“რეალი” “სანტიაგო ბერნაბეუზე” ბრუნდება

მადრიდის “რეალი” “სანტიაგო ბერნაბეუზე” ბრუნდება.

კვირას, 12 სექტემბერს, “სამეფო კლუბი” განახლებულ სტადიონზე პირველ მატჩს ჩაატარებს. კარლო ანჩელოტის გუნდი ესპანეთის პრიმერადივიზიონის მეოთხე ტურში ვიგოს “სელტას” უმასპინძლებს. შეხვედრაზე 23 ათას მაყურებელს შეეძლება დასწრება.

შეგახსენებთ, რომ “სანტიაგო ბერნაბეუს” რეკონსტრუქცია 2019 წელს დაიწყო და არენაზე მატჩების განახლების მიუხედავად, სამშენებლო სამუშაოები 2022 წლის ბოლომდე გაგრძელდება. რეკონსტრუქციის ბიუჯეტი დაახლოებით 500 მილიონი ევროა.

მანამდე სტადიონი ორჯერ განახლდა – 1982 და 2001 წლებში. “სანტიაგო ბერნაბეუ” 81 044 მაყურებელზეა გათვლილი.

რეკონსტრუქციის პერიოდში “რეალი” საშინაო მატჩებს კლუბის მეორე სტადიონზე – “ალფრედო დი სტეფანოზე” ატარებდა.

ინიესტა: “ელ კლასიკომდე” სატურნირო ცხრილს არ ვუყურებ”

23 დეკემბერს მადრიდის რეალი” ლა ლიგა სანტანდერის მეცხრამეტე ტურში კატალონიის “ბარსელონას” “სანტიაგო ბერნაბეუზე” მიიღებს.

“ელ კლასიკოს” წინ “ბლაგურნას” ნახევარმცველმა, ანდრეს ინიესტამ კომენტარი გააკეთა.

“მატჩამდე სატურნირო ცხრილს არ ვუყურებ. ახლა არ შემიძლია გითხრათ, რას გრძნობენ ჩემი გუნდელები, როგორი ენთუზიაზმით არიან ისინი განწყობილნი. ეს მნიშვნელოვანი მატჩია და აზრი არ აქვს, რომელ ადგილზე იმყოფები. მთავარია, გავიდეთ მოედანზე და ჩვენს სტილს არ ვუღალატოთ. გვინდა, ლა ლიგის მოგებისკენ დიდი ნაბიჯი გადავდგათ.”

“წაგებული სუპერთასი? ის სხვა ტურნირი და სხვა დრო იყო.  ახლა, უკეთეს კონდიციებში ვართ. წარუმატებელ ორმატჩიან დუელს შაბათს გასამართ დაპირისპირებასთან არაფერი აქვს საერთო. ეს სხვა გამოწვევაა და ღირსეულად უნდა მივიღოთ!” – აცხადებს ანდრესი.

“სანტიაგო ბერნაბეუ” სიმაღლეში 10-12 მეტრით მოიმატებს

ცნობილი გახდა მადრიდის “რეალის” ლეგენდარული სტადიონის, “ესტადიო სანტიაგო ბერნაბეუს” რეკონსტრუქციის პროექტის რამდენიმე საინტერესო დეტალი.

როგორც ცნობილი ხდება, 45 მეტრი სიმაღლის მქონე სტადიონი სიმაღლეში 10-12 მეტრით მოიმატებს. ამასთანავე, გაფართოვდება კლუბის მუზეუმი და აშენდება სასტუმრო.

ყველაფერი ეს, მათ შორის სტადიონზე სახურავის მიშენებაც, მადრიდულ გრანდს დაახლოებით 400 მილიონი ევრო უნდა დაუჯდეს.

“ნაპოლისთან” მატჩამდე “სანტიაგო ბერნაბეუზე” პარიზში “ბარსას” განადგურების ჩანაწერი აჩვენეს

უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე მადრიდის “რეალსა” და “ნაპოლის” შორის გამართული მატჩის (3:1) დაწყებამდე “სანტიაგო ბერნაბეუს” მონიტორზე პარიზში “ბარსელონას” განადგურების (0:4) ამსახველი ვიდეო აჩვენეს.

