საქართველოს თასი: ნახევარფინალისტთა ვინაობა ცნობილია

დღეს, საქართველოს ოთხ ქალაქში დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშების განმეორებითი 1/4 ფინალები გაიმართა. საინტერესო და დაძაბულმა შეხვედრებმა ის 4 გუნდი გამოავლინეს, რომლებიც თასისთვის ბრძოლას გააგრძელებენ და 1/2 ფინალურ ეტაპზე იასპარეზებენ.

ვიტ ჯორჯია 1-4 ცხინვალი (6:8 ორი მატჩის ჯამში)

გოლები: ცაცკრიალშვილი 23′ (0:1); მახარობლიძე 50′ (0:2): ცაცკრიალაშვილი 55′ (0:3); ლექვთაძე 70′ (0:4); ღიბრაძე 83′ (1:4)

ჩიხურა 3-0 მეტალურგი (3:0 ორი მატჩის ჯამში)

გოლები: მუმლაძე 6′ ; ტროიანოვსკი 44′ ; დობროვლოსკი 59′

დინამო თბილისი 1-0 დილა (1:0 ორი მატჩის ჯამში)

გოლი: კაკაბაძე 22′ 

ტორპედო 0-0 სამტრედია (1:2 ორი მატჩის ჯამში)

 

“დინამომ” “ქუთაისთან” გაიმარჯვა

საკალათბურთო აკადემიის დარბაზში დღეს თბილისის “დინამოსა” და “ქუთაისს” შორის საქართველოს თასის პირველი ნახევარფინალური შეხვედრა გაიმართა.

მატჩი თანაბრად დაიწყო, თუმცა კვიმსაძის დისკვალიფიკაციის შემდეგ, რაც პოპოვიჩთან მცირე ინციდენტს მოყვა, „დინამოს“ უპირატესობა შესამჩნევი გახდა და პირველი პერიოდის ბოლოს ხოშტარიას შეგირდები 10 ქულით, 22:12 იგებდნენ.

მეორე მეოთხედში ნდოიეს კარგი თამაშით სხვაობა 5 ქულამდეც კი შემცირდა. დიდი შესვენების წინ კი ანგარიში 35-27 იყო თბილისელთა სასარგებლოდ.

განსაკუთრებით დაძაბული მესამე პერიოდი გამოდგა, როდესაც ქუთაისელებმა ზედიზედ სამი სამქულიანის ჩაგდება მოახერხეს, თუმცა ლეჟავას დროული სამიანით „დინამომ“ მატჩის სადავეების შენარჩუნება შეძლო და საბოლოოდ გამარჯვებაც მოიპოვა –

ქუთაისელთა შემადგენლობაში ყველაზე ედეგიანი დავით ბარბაქაძე იყო, რომელმაც 16 ქულა მოიპოვა. ორმაგ დუბლამდე ერთი ქულა დააკლდა ნდოიეს. ქუთაისელთა ლეგიონერის ანგარიშზე 11 მოხსნა და 9 ქულა არის. „დინამოს“ წარმატებაში კი დიდი წვლილი ლეგიონერებმა შეიტანეს. მატჩის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე 23 ქულით პოპოვიჩი გახდა, ხოლო შერმანმა 21 ქულა და 16 მოხსნა ჩაიწერა აქტივში.

განმეორებით შეხვედრას ქუთაისი 13 მარტს უმასპინძლებს.

მატჩისშემდგომი კომენტარები

ირაკლი ხოშტარია(,,დინამოს’’ მთავარი მწვრთნელი): რთული თამაში გვქონდა.  დადებითი ის არის, რომ მოვიგეთ. მიუხედავად ცუდი თამაშისა, მაინც მოვახერხეთ გამარჯვება. მაქვს იმედი, რომ მოვუმატებთ და იმ შეცდომებს, რომლებიც გვქონდა, აღარ დავუშვებთ. გასვლითი თამაში საკმაოდ რთულია, თუმცა შევეცდებით შეცდომები შევამციროთ. ვნახოთ, რა იქნება, ჯერ არაფერია გადაწყვეტილი.

მიხეილ კობეშავიძე(,,ქუთაისის’’ მწვრთნელი): რაც ქუთაისში ჩამოვედი მწვრთნელად, ასეთი საშინელი თამაში არ მახსოვს. ძალიან ცუდად ვითამაშეთ როგორც დაცვაში, ისე თავდასხმაში. ვნახავთ ჩანაწერს, გავაანალიზებთ და შემდეგ გავაკეთებთ დასკვნებს. ცხელ გულზე დასკვნების გამოტანა არ მინდა.

დინამო-ქუთაისი_76709448658 დინამო-ქუთაისი_767094646 დინამო-ქუთაისი_7670944 გამყრელიძე_90953 ბესიკ ლეჟავა_9786746 შერმანი_707502 შერმანი_7075025757

 

მარიამ ნიშნიანიძის ფოტოები

“რუსთავმა” ბათუმში მოიგო

ბათუმში, საქართველოს თასის პირველ ნახევარფინალურ შეხვედრაში ადგილობრივ კლუბსა და “რუსთავს” შორის, გამარჯვება სტუმართა გუნდს დარჩა.

დისკალიფიცირებული ლიდერის, ბიჯეი იანგის გარეშე მოთამაშე ბათმელებმა რუსთაველ კალათბურთელებს საკადრისი წინააღმდეგობა ვერ გაუწიეს და საბოლოოდ 10-ქულიანი სხვაობით, 85:75 დამარცხდნენ.

მასპნიძელთა რიგებში 20 ქულით საუკეთესო ირაკლი მიქელაძე იყო, ხოლო შეხვედრის ყველაზე შედეგიანი კალათბურთელი რუსთაველი აკაკი დვალიშილი გახდა, რომელმაც 25 ქულასთან ერთად 12 მოხსნასც მიითვალა და ორმაგი დუბლი გაიფორმა.

