ხედირა: „რეალი“ ჩემს გულში სამუდამოდ დარჩა“

ნახევარმცველმა სამი ხედირამ, რომელიც მადრიდის „რეალიდან“ თავისუფალი აგენტის სტატუსით ტურინის „იუვენტუსში“ გადავიდა, აღიარა, რომ „სამეფო კლუბთან“ დაშორება მისთვის ადვილი არ ყოფილა.

„რეალის“ დატოვება ადვილი გადაწყვეტილება არ ყოფილა, რაც საიდუმლო არაა. თუმცა, ყველაფერი გაცილებით ადვილია, როდესაც გადაწყვეტილებას მხოლოდ შენ იღებ. „რეალიდან“ წასვლა რთული იყო, ყველაფერმა ემოციურად ჩაიარა. მოგატყუებდით, თუ საპირისპიროს გეტყოდით. ეს ყველაფერი ამტკიცებს იმას, რომ „რეალში“ თამაში მომწონდა.

გამიხარდება, თუ „რეალში“ ყველა კვლავ ნამდვილ „მადრიდისტად“ ჩამთვლის. ხუთი წლის განმავლობაში ამ კლუბში მთელ ძალებს ვხარჯავდი. იმედია, ხალხი ჩემს სამუშაოს დააფასებს. „რეალი“ ჩემს გულში სამუდამოდ რჩება“, – განაცხადა ხედირამ.

ოფიციალურად: ხედირა “იუვენტუსის” ფეხბურთელია

რამდენიმე წუთის წინ, “იუვენტუსის” ოფიციალურმა ვებ-გვერდმა მადრიდის “რეალის” ნახევარმცველის, სამი ხედირას გაფორმება დაადასტურა.

გუნდსა და ფეხბურთელს შორის შემდგარი პირადი დეტალები არ ხმაურდება. არაა ცნობილი ტრანსფერის ფასიც.

გერმანელმა შუახაზელმა იტალიელებთან ოთხწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.

შეგახსენებთ, რომ 2010 წელს “რეალმა” ხედირა “შტუტგარტიდან” დაიმატა და სამი “სამეფო გუნდის” ღირსებას ხუთი წელიწადი იცავდა.

“რეალის” ნახევარმცველმა “იუვენუტსში” სამედიცინო შემოწმება გაიარა

უცხოური მედიის ცნობით “რეალის” ნახევარმცველმა სამი ხედირამ “იუვენუტსში” სამედიცინო შემოწმება გაიარა.

მოსალოდნელია, რომ უახლოეს მომავალში მხარეები კონტრაქტს გააფორმებენ, რომლის მიხედვით გერმანელი ფეხბურთელი წელიწადში ოთხ მილიონ ევროს მიიღებს.

შეგახსენებთ, რომ ხედირამ “რეალში” გადასვლის შემდეგ რამდენიმე მძიმე ტრავმა მიიღო. მიმდინარე სეზონში კი მხოლოდ 16 მატჩი ჩაატარა.

ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებაც, რომ დღეს ტურინში “პალერმოს” ფორვარდი პაულო დიბალაც ჩავიდა და სამედიცინო შემომწებას ხვალ გაივლის.

“იუვენტუსს” ხედირას გაფორმება უჩლ-ს ფინალამდე სურს

“ბებერი ქალბატონები” ძალიან ახლოს არიან მადრიდის “რეალის” ნახევარმცველის გაფორმებასთან.

“იუვენტუსის” ხელმძღვანელები უკვე შეხვდნენ სამი ხედირას წარმომადგენელს, სადაც საუბრის თემა გერმანელის ტრანსფერი იყო.

იტალიის ჩემპიონებს ყველა გარიგებისა და შრომითი ხელშეკრულების მოგვარება ჩემპიონთა ლიგის ფინალამდე სურთ. ფინალი 6 ივნისს, ბერლინში გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ ხედირას “რეალთან” კონტრაქტის ვადა ზაფხულში ეწურება და მხარეები თანამშრომლობის გაგრძელებას არ აპირებენ.

ხედირამ “რეალიდან” წასვლის შესახებ დაადასტურა

სოციალურ ქსელში, სამი ხედირამ დაადასტურა, რომ სეზონის ბოლოს “რეალს” დატოვებს.

მოცემულ სურათზე ჩანს, მარტოდ მჯდომი გერმანელი გასახდელ ოთახში, სადაც გამოსამშვიდობებლად ემზადება.

ამის მიზეზად, სამი ხედირა ტრავმებს ასახელებს. მისი თქმით, მან ვერ გაუძლო დაზიანებებს, რამაც ფორმის დაკარგვა გამოიწვია.

მიუხედავად იმისა, რომ გერმანელს ხშირად არ ეძლეოდა თამაშის საშუალება, მან სამწვრთნელო შტაბს და თანაგუნდელებს მადლობა გადაუხადა: “ბოლოჯერ ვარ “ვალდებებასზე”. მე მივდივარ, მაგრამ ჩემი ძალიან მომენატრება. კლუბის ყველა თანამშრომლები და თანაგუნდელები”

SAMI

ხედირა: „რეალიდან“ ნამდვილად წავალ“

მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველმა სამი ხედირამ მის გარშემო შექმნილ სიტუაციაზე ისაუბრა.

„რეალიდან“ ნამდვილად არ წავალ. სეზონის ბოლო მატჩებში ჩემი არყოფნა ტრავმები არ იყო.

