„სან-ანტონიომ“ „კლიპერსი“ დაამარცხა, „ჰიუსტონმა“ „პორტლენდს“ მოუგო

რამდენიმე წუთის წინ დასრულდა ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის რეგულარული ჩემპიონატის მატჩი, რომელშც „სან-ანტონიო სპურსმა“ „ლოს-ანჯელეს კლიპერსს“ უმასპინძლა და ანგარიშით 125:118 დაამარცხა.

საუკეთესო გრეგ პოპოვიჩის გუნდის რიგებიდან ტონი პარკერი იყო, რომელმაც 26 ქულა დააგროვა. თავის მხვრივ, „კლიპერსის“ შემადგენლობიდან 25 ქულით კრის პოლი გამოირჩა.

„სან-ანტონიო სპურსი“ – „ლოს-ანჯელეს კლიპერსი“ 125:118 (35:33, 37:27, 23:30, 30:28)

„სან-ანტონიო“: პარკერი (26 ქ. 4 ა.), დანკანი (20 ქ. 11 მ. 1 ა.), ჯინობილი (19 ქ. 2 მ. 10 ა.)

„კლიპერსი“: პოლი (25 ქ. 4 მ. 9 ა.), გრიფინი (22 ქ. 6 მ. 6 ა.), რედიკი (21 ქ. 1 მ. 1 ა.), კროუფორდი (18 ქ. 3 მ. 1 ა.)

სხვა მატჩების შედეგები:

„შარლოტი“ – „დენვერი“ 110:82
„ჰიუსტონი“ – „პორტლენდი“ 110:95
„მემფისი“ – „იუტა“ 91:97
„ჩიკაგო“ – „ტორონტო“ 129:120
„დალასი“ – „ატლანტა“ 102:105

დანკანი NBA-ს ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირთა სიაში მე-18 ადგილზე ავიდა

„ლოს-ანჯელეს ლეიკერსთან“ მატჩში, რომელიც „სან-ანტონიო სპურსმა“ ოვერტაიმში ორი ქულით წააგო (110:112), ტიმ დანკანმა 19 ქულა დააგროვა, რითაც კარიერაში ქულების საერთო რაოდენობით ჯერი უესტს გაუსწრო და ლიგის ისტორიაში ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირთა შორის მე-18 ადგილზე ავიდა, რის შესახებაც AP-ი იუწყება.

ამჟამად დანკანის კარიერული მაჩვენებელი 25 197 ქულას შეადგენს. მე-17 საფეხურზე მყოფ რეჯი მილერს 25 279 ქულა აქვს. მოქმედი კალათბურთელებიდან დანკანზე უკეთესი მაჩვენებელი მხოლოდ პოლ პირსს (25 308), კევინ გარნეტს (25 767), დირკ ნოვიცკისა (27 200) და კობი ბრაიანტს (32 284) აქვთ.

გენერალურმა მენეჯერებმა გამოკითხვაში თავიანთი ფავორიტები დაასახელეს

ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ყოველწლიური წინასასეზონო გამოკითხვის თანახმად, რომელიც კლუბების გენერალურ მენეჯერებს შორის ტარდება, 46,2% თვლის, რომ 2014/15 წლების სეზონის გამარჯვებული კვლავ „სან-ანტონიო სპურსი“ გახდება. ამასთანავე, 70,4%-ს აზრით, ფინალში ტეხასელები „კლივლენდ კავალიერსს“ შეხვდებიან.

67,9%-ს ჰგონია, რომ სეზონის MVP-დ ლებრონ ჯეიმსი დასახელდება, ხოლო გამოკითხვის მონაწილება 21,4%-ს აზრით, პრიზი კვლავ კევინ დურანტს გადაეცემა.

სეზონის საუკეთესო ახალწვეულად 75% ჯაბარი პარკერს, ხოლო 17,9% ენდრიუ უიგინსს თვლის. რაც შეეხება საუკეთესო მწვრთნელის წოდებას, 92,9% დარწმუნებულია, რომ იგი გრეგ პოპოვიჩს მიენიჭება.

„სან-ანტონიო სპურსმა“ ახალი საკლუბო რეკორდი დაამყარა

„სან-ანტონიო სპურსმა“ ზედიზედ მოებული მატჩების ახალი საკლუბო რეკორდი დაამყარა, რის შესახებაც ნაციონალური საკალთბურთო ასოციაციის ოფიციალური ვებგვერდი წერს.

