ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ცუდად ჩაწოდებული კუთხური რუნის შესრულებით?

15 ივნისს, ინგლისისა და იტალიის ნაკრებებს შორის გამართულ მატჩში, უეინ რუნიმ კუთხური საშინლად ჩააწოდა.

რუნი და სტერლინგი ტექნიკის დემონსტრირებას ახდენენ

ინტერნეტ-სივრცეში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც აღბეჭდილია, თუ როგორ ახდენენ ტექნიკის დემონსტრირებას უეინ რუნი და რაჰეემ სტერლინგი.

როგორ გულშემატკივრობს კაი რუნი უეინ რუნის

ინგლისის პრემიერ ლიგის დასრულების შემდეგ, იმისათვის, რომ მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატს ფორმაში მყოფი შეხვდეს, უეინ რუნიმ პირადი მწვრთნელები დაიქირავა.

ინტერნეტ-სივრცეში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც აღბეჭდილია, თუ როგორ გულშემატკივრობს “მანჩესტერ იუანიტედის” თავდამსხმელს თავისი შვილი კაი რუნი.

ცხოვრება თვითონ გავირთულეთ

უეინ რუნი სწუხს იმის თაობაზე, რომ “ევერტონთან” გამართულ წუხანდელ შეხვედრაში “იუნაიტედის” შეტევა უნიათოდ გამოიყურებოდა.

“შედეგით იმედგაცრუებულნი ვართ. პირველ ტაიმში კარგად ვაკონტროლებდით ბურთს, მაგრამ ამასტან ერთად ვერ შევქმენით საკმარისი საგოლე მომენტები. “ევერტონი” დაცვაში იჯდა და ხაზის დაშლა გვჭირდებოდა. მაგრამ არ გამოგვივიდა და დავმარცხდით.”

“ყველამ იცის, რომ საშინაო კედლებში “ევერტონი” ძალიან ძლიერია. სამწუხაროდ ორი შეცდომა დავუშვით, რომელიც გაშვებულ გოლად დაგვიჯდა. ჩვენ სამი ქულისთვის უნდა გვებრძოლა, მაგრამ ცხოვრება თავად გავირთულეთ და სტადიონს ხელცარიელები ვტოვებთ.”

“პენალტზე კამათიც კი არ ღირს. ბურთი აშკარად მოხვდა ფილ ჯონსს ხელზე. მეორე ეპიზოდში კარგად მოაწყვეს კონტრშეტევა, რომელიც მის დასაწყისშივე უნდა ჩაგვეხშო. შესვენებამდე ორი ბურთის გაშვების შემდეგ, რთულია სასურველ შედეგზე იფიქრო. დავმარცხდით და ამით ძალიან იმედგაცრუებულნი ვართ”

წყარო: მანჩესტერ იუნაიტედის ქართული ფანკლუბი – http://redarmy.ge/

“იუნაიტედის” დუეტი ბრუნდება?

მოგეხსენებათ, რომ უეინ რუნის ტრამვა აწუხებდა და ბოლო თამაშის შემდეგ აცრის გაკეთებაც კი მოუწია თითის პრობლემების გამო. თუმცა მოიესის განცხადებით, ყველაფერი მოგვარებულია და ისიც და ფელაინიც, რომელმაც ტრამვის გამო “ბაიერნთან” ვერ ითამაშა, მზად არიან და მთელი კვირის მანძილზეც ვარჯიშობდნენ. მენეჯერმა ასევე განაცხადა, რომ რაფაელის ტრამვას ჯერ კიდევ ვერაფერი მოუხერხეს, მაგრამ ევანსი უკეთესად გამოიყურება.

“რუნი მთელი კვირა ვარჯიშობდა და სასწაულ ფორმაშიც გახლავთ. ჩვენ მისმა დაბრუნებამ დაგვაიმედა, რადგანაც ის თითის პრობლემების გამო თავის შესაძლებლობების მაქსიმუმს ვერ აჩვენებდა. მან დიდებულად ივარჯიშა,”–აცხადებს მოიესი.

“ფელაინს არ უთამაშია “ბაიერნის” წინააღმდეგ, მაგრამ ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ის ჯანმრთელი დაგვიბრუნდება უკან, რადგანაც მთელი კვირა ივარჯიშა. ევანსიც უფრო და უფრო უკეთაა, მაგრამ რაფაელზე ძალიან ვწუხვარ, ის ერთადერთი ფეხბურთელია, რომელიც ჩვენთვის ხელმისწავდომი არ არის.”

მოიესმა ასევე განაცხადა, რომ პერსი ჯერ კიდევ ჰოლანდიაში იმყოფება და მკურნალობს.

“რობინი ჯერ კიდევ ჰოლანდიაშია და უფრო და უფრო უმჯობესდება. ჩვენ ვიფიქრეთ, რომ მისი ტრავმა ოთხიდა ექვს კვირამდე გაგრძელდებოდა, მაგრამ ცოტათი უკეთეს შედეგს ვიხილავთ სავარაუდოდ შემდეგ კვირაში, ან ცოტა მერე. ჩვენი ექიმები იქ მიემგზავრებიან, რათა ნახონ პერსი და ზუსტი ინფორმაცია მოგვაწოდონ მასზე,”–დაასრულა მოიესმა.

წყარო: მანჩსტერ იუნაიტედის ქართული ფანკლუბი – http://redarmy.ge/

რუნი მწყობრშია

“მანჩესტერ იუნაიტედის” თავდამსხმელმა, უეინ რუნიმ ტრავმა მოიშუშა და სრული დატვირთვით ივარჯიშა “ევერტონთან” გასამართი მატჩის წინ.