განმეორებითი შეხვედრა “რუსთავსა” და “ბათუმს” შორსი, 13 მარტს რუსთავში შედგება.

მატჩისშემდგომი კომენტარები

დავით უსტიაშვილი (‘ბათუმის“ მთავარი მწვრთნელი):  ძალიან ცუდად ვითამაშეთ, განსაკუთრებით კი პირველ ტაიმში, სადაც საკმაოდ დიდი სხვაობით ჩამოვრჩით მეტოქეს.  მოგეხსენებათ, ჩვენს გუნდს ბიჯეი იანგი აკლია, ამასთან მცირე ტრავმებმაც შეგვიშალა ხელი. „რუსთავმა“ დამსახურებულად გაიმარჯვა. ვეცდებით მეორე მატჩი ჩვენს სასარგებლოდ დავასრულოთ და სერია გავათანაბროთ.

მიხეილ ბერუაშვილი(„რუსთავის“ მთავარი მწვრთნელი): სასიხარულოა, რომ გავიმარჯვეთ და  ფინალისკენ ერთი ნაბიჯი  გადავდგით. საინტერესო თამაში იყო, რომელიც  ჩვენი უპირატესობით  წარიმართა. მიუხედავად ამისა,  ჯერ არაფერი დასრულებულა.   წინ მეორე მატჩი გველოდება და ვედებით ისიც მოგებით დავასრულოთ.

 

სეზონი თასის მატჩებით განახლდა

საქართველოში 2015 წელს პირველი ოფიციალური მატჩები ჩატარდა. ქართულმა კლუბებმა ზამთრის პაუზის შემდეგ სეზონის საქართველოს თასის გათამაშების 1/4-ფინალური ეტაპის მატჩების განაახლეს.

სამტრედიაში ადგილობრივმა კლუბმა ქუთაისის “ტორპედო” მიიღო და დაძაბულ ბრძოლაში 2:1 სძლია. გატანილი გოლების გარეშე დასრულდა “დილა” – “დინამო” და “მეტალურგი” – “ჩიხურა”. დღის გამორჩეული შეხვედრა კი “მიხეილ მესხის” სათადარიგო მოედანზე შედგა, სადაც “ცხინვალს” “ვიტ ჯორჯია” ესტუმრა და 5:4 მოიგო.

დილა  – დინამო თბილისი 0:0

ცხინვალი  – ვიტ ჯორჯია  4:5

სამტრედია  – ტორპედო  2:1

მეტალურგი  – ჩიხურა  0:0

 

„მეტალურგისა“ და „ჩიხურას“ დაპირისპირება უგოლოდ დასრულდა

დღეს საქართველოს თასის პირველი 1/4-ფინალური მატჩები დაიწყო. ერთ-ერთი შეხვედრა რუსთავში გაიმართა, სადაც ადგილობრივმა „მელურგმა“ საჩხერის „ჩიხურა“ მიიღო. შეხვედრა დიდი ინტერესით ნამდვილად არ გამორჩეულა და უგოლოდაც დასრულდა.

პირველ ნახევარში უპირატესობას სტუმრები ფლობდნენ. პირველი მომენტი მე-9 წუთისთვის შეიქმნა, როდესაც საჩხერელმა ფეხბურთელებმა გრიგოლ ბედიაშვილის კარს შორიდან დაუმიზნეს, თუმცა რუსთაველთა მეკარე დარტყმისთვის მზად აღმოჩნდა და, შედეგად, კუთხური დაინიშნა. რამდენიმე წუთში „მეტალურგის“ კართან კვლავ ხიფათი შეიქმნა – განუგრავას ბურთი სახეში მოხვდა და შემდგომ ბედიაშვილის კარს სულ მცირე მანძილით ასცდა. სტუმრები ზეწოლას აგრძელებდნენ. ძირითადად ისინი მარჯვნიდან უტევდნენ, საიდანაც შეტევაში მცველი თეიმურაზ ღონღაძე ჩინებულად ერთვებოდა. ფლანგიდან აქტიური გიორგი კორიფაძეც იყო, რომელსაც შანსი 22-ე წუთზე ჰქონდა, თუმცა ბედიაშვილმა ამ ეპიზოდშიც ივარგა. საჩხერლები დღევანდელ მატჩში ხშირად შორიდანაც ურტყამდნენ – პირველ ნახევარში ასეთი დარტყმით მეტოქის კარის აღება განუგრავამ სცადა, მაგრამ უშედეგოდ… პირველი ტაიმის ბოლოსკენ ვარლამ კილასონიას გუნდიც გააქტიურდა – 31-ე წუთზე კონსტანტინე გაბაშვილის დარტყმის მოგერიება მაქსიმე ქვილითაიასთვის პრობლემა არ ყოფილა. 36-ე წუთზე კი ნახსენებმა თეიმურაზ ღონღაძემ გოლიც კი გაიტანა, თუმცა მანამდე გვერდითა მსაჯმა თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა.