გამთენიისას გრეგ პოპოვიჩის გუნდმა გასვლაზე „ინდიანა პეისერსი“ ანგარიშით 77:103 გაანადგურა. ამ შეხვედრაში წარმატების მიღწევით „სპურსმა“ ზედიზედ მე-18 მატჩი მოიგო.

აღსანიშნავია, რომ ლიგის გასული სეზონის ფინალისტს გასვლაზე 21 თებერვლიდან არ წაუგია.

ალექსანდრე მატევოსოვი

„სან-ანტონიო სპურსი“ შემადგენლობის გაძლიერებას აპირებს

CBS Sports-ის ჟურნალისტებისთვის ცნობილი გახდა, რომ ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის პლეი-ოფის დაწყებამდე „სან-ანტონიო სპურსის“ ხელმძღვანელები შემადგენლობის გასაძლიერებლად რამდენიმე მოთამაშესთან კონტრაქტს გააფორმებენ.

ამ ეტაპზე „სპურსის“ შესაძლო ახალწვეულთა სახელები უცნობია, თუმცა კლუბის მენეჯერები თვლიან, რომ, თუ გუნდს მიმდინარე სეზონში ტიტულის მოგება სურს, მაშინ ახალი კალათბურთელების დამატება აუცილებელია.

აქედან გამომდინარე, დიდი ალბათობით, სულ მალე „სან-ანტონიოს“ მაისურით ახალ სახეებს ვიხილავთ.

ალექსანდრე მატევოსოვი

ბელინელიმ პირადი რეკორდი კვლავ გააუმჯობესა

„სან-ანტონიო სპურსის“ უკანახაზელმა მარკო ბელინელიმ ერთ მატჩში თავისი შედეგიანობა გააუმჯობესა. „ნიუ-იორკ ნიქსთან“ შეხვედრაში იტალიელმა მოთამაშემ თავის ანაგრიშზე 32 ქულა ჩაიწერა.

ნიუ-იორკელებთან თამაშში მარკომ 33 წუთი ითამაშა. 16 ეპიზოდიდან მან 12 გამოიყენა. გარდა ამისა, მან 6 სამქულიანი ბურთიც ჩააგდო.

ალექსანდრე მატევოსოვი

პოპოვიჩი: „სეზონის სტარტზე ნაჩვენები თამაშით უკმაყოფილო ვარ“

„სან-ანტონიო სპურსის“ მთავარმა მწვრთვნელმა გრეგ პოპოვიჩმა „ნიუ-იორკ ნიქსთან“ მოგებული მატჩის შემდეგ აღიარა, რომ სეზონის სტარტზე ნაჩვენები თამაშით იგი უკმაყოფილოა, მიუხედავად იმისა, რომ გუნდი ამჟმად დასავლეთ კონფერენციას ლიდერობს.

„სეზონის სტარტზე გუნდის თამაში არც ისე მომეწონა. ჩვენ სამიანზე ვთამაშობდით. შესაძლოა, ოთხიანზე მინუსითაც კი გავქაჩეთ. რამდენიმე შეხვედრაში გაგვიმართლა კიდეც“, – განცუხადა პოპოვიჩმა ESPN.com-ს.

„ნიუ-იორკ ნიქსთან“ მატჩში კი კარგად ვთამაშობდით, გუნდის თამაშს ხუთიანზე მინუსით შევაფასებდი. აღნიშნულ შეხვედრაში ბევრი კარგი მომენტიას შექმნა მოვახერხეთ“, – დაასრულა გამოცდილმა სპეციალისტმა.

დანკანი „ლეიკერსთან“ მატჩს გამოტოვებს

„მემფის გრიზლისთან“ შეხვედრაში „სან-ანტონიო სპურსის“ ფორვარდმა ტიმ დანკანმა მკერდის კუნთის ტრავმა მიიღო, რის გამოც აღნიშნული შეხვედრა ბოლომდე არ დაასრულა. ცნობილია, რომ „ლეიკერსთან“ მატჩში, რომელიც დღეს ღამით შედგება, 37 წლის კალათბურთელი მონაწილეობის მიღებას ვერ შეძლებს.

