შსს აკადემია მემორიალის გამარჯვებულია (მატჩისშემდგომი კომენტარები)

ოლიმპიური ჩემპიონების – ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას რიგით მეათე მემორიალური ტურნირი შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის გუნდმა მოიგო. ფინალური მატჩი პირველად ისტორიაში ქუთაისში, ლეგენდარული კალათბურთელების მშობლიურ ქალაქში ჩატარდა. საინტერესო და დაძაბულ მატჩში კოტე ტუღუშის გაწვრთნილმა აკადემიელებმა „რუსთავს“ 84:79 მოუგეს.

„შსს-აკადემიამ“ ქორქია-საკანდელიძის მემორიალი პირველად მოიგო. აკადემიელებს აქამდე 2 ფინალი ჰქონდათ წაგებული: 2010 წელს რუსთავის „ენერჯი-ინვესტთან“ დამარცხდნენ, ხოლო 2012 წელს მემორიალური ტიტული „არმიასთან“ დათმეს.

მესამე ცდაზე „შსს-აკადემიამ“ საწადელს მიაღწია. რუსთაველებმა მეტოქეს ღირსეული წინააღმდეგობა გაუწიეს და მიუხედავად იმისა, რომ თითქმის მთელი თამაშის მანძილზე აგებდნენ, გამარჯვების შანსს ბოლო წუთებამდე ინარჩუნებდნენ.

გარდამტეხი ეპიზოდი ბოლო მეოთხედში იყო, როცა აკადემიელმა ბექა ჩიკვილაძემ ზედიზედ სამჯერ ჩაჭრა ბურთი და სამჯერვე შეტევა შედეგიანად დააგვირგვინა. ტუღუშის გუნდის უპირატესობამ ორციფრიან ნიშნულს მიაღწია და მიუხედავად იმისა, რომ რუსთაველებმა მაინც მოახერხეს მეტოქესთან მიახლოება, „შსს-აკადემიას“ მოპოვებული უპირატესობა აღარ დაუთმია.

ჩიკვილაძე ტურნირის საუკეთესო ფორვარდად დასახელდა, ხოლო საუკეთესო უკანახაზელად „რუსთავის“ ამერიკელი ლეგიონერი ტერენს ოგლსბი აღიარეს. ჩიკვილაძემ საბოლოოდ 20 ქულა დააგროვა, ხოლო მის თანაგუნდელმა გიორგი ცინცაძემ თავი 18 ქულას და 9 პასს მოუყარა. ორმაგი დუბლი შეასრულა გიორგი შარაბიძემ – 12 ქულა, 10 მოხსნა.

რუსთაველთაგან 32 ქულა და 7 პასი მიითვალა ნორვეგიული ფესვებისა და ამერიკული მოქალაქეობის მქონე ტერენს ოგლსბიმ, ხოლო ქვემოქართლური გუნდის მეორე მოთამაშე, რომელიც 10-ქულიან ზღვარს ასცდა, 14 ქულის მომგროვებელი მიხეილ ჭოჭუაა.

ვეტერან კალათბურთელებთან და ქორქია-საკანდელიძის ოჯახის წევრებთან ერთად თამაშს იმერეთის გუბერნატორი ზაზა მეფარიშვილი, ქუთაისის მერი შოთა მურღულია, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი და კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ხელმძღვანელობა – პრეზიდენტი მიხეილ გაბრიჩიძე და გენერალური მდივანი გიორგი ქართველიშვილი ესწრებოდნენ.

მატჩის შემდეგ დაჯილდოვების ცერემონიალი გაიმართა, რომელზეც საპატივცემულო სტუმრებმა გამარჯვებული გუნდი და საუკეთესოდ აღიარებული კალათბურთელები დააჯილდოვეს.

მატჩისშემდგომი კომენტარები

შსსაკადემია – რუსთავი 84:79

ლევან ყიფიანი(სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი): ფინალი ტურნირის შესაფერისი გამოდგა. ორი ღირსეული გუნდი შეხვდა ერთმანეთს. მივულოცავ შსს აკადემიას დამსახურებულ გამარჯვებას, თუმცა, უნდა აღვნიშნო რუსთავის გუნდი, რომელმაც ღირსეული მეტოქეობა გაუწია. რაც შეეხება ტურნირს, მემორიალი ერთ-ერთი გამორჩეული ღონისძიებაა. ქუთაისის მერთან ერთად დავგეგმეთ, რომ მომავალ წელს  ამ ტურნირს მთლიანად ქუთაისმა უმასპინძლოს. ვიმედოვნებ, ეს ტურნირი მომავალში საერთაშორისო მასშტაბით გაიმართება. სამინისტრო ყველანაირად მხარს დაუჭერს და შეუწყობს ხელს, რომ ტურნირი იყოს ისეთი, როგორიც ქუთაისს, კალათბურთელებს და ზოგადად სპორტის ამ სახეობას ეკუთვნის.

