“ზესტაფონის” აღდგენა, ვარჯიში და გუნდური ფოტო

სერბეთის უმაღლესი ლიგის წარმომადგენელ საფეხბურთო კლუბ ”დონიი სრემთან” გუშინდელი მატჩის შემდეგ, დღეს დილით იმერულმა გუნდმა სრული შემადგენლობით ივარჯიშა. საღამოს კი, მაშინ როდესაც ფეხბურთელთა ერთმა ჯგუფმა მეორედ ივარჯიშა, გუშინდელ შეხვედრაში პირველივე წუთებიდან დატვირთული მოთამაშეები აუზსა და საუნაში აღდგენითი ხასიათის პროცედურებს გადიოდნენ.

პირველსა და მეორე ვარჯიშებს შორის შუალედში საფეხბურთო კლუბ “ზესტაფონის” ფეხბურთელებს, მწვრთნელებსა და კლუბის თანამშრომლებს მცირე ფოტოსესია ელოდათ – საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის მეორე ეტაპის დაწყებამდე 11 დღით ადრე მარგველებმა გუნდური ფოტოსურათი გადაიღეს…

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

“ზესტაფონის” ეკვატორს გადაცილებული შეკრება

საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” სეზონის განახლებისათვის მზადებას განაგრძობს. დღეს სასტუმრო “სუსესის” საფეხბურთო კომპლექსის მოედნებზე ზემოიმერული გუნდის ორი ვარჯიში გაიმართა.

ხვალ კი საქართველოს ორგზის ჩემპიონი მიმდინარე შეკრებაზე რიგით მესამე ამხანაგურ შეხვედრას გამართავს – საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” სერბეთის უმაღლესი ლიგის წარმომადგენელს, ქალაქ პეჩინცის საფეხბურთო კლუბ ”დონიი სრემს” დაუპირისპირდება. ქართულ-სერბული დაპირისპირება ადგილობრივი დროით 19:00 საათზე (თბილისის დროით 21:00 საათზე) დაიწყება.

საფეხბურთო კლუბ “ზესტაფონის” პრეს-სამსახური კი დღევანდელი ვარჯიშის ამსახველ ფოტორეპორტაჟს გთავაზობთ…

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

აუზში აღდგენა და მინდორზე ვარჯიში

2014 წლის 5 თებერვალს, რუმინულ ”პანდურიისთან” გამართული მატჩის მეორე დღეს, საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” ის ფეხბურთელები, რომლებმაც გუშინდელ შეხვედრაში სასტარტო შემადგენლობაში იასპარეზეს, აღდგენითი ხასიათის ღონისძიებებით იყვნენ დაკავებულები.

სანამ ზემოთნახსენები 11 სპორტსმენი საუნასა და აუზში სარეაბილიტაციო პროცედურებს გადიოდა, დანარჩენი 14 ფეხბურთელი “სუსესის” სპორტული კომპლექსის მწვანე მინდორზე ვარჯიშობდა. სრული შემადგენლობით უახლოესი ვარჯიში უკვე ამ საღამოს იგეგმება…

გთავაზობთ დღევანდელი ამბების ამსახველ მცირე ფოტორეპორტაჟს.

DSC04988

DSC04989

DSC04996

DSC05000

DSC05010

DSC05016

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

ზესტაფონელთა მზადების შესახებ

საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” განაგრძობს სეზონის განახლებისათვის მზადებას. დღეს სასტუმრო “სუსესის” სპორტული კომპლექსის მწვანე მოედნებზე ქართული გუნდის ორი ვარჯიში გაიმართა.

ხვალ საქართველოს ორგზის ჩემპიონი წლევანდელი თურქული შეკრების პირველ სპარინგ-მატჩს გამართავს – საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” რუმინეთის ვიცე-ჩემპიონს, უეფას ევროპა ლიგის წლევანდელი გათამაშების ჯგუფური ეტაპის მონაწილესა და საკუთარი ქვეყნის მიმდინარე პირველობის ერთ-ერთ ლიდერს, ქალაქ ტარგუ ჟიუს საფეხბურთო კლუბ ”პანდურიის” სასტუმრო “სუსესის” ერთ-ერთ საფეხბურთო მოედანზე დაუპირისპირდება. საწვრთნელი შეკრების ორგანიზატორებთან შეთანხმებით გადაწყდა, რომ ქართულ-რუმინული დაპირისპირება ადგილობრივი დროით 17:30 საათზე (თბილისის დროით 19:30 საათზე) დაიწყება.

ჩვენ კი გთავაზობთ მცირე სიუჟეტს შეკრების მიმდინარეობის შესახებ.