მეორე ნახევარში რუსთაველმა ფეხბურთელებმა შედარებით მოუმატეს, თუმცა ტაიმის დებიუტში მათ კართან სახიფათო ეპიზოდი შეიქმნა, როდესაც დარტყმას თეიმურაზ მუმლაძე ცდილობდა – საჩხერელთა კაპიტანს ფეხებში გრიგოლ ბედიაშვილი ჩაუვარდა და დარტყმის საშუალებაც არ მისცა. სულ მალე მწვრთნელებმა პირველი შეცვლები გამოიყენეს – „მეტალურგის“ შემადგენლობაში კონსტანტინე გაბაშვილის ნაცვლად თამაშში გიორგი გოცაძე ჩაერთო. საინტერესოა, რომ მეორე ნახევარში მასპინძლები თავისი მეტოქის მსგავსად ფლანგიდან ხშირად უტევდნენ. პირველი ცვლილება სამსონ ფრუიძემ 68-ე წუთზე გამოიყენა, როდესაც მანჯგალაძის ნაცვლად მოედანზე ივანიშვილი გამოვიდა. დარჩენილ დროში მომენტები ორივე გუნდს ჰქონდა. „ჩიხურას“ მხრიდან კორიფაძე აქტიურობდა, რომელმაც „მეტალურგის“ კარს ორჯერ დაუმიზნა. კიდევ ერთი შორეული დარტყმით განუგრავაც გამოირჩა. აღსანიშნავია, რომ მატჩი უხეში არ ყოფილა. შეხვედრის მთავარ მსაჯს ჯენერი ხორავას პირველი ყვითელი ბარათის ამოღება მხოლოდ 79-ე წუთზე მოუწია, როდესაც „ჩიხურას“ მცველმა ლუბჩაკმა მეტოქის შეტევა ჯარიმით გააჩერა. ყველაზე რეალური ეპიზოდი მატჩის ძირითადი დროის დასრულებამდე ორი წუთით ადრე იყო, როდესაც მანჯგალაძემ ბედიაშვილს აჯობა და ბურთი თავზე გადაუგდო, თუმცა თავისი გუნდი ლუკა ნოზაძემ გადაარჩინა, რომელმაც ბურთი კუთხურზე მოიგერია.

საბოლოოდ, 0:0 და ყველაფერი განმეორებით მატჩში გადაწყდება, რომელიც ივანწმინდაში ათ მარტს გაიმართება.

„მეტალურგი“ – „ჩიხურა“ 0:0
სტადიონი „ფოლადი“ (რუსთავი)
მთავარი მსაჯი: ჯენერი ხორავა (ხობი)

„მეტალურგი“: ბედიაშვილი; მიქაუტაძე, ნოზაძე, ნარიმანიძე, ხიზანეიშვილი, კილასონია (მაისურაძე 77′), სარიშვილი, ჯოხაძე, სტეფანიაშვილი (გუჯაბიძე 74), გაბაშვილი (გოცაძე 53), ბარაბაძე

„ჩიხურა”: ქვილითაია; ღონღაძე, ლუბჩაკი, კაშია, ჩიკვაიძე, განუგრავა, დობროვოლსკი, მანჯგალაძე (ივანიშვილი 68), დეკანოიძე, კორიფაძე, ტროიანოვსკი (მუმლაძე 75)

გაფრთხილებები: ნარიმანიძე 90′ – ლუბჩაკი 79′

ჩიხურა-მეტალურგი_46843575675

ჩიხურა-მეტალურგი_46849646

ჩიხურა-მეტალურგი_4684353

ჩიხურა-მეტალურგი_46849

რუსთავმა ნახევარფინალი ბოლო წამებზე გაინაღდა (მატჩისშემდგომი კომენტარები)

უაღრესად დაძაბულ და დრამატულ მატჩში „რუსთავმა“ „მგზავრები-არმია“ დაამარცხა და თასის გათამაშების ნახევარფინალში გავიდა.  ამ გუნდების მატჩი 5 დეკემბერს, რუსთავში უნდა გამართულიყო, თუმცა დარბაზში არასაკმარისი ტემპერატურის გამო შეხვედრა გადაიდო და დღეს, 13 დეკემბერს, თბილიში, საკალათბურთო აკადემიის დარბაზში ჩატარდა.

რუსთაველებმა თასის გათამაშების მეოთხედფინალური სერიის პირველი მატჩი თბილისში იოლად მოიგო და ნახევარფინალში გასასვლელად მეორე გამარჯვების მოპოვება ესაჭიროებოდა. ქვემოქართლელებმა საწადელს მატჩის ბოლო წამზე მიაღწიეს. გოგა ცეკვავამ გამარჯვების ბურთი რომ ესროლა, საფინალო სირენა მერე გაისმა და რუსთაველი უკანახაზელის შედეგიანი შეტევის შემდეგ საბოლოო შედეგიც დაფიქსირდა – 70:69 რუსთაველების სასარგებლოდ.

საფინალო სირენამდე 2 წუთით ადრე ქვემოქართლური გუნდი 66:60 იგებდა, მაგრამ დაშვებული შეცდომების გამო 3 სწრაფი შეტევა მიიღო და ძირითადი დროის დასრულებამდე 17 წამით ადრე ანგარიში გათანაბრდა – 66:66. რუსთაველთა მწვრთნელმა მიხეილ ბერუაშვილმა წუთშესვენება აიღო, შეტევა დაგეგმა, რაც ზუსტად დააგვირგვინა მიხეილ ჭოჭუამ და „რუსთავი“ დასრულებამდე 7 წამით ადრე 68:66 დააწინაურა.

წუთშესვენებაზე დაგეგმეს შეტევა „მგზავრები-არმიას“ მთავარმა მწვრთნელმა ბუბა ბერიშვილმა და მოთამაშეებმა. გუნდის ერთ-ერთმა ლიდერმა მერაბ ბოქოლიშვილმა სწრაფი შეტევა წარმატებით დაგვირგვინა, თან რუსთაველთა ამერიკელი ლეგიონერი აიძულა, დაჯარიმებულიყო. ბოქოლიშვილმა 1 საჯარიმოც ჩააგდო და საფინალო სირენამდე 3.3 წამით ადრე „მგზავრები-არმია“ 69:68 დააწინაურა.