კოტე ტუღუში (შსს აკადემიის მთავარი მწვრთნელი): ისეთი დაძაბული  თამაში იყო, როგორიც ფინალს შეეფერებოდა. პირველივე წუთებიდან მთელი თამაშის განმავლობაში ვიგებდით, თუმცა ერთი წამითაც არ გვქონია მოდუნების საშუალება. ღირსეული  და ძლიერი  მეტოქე გვყავდა  და კარგი თამაში გამოვიდა. მივულოცავ მთელ გუნდს და მთლიანად შსს აკადემიას ამ გამარჯვებას. პირველად მოვიგეთ ეს ტუტული  და  იმედია, ეს ჩვენი მომავალი წარმატების დასაწყისი იქნება.

 ბექა ჩიკვილაძე (ტურნირის საუკეთესო ფორვარდი, შსს აკადემია): მთელი გულითა და სულით ვემზადებოდით ამ თამაშისთვის, ფინალში გავედით და აქაც ჩვენი მაქსიმუმი გავაკეთეთ. ძალიან ინტესიურად ვემზადებოდით და დღეში 2-ჯერ ვვარჯიშობდით, როგორც ფიზიკურად, ასევე სროლებში. ეს ყველაფერი თამაშზეც გადმოვიტანეთ,  გავიმარჯვეთ და ვულოცავ მთელ გუნდს. რაც შეეხება საუკეთესო თავდამსხმელის ტიტულს, ეს ჩემი თანაგუნდელების დამსახურებაა, ისინი რომ არა, ამას ვერ მივაღწევდი.

ტერენს ოგლსბი (ტურნირის საუკეთესო უკანახაზელი, რუსთავი): სასიამოვნო იყი ფინალში თამაში, საინტერესო და თანაბარი მატჩი იყო, თუმცა სამწუხაროდ წარმატებას ვერ მივაღწიეთ. შსს ბრწყინვალე გუნდია, კარგი მსროლელებით დაკომპლექტებული და დღეს დაიმსახურა გამარჯვება. რაც შეეხება ჩემს ჯილდოს, გამიმართლა, ეს ჩემი თანაგუნდელების დამსახურებაა. “რუსთავის” ახალი წევრი ვარ, ერთმანეთს კარგად შევეწყვეთ და ბედნიერი ვარ, რომ ამ გუნდის ნაწილი გავხდი.

superleague.ge

“რუსთავმა” “სოხუმი” დამაჯერებლად დაამარცხა

ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას სახელობის მემორიალის მეორე შეხვედრაში “რუსთავმა” “სოხუმს” დამაჯერებლად სძლია.

რუსთაველებმა უპირატესობა პირველივე მეოთხედში მოიპოვეს და მისი შენარჩუნებაც შეხვედრის დასრულებამდე არ გასჭირვებიათ. მატჩის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე სოხუმელი ირაკლი ჩლაიძე გახდა, რომელმაც 18 ქულა ჩაიწერა აქტივში. რუსთაველთა მხრიდან კი საუკეთესო შედეგი 16-ქულიან მიხეილ ჭოჭოას ჰქონდა.

ორივე გუნდის შემდაგენლობაში სადებიუტო მატჩები ჩაატარეს ლეგიონერებმა. “რუსთავის” მაისურით ქართველი გულშემატკივრებისთვის კარგად ცნობილმა ჟოლივეტ ტუჯანმა და ტერენს ოგლესბიმ ითამაშეს. ოგლესბი საკუთარ გუნდს 14 ქულაც შესძინა, ხოლო ტუჯანმა მოედანი უქულოდ დატოვა. “სოხუმის” შემადგენლობაში კი ამერიკელ გილმორ დერიუს ჩარლზს ჰქონდა, რომელიც ახალ გუნდს მხოლოდ ერთი ქულით დაეხმარა.

რუსთავი 72:56 სოხუმი

რუსთავმა პირველი წრე გამარჯვებით დაასრულა

დაძაბული და საინტერესო გამოდგა სუპერლიგის პირველი წრის უკანასკნელი მატჩი, რომელსაც რუსთავმა უმასპინძლა. ადგილობრივ დარბაზში საკალათბურთო კლუბ “რუსთავს” გათამაშების ერთ-ერთი აუტსაიდერი, “მგზავრები-არმია” ესტუმრა, თუმცა ახალგაზრდა თბილისელებმა გაცილებით გამოცდილ მეტოქეს არაფერი დაუთმეს და სათასო მატჩების მსგავსად დღესაც ღირსეული წინააღმდეგობა გაუწიეს.