ოთხწლიანი კონტრაქტის გაფორმება არ მსურდა, ოქტომბერში კი კლუბმა სწორედ ამ ვადით მოქმედი ხელშეკრულება შემომთავაზა. უკვე დეკემბერში წასვლა გადავწყვიტე.

კონტრაქტი ჯერ არავისთან გამიფორმებია. ყველაფერი მოგვიანებით გაირკვევა“, – ციტირებს ხედირას გამოცემა „მარკა“.

“ბორუსიამ” ხედირას დაუმიზნა

დორტმუნდის “ბორუსიას” მორიგი სატრანსფერო სამიზნე “რეალის” გერმანელი ნახევარმცველია.

ზაფხულში მსოფლიო ჩემპიონი თავისუფალი აგენტი ხდება. 28 წლის ნახევარმცველით “არსენალი”, “მანჩესტერ იუნაიტედი”, “პსჟ”, “ვოლფსბურგი” და “რომა” ინტერესდებიან. სიას “შავ-ყვითლებიც” დაემატნენ.

ხედირათი გუნდის ახალი თავკაცი, ტომას ტუხელი პირადად ინტერესდება, რომელსაც ილკაი გუნდოგანის შემცვლელად მიიჩნევს.

ხედირას აგენტი „ბარსელონას“ დაუკავშირდა

მადრიდის „რეალისა“ და გერმანიის ნაკრების ნახევარმცველის სამი ხედირას აგენტმა თავისი კლიენტი კატალონიის „ბარსელონას“ შესთავაზა. ამის შესახებ ცნობას ბრიტანული გამოცემა „დეილი სტარის“ ჟურნალისტები ავრცელებენ.

სეზონის დასრულების შემდეგ სამი თავისუფალი აგენტი გახდება, შესაბამისად, სხვა კლუბებთან მოლაპარაკებას ის უკვე ახლა აწარმოებს. აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, გერმანიის ნაკრების წევრის შეძენის სურვილი არაერთ კლუბს აქვს, რომელთა შორისაც „შალკე“, „მანჩესტერ იუნაიტედი“ და „ინტერი“ არიან.

შეგახსენებთ, რომ ხედირა „რეალში“ 2010 წელს გადავიდა.

“ინტერი” ხედირათი დაინტერესდა

მადრიდის “რეალის” ნახევარმცველი შეიძლება, იტალიაში გადავიდეს.

28 წლის ნახევარმცველს გუნდთან ხელშეკრულება სეზონის ბოლოს ეწურება, მათი გაფორმება “შალკეს” სურდა, მაგრამ როგორც ჩანს, გელზერკინხერები ვერ უთანხმდებიან სამის ფინანსურ საკითხში.

პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “ინტერი” მზად არის ხედირას ფინანსურად კარგი შეთავაზება გაუკეთოს. “რეალის” ფეხბურთელი შეიძლება, იყოს იაფი ალტერნატივა იაია ტურესი.

“ნერაძური” გერმანელს წელიწადში ოთხ მილიონ ევროს სთავაზობს.

Marca: ხედირა “რეალს” დათანხმდა

“რეალის” ნახევარმცველი, სამი ხედირა გელზერკინხერულ კლუბში გადასვლასთან ახლოსაა.

როგორც იცით, გერმანელს კლუბთან კონტრაქტი ზაფხულში ეწურება, ხოლო კლუბი სამისთან მუშაობის გაგრძელებას აღარ აპირებს.

ხედირასადმი ინტერესს ბევრი კლუბი იჩენდა, თუმცა Marca-ს ინფორმაციით, ფეხბურთელმა “შალკე” აირჩია.

პრესაში უკვე გავრცელდა ინფორმაციები მხარეების შეთანხმების შესახებ, თუმცა გარიგების დეტალები არ ხმაურდება.

სამი ხედირა გუნდს დაუბრუნდა

მადრიდის “რეალის” ნახევარმცველმა სამი ხედირამ გუნდთან ერთად ვარჯიში განაახლა.

შეგახსენებთ, რომ გერმანელმა ფეხბურთელმა ტრავმა ესპანეთის პრიმერადივიზიონის 22-ე ტურში მადრიდის “ატლეტიკოს” წინააღმდეგ გამართულ მატჩში (0:4) მიიღო. ხედირა იმავე “ატლეტიკოსთან”, 7 მარტს გასამართ შეხვედრაში სათამაშოდ მზად იქნება.

პეპემ, მარსელომ, დანიელ კარვახალმა და კარიმ ბენზემამ დღეს ინდივიდუალური პროგრამით ივარჯიშეს.

 

“შალკემ” ხედირას დაუმიზნა

გელზენკირხენული გუნდი გერმანელი ნახევარმცველით გაძლიერებას აპირებს.

გერმანული მედიის ცნობით, “შალკე” “რეალის” ფეხბურთელის, სამი ხედირას გაფორმებაზე მუშაობს.

შეგახსენებთ, რომ 27 წლის ჩამშლელს “სამეფო გუნდთან” კონტრაქტი მომავალ ზაფხულს ეწურება და ბუნდეს-ნაკრების წევრი სხვა კლუბებთან პარალელურად აწარმოებს მოლაპარაკებებს.

ადრე სამი ხედირათი “ჩელსი”, “არსენალი”, “მანჩესტერი” და “ბაიერნი” ინტერესდებოდნენ.

მიმდინარე სეზონში, გერმანელმა “რეალის” მაისურით 11 მატჩი ჩაატარა.