რუსთაველთა მორიგი წუთშესვენება და მიხეილ ჭოჭუას არაზუსტი სამქულიანი, თუმც აცილებული ბურთი რუსთაველმა გოგა ცეკვავამ მოიხელთა და იატაკზე დაუშვებლად ესროლა. ქვემოქართლელთა უკანახაზელმა ბურთის სროლა მოასწრო – საფინალო სირენა მაშინ გაისმა, როცა ბურთი მის ხელებს მოსწყდა. ლამაზი ტრაექტორიით გამარჯვების ბურთი „მგზავრები-არმიას“ კალათში ჩაეშვა და რუსთაველებს გამარჯვებასთან ერთად თასის გათამაშების ნახევარფინალის საგზური მოუტანა.

„რუსთავი“ ნახევარფინალში „ბათუმს“ შეუწყვილდა.

მატჩისშემდგომი კომენტარები

რუსთავი -მგზავრები არმია 70:69

ბუბა ბერიშვილი („მგზავრები-არმიის“ მთავარი მწვრთნელი): ამ თამაშს აუცილებლად განვიხილავთ ფედერაციასთან ერთად და ვიდეო ანალიზს გავაკეთებთ. თუ ყველაფერი რიგზე იყო,  გამოვა რომ ფორტუნამ ზურგი შეგვაქცია.

 

მიხეილ ბერუაშვილი („რუსთავის“ მთავარი მწვრთნელი): მართალია გავედით შემდეგ ეტაპზე, მაგრამ ძალიან უკმაყოფილო ვარ. ეს თამაში წესით არ უნდა მოგვეგო, უბრალოდ    გაგვიმართლა.

superleague.ge 

ოვერტაიმების დღე თასის მეოთხედფინალებში (მატჩისშემდგომი კომენტარები)

საქართველოს თასის გათამაშების 3 ნახევარფინალისტი ცნობილია. დღეს, საკალათბურთო აკადემიის დარბაზში 3 მეოთხედფინალური მატჩი გაიმართა სამივე წყვილში იმ გუნდებმა იმარჯვეს, რომლებმაც სერიის პირველი შეხვედრა მოიგეს.

დებულების თანახმად, მეოთხედფინალური სერია 2 მოგებამდე გრძელდება. წინა კვირაში გამართული მატჩების შედეგად ფავორიტად მიჩნეული გუნდები სერიაში დაწინაურდნენ, დღეს კი საპასუხო შეხვედრები გაიმართა და გაირკვა:

ნახევარფინალში ზედმეტი გართულების გარეშე გავიდა „ბათუმი“, რომელსაც სერიის პირველი მატჩი „სოხუმთან“ აჭარაში 80:65 ჰქონდა მოგებული. დღეს გამართულ საპასუხო მატჩში პირველი ტაიმი თანაბარი იყო. პირველი და მეორე მეოთხედები ფრედ დასრულდა და დიდი შესვენებისთვის 34:34 დაფიქსირდა.

ბათუმელებმა „სოხუმი“ მესამე პერიოდში გატეხეს. ფერადკანიანმა მოთამაშეებმა – ბიჯეი იანგმა და ნიკ კელოგმა შესაშური მიზანი გამოავლინეს და აჭარულ კლუბს ათწუთეული 30:15 მოაგებინეს. ბოლო პერიოდში სოხუმელებმა მოინდომეს, მაგრამ მაქსიმუმი, რაც შეძლეს, ღირსეული ანგარიშით დამარცხებაა. გიორგი ჯგერენაიას და ირაკლი ჩლაიძის შედეგიანობით სოხუმელებმა ჩამორჩენა 7 ქულამდე შეამცირეს და საბოლოოდ 72:79 დამარცხდნენ.

ბათუმელთაგან იანგმა იყოჩაღა, რომელმაც 28 ქულა და 9 მოხსნა მიითვალა. 15 ქულა დააგროვა კელოგმა, ხოლო ნოდარ თენიეშვილს ორმაგ დუბლამდე მცირედი დააკლდა – 11 ქულა და 9 მოხსნა მიითვალა. სოხუმელთაგან 19 ქულითა და 13 მოხსნით გიორგი ჯგერენაია გამოირჩა.

ძალიან დაძაბული და საინტერესო გამოდგა შინაგან საქმეთა აკადემიის გუნდისა და „ქუთაისის“ შეხვედრა. სერიის პირველ მატჩში ქუთაისელებმა იოლად იმარჯვეს, საპასუხო შეხვედრაში კი ფავორიტად კოტე ტუღუშის „შსს-აკადემია“ მიიჩნეოდა.

აკადემიელები გამარჯვებასთან ახლოსაც იყვნენ, თუმცა ბოლო წუთებზე დაშვებული უპატიებელი შეცდომების გამო დამარცხდნენ. ძირითადი დროის დასრულებამდე წუთნახევრით ადრე თბილისური გუნდი 9 ქულით იგებდა და გამარჯვებასთანაც ძალიან ახლოს იყო.

სწორედ კრიტიკულ მომენტში იყოჩაღეს ქუთაისელებმა. გიორგი ბარბაქაძემ სამქულიანი ჩააგდო, რასაც ორიანი მოაყოლა და სტუმართა ჩამორჩენა 4 ქულამდე შემცირდა. აკადემიელებმა ზედიზედ მესამე შეტევაში ვერ იხეირეს, ქუთაისელებმა კი მეტოქეს შეცდომა არ აპატიეს და ვახტანგ ქადარიამ ორქულიანით „ქუთაისი“ მასპინძლებს 75:77 მიაახლოვა. ქადარიამ დაცვაშიც იყოჩაღა და აკადემიელ ბექა ჩიკვილაძეს დააფარა, რასაც დავით ბარბაქაძის შედეგიანი გარღვევა და ანგარიშის გათანაბრება მოჰყვა 77:77.

