დურანტი „სან-ანტონიოსთან“ ვერ ითამაშებს

„ოკლაჰომა-სიტი თანდერის“ მთავარი ვარსკვლავი კევინ დურანტი „სან-ანტონიო სპურსთან“ დღევანდელ მატჩს გამოტოვებს. 26 წლის ფორვარდი მარჯვემა ფეხის ტრავმის შემდეგ მკურნალობას აგრძელებს.

მიმდინარე სეზონში დურანტულამ „თანდერის“ მაისურით მხოლოდ 9 მატჩ ჩაატარა, მისმა საშუალო მონაგარმა კი 22,4 ქულა, 5 მოხსნა და 3,6 გადაცემა შეადგინა.

ასევე ტრტავმის გამო კევინა მიმდინარე სეზონის სტარტიც გამოტოვა.

„სან-ანტონიომ“ „კლიპერსი“ დაამარცხა, „ჰიუსტონმა“ „პორტლენდს“ მოუგო

რამდენიმე წუთის წინ დასრულდა ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის რეგულარული ჩემპიონატის მატჩი, რომელშც „სან-ანტონიო სპურსმა“ „ლოს-ანჯელეს კლიპერსს“ უმასპინძლა და ანგარიშით 125:118 დაამარცხა.

საუკეთესო გრეგ პოპოვიჩის გუნდის რიგებიდან ტონი პარკერი იყო, რომელმაც 26 ქულა დააგროვა. თავის მხვრივ, „კლიპერსის“ შემადგენლობიდან 25 ქულით კრის პოლი გამოირჩა.

„სან-ანტონიო სპურსი“ – „ლოს-ანჯელეს კლიპერსი“ 125:118 (35:33, 37:27, 23:30, 30:28)

„სან-ანტონიო“: პარკერი (26 ქ. 4 ა.), დანკანი (20 ქ. 11 მ. 1 ა.), ჯინობილი (19 ქ. 2 მ. 10 ა.)

„კლიპერსი“: პოლი (25 ქ. 4 მ. 9 ა.), გრიფინი (22 ქ. 6 მ. 6 ა.), რედიკი (21 ქ. 1 მ. 1 ა.), კროუფორდი (18 ქ. 3 მ. 1 ა.)

სხვა მატჩების შედეგები:

„შარლოტი“ – „დენვერი“ 110:82
„ჰიუსტონი“ – „პორტლენდი“ 110:95
„მემფისი“ – „იუტა“ 91:97
„ჩიკაგო“ – „ტორონტო“ 129:120
„დალასი“ – „ატლანტა“ 102:105

დანკანი NBA-ს ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირთა სიაში მე-18 ადგილზე ავიდა

„ლოს-ანჯელეს ლეიკერსთან“ მატჩში, რომელიც „სან-ანტონიო სპურსმა“ ოვერტაიმში ორი ქულით წააგო (110:112), ტიმ დანკანმა 19 ქულა დააგროვა, რითაც კარიერაში ქულების საერთო რაოდენობით ჯერი უესტს გაუსწრო და ლიგის ისტორიაში ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირთა შორის მე-18 ადგილზე ავიდა, რის შესახებაც AP-ი იუწყება.

ამჟამად დანკანის კარიერული მაჩვენებელი 25 197 ქულას შეადგენს. მე-17 საფეხურზე მყოფ რეჯი მილერს 25 279 ქულა აქვს. მოქმედი კალათბურთელებიდან დანკანზე უკეთესი მაჩვენებელი მხოლოდ პოლ პირსს (25 308), კევინ გარნეტს (25 767), დირკ ნოვიცკისა (27 200) და კობი ბრაიანტს (32 284) აქვთ.

ოვერტაიმში ნიკ იანგის სამქულიანით „ლეიკერსმა“ „სან-ანტონიო“ დაამარცხა

„სან-ანტონიო სპურსთან“ მმატჩს ოვერტაიმში ნიკ იანგმა სამქულიანი ჩააგდო, რითაც „ლეიკერსს“ ორი ქულით (112:110) მოაგებინა.

მანუ ჯინობილიმ ბორის დიაოს სისწრაფეს დასცინა (ვიდეო)

„სან-ანტონიო სპურსის“ მცველმა მანუ ჯინობილიმ თანაგუნდელ ბორის დიაოს სისწრაფეს დასცინა.

„არ მჯერა, რომ ვინმე ბორის კვლავ მშრომელს ეძახის“, – დაწერა ჯინობილიმ თავისი ტვიტერის გვერდზე და პოსტს შემდეგი ვიდეო დაურთო:

პოპოვიჩი: „მიხარია, რომ დავბრუნდი“

„სან-ანტონიო სპურსის“ მთავარმა მწვრთნელმა გრეგ პოპოვიჩმა „ბოსტონ სელტიკსთან“ მატჩის შემდეგ (111:89) აღიარა, რომ სამსახურში დაბრუნებით გახარებულია.

პოპოვიჩმა ექიმთან ვიზიტისა და სამედიცინო პროცედურების გამო ბოლო ორი შეხვედრა გამოტოვა.

„რა თქმა უნდა, მიხარია. არც კი ვიცი, კალათბურთის გარდა, კიდევ რითი შემიძლია დავკავდე. ახლა ზამთარია, ყვავილები და მცენარეები არ იზრდებიან. ახლა წიგნებთან ბრძოლა მაქვს, რადგან ჩემს ასაკში იმდენი წიგნის წაკითხვა მსურს, რამდენის წაკითხვასაც უბრალოდ ვერ შევძლებ. ასე რომ, არჩევანის წინაშე ვიქნებოდი: ან ვერაფერს წავიკითხავდი, ან დროს მხოლოდ ამაზე დავხარჯავდი. კარგია, რომ დავბრუნდი და ეს პრობლემა თავისით მოგვარდა.

