19-წლამდე ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპს თბილისი უმასპინძლებს

6 დეკემბერს, უეფას შტაბ-ბინაში 2018-19 წლების 19-წლამდე ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა გაიმართა. საქართველოს ნაკრები, აზერბაიჯანის, ისრაელისა და ლიხტენშტეინის ნაკრებ გუნდებთან ერთად პირველი ჯგუფში მოხვდა. საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებს 2018 წლის 14, 17 და 20 ნოემბერს თბილისი უმასპინძლებს.

ელიტ-რაუნდში თამაშის უფლებას პირველ და მეორე ადგილზე გასული ნაკრებები მიიღებენ. ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპს 2019 წლის ივლისში სომხეთი უმასპინძლებს.

საკვალიფიკაციო ეტაპზე ჯგუფები ასე დაკომპლექტდა:

1 ჯგუფი: საქართველო, ისრაელი, აზერბაიჯანი, ლიხტენშტეინი.
2 ჯგუფი: იტალია, დანია, ფინეთი, ესტონეთი.
3 ჯგუფი: ჩეხეთი, ხორვატია, მაკედონია, ლუქსემბურგი.
4 ჯგუფი: შვედეთი, შოტლანია, უელსი, სან მარინო.
5 ჯგუფი: ინგლისი, თურქეთი, ისლანდია, მოლდოვა.
7 ჯგუფი: ავსტრია, უნგრეთი, სლოვენია, კოსოვო.
8 ჯგუფი: უკრაინა, სლოვაკეთი, ნორვეგია, ალბანეთი.
9 ჯგუფი: სერბეთი, პოლონეთი, ჩრდ. ირლანდია, ყაზახეთი
10 ჯგუფი: ჰოლანდია, ირლანდია, ბოსნია-ჰერცეგოვინა, ფარერის კუნძულები.
11 ჯგუფი: რუსეთი, მონტენეგრო, კვიპროსი, ლატვია.
12 ჯგუფი: ესპანეთი, შვეიცარია, ბელარუსი, ანდორა.
13 ჯგუფი: საბერძნეთი, ბულგარეთი, რუმინეთი, გიბრალტარი.

Gff.Ge

U19: საქართველომ ანდორასთან ქულები გაიყო

დღეს ბოსნიაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე შეხვედრაში საქართველო ანდორას დაუპირისპირდა და მძიმე ბრძოლაში ქულები გაიყო.

შეხვედრის პირველი ნახევარი ქართველთა აშკარა უპირატესობით წარიმართა. ჩვენ ბიჭებს პირველი რეალური მომენტი მე-14 წუთზე შეექმნათ, როდესაც საჯარიმო დარტმის შემდეგ, ბურთს მიმართულება კვარაცხელიამ შეუცვალა, მაგრამ ანდორელთა მეკარემ ზუსტად ითამაშა. საქართველოს 19-წლამდელები ამის შემდეგ კიდევ უფრო გააქტიურდნენ და საბოლოოდ ტაიმის მუწურულს ანდორელთა კარის მიმართულებით თერთმეტმეტრიანი დაინიშნა, რომელიც 43-ე წუთზე ნინუამ ზუსტად გამოიყენა და ანგარიში გახსნა. პირველი ნახევრის დამთავრებამდე რამდენიმე წამთ ადრე მინდვრიდან დარციმელია გააძევეს, რაც მეორე ნახევარში ნაკრების თამაშზე აისახა, ქართველები იმდენად აქტიურად ვეღარ ახერხებდნენ შეტევაში წასვლას, მაგრამ არც მეტოქეს უტოვებდნენ შანს, თუმცა 87-ე წუთზე მცველების შეუთანხმებელი მოქმედების შემდეგ სამპერმა შორი მანძილიდან ზუსტად დაარტყა და ანგარიშიც გაათანაბრა. საბოლოოდ შეხვედრა 1-1 დასრულდა.

ამ შედეგის შემდეგ საქართველოს 1 ქულა აქვს და ელიტ-რაუნდში გასასვლის მხოლოდ თეორიულ შანს ინარჩუნებს.

19-წლამდელთა სასტარტო შემადგენლობა ანდორასთან შეხვედრაში! (ფოტო)

დღეს, 16 საათზე, საქართველოს 19 წლამდელთა ნაკრები ბოსნიაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე შეხვედრას ანდორასთან გამართავს.

შინა შეხვედრაში ჩვენი ბიჭები ბოსნია-ჰერცოგოვინასთან მინიმალური სხვაობით დამარცხდნენ. აღნიშნულ მატჩში მიღებული წითელი ბარათის გამო დღეს შეხვედრას გიორგი კუცია გამოტოვებს.