განსაკუთრებით კარგი “მგზავრებისთვის” მეორე მეოთხედი გამოდგა, რომელიც ბერიშვილის შეგირდებმა 7-ქულიანი სხვაობით მოიგეს, თუმცა პირველ და მესამე მეოთხედებში “რუსთავის” კარგ თამაშს სტუმრებმა ვერაფერი ვერ დაუპირისპირეს და მიუხედავად დაძაბული ბოლო წუთებისა და ჭოჭუას რამდენიმე აცილებული ჯარიმით გაჩენილი შანსისა, “მგზავრებმა” მატჩის შემოტრიალება ვეღარ მოახერხეს. საბოლოოდ “რუსთავმა” 78-74 მოიგო.

რუსთაველთა შემადეგნლობაში შედეგიანობით გამოირჩეოდნენ ჰამსი (16 ქ.) და ჭოჭუა (18 ქ.), ხოლო აკაკი დვალიშვილმა 18 ქულასთან ერთად 13 მოხსნაც შეასრულა და ორმაგი დუბლი გაიფორმა. მატჩის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე კი “მგზავრების” ფორვარდი ტატო ჩაჩიბაია გახდა, რომელმაც საკუთარ გუნდს 23 ქულა შესძინა.

დღევანდელი შედეგის გათვალისწინებით “რუსთავი” ახალ წელს 12 ქულით ხვდება და 2-4 პოზიციებს “შსს-აკადემიასთან” და “ქუთაისთან” იყოფს. “მგზავრები” კი 8 ქულით “სოხუმთან” ერთად ცხრილი ბოლო საფეხურებზე არიან.

რუსთავი 78-74 მგზავრები-არმია

მატჩისშემდგომი კომენტარები

ბუბა ბერიშვილი(„მგზავრები-არმიას“ მთავარი მწვრთნელი):

„ძალიან დაძაბული მატჩი გამოვიდა, ასეც ველოდი და სამწუხაროა, რომ ვერ მიზანს ვერ მივაღწიეთ. მატჩამდეც გვაკლდა ტრავმირებული მოთამაშე და თამაშის მსვლელობისას ცენტრის პოზიციის კალათბურთელი დაგვიშავდა. მიუხედავად ამისა, ბოლომდე დაძაბული თამაში იყო. წაგების მიუხედავად, კმაყოფილი ვარ ბიჭების თამაშით, გამოჩენილი ბრძოლისუნარიანობით“.

მიხეილ ბერუაშვილი(„რუსთავის“ მთავარი მწვრთნელი):

„პირველ რიგში ვულოცავ ჩემს გუნდს ამ გამარჯვებას. მართალია, დაძაბული შეხვედრა იყო და ბოლო წამებზე მოვიპოვეთ გამარჯვება, მაგრამ ეს კალათბურთია, ხან ისე იქნება, ხან ასე. ყველა თამაშს იოლად ვერ მოიგებ. ძალიან ბევრი შეცდომა დავუშვით, განსაკუთრებით შეტევაში, მაგრამ დაცვის ხარჯზე მოვიგეთ“.

საქართველოს თასის მეოთხედფინალური მატჩი რუსთავში არ შედგა

საქართველოს თასის მეოთხედფინალის მეორე მატჩი „რუსთავი“ – „მგზავრები-არმია“, რომელიც დღეს  რუსთავის საკალათბურთო დარბაზში უნდა გამართულიყო არ შედგა, რადგან ტემპერატურა დარბაზში  „კალათბურთის ოფიციალურ  წესებში“ მითითებულ ზღვარზე ნაკლები იყო. 

აღნიშნული მატჩი გუნდებთან შეთანხმებით გაიმართება თბილისში, საკალათბურთო აკადემიის დარბაზში, 13 დეკემბერს, 16:00 საათზე. 

gbf.ge

მგზავრებმა რუსთავს ვერ გაუძლეს

მატჩის ხასიათი არც შესვენების შემდეგ შეცვლილა. „მგზავრები-არმია“ გაცილებით გამოცდილ მეტოქესთან ბრძოლას აგრძელებდა, თუმცა ნებისმიერ კრიტიკულ მომეტში, როცა სხვაობა სახიფათო ხდებოდა, რუსთაველები თამაშის სადავეების დაბრუნებას ახერხებდნენ. საბოლოოდ სხვაობის 2 ქულამდე შემცირება მასპინძლებისთვის მაქსიმალური შედეგი აღმოჩნდა. რუსთაველებმა მესამე პერიოდის მეორე ნაწილში დიდი უპირატესობა მოიპოვეს, რომლის შენარჩუნება შეხვედრის ბოლომდე განსაკუთრებული სირთულის გარეშე მოახერხეს და სერიაში, რომელიც ორ მოგებამდე მიმდინარეობს, დაწინაურებაც შეძლეს.