შეგახსენებთ, რომ რუნიმ ფეხის თითის ტრავმა “ბაიერნთან” მატჩში მიიღო და სწორედ გერმანულ კლუბთან ითამაშა ტრავმირებული ფეხით, ტკივილგამაყუჩებელის დახმარბით საპასუხო შეხვედრაში. დევიდ მოიესის განცხადებით მას ბურთზე ფეხის დარტყმა უჭირდა.

თუმცა დღეს უეინ რუნიმ კონტაქტური ვარჯიშები განახლა და ყველა შეზღუდვა მოეხსნა – აცხადებს Daily Mail.

წყარო: მანჩესტერ იუნაიტედის ფანკლუბი საქართველოში – http://redarmy.ge/

გვარდიოლა: “დიდ კათხა ლუდზე დაგენიძლავებით, რომ რუნი ითამაშებს”

მიუნხენის “ბაიერნის” მთავარი მწვრთნელი ხოსეპ გვარდიოლა პრესკონფერენციაზე მყოფ ჟურნალისტს გაეხუმრა და მას დიდ კათხა ლუდზე დანიძლავება შესთავაზა.

შეგახსენებთ, რომ 9 აპრილს, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის განმეორებით შეხვედრაში, “ბაიერნი” საკუთარ მოედანზე “მანჩესტერ იუნაიტედს” მიიღებს. გუნდებს შორის პირველი მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა.

“100 პროცენტით დარწმუნებული ვარ, რომ რუნი ითამაშებს. დიდ კათხა ლუდზე დაგენიძლავებით, რომ ის ნამდვილად ითამაშებს”, – ამბობს გვარდიოლა.

ათი ყველაზე სწრაფი ფეხბურთელი ევროაპაში

ესპანურმა გამოცემა Mundodeportivo-მ ევროპის ათი ყველაზე სწრაფი ფეხბურთელი დაასახელა.

10. ალექსის სანჩესი – 30,1 კმ/სთ

10

9. არიენ რობენი – 30,4 კმ/სთ

9

8. ფრანკ რიბერი – 30,7 კმ/სთ

8

7. უეინ რუნი – 31,2 კმ/სთ

7

6. ლიონელ მესი – 32,5 კმ/სთ

6

5. ტეო ულკოტი – 32,7 კმ/სთ

5

4. კრიშტიანო რონალდუ – 33,6 კმ/სთ

4

3. აარონ ლენონი – 33,8 კმ/სთ

3

2. გარეტ ბეილი – 34,7 კმ/სთ

2

1. ანტონიო ვალენსია – 35,1 კმ/სთ

1

როგორ აღნიშნა უეინ რუნიმ ნემანია ვიდიჩის გოლი

1 აპრილს, ჩემპიონთა ლიგაზე, “მანჩესტერ იუნაიტედსა” და “ბაიერნს” შორის გამართულ მატჩში, უეინ რუნიმ ნემანია ვიდიჩის მიერ გატანილი გოლი ასე აღნიშნა.

ისიმულიანტა თუ არა უეინ რუნიმ “ბაიერნთან” მატჩში?

1 აპრილს, ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში, “მანჩესტერ იუნაიტედსა” და “ბაიერნს” შორის გამართულ შეხვედრაში, მეორე ყვითელი ბარათის მიღების გამო, მსაჯმა მოედნიდან ბასტიან შვაინშტაიგერი გააძევა.

დევიდ და რომეო ბექჰემების რეაქცია რუნის გოლზე

22 მარტს, ინგლისის პრემიერ ლიგაში, “მანჩესტერ იუნაიტედსა” და “ვესტ ჰემს” შორის გამართულ მატჩში, უეინ რუნის მიერ გატანილი ბრწყინვალე გოლის შემდეგ, კამერებამ ტრიბუნაზე მყოფი დევიდ და რომეო ბექჰემების რეაქცია დააფიქსირეს.

bbeeeqs

10 ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი მსოფლიოში

რამდენიმე დღის წინ France Football-მა მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელების სია გამოაქვეყნა. აღსანიშნავია, რომ ფეხბურთელები წელიწადში, კლუბისგან მიღებული ხელფასის გარდა, ფულს სასპონსორო, სარეკლამო და სხვა ხელშეკრულებებითაც გამოიმუშავებენ.

ათეული კი ასე გამოიყურება:

10. ფრენკ რიბერი (“ბაიერნი”) – 16.5 მილიონი ევრო

9. ედენ აზარი (“ჩელსი”) – 16.8 მილიონი ევრო

8. ტიაგო სილვა (“პსჟ”) – 17 მილიონი ევრო

7. სერხიო აგუერო (“მანჩესტერ სიტი”) – 19.7 მილიონი ევრო

6. რადამელ ფალკაო (“მონაკო”) – 21.2 მილიონი ევრო

5. ზლატან იბრაჰიმოვიჩი (“პსჟ”) – 23.5 მილიონი ევრო

4. უეინ რუნი (“მანჩესტერ იუნაიტედი”) – 24 მილიონი ევრო

3. ნეიმარი (“ბარსელონა”) – 29 მილიონი ევრო

2. კრიშტიანო რონალდუ (“რეალი”) – 39.5 მილიონი ევრო

1. ლიონელ მესი (“ბარსელონა”) – 41 მილიონი ევრო