19-წლამდელები ბოსნიაში მიემგზავრებიან

საქართველოს 19-წლამდე ნაკრები 8-14 ნოემბერს ევროშესარჩევ ციკლში ჩაერთვება, რომელიც ბოსნიაში გაიმართება. ჩვენი გუნდის მეტოქეები მასპინძელთა გარდა საფრანგეთი და ანდორა იქნებიან.

გიორგი ყიფიანის გუნდი რამდენიმე დღით ადრე ესტუმრება ბოსნიას და მზადების დასკვნით ეტაპს ადგილზე გაივლის.
მთავარი მწვრთნელის მიერ შერჩეული შემადგენლობა ასეთია:

მეკარეები: ლუკა გუგეშაშვილი (იაგელონია, პოლონეთი), დემეტრე ბულისკერია (დინამო თბ);

მცველები: ნიკოლოზ მალი (საბურთალო), იური ტაბატაძე (საბურთალო), ლევან ხარაბაძე (დინამო თბ), გიორგი ჯინჯოლავა (საბურთალო), ანდრია ფურცელაძე (საბურთალო), ლუკა ასათიანი (ვიგრა სუვაკი, პოლონეთი), ჯაბა კასრელიშვილი (ცხინვალი);

ნახევარმცველები: გიორგი ქოჩორაშვილი (ჟირონა, ესპანეთი), ბექა დარცმელია (დინამო თბ), სანდრო ანდრონიკაშვილი (ლოკომოტივი), ნიკოლოზ ნინუა (დინამო თბ), გიორგი კუცია (დინამო თბ), ლევან ბარაბაძე (ცხინვალი), ირაკლი ზარიძე (ვიტ ჯორჯია);

თავდამსხმელები: ბექა ქავთარაძე (დინამო თბ), ზურიკო დავითაშვილი (დინამო თბ), ხვიჩა კვარაცხელია (დინამო თბ), ლაშა ოზბეთელაშვილი (ლოკომოტივი), რევაზ ინჯგია (ლოკომოტივი), მიხეილ ერგემლიძე (დინამო თბ).

საქართველოს 19-წლამდე ნაკრები ტურნირის პირველ მატჩს 8 ნოემბერს ბოსნიასთან გამართავს, 11-ში ანდორას შეხვდება, ხოლო 14-ში – საფრანგეთს.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახური.

19-წლამდელების მეორე გამარჯვება ფინეთთან

საქართველოს 19-წლამდე ნაკრებმა მორიგი ამხანაგური მატჩი ჩაატარა და ფინეთს 2:0 სძლია.

ორივე გოლი პირველ ტაიმში ბექა ქავთარაძემ გაიტანა. მეორე ნახევრის ბოლოს საქართველოს ნაკრები ბექა ხარშილაძის გაძევების გამო უმცირესობაში დარჩნენ მოედანზე, თუმცა მეტოქეს გოლის გატანის შანსი არ მისცეს და სამ დღეში მეორედ დაამარცხეს.

გიორგი ყიფიანმა ამჯერად ასეთი შემადგენლობა დააყენა: კერესელიძე, მალი, ასათიანი, ჯინჯოლავა, ხარაბაძე, ანდრონიკაშვილი, დარცმელია, ქოჩორაშვილი, ზარიძე, ნ. ნინუა, ქავთარაძე.

შეცვლაზე შევიდნენ: კასრელიშვილი, ფურცელაძე, კახიძე, ჭოხონელიძე, ხარშილაძე, ა. ნინუა, ბერიაშვილი, კუხიანიძე, ბარაბაძე, მეგრელაძე.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეს სამსახური.

ზარანდია: „იმედია, ყველაფერი ისე იქნება, როგორც მე და გულშემატკივრებს გვსურს“

ლუკა ზარანდია ერთ-ერთი ის ფეხბურთელია, რომლსითვისაც 2014 წელი მნიშვნელოვანი იყო. 18 წლის მოთამაშე ბელგიურ „გენკში“ ჩაირიცხა, თუმცა, სამწუხაროდ, ტრავმის გამო ახალ გუნდს ვერ დაეხმარა. ამის მიუხედავად, ლუკა მომავალს იმედიანად უყურებს. Fanebi.com-ი ბელგიური კლუბის ქართველ ლეგიონერს დაუკავშირდა და რამდენიმე კითხვა დაუსვა.