შეხვედრის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე, 27 ქულით რუსთაველი მიხეილ ჭოჭუა გახდა, ხოლო “მგზავრების” შემადგენლობაში საუკეთესო ბულიავა იყო, რომელმაც 16 ქულა მოაგროვა.

მეორე შეხვედრაში, რომელშიც “დინამო” და “ოლიმპი” შეხვდნენ ერთმანეთს, გამარჯვება ქვეყნის მოქმედმა ჩემპიონებმა მოიპოვეს.

სერიის განმეორებით შეხვედრები 5-6 დეკემბერს გაიმართება. შეგახსენებთ, რომ თასის მატჩები გუშინ რეგიონებშიც გაიმართა და ბათუმსა და ქუთაისში ადგილობრივი გუნდების გამარჯვებით დასრულდა.

მგზავრები-არმია-რუსთავი_9086634 გოგობერიშვილი_59435 აკაკი დვალიშვილი_9678656 აკაკი დვალიშვილი_96786 მგზავრები-არმია-რუსთავი_9086646 ჩაჩიბაია_69424

 

მარიამ ნიშნიანიძის ფოტოები

„მეტალურგმა“ დამაჯერებლად მოიგო

საქართველოს დ.ყიფიანის სახელობის თასის 1/8 ფინალის, პირველ შეხვედრაში, ს.კ.“ზუგდიდმა“, „ბაიას“ ბაზაზე, რუსთავის „მეტალურგს“ უმასპინძლა და მასპინძლები საკუთარ სტადიონზე დამარცხდნენ. სტუმრებმა პირველი ხიფათი 2-ე წუთზე შექმნეს და ზუგდიდელთა კიპერს, რევაზ თევდორაძეს, რომ არ ემარჯვა გელაშვილი ანგარიშს გახსნიდა. მასპინძლებმა იმავე წუთს შეუტიეს და უკვე ყურადღების ცენტრში, რუსთაველთა მეკარე ბედიაშვილი მოექცა, რომელმაც ლაშა ღონღაძის ახლო თავური მოიგერია. ქვემოქართლელებმა სწრაფი გოლი მაინც გაიტანეს. 9-ე წუთზე სტუმართა შეტევა მარჯვენა ფლანგიდან დაიწყო და სტუმრებმა ბურთი მეტოქის კარის ბაქანთან ჩაჰკიდეს, ყველას ქავთარაძემ დაასწრო და თავური დარტყმით  საკუთარი გუნდი დააწინაურა.

19-ე წუთზე სტუმრები აშკარა გოლს გადაურჩნენ – ლევან წურწუმიამ კუთხურიდან მოაწოდა ბურთი, ირაკლი ეხვაიამ ყველას დაასწრო და თავურით სახიფათოდ მოჭრა, ბურთი კი აკაკი ფარჯიკიას მიუვიდა და მისი დარტყმული კარის ჩარჩოს, მცირედით ასცდა.  22-ე წუთზე რუსთაველებმა ანგარიში გააორმაგეს. გოლი დავით გელაშვილის ანგარიშზეა. ამის შემდეგ სათამაშო უპირატესობა მთლიანად სტუმართა მხარეს გადავიდა და ეს მეორე ტაიმშიც შენარჩუნდა. მასპინძლებმა შედეგის შეცვლა ვერაფრით მოახერხეს და ქვემოქართლელებმა შეხვედრა ლოგიკურ დასასრულამდე მიიყვანეს. სტუმრები ამ შედეგით, მეოთხედფინალის საგზურს მიუახლოვდნენ.

 

ზუგდიდი – მეტალურგი 0:2     

ზუგდიდი, „ბაიას“ ბაზა, 17 ოქტომბერი.

გოლი: ქავთარაძე (9), დ.გელაშვილი (22)

ზუგდიდი: თევდორაძე, რიგვავა (ნ.ქირია 76), მირცხულავა, ღონღაძე, აკობია, ტყემალაძე, დ.ქირია (გულორდავა 56), წურწუმია, ლომია, ფარჯიკია (კუკავა 62), ეხვაია

სათადარიგოები: დევაძე, ქურდაძე, გვაზავა, კობერიძე

მეტალურგი: ბედიაშვილი, ხიზანეიშვილი, ნარიმანიძე, ქავთარაძე, ცნობილაძე, კაკაშვილი, დ.გელაშვილი (გაბაშვილი 63), კიტეიშვილი, კილასონია (ვასაძე 84), ჯოხაძე (გოცაძე 82), მიქაუტაძე

fczugdidi.ge

ირაკლი ხოშტარია: “ბიჭებმა ძლიერ მეტოქესთან ბოლომდე იბრძოლეს”

სუპერლიგის მეოთხე ტურის ცენტრალური მატჩის დასრულების შემდეგ “დინამოს” და “რუსთავის” მწვრთნელებმა ჟურნალსიტების კითხვებს უპასუხეს.