ბოლო შეტევა მასპინძლებს დარჩათ, თუმცა გუნდის საუკეთესო მოთამაშე გიორგი ცინცაძემ გადამწყვეტი სროლა გააცუდა და თამაში დამატებით დროში გადავიდა. ექსტრახუთწუთეულის პირველსავე წუთზე ცინცაძის ზუსტი გარღვევით აკადემიელები დაწინაურდნენ, თუმცა ქუთაისელებმა დარჩენილ დროში დამაჯერებლად ითამაშეს როგორც შეტევაში, ისე დაცვაში და გამარჯვება გაინაღდეს.

გამარჯვებულებს 27 ქულით დავით ბარბაქაძემ ულიდერა. 16 ქულა, 9 პასი და 7 მოხსნა მიითვალა ზაურ ფაშაევმა, ხოლო ვახტანგ ქადარიამ და გიორგი ბარბაქაძემ 14-14 ქულა მიითვალეს.

სერიის პირველი მატჩის მსგავსად გია კაზანჯიანის გაწვრთნილმა „ოლიმპმა“ ამჯერადაც ბოლომდე იბრძოლა, შეხვედრა ორჯერ დამატებით დროში გადაიყვანა, მაგრამ გასული წლის ჩემპიონსა და მიმდინარე სუპერლიგის ლიდერ „დინამოსთან“ მაინც დამარცხდა.

„ოლიმპი“ ქების ღირსია, რადგან უპირობო ფავორიტად მიჩნეულ „დინამოს“ არაფერი დაუთმო. პირველი მეოთხედის 7 ქულით მოგების შემდეგ ოლიმპელებმა პოზიციები დათმეს და დიდი შესვენებისთვის 6 ქულით ჩამორჩნენ. ბოლო ათწუთეულის წინ „დინამო“ 7 ქულით იგებდა, თუმცა ბოლო წუთებზე ნუგზარ აბულაძის, ნოდარ გოგოძის და მათი თანაგუნდელების შეუპოვრობით კაზანჯიანის გუნდმა ძირითადი დროის დასრულებამდე 8 წამით ადრე ანგარიში გაათანაბდა – 77:77.

ცნობისთვის, ამ ანგარიშით დასრულდა დღეს გამართული შეხვედრის ძირითადი დრო „შსს-აკადემიასა“ და “ქუთაისს“ შორის. დამატებით 5-წუთეულში დაძაბული ბრძოლა წარიმართა და კვლავ ფრე დაფიქსირდა – 4:4, რის შემდეგაც მეორე ოვერტაიმი დაინიშნა.

ბოლო წამებამდე გაურკვეველი იყო, თუ ვინ მოიგებდა. ორივე გუნდი ინარჩუნებდა შანსს, თუმცა გადამწყვეტ წუთებზე გამოცდილებამ თავისი გაიტანა – ლაშა გამყრელიძის, ილია ლონდარიძის და რიჩარდ მათიაშვილის სტაბილური თამაშის წყალობით „დინამომ“ გამარჯვების მოპოვება (91:87) მოახერხა და ნახევარფინალში გავიდა.

მატჩისშემდგომი კომენტარები

სოხუმი- ბათუმი  72:79

მიხეილ კობაშავიძე („ბათუმის“ მთავარი მწვრთნელი): მივულოცავ ჩემს ბიჭებს ამ  წარმატებას. გავმეორდები და ვიტყვი რომ შეთამაშება ჯერ კიდევ გვაკლია. დღევანდელი მატჩში გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა თამაში და სასიხარულოა, რომ მოვიგეთ.

ვაჟა კვარაცხელია („სოხუმის“ მთავარი მწვრთნელი): „ბათუმი“ ფავორიტია და ეს შედეგი ლოგიკური იყო. მეტოქე გუნდი სამი ამერიკელი ლეგიონერითაა დაკომპლექტებული, ამასთან დღეს  ფორტუნაც მის მხარეს აღმოჩნდა. მიუხედევად ამისა, ჩვენი მიზნისთვის ბოლომდე ვიბრძოლებთ და  ბათუმში რევანშისთვისაც მოვემზადებით.

 შსს აკადემია – ქუთაისი  88:96
კოტე ტუღუში(,,შსს აკადემიის’’ მთავარი მწვრთნელი): ძალიან დასანანი მარცხი განვიცადეთ. ალბათ ზოგიერთმა, მათ შორის ჩემმა მოთამაშეებმაც, იფიქრეს, რომ თამაში მოგებული იყო, 2 წუთი იყო დარჩენილი და სოლიდური უპირატესობა გვქონდა. ჩემს მოთამაშეებს ყოფნით გამოცდილება, რომ ასეთი უპირატესობა შეინარჩუნონ, თუმცა დღეს. სამწუხაროდ. ეს ვერ მოვახერხეთ და წავაგეთ. ალბათ, თავი იჩინა იმანაც, რომ როტაციის საშუალება თითქმის არ გვაქვს, 5-6 კაცი თამაშობდა. სამწუხაროა, რომ წავაგეთ, თუმცა სეზონი გრძელდება, ბრძოლაც გრძელდება და ვეცდებით, გამოვასწოროთ თამაში.

მედეა მხეიძე(,,ქუთაისის’’ მთავარი მწვრთნელი): პირველ რიგში, მივულოცავ ჩვენს გუნდს და გულშემატკივრებს ამ წარმატებას. ძალიან პრინციპული გამარჯვება იყო ჩვენთვის, მაქსიმალურად ვცდილობთ, შარშან მოგებული თასი წელსაც შევინარჩუნოთ. ძალიან კარგი თამაში შედგა, ნელ-ნელა ვუახლოვდებით იმ ფორმას, რომელშიც უნდა ვიყოთ და იმედია, მაყურებელს არაერთ სანახობრივ და კარგ თამაშს ვუჩვენებთ.