– 2014 წელი შენთვის საკმაოდ მნიშვნელოვანი იყო. ორი სიტყვით შეაფასე განვლილი წელი

– კარგ გუნდში გადავედი, რითიც გახარებული ვარ. თამაში ჯერ არ მომიწია, ამას ტრავმებიც დაემატა, რამაც უკან დამწია, მაგრამ ახლა ყველაფერი კარგად არის

– რამდენად სწრაფად შეეჩვიე ახალ გუნდსა და გარემოს?

– გუნდში გადასვლისას არანაირი პრობლემა არ მქონია. ყველამ მეგობრულად მიმიღო. ეს პროფესიონალური კლუბია და სხვანაირად არც შეიძლება. როგორც ფეხბურთელებთან, ისე სამწვრთნელო შტაბის წევრებთან, კარგი ურთიერთობა მაქვს

– შენ ორმაგად გაგიმართლა, შენს გუნდში თორნიკე ოქრიაშვილიც ირიცხება. იქონია თუ არა ამ ფაქტორმა შენი „გენკში“ ტრანსფერზე გავლენა? თუ იმ მომენტისთვის თორნიკეს ტრანსფერის შესახებ ჯერ არ იცოდი?

– ჩემი „გენკში“ ტრანსფერზე გავლენას ვერ იქონიებდა, თორნიკემდე ორი თვით ადრე ჩავედი, თანაც, არც ვიცოდი, რომ ისიც ჩამოდიოდა. ძალიან გამიხარდა, რომ ერთად ყოფნა მოგვიწია. თორნიკესგან მოედანზე ბევრის სწავლა შეიძლება.

– ამჟამად რითია დაკავებული გუნდი? სადმე შეკრებას თუ გადიხართ?

– თურქეთში ვართ და ერთკვირიანი ვარჯიში გვაქვს. კვირას ჩავედით და მომზადება იმავე დღეს დავიწყეთ

– ჩემპიონატს 18 იანვრიდან ლოკერენთან გასვლით მატჩით იწყებთ. აღნიშნულ შეხვედრასთან დაკავშირებით რა პროგნოზს გააკეთებდი?

– ალბათ, ამ კითხვაზე ყველა ფეხბურთელს ერთნაირი პასუხი ექნება

– ამჟამად მეშვიდე ადგილზე იმყოფებით, თუმცა სამეულამდე მხოლოდ ორი ქულა გაშორებთ, ყველაფერი, შესაძლოა, ნებისმიერ დროს შეიცვალოს. რა მიზნები აქვს გუნდს?

– რა თქმა უნდა, სამეულისთვის ბრძოლა გვსურს

– კონკურენტებს შორის ყველაზე მეტად ვის გამოყოფდი?

– ადვილი მატჩი არავისთან გვქონია, მაგრამ „გენტთან“ გასვლაზე და „ბრიუგესთან“ შეხვედრაში განსაკუთრებულად გაგვიჭირდა

– საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშე ხარ. ნაკრებში რომელიმე თანაგუნდელს თუ აღნიშნავდი?

– გუნდი ერთიანია და ყველა წინასვლაში ხელს მიწყობს. მწვრთნელს აღვნიშნავდი, რომელიც მართლა ამის ღირსია. თამაშში იგი მეთორმეტი მოთამაშის მსგავსადაა ჩართული. იგივეს გულშემატკვირებზეც ვიტყოდი, რომლებიც გვერდში გვიდგანან. მათ მხარდაჭერას განსაკუთრებით ვგრძნობ, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. რაც შეეხება ფეხბურთელებს, მათ შორის არავის გამოვარჩევ, როგორც ძირითადი შემადგენლობიდან, ისე სათადარიგოთა სკამიდან, გუნდისთვის ყველა დიდ ძალას წარმოადგენს.

– ეროვნულ ნაკრებს, კახა ცხადაძის სახით, ახალი თავკაცი ჰყავს. როგორ ფიქრობ, რამდენად დადებითად იმოქმედებს ნაკრებში განხორციელებული ცვლილებები გუნდის შედეგებზე?

– წინასწარ ლაპარაკს აზრი არ აქვს. ვნახოთ, რა და როგორ იქნება. რა თქმა უნდა, მე და, ალბათ, ნებისმიერი ქართველი დადებითად და იმედიანადაა განწყობილი. ახალ მწვრთნელსა და ნაკრებს, მსურს, წარმატება ვუსურვო.

– რას ელოდები 2015 წლისგან?

– ჩემი აზრით, შენი წინსვლა წლების ცვლაზე დამოკიდებული არაა. ყველას აქვს მიზანი და ამ მიზნისკენ მიდის. ჩემს წინსვლას მეც გავაგრძელებ, იმედია, ღმერთის წყალობით, ყველაფერი ისე იქნება, როგორც მე და იმ ხალხს გვსურს, ვისაც ჩემი იმედი აქვს.