ვყვიროდი თუ არა მატჩების ტელევიზორში ყურებისას? არა, ენერგიის შენახვა ჩემი დაბრუნებისთვის გადავწყვიტე“, – ციტირებს პოპოვიჩს ESPN.com-ი.

ტიმ დანკანი: „არც კი მეგონა, რომ ლებრონი „კლივლენდში“ დაბრუნდებოდა“

„სან-ანტონიო სპურსის“ ცენტრმა ტიმ დანკანმა „კლივლენდ კავალიერსთან“ მოახლოებულ მატჩზე ისაუბრა.

„არც კი მეგონა, რომ ლებრონ ჯეიმსის „კავალიერსში“ დაბრუნების ვარიანტი არსებობდა. მის გადაწყვეტილებას პატივს ვცემ. იგი სახლში დაბრუნდა და ცდილობს საჩემპიონო გუნდის შექმნაში თავისი წვლილი შეიტანოს.

კლივლენდში ძალიან ნიჭიერი გუნდი შეიკრიბა. არიან „ოლ სტარის“ დონის მოთამაშეები, რომელთაც შეთამაშება სჭირდებათ. თუმცა, ვიმედოვნებ, ისინი უახლოეს მომავალში ვერ შეთამაშდებიან“, – განუცხადა ტიმმა „სან-ანტონიო ექსპერს ნიუსს“.

ტიმ დანკანმა კარიერაში 25 ათასი ქულის დაგროვება აღნიშნა (ვიდეო)

„სან-ანტონიო სპურსის“ ლიდერმა ტიმ დანკანმა „ლოს-ანჯელეს ლეიკერსთან“ მატჩში 13 ქულა დააგროვა. შედეგად, კარიერაში ჯამში მისმა მონაგარმა 25 ათას ქულას მიაღწია.

აღსანიშნავია, რომ ტიმი ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ისტორიაში მეცხრამეტე მოთამაშეა, რომელმაც კარიერაში მსგავს შედეგს მიაღწია.

კობი ბრაიანტი: „სან-ანტონიო სპურსის“ მშურს“

„ლეიკერსის“ უკანახაზელმა კობი ბრაიანტმა „პელიკანსთან“ მარცხის შემდეგ (10:109) აღიარა, რომ მისი მომავალი მეტოქის „სან-ანტონიო სპურსის“ ბანაკში არსებული სიტუაციის ხილვა კალიფორნიელთა რიგებში სურს.

„პარკერი, დანკანი, ჯინობილი და პოპოვიჩი ერთად მრავალი წლის განმავლობაში არიან. ვერც კი გეტყვით, თუ რამდენად მშურს მათი.

იგივე „ლეიკერსშიც“ იქნებოდა, თუ პაუ გასოლი, ლამარ ოდომი და ფილ ჯექსონი გუნდში დარჩებოდნენ“, – ციტირებს „შავ მამბას“ „Los Angeles Times“-ი.

გენერალურმა მენეჯერებმა გამოკითხვაში თავიანთი ფავორიტები დაასახელეს

ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ყოველწლიური წინასასეზონო გამოკითხვის თანახმად, რომელიც კლუბების გენერალურ მენეჯერებს შორის ტარდება, 46,2% თვლის, რომ 2014/15 წლების სეზონის გამარჯვებული კვლავ „სან-ანტონიო სპურსი“ გახდება. ამასთანავე, 70,4%-ს აზრით, ფინალში ტეხასელები „კლივლენდ კავალიერსს“ შეხვდებიან.

67,9%-ს ჰგონია, რომ სეზონის MVP-დ ლებრონ ჯეიმსი დასახელდება, ხოლო გამოკითხვის მონაწილება 21,4%-ს აზრით, პრიზი კვლავ კევინ დურანტს გადაეცემა.

სეზონის საუკეთესო ახალწვეულად 75% ჯაბარი პარკერს, ხოლო 17,9% ენდრიუ უიგინსს თვლის. რაც შეეხება საუკეთესო მწვრთნელის წოდებას, 92,9% დარწმუნებულია, რომ იგი გრეგ პოპოვიჩს მიენიჭება.

პოპოვიჩი: „რაც არ უნდა მოხდეს, ბოლოს სავახშმოდ წავალთ“

„სან-ანტონიო სპურსის“ მთავარმა მწვრთნელმა გრეგ პოპოვიჩმა „ფენერბაჰჩესთან“ ამხანაგური მატჩის მოგების შემდეგ (96:90) ორი სიტყვით მოახლოებულ სეზონში თავისი გუნდის შანსები შეაფასა.

„როგორი იქნება ჩვენი გზა? ჩვენ ან ჩემპიონატს მოვიგებთ ან ვერა… რაც არ უნდა იყოს, ბოლოს მაინც სავახშმოდ წავალთ“, – განაცხადა ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის მოქმედი გამარჯვებულის დამრიგებელმა.

გრეგ პოპოვიჩმა კვლავ წვერი მოუშვა

„სან-ანტონიო სპურსის“ მთავარი მწვრთნელი გრეგ პოპოვიჩი დასვენების შემდეგ ჟურნალისტებისა და თავისი გუნდის თვალწინ კვლავ წვერით წარსდგა.

შეგახსენებთ, რომ მსგავსი იმიჯი სპეციალისტს 2008/09 წლების სეზონშიც ჰქონდა.