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

“ზესტაფონის” პირველი ვარჯიში ხმელთაშუა ზღვის ნაპირზე

საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” საფეხბურთო სეზონის განახლებისათვის მზადების ფარგლებში თურქეთში გასამართი ეტაპის გავლას შეუდგა. დღეს დილით, სასტუმრო “სუსესი ლუქსური რეზორტის” კუთვნილი საფეხბურთო კომპლექსის ერთ-ერთ მინდორზე, გუნდმა მიმდინარე შეკრებაზე პირველი ვარჯიში გამართა.

ზესტაფონელები საქმეს დილიდანვე შეუდგნენ – ზემოიმერელთა პირველი ვარჯიში 10:30-დან 12:00 საათამდე გაგრძელდა. თავდაპირველად გუნდი ფიზიკურად დაიტვირთა – ბიჭებს ივან ვუჩეტიჩის ხელმძღვანელობით ძალისა და სისწრაფის მაჩვენებლების განვითარება-გაუმჯობესებაზე გათვლილი ვარჯიშების კომპლექსის შესრულება მოუხდათ.

ამის შემდეგ გურამ ასპინძელშვილისა და კახაბერ ჩხეტიანის დახმარებით გია გეგუჩაძემ ფეხბურთელები ბურთითაც ამუშავა. ადგილობრივი დროით 16:30 საათზე გუნდს კიდევ ერთი ვარჯიში ელის, საღამოს კი ფეხბურთელებს აღდგენითი ღონისძიებები ელოდებათ.

გთავაზობთ ფოტორეპორტაჟს, რომელიც ხმელთაშუა ზღვის ნაპირებთან გამართული ზესტაფონელთა დღევანდელი ვარჯიშის მისმდინარეობას ასახავს.

DSC04740

DSC04745

DSC04746

DSC04747

DSC04764

DSC04546

DSC04574

DSC04672

DSC04680

DSC04689

DSC04696

DSC04710

DSC04711

DSC04713

DSC04715

DSC04718

DSC04720

DSC04729

DSC04730

DSC04733

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

“ზესტაფონის” თურქული შეკრებისა და სპარინგ-მატჩების შესახებ

მიმდინარე წლის 1 თებერვალს საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი”, სეზონის განახლებისათვის მზადების მეორე ეტაპის გასავლელად, თურქეთის რესპუბლიკაში გაემგზავრება. ხმელთაშუა ზღვის კარგად ნაცნობ ანატოლიურ სანაპიროზე საქართველოს ორგზის ჩემპიონები ხუთ საკონტროლო შეხვედრას გამართავენ.

თუმცა, დავიწყოთ იმით, რომ მარგველები ანტალიიდან 30 კილომეტრის მანძილზე მდებარე ქალაქ ბელეკის კომფორტაბელურ ხუთვარსკვლავიან სასტუმრო “Susesi Luxury Resort”-ში დაბანაკდებიან. ამ სასტუმრო კომპლექსის სტუმართა განკარგულებაშია ულტრათანამედროვე კონფერენც-დარბაზები, ღია და დახურული აუზები, საუნა და სატრენაჟორო დარბაზი…

“Susesi Luxury”-ში დაბინავებულ საფეხბურთო გუნდებს უეფას სტანდარტების შესაბამისი 3 მოედნითა და ოდნავ მცირე ზომის 1 სავარჯიშო მინდვრით შეუძლიათ ისარგებლონ. ბოლო წლებში სწორედ ამ სასტუმროში დაბინავებულან და გაუვლიათ მოსამზადებელი შეკრება ისეთ კლუბებს, როგორებიცაა დორტმუნდის “ბორუსია”, სანქტ-პეტერბურგის “ზენიტი”, გრაცის “შტურმი” და ა.შ…

თურქულ შეკრებაზე პირველ საკონტროლო შეხვედრას საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” ქალაქ ტირგი ჟიუს საფეხბურთო კლუბ “პანდურიის” წინააღმდეგ გამართავს. რუმინეთის ვიცე-ჩემპიონთან იმერელთა დაპირისპირება 4 თებერვალს გაიმართება.

თავის მეორე სპარინგ-მატჩს მარგველები 7 თებერვალს ჩაატარებენ. ამჯერად მათი მეტოქე ჩეხური ფეხბურთის წარმომადგენელი, საფეხბურთო კლუბი “პრშიბრამი” (ყოფილი პრაღის “დუკლა”) იქნება. თურქული შეკრების ქართველთათვის რიგით მესამე საკონტროლო შეხვედრა 10 თებერვალს გაიმართება. ამ შეხვედრაში ქართველთა მეტოქის ვინაობა ჯერაც ზუსტდება და ის უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.