19-წლამდელები ელიტრაუნდში გავიდნენ

საქართველოს 19 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა დღეს ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე, ელიტრაუდის საგზური მოიპოვეს. თბილისური ეტაპის გადამწყვეტ შეხვედრაში დევდარიანის შეგირდებმა რუმინეთს 3:1 მოუგეს და ჯგუფში მეორე ადგილზე გავიდნენ. პარალელურად მიმდინარე შეხვედრაში მონტენეგრომ კვიპროსს 6:3 სძლია და პირველობა არავის დაუთმო.

საქრთველოს ნაკრებისთვის დღევანდელი მატჩი საკმაოდ ცუდად დაიწყო. პირველივე წუთზე რუმინელები გეორგ პუშკაშის გოლით წინ გავიდნენ. თუმცა, მასპინძლები არ დაიბნენ და ჯერ მე-9, შემდეგ კი მე-13 წუთზე გატანილი გოლებით მალევე დაწინაურდნენ. ორივე გოლი საკმაოდ ეფექტური გამოვიდა, მათი ავტორი კი ოთარ ქიტეიშვილი გახდა.

გატანილი გოლების შემდეგ დევდარიანის შეგირდები არ გაჩერებულან და სტადიონზე შეკრებილ გულშემატკივარს საკმაოდ ლამაზი ფეხბურთით ანებივრებდნენ. მასპინძლებმა საკმაოდ ბევრი სახიფათო მომენტი შემქნეს, მაგრამ შესვენებამდე ანგარიში აღარ შეცვლილა.

მეორე ნახევრის დებიუტში საქართველომ კიდევ ერთხელ გაიტანა. გოლის ავტორი ზურაბ მალანია გახდა და მატჩის შედეგთან დაკავშირებით ფაქტობრივად ყველა კითხვას გასცა პასუხი. ქართველებს მოპოვებული უპირატესობის შენარჩუნება აღარ გასჭირვებიათ, ბოლოს კი შემდეგ ეტაპზე გასვლაც გულშემატკივრებთან ერთად იზეიმეს.

აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ დღევანდელ შეხვედრაში მსაჯობის დონე უკეთესის სურვილს ტოვებდა. მატჩის მთავარ არბიტრს ორჯერ შეეძლო სტუმართა კარში 11-მეტრიანის დანიშვნა, თუმცა ორივე შემთხვევაში მასპინძელთა ფეხბურთელის გაფრთხილება გადაწყვიტა. სამწუხაროდ, მეორე შემთხვევაში ეს ლუკა ზარანდია აღმოჩნდა, რომელიც ყვითელი ბარათის გამო ელიტრაუნდის პირველ შეხვედრას გამოტოვებს…

საქართველო U19 3-1 რუმინეთი U19

გოლები: პუშკაში 1′ (0:1); ქიტეიშვილი 9′ ; 13′ (2:1); მალანია 48′ (3:1)

საქართველო: გოშაძე, მარგველაშვილი, მალანია, ხარაიშვილი (მესხი 74′); ქიტეიშვილი, მოხევიშვილი, ჭანტურია (კერძევაძე 74′); ზარანდია, შულაია, ჩაბრაძე, ბერიძე (არაბიძე 65′)

რუმინეთი: ნეგრილა, მანეა, გერგე, კრიშანი (რადულესკუ 72′), ჰალმაგე, ოლტეანუ, კარუცა (იონასკუ 38′), პუშკაში, ტუდორიე (აკარი 65′), ბალაურე, ივანი.

საქართველოU19 _რუმინეთიU19_6565353 საქართველოU19 _რუმინეთიU19_650805 საქართველოU19 _რუმინეთიU19_65635 რომან ჭანტურია_684546 ლუკა ზარანდია_5683-90- ლუკა ზარანდია_56835საქართველოU19 _რუმინეთიU19_609021მარიამ ნიშნიანიძის ფოტოები

გადამწყვეტი ბრძოლის მოლოდინში – საქართველო U19 vs რუმინეთი U19

13 ოქტომბერს, 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ნაკრებს გადამწყვეტი, დიდი მნიშვნელობის მატჩი ელის. ბოლო ტურში გიორგი დევდარიანის გუნდი რუმინეთის ნაკრებს შეხვდება, რომელსაც წინა ორივე თამაში წაგებული აქვს. კვიპროსი კი, რომელსაც ჩვენსავით 3 ქულა აქვს და მხოლოდ ბურთების სხვაობით ჩამოგვრჩება, ჯგუფის ლიდერ მონტენეგროს ეთამაშება. მოკლედ, ძალიან დაძაბული და საინტერესო ბოლო ტური გველის. ორივე მატჩი კვლავ „მიხეილ მესხის“ სტადიონის ძირითად და სათადარიგო მოედნებზე გაიმართება და დღის 4 საათის ნაცვლად, 3 საათზე დაიწყება.