ოლიმპი – დინამო   87:91

ირაკლი ხოშტარია(,,დინამოს’’ მთავარი მწვრთნელი): ველოდით ასეთ დაძაბულ შეხვედრას. ფსიქოლოგიურად არ ვიყავით ბოლომდე მომზადებულები. ძალიან ბევრი ხარვეზი გვქონდა, თუმცა, გვაქვს 2 კვირა იმისთვის, რომ ვიმუშაოთ და გავაგრძელოთ წარმატებული თამაში. თასის მომდევნო ეტაპი ჯერ შორს არის, ამიტომ, პირველ რიგში, რეგულარული ჩემპიონატის მატჩებისთვის მოვემზადებით.

გია კაზანჯიანი „(ოლიმპის“ მთავარი მწვრთნელი): ძალიან საინტერესო თამაში იყო და გულშემატკივარმა დიდი სიამოვნება მიიღო ამ მატჩით. მეორე ოვერტაიმში დავმარცხდით. წაგება ზოგადად არასასიამოვნო მომენტია, მაგრამ ამ თამაშში უფრო მეტი დადებითი იყო ვიდრე უარყოფითი. დავმარცხდით ძალიან ძლიერ და  გამოცდილ გუნდთან.  მივულოცავ „დინამოს“ ამ გამარჯვებას, ჩემს  ბიჭებს კი დიდი მადლობა ასეთი ბრძოლისა და თავდადებისთვის.

superleague.ge

საქართველოს თასის მეოთხედფინალური მატჩი რუსთავში არ შედგა

საქართველოს თასის მეოთხედფინალის მეორე მატჩი „რუსთავი“ – „მგზავრები-არმია“, რომელიც დღეს  რუსთავის საკალათბურთო დარბაზში უნდა გამართულიყო არ შედგა, რადგან ტემპერატურა დარბაზში  „კალათბურთის ოფიციალურ  წესებში“ მითითებულ ზღვარზე ნაკლები იყო. 

აღნიშნული მატჩი გუნდებთან შეთანხმებით გაიმართება თბილისში, საკალათბურთო აკადემიის დარბაზში, 13 დეკემბერს, 16:00 საათზე. 

gbf.ge

მგზავრებმა რუსთავს ვერ გაუძლეს

მატჩის ხასიათი არც შესვენების შემდეგ შეცვლილა. „მგზავრები-არმია“ გაცილებით გამოცდილ მეტოქესთან ბრძოლას აგრძელებდა, თუმცა ნებისმიერ კრიტიკულ მომეტში, როცა სხვაობა სახიფათო ხდებოდა, რუსთაველები თამაშის სადავეების დაბრუნებას ახერხებდნენ. საბოლოოდ სხვაობის 2 ქულამდე შემცირება მასპინძლებისთვის მაქსიმალური შედეგი აღმოჩნდა. რუსთაველებმა მესამე პერიოდის მეორე ნაწილში დიდი უპირატესობა მოიპოვეს, რომლის შენარჩუნება შეხვედრის ბოლომდე განსაკუთრებული სირთულის გარეშე მოახერხეს და სერიაში, რომელიც ორ მოგებამდე მიმდინარეობს, დაწინაურებაც შეძლეს.

შეხვედრის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე, 27 ქულით რუსთაველი მიხეილ ჭოჭუა გახდა, ხოლო “მგზავრების” შემადგენლობაში საუკეთესო ბულიავა იყო, რომელმაც 16 ქულა მოაგროვა.

მეორე შეხვედრაში, რომელშიც “დინამო” და “ოლიმპი” შეხვდნენ ერთმანეთს, გამარჯვება ქვეყნის მოქმედმა ჩემპიონებმა მოიპოვეს.

სერიის განმეორებით შეხვედრები 5-6 დეკემბერს გაიმართება. შეგახსენებთ, რომ თასის მატჩები გუშინ რეგიონებშიც გაიმართა და ბათუმსა და ქუთაისში ადგილობრივი გუნდების გამარჯვებით დასრულდა.

მგზავრები-არმია-რუსთავი_9086634 გოგობერიშვილი_59435 აკაკი დვალიშვილი_9678656 აკაკი დვალიშვილი_96786 მგზავრები-არმია-რუსთავი_9086646 ჩაჩიბაია_69424

 

მარიამ ნიშნიანიძის ფოტოები

საქართველოს თასი რეგიონებში დაიწყო (მატჩისშემდგომი კომენტარები)

დღეს, რეგიონებში სტარტი აიღო 2015 წლის საქართველოს თასის გათამაშებამ, რომელშიც მონაწილეობას ეროვნული ჩემპიონატის რვავე გუნდი იღებს. გუნდები წინა სეზონში დაკავებული ადგილების მიხედვით ორ კალათაში გადანაწილდნენ და კენჭისყრის შედეგად 4 ქვეჯგუფში განთავსდნენ. ჯგუფში თასის გათამაშების მატჩები 2 მოგებამდე ჩატარდება, მოედნის უპირატესობა კი 1-ლ კალათაში მოხვედრილ, გასული სეზონის 4 საუკეთესო გუნდს აქვს.

საქართველოს თასის პირველი 2 მატჩი დღეს ქუთაისსა და ბათუმში ჩატარდა, სადაც, სათამაშოდ, შესაბამისად, ,,შსს აკადემიისა’’ და ,,სოხუმის’’ გუნდები ჩავიდნენ. მაყურებელმა ორივე ქალაქში სანახაობრივი და საინტერესო შეხვედრები იხილა.