ირაკლი ხოშტარია: “დღევანდელი თამაში შეგვიძლია ორ ნაწილად დავყოთ. პირველი ორი მეოთხედი კარგად ჩავატარეთ, შემდეგ კი დაღლა დაგვეტყო. გვქონდა შეცდომები, თუმცა ვფიქრობ, რომ ასეთ ძლიერ მეტოქესთან ბიჭებმა ბოლომდე იბრძოლეს რისთვისაც მადლობა ეკუთვნით.”

მიხეილ ბერუაშვილი: “ვულოცავ “დინამოს” გამარჯვებას. თავიდანაც ვთქვი და ახლაც ვიმეორებ, რომ ყველა თამაში რთული იქენბა. პირველი ორ პერიოდში ცუდად ვითამაშეთ, რაც შედეგზეც აისახა. ვეცდებით, რომ მომავალში მთელი მატჩის განმავლობაში მოახერხოთ კონცენტრირება.”

დინამო ერთპიროვნულად გალიდერდა

სუპერლიგის მეოთხე ტურის ცენტრალურ შეხვედრაში ერთმანეთის წინააღმდეგ გათამაშების ლიდერები, დაუმარცხებლად მოასპარეზე თბილისის „დინამო“ და „რუსთავი“ წარსდგნენ.

სპორტის სასახლეში შეკრებილი გულშემატკირები აღნიშნულ შეხვედრაში დაძაბული დაპირისპირების მოლოდინში იყვნენ, თუმცა მასპინძლებმა პირველივე წუთებიდან შეძლეს მნიშვნელოვანი უპირატესობის მოპოვება და სასტარტო მეოთხედიც მათი გამარჯვებით, 25:11 დასრულდა. სოლიდური უპირატესობა მეორე პერიოდში კიდევ უფრო გაიზარდა, რაც პირველ რიგში ლეჟავას და ლონდარიძის კარგი თამაშით იყო განპირობებული. საბოლოოდ, დიდ შესვენებაზე თბილისელები 19-ქულიანი უპირატესობით გავიდნენ – 46:27.

შეხვედრას ინტრიგა მესამე პერიოდში დაუბრუნდა, როდესაც სტუმრებმა სხვაობა 7 ქულამდე შეამცირეს, რაც ჰამსის და დვალიშვილის ზუსტი ტყორცნებით მოახერხეს. აღსანიშნავია, რომ ამ დროისთვის „დინამოელთა“ რიგებში ერთ-ერთი საუკეთესო, ილია ლონდარიძე 4 პერსონალურის გამო ირაკლი ხოშტარიამ სათადარიგოთა სკამზე დასვა, რაც ანგარიშზეც აისახა. საბოლოოდ, ყველლაფერი მატჩის ბოლო წუთებზე გადაწყდა. საკმაოდ დაძაბულად მიმდინარე მეოთხე პერიოდის დასკვნით ნაწილში „დინამომ“ უეკთ იასპარეზა და ზედიზედ მეოთხე გამაარჯვებასთან ერთად ცხრილში ერთპიროვნული ლიდერობაც მოიპოვა.

მატჩის საუკეთესო ბომბარდირი 30 ქულით „დინამოელი“ ბესიკ ლეჟავა გახდა, ხოლო რუსთაველთა შემადგენლობაში საუკეთესოები ჭოჭუა (20 ქ.) იყო

დინამო 80-74 რუსთავი

გიორგი ვახანია_098645 ბესიკ ლეჟავა_977650944 ბესიკ ლეჟავა_97765 ლაშა გამყრელიძე_085446 დინამო-რუსთავი_085605432 დინამო-რუსთავი_085605

მარიამ ნიშნიანიძის ფოტოები 

რუსთავმა ქუთაისს სეზონის პირველი მარცხი აგემა (მატჩისშემდგომი კომენტარები)

 

სუპერლიგის გათამაშებაში მე-3 ტურამდე 3 გუნდი იყო დაუმარცხებელი – „დინამო“, „რუსთავი“ და „ქუთაისი“. ეს ბოლო ორი გუნდი ერთმანეთს დღეს რუსთავში შეხვდნენ და ტურის ყველაზე საინტერესო შეხვედრადაც მათი დაპირისპირება მიიჩნეოდა.

საბოლოო ანგარიში მიანიშნებს, რომ ბრძოლა არ შედგა. მასპინძლებმა 18 ქულის სხვაობით – 85:67 მოუგეს ქუთაისელებს და “დინამოსთან” ერთად მიმდინარე ჩემპიონატში დაუმარცხებლად დარჩნენ.