ახლა, განვლილი ორი ტურიც მიმოვიხილოთ. მიუხედავად ორ მატჩში მიღებული შვიდი ყვითელი ბარათისა, საქართველოს ნაკრების არც ერთი ფეხბურთელი რუმინეთთან თამაშს არ ტოვებს. იგივე მდგომარეობაა მონტენეგროსა და რუმინეთის ნაკრებებშიც. კვიპროსელები კი, გუნდის ძირითად მეკარეს მოისაკლისებენ, რომელმაც გაფრთხილებები ორივე თამაშში მიიღო და ბოლო ტურს გამოტოვებს.

ჯგუფის ბომბარდირთა დავაშიც არავინ დაწინაურებულა – ყველას თითო გოლი აქვს გატანილი.

აღსანიშნავია, რომ კვიპროსთან მატჩში, ოფიციალური დებიუტი ჰქონდა ნაკრების ახალწვეულს – ლადო მოხევიშვილს, რომელმაც ტურნირის დაწყებამდე აიღო ახალი ქართული პასპორტი. ესპანური „ლევანტეს“ ქართველმა ლეგიონერმა მატჩი ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და მეორე ტაიმში, საჯარიმო დარტყმით თავისი პირველი გოლიც გაიტანა საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში.

მოკლედ, 13 ოქტომბერს, გიორგი დევდარიანის გუნდს რუმინული ბარიერის გადალახვის შემთხვევაში, შანსი აქვს უპრობლემოდ გავიდეს ჯგუფიდან და ელიტრაუნდში ასპარეზობის უფლება მოიპოვოს. ამ გუნდმა, 17-წლამდე ასაკში, თითქმის ანალოგიური სცენარით გაიარა საკვალიფიკაციო ეტაპი და პირველი წაგების შემდეგ, დანარჩენი ორი მეტოქე დამაჯერებლად დაამარცხა. იმედია, ბიჭები ამ შედეგს კვლავ გაიმეორებენ.

აქვე, შეგახსენებთ კვიპროსთან თამაშის სტატისტიკას:

კვიპროსი vs საქართველო 1:3 (0:1) ეჩშ

10 ოქტომბერი, 2014. სტადიონი „მიხეილ მესხი“

კვიპროსი: ტასურისი, კოუსოულოსი, ველერი, კატელარისი, ფრაგესკოუ, ლილისი (ხარლამპუსი 57), ფრაგკოუ, კონსტანტინოუ (ხარლამბუსი 53), პანაგი, ხრისტოდულო (მუზუროსი 72), კაციატი

მთ.მწვრთნელი – რენოს დემეტრიადესი

საქართველო: გოშაძე, მალანია, მარგველაშვილი, ჩაბრაძე, შულაია, მოხევიშვილი-ჩიკვილაძე, ხარაიშვილი კიტეიშვილი (არაბიძე 73), ზარანდია (მესხი 87), კერძევაძე (ბერიძე 65), რ.ჭანტურია

მთ.მწვრთნელი – გიორგი დევდარიანი

გოლები: კიტეიშვილი (20), მოხევიშვილი-ჩიკვილაძე (68), კაციატი (72), ზარანდია (83 პენ)

გაფრთხილება: ველერი, ჩაბრაძე, მოხევიშვილი-ჩიკვილაძე, კოუსოულოსი, ტასურისი, კატელარისი, მესხი

მსაჯი – პეტრ არდელეანუ (ჩეხეთი)

სფფ-ის პრესსამსახური

გიორგი დევდარიანი: “რუმინეთზე უკეთესი ფეხბურთელები გვყავს და მოგებაც შეგვიძლია”

კვიპროსთან მოგებული მატჩის შემდეგ საქართველოს 19-წლამდე ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, გიორგი დევდარიანმა, შეხვედრა შეაფასა.

გიორგი დევდარიანი: “საგოლე მომენტების რეალიზაციის პრობლემა რომ გვაქვს, დღესაც გამოჩნდა. პრობლემები დაცვის ხაზშიც იყო. მოგეხსენებათ, ტრავმირებული მცველების გამო უკანა ხაზში პოზიციით შემტევებს მოუწიათ თამაში, თუმცა მათ დაკისრებული დავალებები ასე თუ ისე შეასრულეს. ვეცდებით, რომ შემდეგი შეხვედრაც მოვიგოთ და მონტენეგროსთან დაშვებული შეცდომები გამოვასწოროთ. ხსენებული შეხვედრაში შეცდომები მეც დავუშვი, რამაც შედეგზე იქონია გავლენა.