„გრიზლისთან“ შეხვედრაში დანკანი პარკეტზე 17,3 წუთის განმავლობაში იყო. ამ დროში მან 3 ქულის მოპოვება და 6 მოხსნის გაკეთება მოასწრო.

პოპოვიჩი: „ცსკა-ს მოგება შეეძლო“

მოსკოვის ცსკა-სთან ოვერტაიმში ანგარიშით 95:93 მოგებული შეხვედრის შემდეგ, „სან-ანტონიო სპურსის“ მთავარი მწვრთვნელი გრეგ პოპოვიჩი ჟურნალისტებს გაესაუბრა.

„ეს არც ისე ადვილი მატჩი იყო, რომელშიც სერიოზული მეტოქე დაგვიპირისპირდა. ამ შეხვედრის წაგებაც კი შეგვეძლო. საბედნიეროდ, პატრიკ მილსმა გადაგვარჩინა, ხოლო ცსკა-მ თავისი შანსი ვერ გამოიყენა. დღევანდელი თამაშის ჩანაწერს დიდი სიამოვნებით ვნახავ. სხვათაშორის, ეტორე მესინას მუშაობას აქტიურად ვადევნებ თვალყურს. ვაღიარებ, რომ ხშირად მაგალითს ევროპული კალათბურთიდან ვიღებთ“, – განაცხადა „სპურსის“ თავკაცი.

ალექსანდრე მატევოსოვი

პოპოვიჩი: „ბელინელის ბოლომდე არ აფასებენ“

„სან-ანტონიო სპურსის“ მთავარმა მწვრთვნელმა გრეგ პოპოვიჩმა გუნდის ახალწვეული, იტალიის ნაკრების ლიდერი მარკო ბელინელი შეაფასა.

„თავის დროზე, მანუ ჯინობილიმ დამიმტკიცა, რომ მართალი არ ვიყავი და მისთვის დრო უნდა მიმეცა. ვფიქრობ, მარკოს შემთხვევაშიც იგივე მოხდება. მანუ და ბელინელი ერთმანეთს ჰგავენ. ჩემი აზრით, მარკოს ბოლომდე არ აფასებენ. ვგრძნობ, რომ ჩვენ სათამაშო სქემას იგი საკმაოდ სწრაფად მოერგება. მას განსაკუთრებული თვისება აქვს – ნებისმიერ დროს ბელინელის თამაშის სცენარის შეცვლა შეუძლია“, – განუცხადა გამოცდილმა სპეციალისტმა San Antonio Express-News-ს.

ალექსანდრე მატევოსოვი

პოპოვიჩი ფინალური სერიის დავიწყებას ვერ ახერხებს

„სან-ანტონიო სპურსის“ მთავარმა მწვრთვნელმა გრეგ პოპოვიჩმა აღიარა, რომ იგი ვერ ახერხებს ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ბოლო ფინალური სერიის დავიწყებას, რომელშიც მისი გუნდი „მაიამი ჰიტთან“ დამარცხდა.

„გამიკვირდებოდა, თუ ეს ყველაფერი სწრაფად დამავიწყდებოდა. რა თქმა უნდა ამას დიდი სიამოვნებით გავაკეთებდი, თუმცა, სამწუხაროდ, ჯერჯერობით ვერაფერი გამომდის“, – განუცხადა პოპოვიჩმა San Antonio Express-News-ს.

ალექსანდრე მატევოსოვი

”სპურსმა” სემ იანგი დაიმატა

RealGM-ს ჟურნალისტებს თუ დავუჯერებთ, მაშინ, თავისუფალმა აგენტმა სემ იანგმა ”სან ანტონიო სპურსის” ხელმძღვანელობასთან კონტრაქტის ყველა დეტალი უკვე შეათანხმა.

ცნობისთვის, იანგი 2009 წლის დრაფტზე 36-ე ნომრად აირჩიეს. ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში თავის პირველ სამ სეზონში მან ”მემფის გრიზლისისა” და ”ფილადელფია სიქსერსის” შემადგენლობაში ითამაშა. გასულ წელს კი 28 წლის ფორვარდი ”ინდიანა პეისერსის” ფერებს იცავდა. წინა სეზონის ერთ შეხვედრაში იანგის საშუალო მონაგარმა 21,8 ქულა და 2,2 მოხსნა შეადგინა.

ალექსანდრე მატევოსოვი