Monitor

10 სტადიონი ჩემპიონთა ლიგაზე, რომელიც ყველაზე მეტ გულშემატკივარს იტევს

 

ჩემპიონთა ლიგის 2016/17 წლების გათამაშება სტარტს ხვალ აიღებს. 32 გუნდი ერთმანეთს ჩემპიონთა ლიგის ტიტულისთვის შეეჯიბრება, რომლის მფლობელის ვინაობაც მაისში, უელსის ქალაქ კარდიფში გაირკვევა.

ამ 32 გუნდს შორის არის ინგლისის ჩემპიონიც, რომელიც ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირის დებიუტანტი გახლავთ და “ტოტენჰემ ჰოტსპურიც”, რომელიც თავის მატჩებს “უემბლიზე” გამართავს.

გთავაზობთ ტოპ-10 სტადიონს, რომელიც ყველაზე მეტ გულშემატკივარს იტევენ…


10. “სელტიკი” – “სელტიკ პარკი” – 60,355


9. “ბენფიკა” – “ესტადიო და ლუისი” – 64,642


8.”ბორუსია დორტმუნდი” – “ვესტფალენსტადიონი” – 65,829


7. “ბაიერნი” – “ალიანს არენა” – 70,000


6. “დინამო კიევი” – “ოლიმპიური სტადიონი” – 70,050


5. “რომა” – “სტადიო ოლიმპიკო” – 72,689


4. მასპინძელი – “მილენიუმ სტედიუმი” – 74,500


3. “რეალი” – “სანტიაგო ბერნაბეუ” – 81,044


2. “ტოტენჰემი” – “უემბლი” – 90,000


1. “ბარსელონა” – “კამპ ნოუ” – 99,354

მადრიდის ხელმძღვანელობა “სანტიაგო ბერნაბეუს” რეკონსტრუქციის წინააღმდეგია

ქალაქ მადრიდის მთავრობა სტადიონ “სანტიაგო ბერნაბეუს” რეკონსტრუქციის წინააღმდეგ გამოდის.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ქალაქის თავები მხოლოდ იმ წინადადებას დააკმაყოფილებენ, რომელიც ადგილობრივი მაცხოვრებლების ინტერესებთან წინააღმდეგობაში არ მოვა. “სამეფო კლუბის” ხელმძღვანელობას სტადიონის ექსტერიერის შეცვლა და სასტუმროსა და სავაჭრო ცენტრის გახსნა სურდა.

“სანტიაგო ბერნაბეუ” 1947 წლის 14 დეკემბერს გაიხსნა. სტადიონს რეკონსტრუქცია უკანასკნელად 1982 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მზადებისას ჩაუტარდა.

 

10 ყველაზე ერთგული ფეხბურთელი მსოფლიოში

სპორტულმა პორტალმა Copa 90-მა ფეხბურთის ისტორიაში ათი ყველაზე ერთგული ფეხბურთელი დაასახელა.

10. ჯეიმი კარაგერი
“ლივერპული” (1997-2013)

10

9. მეტიუ ლე ტისიე
“საუთჰემპტონი” (1986-2002)

Matt Le Tissier of Southampton

8. როჟერიო სენი
“სან პაულუ” (1992 წლიდან დღემდე)

8

7. კარლეს პუიოლი
“ბარსელონა” (1996-2014)

7

6. ტონი ადამსი
“არსენალი” (1983-2002)

Tony Adams of Arsenal

5. ჯონ ტერი
“ჩელსი” (1998 წლიდან დღემდე)

5

4. რაიან გიგსი
“მანჩესტერ იუნაიტედი” (1990-2014)

Manchester-United-Ryan-Giggs-Premier-League

3. სანტიაგო ბერნაბეუ
“რეალი” (1909-1927)

3

2. პაოლო მალდინი
“მილანი” (1985-2009)

2

1. ფრანჩესკო ტოტი
“რომა” (1992 წლიდან დღემდე)

1

მესი, შესაძლოა, “სანტიაგო ბერნაბეუზე” დააჯილდოვონ

“ბარსელონას” შემტევმა, ლიონელ მესიმ, შესაძლოა, საუკეთესო ბომბარდირისთვის განკუთვნილი ჯილდო მადრდიში, “რეალთან” გასვლითი მატჩის დაწყებამდე მიიღოს.