მიუხედავად ორი წაგებული მატჩისა, რუმინეთი ჩვენთან ბოლომდე იბროძოლებს. ამიტომ, საკმაოდ რთული მატჩი გველის. მაგრამ, ჩვენ უკეთესი ფეხბურთელები გვყავს და მოგებაც შეგვიძლია. 

ზარანდია 2 თვე ტრავმას მკურნალობდა და ბუნებრივია, რომ სასურველ ფორმაში ვერ იქნება. თუმცა, ჩვენ მისგან მაინც მეტს ვითხოვთ. ყველამ იცის, რომ ზარანდიას უკეთ შეუძლია თამაში”

საქართველომ კვიპროსს სძლია

საქართველოს 19-წლამდე ასაკის ფეხბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მეორე მატჩში კვიპროსი 3:1 დაამარცხა.

შეხვეედრა პირველივე წუთებიდან საქართველოს ნაკრების უპირატესობით დაიწყო. პირველი რეალური მომენტი ქართველებმა სტანდარტიდან შექმნეს. კვიპროსელები ძელმა იხსნა. ზუსტად სამ წუთში გოლის გატანის შანსი ზარანდიას მიეცა, თუმცა ამჯერად კვიპროსელები მეკარემ გადაარჩინა.

ანგარიში მე-19 წუთზე გაიხსნა. ხიფათი კვლავ სტანდარტის შემდეგ შეიქმნა. კუთხურიდან მოწოდებულ ბურთს ქიტეიშვილი გამოეხმაურა და ბურთი მეტოქის კარში გადაგზავნა – 0:1.

გატანილი გოლის შემდეგ თამაში გათანაბრდა. ბრძოლა ძირითადად მოედნის ცენტრში მიმდინარეობდა. შესვენებამდე დევდარიანის შეგირდებმა კიდევ რამდენიმე სახიფათო მომენტი შექმნეს. ყველაზე რეალური შანსი ისევ ქიტეიშვილს ჰქონდა, რომელმაც ფაქტობრივად ცარიელ კარში ვერ შესძლო გატანა.

მეორე ტაიმი კვიპროსელებმა კარგად დაიწყეს. განსაკუთრებით შეტევის მარცხენა ფლანგზე კაციატი აქტიურობდა. გატანის რეალური შანსი ფრაგკოუს ჰქონდა, თუმცა მის ჩინებულად შესრულებულ ჯარიმას გოშაძე გაუმკლავდა.

67-ე წუთზე ნომინალურმა სტუმრების სტატუსში მოთამაშე ქართველებმა მეორე გოლი გაიტანეს. შორი მანძილიდან მოხევიშვილმა ჯარიმა ძლიერად და ზუსტად შეასრულა – 0:2.

ამის შემდეგ დევდარიანის გუნდს გატანა კიდევ შეეძლო, თუმცა 72-ე წუთზე დაცვის ცენტრში დაშვებული შეცდომის გამო კვიპროსელებმა სხვაობის შემცირება შესძლეს. გოლის ავტორი კაციატი გახდა.

კვიპროსელებმა შეუტიეს და შეხვედრის გადარჩენა სცადეს, მაგრამ ამ საქმიდან არაფერი გამოვიდა. საბოლოო ანგარიში ლუკა ზარანდიამ, ზუსტად შესრულებული პენალტით დააფიქსირა. მომდევნო მატჩს საქართველოს 19-წლამდელები ორშაბათს, რუმინეთთან ჩაატარებენ.

ჯგუფის მეორე შეხვედრაში მონტენეგრომ რუმინეთს მინიმალური ანგარიშით სძლია და ელიტრაუნდში ასპარეზობა გაინაღდა.

კვიპროსი 1-3 საქართველო

გოლები: ქიტეიშვილი 19′ (0:1); მოხევიშვილი 67′ (0:2); კაციატი 72′ (1:2); ზარანდია 83′ (1:3)

კვიპროსი: ტასურისი, კოუსოულოსი, ვილერი, კატელარისი, ფრაგკესკო, ლილისი (ჩარალამპოსი 56′), ფრაგკოუ, კონსტანტინუ (ჩარალამბოსი 52′), პანაგი, ხრისტოდოლუ (მოზოროსი 71′), კაციატი.