აღსანიშნავია, რომ იმერული კლუბი იოლად არ დანებებულა – მალხაზ კოხრეიძისა და მედეა მხეიძის გაწვრთნილი ქუთათურები ბოლომდე ბრძოლობდნენ, თუმცა გაცილებით უკეთ მოთამაშე რუსთაველებთან ვერაფერს გახდნენ.

რუსთაველებმა თამაში თავიდანვე შედეგიანად დაიწყეს და ჯერ 13:2 იგებდნენ,შემდეგ კი 22:8 დაწინაურდნენ. რუსთაველები კომბინირებულად უტევდნენ შორი დისტანციიდან და ფარქვეშიდან – მათ ორივე პოზიციიდან წარმატებით გამოსდიოდათ თამაში, ხოლო ქუთაისელებს არც სისწრაფე ჰყოფნიდათ და არც სიზუსტე.

მატჩის შემდეგ ქუთაისელთა ერთ-ერთმა მწვრთნელმა, მედეა მხეიძემ თავისი გუნდის უშედეგო თამაში ძირითადად სავარჯიშოდ საჭირო პირობების არქონას დააბრალა. ქუთაისის სპორტის სასახლეში სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს, რის გამოც კლუბს ვარჯიში არასტანდარტულ, სპორტსკოლის დარბაზში უწევს.

ქუთაისელთა თამაშში ხარვეზები აშკარად შეინიშნებოდა და ამან საბოლოო შედეგზე გავლენაც იქონია. მაქსიმუმი, რაც სტუმრებმა შეძლეს, მესამე მეოთხედში ჩამორჩენის 5 ქულამდე შემცირება იყო. რუსთაველთა ფორვარდები – მიხეილ ჭოჭუა, გოგა ცეკვავა და ამერიკელი ჰეიდენ ჰამსი მაღალი შედეგიანობით ირჯებოდნენ, აკაკი დვალიშვილი კი სამწამიანში ბატონობდა და სტუმრებს თამაშის გადარჩნის შანსი არც მისცემიათ.

ბოლო მეოთხედში რუსთაველთა ლიდერობამ 20 ქულას გადააჭარბა და მატჩის ბედიც საბოოოდ გაირკვა. გამარჯვებულებს 22 ქულით მიხეილ ჭოჭუამ ულიდერა,რომელმაც 7-დან 4 სამქულიანი ჩააგდო. მატჩის ერთადერთი ორმაგი დუბლი საკუთარ ანგარიშზე ჩაიწერა ჰეიდენ ჰამსმა, რომელმაც 17 ქულა და 12 მოხნა მიითვალა. ცეკვავამ 15 ქულა, 7 პასი და 7 მოხსნა დააგროვა. სტუმართაგან 12 ქულით ბომბარდირი ახალგაზრდა ლევან გრძელიძე გახდა.

მე-3 ტურის დარჩენილი 3 შეხვედრა ხვალ, 8 ნოემბერს, თბილისის სპორტის სასახლეში გაიმართება.

მიხეილ ბერუშავილი, „რუსთავის“ მთავარი მწვრთნელი:

–         მადლობა ჩემი გუნდის წევრებს, ბიჭებმა კარგად ითამაშეს და ძლიერი მეტოქე დაამარცხეს. „ქუთაისი“ საკმაოდ ძლიერი გუნდია და ცოტა გამიკვირდა, ბოლომდე დაძაბული მატჩი რომ არ გამოვიდა. მოხარული ვარ, რომ ჩვენი გუნდი უმატებს და იმედს ვიტოვებ, ეს პროცესი გაგრძელდება.

      მედეა მხეიძე, „ქუთაისის“ მთავარი მწვრთნელის ასისტენტი:

–         ბევრი შეცდომა დვუშვით, გუნდი არ იყო სათანადოდ მომზადებული და შედეგიც არაა გასაკვირი. სრულფასოვანი ვარჯიში არ ჩაგვიტარებია – არასტანდარტულ, სპორტსკოლის დარბაზში ვვარჯიშობთ და ამის კვალი დღევანდელ მატჩშიც გამოჩნდა. ამ წაგებას ის დადებითი მხარე აქვს, რომ დაგვანახა, თუ რაზე გვაქვს სამუშაო. სეზონი ახალი დაწყებულია, წინ დიდი ბრძოლები გველის და მჯერა, რომ სწორი მუშაობით თამაშის სრულყოფას შევძლებთ.

superleague.ge

ფრე რუსთავში

2014 წლის 26 სექტემბერს გაიმართა საქართველოს XXVI ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის მეშვიდე ტურის მატჩები. რუსთავის სტადიონ “ფოლადზე” ერთმანეთს ადგილობრივი ”მეტალურგი” და საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” დაუპირისპირდნენ.

