“სამპდორიას” მთავარ მწვრთნელ სინიშა მიხალოვიჩის თქმით, მასსა და კლუბის ახალწვეულ სამუელ ეტო’ოს შორის კონფლიქტი უკვე ამოწურულია.
შეგახსენებთ, რომ გენუელთა შემადგენლობაში ზამთრის სატრანსფერო პერიოდში გადაბარგებულმა ეტო’ომ “სამპდორიას” მაისურით პირველი გოლი შაბათს, “კალიარის” კარში გაიტანა.
“ეტო’ომ “სამპდორიაში” ასპარეზობა მძიმედ დაიწყო. ჩვენ დრო დაგვჭირდა საიმისოდ, რომ ერთმანეთისთვის გაგვეგო, ვინაიდან მეც და ისიც ძლიერი პიროვნებები ვართ. სამუელმა ჩინებულად ითამაშა და გამარჯვებაში დაგვეხმარა. იგი თანდათანობით სათამაშო ფორმას იკრებს და უახლოესი ხანებიდან გუნდს კიდევ უფრო მეტ სარგებელს მოუტანს. ეტო’ო სულით მუდამ ჩემპიონი იყო და მას მატჩის ბედის გადაწყვეტა დღემდე შეუძლია,”-აღნიშნა მიხაილოვიჩმა.