ანატოლიაში გასამართ მეოთხე შეხვედრას იმერლები ოდესის “ჩერნომორეცის” წინააღმდეგ გამართავენ. უკრაინელებთან მატჩი 13 თებერვალსაა დანიშნული, ხოლო წლევანდელი თურქული “ვოიაჟის” დასკვნითი, მეხუთე სპარინგი 16 თებერვალს გაიმართება. სამშობლოში დაბრუნებამდე ზესტაფონელები მაკედონიის ჩემპიონატის ლიდერ “ტურნოვოსთან” მოსინჯავენ ძალებს.

hotel1

hotel2

hotel3

hotel4

hotel5

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

“ზესტაფონის” ბაზაზე მესამე მინდორიც ამოქმედდა

როგორც უკვე მოგახსენეთ, უამინდობით გამოწვეული რამდენიმედღიანი პაუზის შემდეგ, ზესტაფონელები მწვანე მინდორზე ვარჯიშს დაუბრუნდნენ. ორმაგად სასიამოვნო გახლავთ ის, რომ დღევანდელი ვარჯიში ზემოიმერული კლუბის მშენებარე ბაზის მესამე საფეხბურთო მოედანზე გაიმართა.

ზესტაფონელთა ბაზაზე ამოქმედებულ პირველ და მეორე მოედნებზე უკრაინიდან შემოტანილი ბალახის რულონებია დაგებული. რაც შეეხება სპორტული კომპლექსის მესამე საფეხბურთო მოედანს, ის ორი “წინამორბედისაგან” განსხვავებით უნიკალური გახლავთ. საქმე იმაშია, რომ რულონების დაგების ნაცვლად, ამ მოედანზე 2012 წლის 23 ოქტომბერს უკრაინული კომპანია “ლიდია-პარკის” წარმომადგენელთა მეთველყურეობით, სპორტულ ობიექტებზე გამოყენებისათვის განკუთვნილი ამერიკული ფირმა “ჟაკლინის” თესლი დაითესა…

დათესვის შემდეგ გასული 15 თვის განმავლობაში მინდორი ჯერ “ლიდია-პარკის”, შემდეგ კი კომპანია “Lawns of Georgia”-ს სპეციალისტების სისტემატური მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა და კარგი ხარისხით ცნობილ ზესტაფონურ საფეხბურთო მოედნებს შორის სადღეისოდ საუკეთესო გახლავთ.

მართალია, რამდენიმე დღის წინ ახალი მინდორი ფეხბურთელთა ერთმა ჯგუფმა მწრთნელებთან ერთად “დააჭაშნიკა”, თუმცა პირველი სრულფასოვანი ვარჯიში სწორედ დღეს, ნათლისღებას გაიმართა.

აქვე შეგახსენებთ იმას, რომ ხვალ, 20 იანვარს, საფეხბურთო კლუბ “ზესტაფონის” დუბლშემადგენლობა “ბენდელას” თასის გათამაშებაში ს.კ. “ქუთაისთან” ქუთაისის “ტორპედოს” ბაზაზე გასამართი მატჩით ჩაებმება. რაც შეეხება მარგველთა პირველ გუნდს, მიმდინარე წლის პირველი ამხანაგური მატჩი 21 იანვარს გაიმართება – ზემოიმერლები მარტვილის “მერანს” საკუთარ ბაზაზე უმასპინძლებენ. მატჩი 15:30 საათზე დაიწყება.

ჩვენ კი გთავაზობთ ფოტორეპორტაჟს, რომელიც საფეხბურთო კლუბ “ზესტაფონის” საწვრთნელი ბაზის მესამე მოედანზე პირველი ვარჯიშის მიმდინარეობას ასახავს.

DSC04023

DSC04037

DSC04057

DSC04068

DSC04097

DSC04104

DSC04109

FCZestafoni.GE

“ზესტაფონი” მზადებას განაგრძობს

მცირე შესვენების შემდეგ, მარგველები ისევ ზესტაფონში შეიკრიბნენ და ეროვნული ჩემპიონატის საგაზაფხულო სტადიის მატჩებისათვის მზადება განაგრძეს.

გუშინ საღამოს ზესტაფონელებმა ფეროშენადნობთა ქარხნის სამმართველოს მახლობლად მდებარე ხელოვნურსაფარიან სტადიონზე ივარჯიშეს. გია გეგუჩაძემ გუნდი ისევ ფიზიკური კონდიციების გაუმჯობესებაზე ამუშავა – ნახევარსაათიანი კროსი ჯერ ივან ვუჩეტიჩის დავალებების შესრულებამ, შემდეგ კი ძალისა და გამძლეობის მომატებაზე გათვლილი ვარჯიშების კომპლექსმა შეცვალა.