საქართველო: გოშაძე, მოხევიშვილი, მალანია, მარგველაშვილი, ჩაბრაძე, ხარაიშვილი, ქიტეიშვილი (არაბიძე 73′), ჭანტურია, ზარანდია (მეხი 86′), კერძევაძე (ბერიძე 64′), შულაია.

კვიპროსი U19-საქართველოU19_68534 კვიპროსი U19-საქართველოU19_7595 კვიპროსი U19-საქართველოU19_6854 ოთო გოშაძე ლუკა ზარანდია_37038920 ლუკა ზარანდია_3733243 ლუკა ზარანდია_3734 კვიპროსი U19-საქართველოU19_98676 კვიპროსი U19-საქართველოU19_76965 კვიპროსი U19-საქართველოU19_76946

მარიამ ნიშნიანიძის ფოტოები

19-წლამდელებმა მარცხით დაიწყეს

დღეს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე საქართველოს 19-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩი გამართა და მონტენეგროსთან დამარცხდა.

შეხვედრა მასპინძელთა უპირატესობით დაიწყო. ქართველებს პირველივე წუთზე შეეძლოთ გოლის გატანა, როცა დასარტყმელ პოზიციაზე ხარაიშვილი აღმოჩნდა, მაგრამ მისი დარტყმა არაზუსტი გამოდგა. მალევე იმავე ხარაიშვილს კიდევ ერთხელ შეეძლო მეტოქის დამწუხრება. საქართველოს შვიდიანი ამჯერად უკვე ზარანდიას პასის შემდეგ აღმოჩნდა ხელსაყრელ სიტუაციაში, თუმცა კვლავ არაზუსტად.

გატანა სტუმრებსაც შეეძლოთ. მეკარესთან პირისპირ გასულ ცმილიანიჩს გოშაძემ დაასწრო და ვითარება განმუხტა, რის შემდეგაც თამაშის ტემპი დაეცა, მაგრამ შეხვედრა კვლავაც მასპინძელთა დონიმირებით მიმდინარეობდა. გუნდები მხოლოდ ტაიმის ბოლოს გამოცოცხლდნენ და რამდენიმე სახიფათო მომენტი გაცვალეს.

პირველის მსგავსად ანგარიშის გასხნა მასპინძლებს მეორე ნახევრის დებიუტშიც შეეძლოთ. ზარანდიას მორიგი გარღვევის შემდეგ ქიტეიშვილის ძლიერი დარტყმა ხარიხამ მოიგერია. გატანის კიდევ ერთი შანსი ხარაიშვილს ჰქონდა, თუმცა ამჯერადაც მისი დარტყმა მეკარის ნადავლი გახდა.

65-ე წუთზე კი მატჩის ერთ-ერთი გადამწყვეტი ეპიზოდი მოხდა. შეტევის მარცხენა ფლანგიდან საჯარიმოში შეჭრილი რუდოვიჩი გელაშვილმა შეაჩერა. თუმცა, მსაჯის აზირთ, ქართველმა მცველმა ეს თამაშის წესების დარღვევით მოახერხა და პეტრ არდელეანუმაც 11-მეტრიანი უყოყმანოდ დანიშნა, რომელიც ცმილიანიჩმა გოლად აქცია.

გაშვებული გოლის შემდეგ მასპინძლები კი გააქტიურდნენ, მაგრამ ანგარიშის გათანაბრების ნაცვლად მატჩის მიწურულს მეორე გოლი მიიღეს საკუთარ კარში. კუთხურიდან მოწოდებულ ბურთს ახლო ძელთან შარკიჩი გამოეხმაურა და ქუსლით გოშაძის კარის მიმართულებით საკმაოდ ეფექტურადაც დაარტყა. მეკარემ საკუთარი გუნდის გადარჩენა ვერ შესძლო..

დარჩენილ წუთებში მასპინძლები კი აქტიურობდნენ, რეალური საგოლე მომენტებიც შემქნეს, თუმცა ანგარიში აღარ შეცვლილა. მომდევნო შეხვედრას საქართველოს 19-წლამდე ნაკრები 10 ოქტომბერს, კვიპროსელი თანატოლების წინააღმდეგ ჩაატარებს.

დღეს გამართულ კიდევ ერთ მატჩში, რომელშიც ერთმანეთს მესხის სათადარიგო მოედანზე რუმინეთისა და კვიპროსის ნაკრებები შეხვდნენ, კვიპროსელთა მინიმალური გამარჯვებით, 0-1 დასრულდა.