ბათუმში გამართულ მატჩი ბოლო წუთებში მოპოვებული უპირატესობის წყალობით მასპინძელთა გუნდმა იმარჯვა – 85:60. მანამდე კი, თითქმის მთელი თამაში დაძაბული ბრძოლა მიმდინარეობდა. პირველი მეოთხედი მასპინძელთა უმნიშვნელო ლიდერობით – 22:20 დასრულდა, მეორე პერიოდში ბააკაშვილის და შვანგირაძის ზუსტი წყალობით ჯერ სოხუმელები გალიდერედნენ, თუმცა ბათუმელთა ახალწვეულმა, ბი ჯეი იანგმა თავისი შედეგიანობით გუნდს ლიდერობა დაუბრუნდა და დიდი შესვენებისთვის კვლავ მასპინძლები იგებდნენ – 41:40.

თანაბარი ბრძოლა გაგრძელდა მესამე პერიოდის დასაწყისშიც, თუმცა ბათუმელებმა მალე უპირატესობა მოიპოვეს და გადამწყვეტი ათწუთეულის წინ 8 ქულით დაწინაურდნენ – 61:54.

ბოლო პერიოდი მასპინძლებმა საკმაოდ კარგად ჩაატარეს, ტემპი შეინარჩუნეს და უპირატესობა ხელიდან არ გაუშვიათ. სოხუმელები, ჩლაიძის ლიდერობით, ბევრს ეცადნენ, თუმცა ჩამორჩენის აღმოფხვრა ვეღარ შეძლეს.  მათი მაქსიმუმი სხვაობის 11 ქულამდე დაყვანა იყო. საბოლოოდ, 80:65 ბათუმელთა სასარგებლოდ.

ორივე გუნდის რიგებში საუკეთესო იყო ახალგაზრდა ლეგიონერი ბობ ჯინ იანგი, რომელმაც თავი 27 ქულას მოუყარა, ორმაგი დუბლი მიითვალეს  ლეგიონერებმა – ქრისტოფერ ფელჩერმა (17ქულა, 17მოხსნა) და ნიკ კელოგმა (14 ქულა, 12მოხსნა).

,,სოხუმს’’ 19 ქულით ირაკლი ჩლაიძემ ულიდერა, 15 ქულა და 8 მოხსნა ჰქონდა ვატო ბააკაშვილს, 13 ქულა დააგროვა გრიგოლ შვანგირაძემ, გიორგი ჯგერენაიამ კი ორმაგი დუბლი გაიფორმა – 10ქულა, 11მოხსნა.

ამ გუნდების საპასუხო შეხვედრა თბილისში, 6 დეკემბერს, საკალათბურთო აკადემიის დარბაზში გაიმართება.

მასპინძლებმა მოიპოვეს გამარჯვება ქუთაისშიც – 74:64. ქუთაისლებმა პირველი პერიოდი 16:14 მოიგეს, მეორე მეოთხედში კი კვიმსაძის და გრძელიძის კარგი თამაშის წყალობით საგრძნობი უპირატესობა მოიპოვეს, ,,შსს აკადემია’’ ვერც ფარქვეშ ლიდერობდა და არც პერიმეტრიდან უმართლებდა, შედეგად, მასპინძლებმა პირველ ნახევარში 11 ქულით – 37:26 იმარჯვეს.

შესვენების შემდეგ ,,ქუთაისი’’ კიდევ უფრო უკეთ ათამაშდა. კვიმსაძეს და გრძელიძეს ბარბაქაძე და ფაშაევიც მიეშველნენ და მასპინძელთა უპირატესობამ მესამე პერიოდის ბოლოს 15 ქულას გადააჭარბა – 61:40.

ფაქტი იყო, ,,შსს აკადემიას’’ ამ სხვაობის გაბათილება და თამაშის შემობრუნება გაუჭირდებოდა, თუმცა აკადემიელებმა სიმტკიცე და ბრძოლისუნარიანობა გამოავლინეს, ცინცაძის და წივწივაძის ეფექტური და შედეგიანი თამაშით ვითარება ბოლო წუთებში დაიძაბა, როცა  აკადემიელებმა სხვაობა 6 ქულამდე შეამცირეს – 68:62 მატჩის დასრულებამდე 2,30 წუთით ადრე.  დარჩენილ დროში სტუმრებმა რამდენიმე შეცდომა დაუშვეს, კვიმსაძემ და ბარბაქაძემ კი შანსი გამოიყენეს და თავიანთი გუნდი კვლავ 10-ქულით გაიყვანეს წინ. 1 წუთში აკადემიელებს სხვაობის აღმოფხვრის ძალა არ ეყოთ  და შეხვედრა  64:74 დათმეს.

გამარჯვებულებს 17 ქულით, 5 მოხსნით და 6 შედეგიანი გადაცემით ბუბა კვიმსაძემ ულიდერა, 14 ქულა და 8 მოხსნა დააგროვა გიორგი ბარბაქაძემ, ლევან გრძელიძემ კი 13 ქულა მიითვალა.

,,შსს აკადემიაში’’ 12 ქულით, 6 მოხსნით და 5 პასით გიორგი ცინცაძე გამოირჩა, 11-11 ქულა კი ბექა წივწივაძის და ბექა ჩიკვილაძის ანგარიშზე დაგროვდა.

,,ქუთაისი’’ – ,,შსს აკადემიის’’ მეორე მატჩიც  6 დეკემბერს, აკადემიის დარბაზში გაიმართება.

მატჩისშემდგომი კომენტარები

ბათუმი – სოხუმი  80:65

მიხეილ კობეშავიძე („ბათუმის“ მთავარი მწვრთნელი):   მადლობას გადავუხდი ჩემს ბიჭებს. გუნდი არ არის კარგად შეთამაშებული, შედეგის მიღწევისთვის გარკვეული დროა საჭირო. გაცილებით მეტს ველოდები ჩემი გუნდისგან.