დღეიდან იმერლები ასე მონატრებულ მწვანე გაზონს უბრუნდებიან. ზესტაფონის სტადიონის ადმინისტრაციისა და მინდვრების მომსახურე პერსონალის რამდენიმედღიანი შრომის შედეგად, კლუბის ბაზაზე ერთ-ერთი მინდვრის თოვლისაგან გაწმენდა, როგორც იქნა, მოხერხდა.

ხვალ, 20 იანვარს, საფეხბურთო კლუბ “ზესტაფონის” დუბლშემადგენლობა “ბენდელას” თასის გათამაშებაში ს.კ. “ქუთაისთან” სტუმრად გასამართი მატჩით ჩაებმება. რაც შეეხება მარგველთა პირველ გუნდს, მიმდინარე წელიწადში პირველ საკონტროლო მატჩს ის 21 იანვარს ჩაატარებს – საქართველოს ორგზის ჩემპიონები საკუთარ ბაზაზე მარტვილის საფეხბურთო კლუბ “მერანს” დაუპირისპირდებიან. სპარინგ-მატჩი 15:30 საათზე დაიწყება.

ჩვენ კი გთავაზობთ ფოტორეპორტაჟს, რომელიც გუშინდელი ვარჯიშის მიმდინარეობას ასახავს.

DSC_0055

DSC_0060

DSC_0067

DSC_0116

DSC_0121

DSC_0138

DSC_0167

DSC_0173

DSC_0215

DSC_0221

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

მზადება თოვლში და შეცვლილი გეგმები

იმერეთში მოსულმა თოვლმა ეროვნული ჩემპიონატის საგაზაფხულო ნაწილისათვის საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” მზადების პროცესში მნიშვნელოვანი ცვლილებები შეიტანა.

გუშინ დილით ზესტაფონელებმა ისევ ქალაქის სპორტულ-გამაჯანსაღებელი ცენტრის დახურულ დარბაზში ივარჯიშეს, საღამოს კი გუნდმა ფიზიკური კონდიციების გაუმჯობესებაზე იმუშავა – სპორტსმენები თავიდან დავით აბაშიძის სახელობის სტადიონის სატრენაჟორო დარბაზში დაიტვირთნენ, შემდეგ კი მათ დათოვლილ მინდორზე გადაინაცვლეს და ვარჯიში ფეხბურთისათვის ესოდენ უჩვეულო ვითარებაში განაგრძეს.

უნდა ითქვას, რომ 16 იანვარს სავარჯიშო პროცესს გრიგოლ დოლიძე და ნაემეკა აჯურუ შეუერთდნენ. გუშინვე, სამშობლოში გაკეთებული ოპერაციისა და რეაბილიტაციის პირველი ეტაპის გავლის შემდეგ, საქართველოში დაბრუნდა გუნდის სერბი ლეგიონერი იგორ იელიჩი, რომელიც ინდივიდუალური პროგრამით მზადებას შეუდგა.

ხვალისთვის იმერელთა სამწვრთნელო შტაბს ორმხრივი შეხვედრა ჰქონდა დაგეგმილი, თუმცა უამინდობამ გია გეგუჩაძეს გეგმები შეაცვლევინა – ზესტაფონელთა თავკაცმა გუნდი შაბათამდე დაასვენა …

აქვე მოგახსენებთ იმის შესახებ, რომ მხარეთა შორის მიღწეული შეთანხმების საფუძველზე, კლუბის რიგები დატოვა ალჟირელმა ფორვარდმა მოჰამედ რეკრუკმა. “ზესტაფონში” აღარ იასპარეზებს ბოლო წლებში გუნდის უცვლელი გოლკიპერი და კაპიტანი როინ კვასხვაძეც – მას ჩვენს კლუბთან შრომითი ხელშეკრულების მოქმედების ვადა დაუსრულდა.

გთავაზობთ მცირე ფოტორეპორტაჟს, რომელიც ზესტაფონელთა დღევანდელი ვარჯიშის მიმდინარეობას ასახავს.

DSC03950

DSC03966

DSC03980

DSC03993

DSC03996

DSC03997

DSC03999

DSC04005

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

ზესტაფონელები სავარჯიშო პროცესში

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პირველი გუნდი საფეხბურთო სეზონის განახლებისათვის მზადებას ზესტაფონში განაგრძობს.