ზესტაფონელები რუსთავში სტუმრობას სერიოზული დანაკლისით შეხვდნენ – ჯაბა დვალისა და ვახტანგ ჭანტურიშვილის დისკვალიფიკაციას, ორიოდე დღის წინ ვარჯიშზე ტრავმირებული გიორგი იურიძის არყოფნაც დაემატა. მეტიც, “მეტალურგთან” მატჩის 22-ე წუთზე ტრავმა მიიღო და გამოსაცვლელი გახდა ლაშა გვალიაც.

შეხვედრის პირველი ნახევარი სტუმართა აშკარა უპირატესობით წარიმართა და უკვე 14-ე წუთზე მარგველებმა ანგარიშში დაწინაურებაც მოახერხეს – ლაშა გვალიას გამოზომილი გადაცემის შემდეგ დასარტყმელ პოზიციაზე გიორგი ფანცულაია აღმოჩნდა და თავის შანსი მშვიდად გამოიყენა.

მალევე პირველი გოლის ავტორს ანგარიშის კიდევ უფრო გაზრდა შეეძლო, მაგრამ რუსთაველები მეკარე გრიგოლ ბედიაშვილის თავგანწირულმა თამაშმა გადაარჩინა. გოლის გატანის ორი ძალიან კარგი შესაძლებლობა მიეცა იმერელთა შემტევ თორნიკე კაპანაძეს, თუმცა მასპინძელთა კარის დარაჯი ამ ეპიზოდებშიც საიმედოდ გაისარჯა – ერთხელ შორეულ კუთხეში გადაგზავნილი თავური აიღო, მეორედ კი ერთ შეხებით კარისკენ გადაგზავნილი ურთულესი ბურთი მოიგერია.

რუსთაველები, რომლებიც შეხვედრის პირველ ნახევარში თითქოს განწირულად გამოიყურებოდნენ, მეორე ტაიმის დაწყებისთანავე გააქტიურდნენ და თამაშის სათავისოდ შემოტრიალებას შეეცადნენ. ბოიან პავლოვიჩის კართან რამდენიმე ნახევარმომენტიც შეიქმნა. თავის მხრივ, სტუმრებიც არ უქმობდნენ – გიორგი ჭანკოტაძესა და თორნიკე კაპანაძეს დღევანდელ შეხვედრაში გამარჯვებულის ვინაობის შესახებ საკითხის დროზე ადრე დახურვა შეეძლოთ, მაგრამ გრიგოლ ბედიაშვილი ისევ საიმედო გახლდათ.

ვერ გაიტან – გაგიტანენო… 74-ე წუთზე სტუმართა საჯარიმოს მისადგომებთან დაინიშნა საჯარიმო დარტყმა, რომელიც ზუსტად ვარლამ კილასონიამ შეასრულა. ანგარიშის გათანაბრებიდან სამ წუთში კი იმერელთა კარის მიმართულებით არბიტრმა გიორგი ვადაჭკორიამ დანიშნა 11-მეტრიანი საჯარიმო დარტყმა, რომელიც გოლად ისევ ვარლამ კილასონიამ აქცია…

ზესტაფონელებმა, რომლებიც ასე მოულოდნელად მდევრის როლში აღმოჩნდნენ, მეტოქეს შეუტიეს და 88-წუთზე პენალტის შერულების უფლება მათაც მოიპოვეს. მიმდინარე სეზონში ჩვენი გუნდის მიერ დამსახურებული პირველი 11-მეტრიანი საჯარიმო დარტყმა ზუსტად დღევანდელ შეხვედრაში კაპიტნის სამკლავურით მოასპარეზე ლევან შარიქაძემ შეასრულა. ფრე 2-2.

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

რუსთავის ,,ვეჯინი” ქალთა ლიგის ჩემპიონია

ქალთა ლიგა დასრულდა. ჩემპიონატის ფინალს დღეს საკალათბურთო აკადემიის დარბაზმა უმასპინძლა. ფინალურ მატჩში ერთმანეთს რუსთავის და ქუთაისის გუნდები შეხვდნენ.

რუსთავის ,,ვეჯინი’’, რომელმაც წინა სეზონზეც მოიგო ჩემპიონატი და რომელსაც  ამ წლის გათამაშებაშიც წაგება არ ჰგონია, ფინალში ფავორიტად იყო მიჩნეული. თუმცა, ასეთ იოლ გამარჯვებას ალბათ  თავადაც არ ელოდნენ – ,,ვეჯინმა’’ ,,ქუთაისი 64:20 დაამარცხა და ჩემპიონის ტიტული შეინარჩუნა.