ვაჟა კვარაცხელია („სოხუმის“ მთავარი მწვრთნელი): მივულოცავ „ბათუმს“, კარგად იასპარეზა და ბრწყინვალე ლეგიონერები ჰყავს. თამაში საინტერესოდ  დაიწყო, თუმცა შემდეგ ვერ გავუძელით. დაღლილობამ იჩინა თავი. სამომავლოდ, როცა ბათუმში მოგვიწევს თამაში, აუცილებლად წინა დღეს ჩავალთ რეგიონში.

ქუთაისი – შსს აკადემია  74:64

მედეა მხეიძე („ქუთაისის“ მწვრთნელი): მივულოცავ „ქუთაისს“გამარჯვებას, ჩვენს გულშემატკივრებს და ყველა იმ ადამიანს, ვისაც დღევანდელი მოგება გაუხარდა. ეს თამაში ჩვენთვის ძალიან პრინციპული და მნიშვნელოვანი იყო. „დინამოსთან“ განცდილი მარცხის შემდეგ ეს გამარჯვება ნამდვილად გვჭირდებოდა. სუპერლიგის წინა ტურის მარცხმა გარკვეული უკმაყოფილება გამოიწვია და  გულშემტივარიც გაგვინაწყენდა.  ვიმედოვნებ, ამ მოგების შემდეგ სიტუაცია გამოსწორდება, ბევრად უკეთეს თამაშს ვაჩვენებთ და ქუთაისის სპორტის სასახლეშიც ბევრად მეტი ქომაგი მოვა.

კოტე ტუღუში (შსს აკადემიის მთავარი მწვრთნელი): როგორც მოსალოდნელი იყო დაძაბული და რთული თამაში გამოდგა. მეტოქემ თავიდანვე მოიპოვა უპირატესობა და ჩვენი შეცდომების წყალობით  წინ გასვლის საშუალება მივეცით.  ბოლომდე ვიბრძოდით, მაგრამ ქუთაისში მოგება ნამდვილი სასწაულია. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ დღევანდელი შეცდომები მაქსიმალურად გამოვასწოროთ და მესამე თამაშის საჭიროება გავხადოთ.

superleague.ge

1/4-ფინალისტთა ვინაობა ცნობილია

დღეს, საქართველოს თასის 1/8-ფინალური ეტაპის დარჩენილი მატჩები გაიმართა. მომდევნო ეტაპის საგრუზი დილამ, მეტალურგმა, სპარტაკმა, ტორპედომ, ჩიხურამ და დინამომ მოიპოვეს. შეგახსენებთ, გუშინ გამართული ორი შეხვედრის შემდეგ  1/4-ფინალში ვიტ ჯორჯია და სამტრედიაც გავიდნენ.

 

კოლხეთი  – დილა  1:1 (პირველი მატჩი 0:0)

გოლები: 0:1 წიქარიძე (3), 1:1 დათა სიჭინავა (84)

 

მეტალურგი  – ზუგდიდი 5:0 (პირველი მატჩი 2:0)

გოლები: 1:0 კაკაშვილი (33), 2:0, 3:0, 4:0 სიხარულიძე (47, 49, 55), 5:0 ტორონჯაძე (75)

 

ტორპედო  – მერანი  3:4 (პირველი მატჩი 3:0)

გოლები: 0:1 ფონიავა (6), 1:1 ჩაკვეტაძე (21), 2:1 კვერნაძე (22), 2:2 ფონიავა (54), 2:3, 2:4 ჩიმაკაძე (57, 65), 3:4 კვასხვაძე (73)

 

ზესტაფონი – ჩიხურა  0:1 (0:0)

გოლი: 0:1 ღონღაძე (20)

 

დინამო თბილისი – შუქურა  3:1 (1:1)

გოლები: 0:1 ხოჭოლავა (71), 1:1 ჩირგაძე (84), 2:1 პარუნაშვილი (87), 3:1 ლობჟანიძე (90)

საპოვნელა  – სპარტაკი  0:0 (პირველი მატჩი 0:3)

ბათუმელებმა სამბურთიანი უპირატესობა გაანიავეს

დღეს, საქართველოს თასის 1/8 ფინალური ეტაპის ორი განმეორებით მატჩი გაიმართა. სამტრედიაში ადგილობრივმა კლუბმა ბათუმი “დინამოს” უმასპნიძლა და გასვლით მატჩში მარცხის (1:4) შემდეგ, საკუთარ მოედანზე მეტოქეს სამი უპასუხო გოლი გაუტანა და მომდევნო ეტაპის საგზური მოიპოვა.

1/4-ფინალში თამაშის უფლება “ვიტ ჯორჯიამაც” მიიღო, რომელიც გორში ესტუმრა ბოლნისის “სიონს”. “ვეტერინარებმა” პირველ შეხვედრაში ერთბურთიანი სხვაობა მოიპოვეს. დღეს გამართული განმეორებითი შეხვედრა კი შედეგიანი ფრით, 3:3 დასრულდა და შემდეგ ეტაპზე ბერიძის გუნდი გავიდა.

ხვალ 1/8-ფინალური ეტაპის დარჩენილი მატჩები გაიმართება

“კოლხეთი”  – “დილა”  (0:0)

“საპოვნელა” – “სპარტაკი” (0:3)

“ტორპედო”  – “მერანი”  (3:0)

“მეტალურგი”  – “ზუგდიდი” (2:0)

“ზესტაფონი” – “ჩიხურა” (0:0)

“დინამო”  – “შუქურა”  (1:1)