განსახილველად საკმარისი დრო გვაქვს“, – განაცხადა „ჯალოროსის“ დირექტორმა მაურო ბალდისონიმ.

ცნობისთვის, რომაელებს გარსიას 2013 წლის ზაფხულიდან თავკაცობს.

ალექსანდრე მატევოსოვი

გარსია მეორე ადგილს უმიზნებს

რომაული კლუბის მთავარი მწვრთნელი თვლის, რომ მისი გუნდი “იუვენტუსს” კონკურენციას ვერ გაუწევს.

“იუვენტუსი კვლავ შესანიშნავ სეზონს ატარებს, მაგრამ ჩვენთვისაც მიმდინარე სეზონის აქტივში ჩაწერა შეიძლება.

მეორე პოზიცია ჯერ არ გაგვინაღდებია და სეზონის დარჩენილ ნაწილში სწორედ ეს იქნება ჩვენი მთავარი მიზანი, რაც სავსებით რეალურია” – განაცხადა გარსიამ.

რუდი გარსია: „ტოტის მსოფლიოს ჩემპიოანტზე თამაში შეუძლია“

„რომას“ მთავარი მწვრთნელის რუდი გარსიას თქმით, გუნდის ვეტერანი კაპიტანი ფრანჩესკო ტოტი მუნდიალზე თამაშისთვის მზად არის.

„თუ ფრანჩესკო ბრაზილიაში გაემგზავრება, როგორც მისთვის, ასევე „რომასთვის“, ეს კარგი იქნება. ახლა მთავარია, რომ იგი კლუბში თამაშობდეს, სხვა დანარჩენს კი პრანდელი გადაწყვეტს. ყველანი ვხედავთ, რომ ტოტი ჩინებულ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ფორმაშია. იგი ფეხბურთისგან სიამოვნების მიღებას აგრძელებს“, – განაცხადა „ჯალოროსის“ თავკაცმა.

ალექსანდრე მატევოსოვი

რუდი გარსია: “ინტერთან” ფრე ცუდი შედეგი არ არის”

იტალიური “რომას” მთავარი მწვრთნელი, რუდი გარსია აცხადებს, რომ მილანის “ინტერთან” ნათამაშები ფრე ცუდი შედეგი ნამდვილად არ არის.

“ძალიან რთული თამაში გამოდგა, რადგან ძლიერი მეტოქე გვყავდა. შესვენების შემდეგ, ჩვენ უკეთ გამოვიყურებოდით და მეტი საგოლე მომენტი შევქმენით, რომელთა გამოყენება ვერ მოვახერხეთ. ამ ეტაპზე, ბევრი ტრავმირებული ფეხბურთელი გვყავს და დიდი იმედი მაქვს, ისინი რაც შეიძლება მალე გამოჯანმრთელდებიან. ვფიქრობ, ფრე ცუდი შედეგი ნამდვილად არ არის”, – ამბობს გარსია.

რუდი გარსია: “რომა” ფრისთვის არ ითამაშებს”

იტალიური “რომას” მთავარმა მწვრთნელმა, რუდი გარსიამ “ნაპოლისთან” მოახლოებულ მატჩზე ისაუბრა და განაცხადა, რომ “ჯალოროსი” მოედანზე მხოლოდ ფრის გამო არ გავა.

შეგახსენებთ, რომ იტალიის თასზე, 12 თებერვალს, “ნაპოლისა” და “რომას” შორის განმეორებითი შეხვედრა გაიმართება. ამ გუნდებს შორის ჩატარებული პირველი მატჩი “რომას” გამარჯვებით, 3:2 დასრულდა.

“როგორც ყოველთვის, ამჯერადაც მხოლოდ იმისთვის ვითამაშებთ, რომ მოვიგოთ. ფრის გამო, მოედანზე ნამდვილად არ გავალთ”, – ამბობს გარსია.