რუსთაველებმა საგრძნობი უპირატესობა პირველივე ათწუთეულში მოიპოვეს, დიდი შესვენებისთვის ,,ვეჯინი’’ უკვე 24 ქულას იგებდა და ცხადი იყო, ქუთაისელები თამაშის გადარჩენას ვერ შეძლებდნენ.  რუსთაველები გამარჯვებამდე მშვიდად და ყოველგვარი გართუელებების გარეშე მივიდნენ.

,,ვეჯინის’’ რიგებში საუკეთესო ნათია ფუტკარაძე იყო 13 ქულით და 7 მოხსნით, 12 ქულა ჰქონდა ხათუნა საჯაიას, 10 ქულა დაგროვდა ანა მაისურაძის ანგარიშზე, მარიამ ბაციკაძეს კი ორმაგ დუბლამდე ერთი ქულა დააკლდა – 9 ქულა, 10 მოხსნა.

რუსთავის გუნდი ოქროს მედლებით და სიგელებით ,,ვეტერან კალათბურთელთა დახმარების ფონდის’’ პრეზიდენტმა ვალერი ლომაძემ დააჯილდოვა. საჩემპიონო თასი  ,,ვეჯინის’’ კაპიტანმა, ხათუნა საჯაიამ ჩაიბარა.

ხვალ, 14:00 საათზე გაიმართება ქალთა ლიგა – საქართველოს თასის ფინალი, რომელშიც ერთმანეთს დღევანდელი ფინალისტები შეხვდებიან.

რუსთავის ,,ვეჯინი’’ – ქუთაისი  64:20

ფინალამდე გაიმართა მატჩი მე-3 ადგილისთვის, რომელშიც ერთმანეთს ,,ახმეტა’’ და ზუგდიდი ,,კოლხი 2014’’ დაუპირისპირდნენ.

ზუგდიდელებმა თამაში თავიდანვე კარგად დაიწყეს და ლიდერობაც მოიპოვეს.  პირველი ნახევრის შემდეგ ,,კოლხი 2014’’ 5 ქულას იგებდა, მესამე პერიოდში კი ლიდერობა 13 ქულამდე გაზარდა და თამაში ისე ჩამთავრდა, ,,ახმეტელებს’’ მატჩის შემობრუნდების საშუალება არ მისცემიათ. ზუგდიდელებმა მატჩი 62:51 მოიგეს.

გამარჯვებულებს 19 ქულით სოფიო შიშინაშვილმა ულიდერა, ორმაგი დუბლი ჰქონდა ვერონიკა კიკოტის – 18 ქულა, 27 მოხნსა, ორმაგი დუბლი შეასრულა ლიკა ქაჯაიამაც – 14ქულა, 13 მოხსნა.

,,ახმეტის’’ გუნდში 16ქულით და 13 მოხსნით ნინო მამუკელაშვილი გამოირჩა, ორმაგი დუბლი შეასრულა ელისო ზარავანდაშვილმა  – 10 ქულა, 10 მოხსნა, 10 ქულა დაგროვდა თინა ხოხობაშვილის ანგარიშზეც.

ზუგდიდის გუნდი ბრინჯაოს მედლებითა და სიგელებით ვალერი ლომაძემ დააჯილდოვა.

ახმეტა – ზუგდიდი ,,კოლხი 2014’’  51:62

 

superleague.ge

დინამო VS მეტალურგი – ურთიერთშეხვედრები

შაბათს, 17 მაისს, თბილისის დინამო უმაღლესი ლიგის ბოლო ტურის შეხვედრას დინამო არენაზე მეტალურგის წინააღმდეგ გამართავს. დაპირისპირება 20:00 საათზე დაიწყება.

ეროვნულ ჩემპიონატში დინამოელები რუსთავულ გუნდს 49–ჯერ დაუპირისპირდნენ. ურთიერთშეხვედრების ისტორიას თუ გადავხედავთ, დედაქალაქელთა უპირატესობა საგრძნობია – 30 მოგება, 10 ფრე და 9 მარცხი, ბურთების შეფარდება 96/38 ჩვენი გუნდის სასარგებლოდ. 1993 წლის 3 ივნისს დინამოელებმა თბილისში, რუსთავის გორდას გამანადგურებელი ანგარიშით 12:4 სძლიეს. დაპირისპირების სერიის ყველაზე პოპულარული ანგარიში კი 2:0 არის, მატჩის ბოლოს მსგავსი რეზულტატი 8–ჯერ დაფიქსირდა და რვაჯერვე დინამოს სასარგებლოდ.
ბოლოჯერ კი ეს გუნდები 19 აპრილს შეხვდნენ ერთმანეთს. რუსთავში გამართული მატჩი დინამოელთა გამარჯვებით 2:0 დასრულდა. გოლები ჩისკომ და პაპუნაშვილმა გაიტანეს.

fcdinamo.ge