“შავი კატების” ოფიციალური ვებ-გვერდი ადასტურებს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც “სანდერლენდის” ფეხბურთელებს ამიერიდან უელსის ნაკრების ყოფილი თავკაცი, ქრის კოულმენი გაწვრთნის.
ასე რომ, 47 წლის კოულმენი “სანდერლენდის” მთავარი მწვრთნელის პოსტზე საიმონ გრეისონს ჩაანაცვლებს, რომლის მეთაურობითაც ინგლისურმა კლუბმა მხოლოდ 18 მატჩი ჩაატარა.
როგორც იცით, “სანდერლენდი” პრემიერ ლიგიდან გასულ სეზონში გავარდა და ამ დროისთვის ჩემპიონშიპშიც ბოლო პოზიციას იკავებს. ასე რომ, კოულმენს საკმაოდ რთული მისია აქვს შესასრულებელი.
კოულმენი თავის პირველ მატჩს 21 ნოემბერს, “ასტონ ვილას” წინააღმდეგ გამართავს, რომელიც ამჟამად მეხუთე პოზიციას იკავებს.