საქართველო U19 0-2 მონტენეგრო U19

გოლები: ცმილიანიჩი 65′ ; შარკიჩი 81′

საქართველო U19: გოშაძე, მალანია, მარგველაშვილი, ჩაბრაძე, კილასონია, ხარაიშვილი, ქიტეიშვილი, ზარანდია, კერძევაძე (ჭანტურია 51′); გელაშვილი; კვირკვია (ბერიძე 46′ – არაბიძე 72′)

მთავარი მწვრთნელი: გიორგი დევდარიანი

მონტენეგრო U19: მ.შარკიჩი, გრივიჩი, ბანოვიჩი, ნილოვიჩი, რუდოვიჩი, ლონჩარი, ცმილიანიჩი, ვუკჩევიჩი, კოტორაცი (ვუკჩევიჩი 46′); კუკულიჩიჩი (მილოშევიჩი 76′); ვუინოვიჩი (ო.შარკიჩი 51′)

მთავარი მწვრთნელი: ალეკსანდარ მილიენოვიჩი

ილია კერძელაძე_69545 საქართველო U19 - მონტენეგრო U19_7649646 საქართველო U19 - მონტენეგრო U19_693434 საქართველო U19 - მონტენეგრო U19_69534 საქართველო U19 - მონტენეგრო U19_58474 საქართველო U19 - მონტენეგრო U19_36263 საქართველო U19 - მონტენეგრო U19_7946 გაგი მარგველაშვილი _84343 საქართველო U19 - მონტენეგრო U19_05705

მარიამ ნიშნიანიძის ფოტოები 

გიორგი დევდარიანი: “მონტენეგრო დაუმარცხებელი მეტოქე არაა”

8 ოქტომბერს, საქართველოს 19-წლამდე ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპს დაიწყებს. საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, გიორგი დევდარიანმა, თბილისში გასამართ ეტაპზე ისაუბრა და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

გიორგი დევდარიანი: “მოსამზადებელი ეტაპი ძირითადად ტაქტიკურ მუშაობას დაეთმო. ფიზიკური კონდიციების გასაუმჯობესებლად დრო არ გვქონდა და ამიტომ, არსებული რესურსებით მოგვიწევს დაკმაყოფილება.

ჩვენს მზადყოფნაზე ყველა კითხვას პასუხს თამაშები გასცემს. სამწუხაროდ, ტურნირს საკადრო პრობლემებით ვხვდებით. ტრავმების გამო ორი ძირითადი მცველი, ტაბიძე და თევზაძე ვერ დაგვეხმარებიან.

გათამაშებას მონტენეგროსთან გასამართი მატჩით ვიწყებთ. მეტოქე დაუმარცხებელ გუნდთა კატეგორიას არ მიეკუთვნება, თუმცა მათ გარკვეული პლიუსები აქვთ. ბალკანელები ტანმაღალი მოთამაშეებით არიან დაკომპლექტებული, რაც სტანდარტების დროს მათ უპირატესობაზე მეტყველებს. ასევე, გუნდი საკმაოდ კარგად თამაშობს კონტრშეტევებზე. ჩვენი მიზანია, სათამაშო დროის რაც შეიძლება მეტი ნაწილი მეტოქის ნახევარზე გავატაროთ. 

გათამაშებას გამოკვეთილი ფავორიტი არ ჰყავს. ოთხივე გუნდი დაახლოებით თანაბარი ძალის გუნდია. საშინაო ასპარეზის ფაქტორის გათვალისწინებით ჩვენს გუნდს გარკვეული პლიუსები აქვს”

ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის კალენდარი::

14:00 – რუმინეთი vs კვიპროსი (სტადიონი „მიხეილ მესხი“ – 2)

16:00 – საქართველო vs მონტენეგრო (სტადიონი „მიხეილ მესხი“)

10 ოქტომბერი

14:00 – რუმინეთი vs მონტენეგრო (სტადიონი „მიხეილ მესხი“ – 2)

16:00 – კვიპროსი vs საქართველო (სტადიონი „მიხეილ მესხი“)

13 ოქტომბერი

16:00 – საქართველო vs რუმინეთი (სტადიონი „მიხეილ მესხი“)

16:00 – მონტენეგრო vs კვიპროსი (სტადიონი „მიხეილ მესხი“ – 2)

საქართველოს 19-წლამდე ნაკრების ვარჯიში_835643 საქართველოს 19-წლამდე ნაკრების ვარჯიში_94443 საქართველოს 19-წლამდე ნაკრების ვარჯიში_47499 საქართველოს 19-წლამდე ნაკრების ვარჯიში_8583 საქართველოს 19-წლამდე ნაკრების ვარჯიში_963 საქართველოს 19-წლამდე ნაკრების ვარჯიში_704
მარიამ ნიშნიანიძის ფოტოები