მესის რეკორდის გასაუმჯობესებლად 3 გოლის გატანა სჭირდება. ამჟმად პრიმერაში შედეგიანობის საუკეთესო მაჩვენებელი “ბილბაოს” ყოფილ ფორვარდს, ტელმო სარას აქვს, რომელმაც ეროვნული ჩემპიონატების მატჩებში 251 გოლის გატანა შესძლო.

“რატომ არ შეგვიძლია მესის “სანტიაგო ბერნაბეუზე” დაჯილდოვება? ის ამას იმსახურებს” – განაცხადა ესპანეთი პროფესიული ლიგის პრეზიდენტმა ხავიერ ტებასმა.

იმ შემთხვევაში, თუ მესი რეკორდის განმეორებას ან მის გაუმჯობესებას შესძლებს, არც მატჩის დროებით შეჩერებაა გამორიცხული.

Marca: ”რეალის” სტადიონს სახელს შეუცვლიან და ”აბუ-დაბი სანტიაგო ბერნაბეუს” დაარქმევენ

ცნობილმა ესპანურმა გამოცემა ”Marca”-მ გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მადრიდის ”რეალის” სტადიონს – ”სანტიაგო ბერნაბეუს” სახელის გადარქმევას უპირებენ.

”სამეფო კლუბის” ხელმძღვანელობა, მოლაპარაკებებს აწარმოებს ”International Petroleum Investment Company”-სთან, რომელიც აბუ-დაბის სამეფო ოჯახის კუთვნილებაა. ესპანური გამოცემის მტკიცებით, მოლაპარაკებები დასასრულს უახლოვდება და უახლოეს მომავალში, სტადიონს სახელს შეუცვლიან და ”აბუ-დაბი სანტიაგო ბერნაბეუს” დაარქმევენ.

ხელშეკრულების თანახმად, 2034 წლამდე, ”რეალი” წლიურად 25 მილიონი ევროს მიიღებს, რაც საერთო ჯამში 450-500 მილიონი გამოდის.

რეალს სანტიაგო ბერნაბეუს რეკონსტრუქცია აეკრძალა

მადრიდის სასამართლომ “რეალს” “სანტიაგო ბერნაბეუზე” სარეკონსრუქციო სამუშაოების ჩატარება დროებით აუკრძალა.

კლუბში სტადიონის განახლებას 2016 წლისთვის ვარაუდობდნენ. გეგმის მიხედვით სტადიონზე სახურავი უნდა დამონტაჟდეს, რომელიც მთელს მოედანს დაფარავს. არენის ტერიტორიაზე სავაჭრო ცენტრის და სასტუმროს აშენებაც იყო გათვალისწინებული. პროექტის ღირებულება 400 მილიონი ევრო იყო.

გადაწყვეტილება სასამარტლომ Ecologistas en Accion – ის საჩივრის შემდეგ მიიღო. აღნიშნული ორგანიზაცია გარემოს დაცვაზე ზრუნავს.

მოსალოდნელია, რომ “რეალი” სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.

სანტიაგო ბერნაბეუზე სასტუმრო გაიხსნება

რეკონსტრუქციის შემდეგ “სანტიაგო ბერნაბეუზე” 120 ადამიანზე გათვლილი სასტუმრო გაიხსნება. აღნიშნული ინფორმაცია, რეკონსტრუქციის მთავარმა არქიტექტორმა ტრისტან ლოპეს-ჩიჩერიმ დაადასტურა.

“მადრიდის “რეალის” სტადიონი მხოლოდ საფეხბურთ არენა აღარ იქნება. “სანტიაგო ბერნაბეუ” შერეული ტიპის შენობა გახდება, სადაც სტადიონთან ერთად სავაჭრო ცენტრი და სასტუმროც განთავსდება.

აღსანიშნავია, რომ სასტუმროს საუკეთსო ნომრების ფანჯრები სტადიონის მიდვრისკენ ინქება მიმართული. სარეკონსტრუქციო სამუშაოებს 2015 წელს დავიწყებთ” – განაცხადა ლოპეს-ჩიჩერიმ.

როგორი იქნება “სანტიაგო ბერნაბეუ” რეკონსტრუქციის შემდეგ (ვიდეო)

მადრიდის “რეალის” ლეგენდარულ საშინაო არენას “სანტიაგო ბერნაბეუს” რეკონსტრუქცია ჩაუტარდება. განახლებული სახით სტადიონი 2017 წელს წარსდგება გულშემატკივრის წინაშე.