გუშინ და დღეს ზესტაფონელებმა ძირითადად ფიზიკური კონდიციების გაუმჯობესებაზე იმუშავეს. 11 იანვარს დატვირთვის ტესტი ჩატარდა. სასიამოვნოა, რომ ფეხბურთელთა უმეტესობა დატვირთვებს ნორმალური მაჩვენებლებით გაუმკლავდა. აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ გუშინ სავარჯიშო პროცესს თეიმურაზ ღონღაძე და რენე ფერეირა დოს სანტოსი შეუერთდნენ.

დღევანდელი დილა ძირითადად სისწრაფისა და კოორდინაციის განვითარებაზე გათვლილ ვარჯიშებს დაეთმო. ვარჯიშის მიწურულს ფეხბურთელებს ბურთთან მუშაობის საშუალებაც მიეცათ. საღამოს ვარჯიშის მთავარი ამოცანები კი ძალისა და გამძლეობის მაჩვენებლების ამაღლება გახლდათ.

გია გეგუჩაძემ გუნდი ორ ნაწილად გაჰყო და სანამ ფეხბურთელთა ერთი ჯგუფი მთავარი მწვრთნელისა და მისი ასისტენტების (გურამ ასპინძელაშვილი და კახაბერ ჩხეტიანი) ხელმძღვანელობით დავით აბაშიძის სახელობის სტადიონის მწვანე გაზონზე იტვირთებოდა, მეორე ჯგუფი ივან ვუჩეტიჩის დავალებებს სატრენაჟორო დარბაზში ასრულებდა. ვარჯიშის პირველი ნაწილის დასრულების შემდეგ პირველმა და მეორე ჯგუფებმა ადგილები გაცვალეს.

გთავაზობთ მცირე ფოტორეპორტაჟს, რომელიც ზესტაფონელთა მზადების მიმდინარეობას ასახავს.

DSC_0087

DSC_0093

DSC_0128

DSC_0134

DSC_0080

DSC_0022

DSC_0011

DSC_0009

DSC_0031

DSC_0038

DSC_0050

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

“ზესტაფონის” პირველი ვარჯიში 2014 წელში

10 იანვარს “ზესტაფონმა” 2014 წელს პირველი ვარჯიში გამართა. გუნდი სრული შემადგენლობით არ შეკრებილა – გრიგოლ დოლიძე, თეიმურაზ ღონღაძე, იგორ იელიჩი, რენე ფერეირა დოს სანტოსი და ნაემეკა აჯურუ სავარჯიშო პროცესს უახლოეს დღეებში შეუერთდებიან. ხვალიდან გია გეგუჩაძეს გუნდი ორჯერადი ვარჯიშების რეჟიმზე გადაჰყავ … ზესტაფონი გუნდს ზამთრისათვის უჩვეულოდ მზიანი ამინდით შეეგება და საახალწლო პაუზის დროს ფეხბურთს მონატრებული ადამიანების განწყობაზე დადებითად ამ გარემოებამაც იმოქმედა. ვარჯიშის დაწყებამდე გუნდის მთავარმა მწვრთნელმა გია გეგუჩაძემ ფეხბურთელებსა და გუნდის პერსონალს თავის კიდევ ერთი ასისტენტი კახა ჩხეტიანი წარუდგინა.

1

2

3

4

5

6

7

8

9

10

11

წყარო: https://www.facebook.com/fczesta

“ზესტაფონი” მორიგი მატჩისთვის მზადებას შეუდგა

საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” ქვეყნის მიმდინარე პირველობის მორიგი მატჩისათვის მზადებას შეუდგა. 26 ოქტომბერს, საქართველოს XXV ეროვნული ჩემპიონატის მეათე ტურის შეხვედრაში, ზესტაფონელები მარტვილის საფეხბურთო კლუბ “მერანს” ესტუმრებიან.

მარგველთა პირველი გუნდი 22 ოქტომბერს ზესტაფონში შეიკრიბა და მარტვილელებთან მატჩისათვის მზადებას კლუბის ბაზაზე შეუდგა. ეროვნული ჩემპიონატის მეათე ტურის შეხვედრა შაბათს, 26 ოქტომბერს, ეროსი მანჯგალაძის სახელობის სამტრედიის სტადიონზე გაიმართება და 15:00 საათზე დაიწყება.

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური დღევანდელი ვარჯიშის ამსახველ მცირე ფოტორეპორტაჟს გთავაზობთ…

DSC01368 DSC01404 DSC01414 DSC01442 DSC01501 DSC01484 DSC01482 DSC01452

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური