პირველი მერვედფინალური მატჩი

2014 წლის 17 ნოემბერს გაიმართა დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს ეროვნული თასის რიგით XXIV გათამაშების პირველი მერვედფინალური მატჩები. საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ივანწმინდის სტადიონზე ადგილობრივმა ”ჩიხურამ” საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონს” უმასპინძლა.

საჩხერელთა და ზესტაფონელთა შორის დღეს გამართული სათასო დაპირისპირების პირველი ნახევარი თანაბარ ბრძოლაში წარიმართა. მოედანზე მიმდინარეობდა ბრძოლა ტერიტორიული უპირატესობის დასაუფლებლად, რამაც თამაშის სანახაობრივ მხარეს გარკვეული დაღი დაასვა.

სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ პირველ ტაიმში თამაში სანახაობრივი ვერ გამოდგა. გუნდები ოპონენტის მეკარისათვის დისკომფორტის შექმნას ძირითადად შორიდან დარტყმებით ცდილობდნენ, თუმცა ბოიან პავლოვიჩიც და მაქსიმე ქვილითაიაც თავის მოვალეობას უშეცდომოდ ასრულებდნენ.

თანაბარ ბრძოლაში გალეული პირველი ტაიმისგან განსხვავებით, მეორეში სტუმართა ტერიტორიული და სათამაშო უპირატესობა გამოიკვეთა – ზესტაფონელები ბურთსაც მეტად აკონტროლებდნენ და მეტოქის კართან მომენტებსაც ქმნიდნენ. გოლის გატანის პირველი რეალური შესაძლებლობა მიეცა ჯაბა დვალს, თუმცა ახლო მანძლიდან მისი დარტყმულის მოგერიება საჩხერელთა გოლკიპერმა თავგანწირულ ნახტომში მოახერხა.

მალევე ერთსა და იმავე შეტევაში გატანასთან ძალიან ახლოს იყვნენ ავთო ენდელაძე და მიხეილ სარდალიშვილმა, მაგრამ ერთმა ძალიან ხელსაყრელი პოზიციიდან დარტყმას პარტნიორისთვის გადაცემის გაკეთება ამჯობინა, ხოლო მეორემ ბურთის შორეულ კუთხეში გადაგზავნა სცადა, თუმცა ეს არაზუსტად გააკეთა.

ზესტაფონელები მეტოქის კარის გასაღების პოვნას თამაშის ბოლომდე ცდილობდნენ და მატჩის მიწურულს საკუთარი გუნდისთვის გამარჯვების მომტანი გოლის გატანის შანსი გიორგი ილურიძეს მიეცა. მარგველთა ფორვარდი საჩხერელთა საჯარიმოში კარგად შეიჭრა და უძლიერესად დაარტყმა, თუმცა ბურთი მცირედით ასცდა ქვილითაიას კარს. დასანანი უგოლო ფრე – 0-0.

FCZestafoni.GE

საქართველოს თასი დაიწყო

დღეს, საქართველოს დავით ყიფიანის თასის გათამაშების პირველი სამი მატჩი გაიმართა.

ბათუმის “დინამომ” “ჭიათურას” უმასპინძლა და ხუთი უპასუხო გოლი გაუტანა, გორის “დილამ” საგურამოში თბილისის “ლოკომოტივი” 3:1 დაამარცხა. წყალტობოს “სამგურალის” და ქობულეთის “შუქურას” მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა.

ხვალ

მეტალურგი-სასკო

გაგრა-ვიტ ჯორჯია

სპარტაკი-საბურთალო

სქური-კოლხეთი (ფ)

საპოვნელა-გურია

ზუგდიდი-მაჭახელა

სამგურალი-შუქურა

მერანი-მერცხალი

ჩხერიმელა-ტორპედო

მატცები 17:00 საათზე დაიწყება

თასის გათამაშების წილისყრა

დღეს, „მიხეილ მესხის“ სტადიონის მედიაცენტრში საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშების წილისყრა გაიმართა.

თასის გათამაშების პირველი 1/16 ფინალური მატჩები 19 და 20 აგვისტოს გაიმართება. გუნდები ასე დაწყვილდნენ:

19 აგვისტო
ლოკომოტივი – დილა
დინამო ბათუმი – ჭიათურა
სამტრედია – ბეთლემი (ქედა)

20 აგვისტო
მეტალურგი – სასკო
გაგრა – ვიტ ჯორჯია
სპარტაკი – საბურთალო
სქური – კოლხეთი (ფოთი)
საპოვნელა – გურია
ზუგდიდი – მაჭახელა
სამგურალი – შუქურა
მერანი – მერცხალი
ჩხერიმელა – ტორპედო

მატჩების დასაწყისი 17:00 საათზე.

სფფ-ის პრესსამსახური

თასის ფინალი მიხეილ მესხზე გაიმართება

საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშების ფინალი 21 მაისს გაიმართება. გადამწყვეტ შეხვედრასს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი უმასპინძლებს. მატჩის დაწყების დრო ამ ეტაპზე უცნობია.

შეგახსენებთ, რომ თასის ფინალში ერთმანეთს “დინამო” და “ჩიხურა” დაუპირისპირდებიან.

თბილისელებმა ნახევარფინალში გორის “დილას” აჯობეს. “ჩიხურამ” კი, ქობულეთის “შუქურას” დამარცხება მოახერხა.

“დინამოს” მარცვალაძემ მოაგებინა

საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის მატჩი თბილისის “დინამოსა” და გორის “დილას” შორის “დინამო არენაზე” შედგა და მასპინძელთა მინიმალური გამარჯვებით დასრულდა.

ნახევარფინალური მატჩი გუნდებმა საკმაოდ ფრთხილი ტაქტიკით ჩაატარეს. “დინამოც” და რა თქმა უნდა “დილაც” პირველ რიგში საკუთარი კარის უსაფრთხოებაზე ზრუნავდნენ და შეტევებზე ნაკლებად ფირქობდნენ.

შეხვედრის პირველი ტაიმი სანახაობრივი ნამდვილად არ იყო თუ არ ჩავთვლით რამდენმე ნახევარმომენტს. აღსანიშნავია, რომ ერთ ეპიზოდში სტუმრები მთელი შემადგენლობიტ ძალიან აქტიურად ითხოვდნენ პენალტს. “დილას” ფეხბურთელების აზრით კუთხურიდან მოწოდებული ბურთი კვირველიას ხელზე მოხვდა. თუმცა, არბიტრმა თამაშის წესების დარღვევა აღნიშნულ ეპიზოდში ვერ დაინახა.

ტაიმის ბოლოს “დინამოელებს” საკმაოდ კარგი სტანდარტის შესრულების საშუალება მიეცათ. მარჯვენა ფლანგიდან ჯარიმა ჩისკომა ჩააწოდა მარცვალაძემ კი, ტექტნიკური თავურით ბურთი ლეგაშვილის კარში გადაგზავნა – 1:0.

შეხვედრის მეორე ნახევარი პირველი მსგავსი სცენარით წარიმართა. ხიფათი ორივე გუნდის კართან უფრო მეტჯერ შეიმნა. რეალური მომენტი ირაკლი ძარიას ჰქონდა, თუმცა ლეგაშვილმა მას ახლო მანძილიდან დარტყმული ბურთი აუღო.

პირველი შეხვედრის შედეგი გადამწყვეტ უპირატესობას არცერთ გუნდს არ ანიჭებს, ამიტომ ფინალისტის ვინაობა განმეორებით მატჩში, გორში გადაწყდება.

დინამო: ლორია, ხიდეშელი, ცინცაძე, მოდებაძე (პაპუნაშვილი), ხურცილავა, კვირკველია, მარცვალაძე, რეხვიაშბილი, ჩისკო (ჯანელიძე), გლიშიჩი (მერებაშვილი), ძარია.

დილა: ლეგაშვილი, ორბელაძე, კობახიძე (გურეშიძ), ხიზანეიშვილი, კვახაძე, სადაღაშვილი (ჯიშკარიანი), შალამბერიძე, რაზმაძე, ბოლქვაძე, კოშკაძე (ხოჯავა), ბერიაშვილი.

 

მატჩის შემდეგ

გია გიგატაძე (დილა): “დღევანდელი თამაშის გეგმა თითქმის ბოლომდე შევასრულეთ. დინამო საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია და სამწუხაროდ ერთი შეცდომაც არ გვაპატია. შანსები 50/50-ზეა. ყველაფერი გორში გადაწყდება, სადაც გულშემატკივარი ჩვენი მე-12 მოთამაშე იქნება”

მალხაზ ჟვანია (დინამო): “პირველ რიგში, ჩვენი გუნდის პრეზიდენტ, ბატონ რომან ფიფიას მინდა მივულოცო დაბადების დღე. რაც შეეხება თამაშს, ძალიან რთული გამოდგა, რაც იმან განაპირობა, რომ თითქმის ყოველ ოთხ დღეში ერთხელ გვიწევს თამაში. გუნდს ნაწილობრივ დაღლილობა ეტყობდა. მაგრამ, დღევანდელი გეგმა, რომ გოლი არ გაგვეშვა შესრულდა. ყველაფერი გორში გადწყდება”

თასის მეორე 1/2-ფინალური შეხვედრა ქობულეთში გაიმართა, სადაც “შუქურამ” “ჩიხურას” უმასპინძლა და 1:2 დამარცხდა.

ასევე გაიმართა საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის გადადებული მატჩი “გურიასა” და “სიონს” შორის, რომელიც ბოლნისელების გამარჯვებით 2:1 დასრულდა.

IMG_9374

IMG_9375

IMG_9376

IMG_9369

IMG_9370

IMG_9378IMG_9385IMG_9381IMG_9354

დინამო - დილა

დინამო - დილა

დინამო - დილა

დინამო - დილა

დინამო - დილა

დინამო - დილა

IMG_9501

IMG_9361

მარიამ ნიშნიანიძის ფოტოები 

საქართველოს თასის მფლობელი ქუთაისი გახდა

საქართველოს თასის ახალი მფლობელი “ქუთაისია”. სპორტის სასახლეში გამართული ფინალი “სოხუმსა” და “ქუთაისს” შორის იმერელთა გამარჯვებით დასრულდა. ფინალური მატჩი საკმაოდ სანახაობრივი და საინტერესო გამოდგა. ქვეყნის მთავარ არენაზე მოსულ მრავალრიცხოვან გულშემატკივარს იმედები ნამდვილად გაუმართლდა.

3 მეოთხედის განმავლობაში საკმაოდ დაძაბული და საინტერესო ბრძოლა მიმდინარეობდა. მიუხედავად ყველასთვის ცნობილი პრობლემებისა, “სოხუმელები” ღირსეულად ებრძოდნენ ძლიერ მეტოქეს. თუმცა, სწორედ მესამე მეოთხედის ბოლოს ნომინალურ მასპინძლებს დაღლა დაეტყოთ. ფაშაებისა და ბარბაქაძის კარგი თამაშის წყალობით გადამყწვეტ მეოთხედამდე ქუთაისელები  58:49  დაწინაურდნენ.

აღნიშნული უპირატესობა ქუთათურებმა ბოლო მეოთხედში გაზარდეს საბოლოო გამაჯვებაც მოიპოვეს – 66:81.

აღსანიშნავია, რომ გამარჯვებულთა რიგებში 10-ქულიან ზღვარს ექვსმა მოთამაშებ გადააბიჯა. საუკეთესო ბომბარდირი 18 ქულით ზაურ ფაშაევი გახდა, ხოლო მატჩის საუკეთესო მოთამაშედ გიორგი ბარბაქაძე იქნა დასახელებული.

სამწუხაროდ, ფინალს არც უსიამოვნო ინციდენტის გარეშე ჩაუვლია. მატჩის დასაწყისში ქუთაისელთა გულშემატკივრების ნაწილმა მოედანზე სცადა შეჭრა. სავარაუდოდ, ფანები მსაჯობით იყვნენ უკმაყოფილოები.

სტატისტიკა 

მატჩის შემდეგ

მედეა მხეიძე(,,ქუთაისის’’ მწვრთნელი): მინდა ყველას მადლობა გადავუხადო, მთლიანად გუნდს, ჩვენს გულშემატკივრებს და ყველას, ვისაც ჩვენი წარმატება გაუხარდა. თავიდანვე ვიცოდით, რომ ფინალი ასეთი დაძაბული იქნებოდა. წინასამატჩო პრესკონფერენციაზეც აღვნიშნე, რომ ასეთი თამაშების წინ პროგნოზის გაკეთება რთულია, ეს გამართლდა კიდეც. ორივე გუნდს ჰქონდა თავისი პლიუსები და უპირატესობა, ,,სოხუმის’’ ბიჭები კარგად შეთამაშებული იყვნენ და პირველ ტაიმში გარედან საკმაოდ კარგად ესროდნენ, რასაც ჩვენს გუნდზე ვერ ვიტყვით. ამას ფინალის თანმდევი ნერვილობა და დაძაბულობა იწვევს, როგორი გამოცდილი და ძლიერი გუნდიც არ უნდა იყო, ფინალში მაინც დაძაბული ხარ. მეორე ნახევარში უფრო კარგად ვიასპარეზეთ, გუნდურად ვითამაშეთ, ფარქვეშაც და პერიმეტრზეც უკეთ წაგვივიდა თამაში. ,,სოხუმი’’ ემოციურად და ფიზიკურად საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში მოვიდა ფინალამდე და მინდა მათ დიდი მადლობა გადავუხადო ასეთი შეხვედრისთვის. დარმწუნებული ვარ, ერთნაირ პირობებში რომ ვყოფილყავით, შეიძლებოდა სხვანაირი შედეგი დამდგარიყო.

ვაჟა კვარაცხელია(,,სოხუმის’’ მთავარი მწვრთნელი): ვულოცავ ,,ქუთაისს’’ გამარჯვებას, დამსახურებულად მოიგეს, ძლიერი ჯგუფი გაიარეს და ფინალშიც წარმატებულად იასპარეზეს. ,,ქუთაისი’’ ქართული კალათბურთის ბრენდია. ამ გუნდის წინააღმდეგ თამაში ყოველთვის გვიჭირს. წინასწარ ვიცოდით, რომ რთული მატჩი იქნებოდა. დიდ მადლობას ვუხდი ჩემს ბიჭებს, რომლებიც ფინალამდე დიდი ბრძოლის ხარჯზე მოვიდნენ. დღეს ვეღარ გავუძელით სტრესს, ფსიქოლოგიურად ვერ მოვამზადე ბიჭები სათანადოდ, სკამიც ვერ გამოვიყენეთ. ამ თამაშის წაგებას, პირველ რიგში, ჩემს თავზე ვიღებ. მეორე მხრივ, ჩვენმა ფინანსურმა პრობლემებმაც სერიოზული გავლენა იქონია. ლეგიონრები რომ არ წასულიყვნენ, ალბათ სხვანაირ შედეგს ვიხილავდით.

გიორგი ბარბაქაძე(,,ქუთაისი’’): უპირველეს ყოვლისა, მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ჩვენს გულშემატკივარს, რომელიც თბილისში ჩამოვიდა და ბოლომდე გვერდში დაგვიდგა. რაც შეეხება თამაშს, კარგი ფინალი შედგა, დაძაბული თამაში იყო, ფაქტობრივად, ბოლო პერიოდში გადაწყდა მატჩის ბედი. ფსიქოლოგიურადაც და ფიზიკურადაც ვემზადებოდით ამ თამაშისთვის, ყველაფერი გავაკეთეთ, რომ საწადელისთვის მიგვეღწია და შედეგიც სახეზეა. დიდ მადლობას ვეტყვი ,,სოხუმის’’ გუნდს, ბიჭებმა ყველაფერი ჩადეს ამ თამაშში და დაამტკიცეს, რომ არ იმსახურებენ ასეთ მდგომარეობაში ყოფნას. იმედია, მათი პრობლემები გადაწყდება და გუნდს უპატრონოდ აღარავინ დატოვებს.

გრიგოლ შვანგირაძე(,,სოხუმი’’): პირველ რიგში, ვულოცავ ,,ქუთაისის’’ გუნდს დამსახურებულ გამარჯვებას. ასეთი თამაშის წინ პროგნოზების გაკეთება ნამდილად რთულია. მესამე მეოთხედამდე დაძაბული შეხვედრა იყო, შემდეგ კი კონტრშეტევებში გაგვტეხა მეტოქემ და ბევრი შეცდომა დავუშვით. ბევრი ფაქტორი იყო, რამაც გავლენა იქონია ჩვენს თამაშზე, იმ პირობების და ფინანსური პრობლემების გათვალისწინებით, რომელშიც ,,სოხუმის’’ გუნდია, ფინალში გასვლაც დიდი წარმატება იყო. ვამაყობ ჩემი გუნდით. ,,ქუთაისს’’ კი კიდევ ერთხელ მივულოცავ თასის მოგებას.

IMG_8019

IMG_8066

IMG_8153

IMG_8280

IMG_8319

IMG_8368

IMG_8136

IMG_8377

IMG_8416

IMG_8421

IMG_8425

IMG_8439

 

IMG_8407

IMG_8470

მარიამ ნიშნიანიძის ფოტოები

საქართველოს თასს ახალი მფლობელი ეყოლება: სოხუმი VS ქუთაისი

29 მარტს, 14:00 საათზე, თბილისის სპორტის სასახლეში საქართველოს თასის გათამაშების ფინალი გაიმართება. ერთმანეთს შეხვდებიან გუნდები, რომლებსაც აქამდე არასდროს არ მოუგიათ აღნიშნული ტიტული. ფინალში, სეზონის ერთ-ერთი პრესტიჟული ტიტულისთვის „სოხუმი“ და „ქუთაისი-2010“ დაუპირისპირდებიან.

„ქუთაისი“ გასულ წელს პირველად გავიდა თასის ფინალში, თუმცა „არმიასთან“ დამარცხდა, „სოხუმი“ კი სატიტულო მატჩშიც არასდროს ყოფილა. 2013 წლის თასის გათამაშებაში ამ გუნდებმა ფინალამდე რთული გზა გამოიარეს.

მეოთხედფინალურ სერიაში „სოხუმმა“ ორი მატჩის ჯამში (109:86, 73:80) „ბათუმი“ დაამარცხა, ხოლო ნახევარფინალში გათამაშებიდან თბილისის „დინამო“ (70:64, 71:73) გამოთიშა. ქუთაისელებმა თასის გათამაშების პირველ საპლეიოფო სერიაში „შსს-აკადემიას“ აჯობეს (76:79, 102:91), ნახევარფინალში კი „არმია“ 2 მატჩის ჯამში (70:64, 78:74) დაამარცხეს.

თასის გათამაშება 2003 წლიდან იმართება. წლევანდელი გათამაშება რიგით მე-12-ა. ყველაზე მეტჯერ, 2-2-ჯერ, საქართველოს თასი „თბილავიამშენს“ და „არმიას“ მოუგია. დღეს თასს ახალი მფლობელი ეყოლება: „სოხუმი“ ან „ქუთაისი“.

gbf.ge

თასის ნახევარფინალები ცნობილია

28 მარტს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის საპრესკონფერენციო დარბაზში საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის 1/2-ფინალების წილისყრა გაიმართა.

გუნდები ასე დაწყვილდნენ:

“დინამო” – “დილა”

“შუქურა” – “ჩიხურა”

პირველი შეხვედრები 8 აპრილს შედგება, ხოლო საპასუხო მატჩები 23 აპრილს შედგება.

ნახევარფინალისტთა ვინაობა ცნობილია

დღეს, დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის 1/4 ფინალური შეხვედრები გაიმართა. შედეგად გათამაშების ნახევარფინალში ითამაშებენ: “ჩიხურა”, “დილა”, “შუქურა” და “დინამო თბილისი”.

 

 

 

 

 

გაგაცნობთ შეხვედრების ანგარიშებს:

დილა 2-0 ტორპედო

გოლები: შალამბერიძე 3′; გურეშიძე 61′

პირველი მატჩი: 2:1

 

მერანი 2-2 შუქურა (შეწყდა ბოლო წუთებზე)

გოლები: კაკალაძე 17′ (0:1). ციცხვაია 25′ (1:1); ფონიავა 60′ (2:1); ჩელებაძე 72′ (2:2)

პირველი მატჩი: 0:0

 

ჩიხურა 2-1 სიონი

გოლები: გოგობერიშვილი 54′ (0:1); ოდიკაძ 74′ (1:1); კვასხვაძე 90′ (2:1)

პირველი მატჩი: 1:1

 

დინამო 4-1 მეტალურგი

გოლები: გორგიაშვილი 3′ (1:0); მერებაშვილი 15′  (2:0); ჩისკო 39′ (3:0); გლიშიჩი 47′ (4:0); ჩიმაკაძე 59′ (4:1)

პირველი მატჩი: 2:0

“დინამოს” სათასო რევანში

სათასო დაპირისპირებების უკანასკნელი შეხვედრა თბილისში, “დინამო არენაზე” გაიმართა, სადაც ერთმანეთს კვლავ “დინამო” და “მეტალურგი” დაუპირისპირდნენ.

დღევანდელი შეხვედრა ჩემპიონატის მატჩისგან განსხვავებული გამოვიდა. ორბურთიანი უპირატესობის მქონე მასპინძლებმა საკმაოდ კარგი, სწრაფი და ლამაზი ფეხბურთით მოახერხეს მეტოქის დიდი ანგარიშით დამარცხება. “მეტალურგი” კი 3 დღის წინ მოთამაშე გუნდ აღარ გავდა…

ანგარიში მატჩის დებიუტში გაიხსნა. მე-3 წუთზე მარჯვენა ფლანგიდან განვითარებული სწრაფი შეტევის შემდეგ საჯარიმოში დასარტყმელ პოზიციაზე გორგიაშვილი აღმოჩნდა და “დინამოს” რიგებში სადებიუტო გოლიც გაიტანა – 1:0.

მასპინძელთა შეტევები ამის შემდეგაც გრძელდებოდა. მე-15 წუთზე მეკარესთან პირისპირ მარცვალაძე აღმოჩნდა. ბედიაშვილმა ოთარს არ გაატანინა, თუმცა რუსთაველთა კიპერმა შემტევი თამაშის წესების დარღვევით შეაჩერა. ოთარ ხეცაძემ “მეტალურგის” კარში პენალტი დანიშნა, ბედიაშვილი კი გააფრთხილა. მერებაშვილმა წერტილიდან ზუსტად დაარტყა – 2:0.

დინამოელები არც ამის შემდეგ გაჩერებულან. “მეტალურგს” სახიფათო მომენტი ფაქტობრივად არ შეუქმნია, მასპინძლებმა კი 39-ე წუთზე კიდევ ერთი გოლი გაიტანეს. რეხვიაშვილის შესანიშნავ გადაცემას საჯარიმო მოედანში ჩისკო გამოეხმაურა და ეფექტური დარტყმით დალაშქრა “მეტალურგის” კარი.

მეორე ტაიმი პირველის მსგავსი სცენარით დაიწყო. დინამოელებმა კვლავ შესძლეს სწრაფი გოლის გატანა. 47-ე წუთზე ჩისკოს შესანიშნავ გადაცემას დარკო გლიშიჩი გამოეხმაურა და აუღელვებლად გაიტანა ბედიაშვილის კარი.

ამის შემდეგ კი რუსთაველების ჯერიც დადგა. 53-ე წუთზე გოგინაშვილის გარღვევას მასპინძელთა საჯარიმოში არეულობა მოჰყვა. გველესიანმა უხერხულად მოიგერიებული ბურთი კი მცირე მანძილით ასცდა ლორიას კარს.

სტუმრებმა პრესტიჟის გოლი მაინც გაიტანეს. 59-ე წუთზე ჩიმაკაძემ საბოლო ანგარიში დააფიქსირა – 4:1.

დინამო: ლორია, გორგიაშვილი, მერებაშვილი, ხურცილავა, პაპავა, მარცვალაძე, რეხვიაშვილი, ჩისკო (მოდებაძ 71′), გველესიანი, გლიშიჩი, ძარია (გოგა 63′).

მეტალურგი: ბედიაშვილი, მიქაბერიძე (ვასაძე 60′), ჩიმაკაძე, ექვთიმიშვილი,  საჯაია, კაკაშვილი (გოგინაშვილი 46′), ლომაია, დობროვოლსკი, ქავთარაძე, მახვილაძე, ცნობილაძე.

გოლები: გორგიაშვილი 3′ (1:0); მერებაშვილი 15′ (2:0); ჩისკო 39′ (3:0); გლიშიჩი 47′ (4:0); ჩიმაკაძე 59′ (4:1);

 

მატჩის შემდეგ

ვარლამ კილასონია: მივულოცავ “დინამოს” დამსახურებულ გამარჯვებას და შემდეგ ეტაპზე წარმატებებს ვუსურვებ. საშინაო თამაშის წაგების შემდეგ ვიცოდით, რომ დღესაც რთული მატჩი გვექნებოდა. ბიჭებს არ სჯეროდათ, რომ წარმატების მიღწევა შესაძლებელი იყო. ალბათ ეს ჩემი ბრალიც არის. პირველ ტაიმში შეინიშნებოდა მოტივაციის ნაკლებობაც. ფეხბურთელებმა ჩათვალეს, რომ ექსვეულში შესვლით სეზონის დაამთავრეს, რაც არ უნდა იყოს მათთვის დამაკმაყოფილებელი. ამას “მეტალურგში” არსებული ფინანსური პრობელმებიც ემატება, რაც მძიმე საერთო სურათს ქმნის. 

მალხაზ ჟვანია: მთელი მატჩის განმავლობაში ვფლობდით უპირატესობას. ძალიან კარგი და სასიხარულოა, რომ ჩემპიონატის მატჩის შემდეგ მოვახერხეთ შეცდომების გამოსწორება. მომავალშიც ასე უნდა გავაგრძელოთ. 

ფოტო: fcdinamo.ge

საქართველოს თასს ახალი მფლობელი ეყოლება

მოგება, რომელიც წაგების ტოლფასია და მარცხი, რომელიც გამარჯვებას უდრის. საქართველოს თასის გათამაშების ნახევარფინალურ სერიაში თბილისის „დინამომ“ 73:71 დაამარცხა „სოხუმი, მაგრამ ფინალში სოხუმელები გავიდნენ. ვაჟა კვარაცხელიას გუნდმა 2 დღის წინ 70:64 მოუგო დინამოელებს და სერიაში 6-ქულიანი მარაგი შეიქმნა. დღეს კი, მხოლოდ 2 ქულით დამარცხდა და ფინალში გავიდა.

„სოხუმი“ გახდა ერთადერთი გუნდი, რომელიც მიმდინარე სეზონში აქამდე ჩატარებულ ყველა ტურნირის ფინალში გავიდა. სოხუმელებმა დუდუ დადიანის მემორიალი მოიგეს, საკანდელიძე-ქორქიას ხსოვნის ტურნირის ფინალში „დინამოსთან“ დამარცხდნენ, დღეს კი თასის გათამაშების სატიტულო შეხვედრაში თამაშის უფლება მოიპოვეს.

სოხუმელები ფინალში „ქუთაისს“ შეხვდებიან, რომელმაც დღესვე, საკალათბურთო აკადემიის დარბაზში „არმია“ 78:74 დაამარცხა. ქუთასისელებს 2 დღის წინ საკუთარ ქალაქში „არმია“ 6 ქულით ჰყავდა დამარცხებული და კარგად დაწყებული საქმის ბოლომდე მიყვანა მოახერხეს.  ამგვარად, საქართველოს თასს ახალი მფლობელი ეყოლება – აქამდე ეს ტიტული არც „ქუთაისს“ აქვს მოგებული და არც – „სოხუმს“.

„დინამოსა“ და „სოხუმის“ დაპირისპირება უფრო დაძაბული გამოდგა. მიუხედავად მოკლე სათადარიგო სკამისა, სოხუმელებმა გაუძლეს სუპერლიგის ლიდერ და არაერთი ლეგიონერის მყოლ „დინამოს“. დაცვაში შეუპოვარი თამაშისა და გააზრებული შეტევების წყალობით კვარაცხელიას გუნდი მთელი თამაში კუდში მისდევდა დინამოელებს – მათ სოლიდურად დაწინაურების საშუალებას არ აძლევდა. ირაკლი ხოშტარიას გუნდმა მეორე და მესამე პერიოდში ორჯერ მიაღწია 9-ქულიან ლიდერობას, მაგრამ სოხუმელებმა ჩამორჩენა ორჯერვე მნიშვნელოვნად შეამცირეს.

ბოლო მეოთხედის წინ „დინამო“ 7 ქულით იგებდა და წარმატების მისაღწევად ამ ლიდერობის შენარჩუნება სჭირდებოდა. მესამე პერიოდში შესანიშნავად ითამაშა მილოშ პეშიჩმა, რომელმაც 3 ორქულიანს პერიოდის ბოლოს 3-იანიც მოაყოლა და გადამწყვეტი ათწუთეულის წინ დინამოელები 52:45 დააწინაურა.

ბოლო მეოთხედი გრიგოლ შვანგირაძის სამქულიანით გაიხსნა, რითაც სოხუმელებს მეორე სუნთქვა გაეხსნათ. ირაკლი ჩლაიძემ, რომელმაც ბოლო მეოთხედამდე 11 სამქულიანი ააცილა, თამაში დასრულებამდე 8 და 6 წუთით ადრე 2 სამიანი ჩააგდო და სოხუმელთა ჩამორჩენა მინიმუმამდე შეამცირა. მალე სოხუმელები ვახტანგ ქადარიამ დააწინაურა და „დინამო“ ნახევარფინალიდან გავარდნის ზღვარზე მივიდა.

ყველაფერი ბოლო წუთზე გადაწყდა, როცა გრიგოლ შვანგირაძემ 2 საჯარიმო ჩააგდო, ანგარიში 67:67 გახადა და დინამოელები ურთულესი ამოცანის წინაშე დააყენა – ირაკლი ხოშტარიას გუნდს 30 წამში მინიმუმ 6 ქულით უნდა მოეგო, რაც ურთულესი შესასრულებელი იყო და დინამოელებმა ვერც მოახერხეს.

სოხუმელთაგან ბომბარდირობა ვახტანგ ქადარიამ და ირაკლი ჩლაიძემ გაიყვეს, გრიგოლ შვანგირაძემ 17 ქულა მიითვალა, ჯერემი საიმონსმა კი შეხვედრა ორმაგი დუბლით – 10 ქულითა და 15 მოხსნით დაასრულა.

„ქუთაისი“ – „არმიას“ დაპირისპირების გმირი აკაკი დვალიშვილი გახდა, რომელმაც შეხვედრა 27 ქულით, 14 მოხსნით და 4 დაფარებით დაასრულა. არმიელებმა თამაში კარგად დაიწყეს და სადებიუტო მეოთხედის ბოლოს სერიის პირველი მატჩის შემდეგ შექმნილი ჩამორჩენა თითქმის გააბათილეს – 23:18.

მეორე მეოთხედში ქუთაისელებმა სწრაფი და ზუსტი თამაშის წყალობით 4-წუთიანი მონაკვეთი 12:0 მოიგეს და 27:23 დაწინაურდნენ. თამაში გათანაბრდა და მესამე პერიოდამდე ლიდერი არაერთხელ შეიცვალა. საკვანძო გამოდგა ლევან ცეკვავას ზედიზედ ჩაგდებული 2 სამქულიანი, რის შემდეგაც სტუმრები 47:41 დაწინაურდნენ. მთლიანობაში, მე-3 პერიოდში ცეკვავამ 11 ქულა ჩააგდო და მნიშვნელოვან წილად განაპირობა „ქუთაისის“ 60:56 დაწინაურება ბოლო მეოთხედის წინ.

გადამწყვეტ წუთებში „არმია“ ეცადა, მაგრამ გააზრებულად მოთამაშე ქუთაისელების წინააღმდეგ ვერას გახდა. იმერულმა კლუბმა შინ მოპოვებულ 6-ქულიან ჰანდიკაპს თბილისში ოთხიც მიუმატეს და ფინალში დამსახურებულად გავიდნენ.

დვალიშვილის შემდეგ „ქუთაისში“ საუკეთესო შედეგი ლევან ცეკვავას ჰქონდა – 19 ქულა, 7 პასი. 12 ქულა მიითვალა გიორგი ბარბაქაძემ, ზაურ ფაშაევმა კი შეხვედრა 10 ქულით და 8 პასით დაასრულა.

თასის გათამაშების ფინალური მატჩი 29 მარტს თბილისში გაიმართება, რომლის ჩატარების ადგილიც მოგვიანებით გაირკვევა.

 

მატჩისშემდგომი კომენტარები:

დინამო -სოხუმი  73:71

ირაკლი ხოშტარია  (,,დინამოს’’ მთავარი მწვრთნელი): მივულოცავ „სოხუმს“გამარჯვებას და წარმატებას ვუსურვებ საქართველოს თასის  ფინალში. მხოლოდ სათამაშო პრობლემა გვაქვს, ვფიქრობ, ფსიქოლოგიურად ვერ მოვამზადე  გუნდი და ეს ორივე მარცხი ჩემი ბრალია.   მოდუნების უფლება მივეცით ჩვენს თავს, რაც მეტოქემ არ გვაპატია. ბიჭებმა  იბრძოლეს და მადლობა მათ.  რთულია ჩემპიონატის ერთ ტემპში  თამაში და გარკვეული ჩავარდნა გვაქვს,  თუმცა ამით არაფერი მთავრდება, გავაანალიზებთ ყველაფერს და ჩემპიონატისთვის მოვემზადებით.

ვაჟა კვარაცხელია (სოხუმის მთავარი მწვრთნელი):  მაგარი ბიჭები გვყავს, ნამდვილი გმირები.  დავრწმუნდი,  რომ მათ უყვართ კალათბურთი და ღირსეული მოთამაშეები არიან. დღეს რაც ვნახეთ, ეს არის ქართული კალათბურთი. ყველაზე რთული ეტაპი გავიარეთ და ახლა მნიშვნელობა არ აქვს,  გვექნება თუ არა ხელფასი. რაც არ უნდა მოხდეს, მაინც ვიბრძოლებთ.   არ აქვს მნიშვნელობა, ვინ  შეგვხვდება ფინალში, ყველაფრისთვის მზად ვართ.

ირაკლი ჩლაიძე(,,სოხუმი’’): ძალიან დაძაბული შეხვედრა გამოვიდა.ეს მოულოდნელი არ ყოფილა. ბიჭებმა ძალიან შემართებით დავიწყეთ და თავიდანვე გვჯეროდა, რომ მიზნის მიღწევას შევძლებდით. შეიძლებოდა წაგვეგო, თუმცა 5-ქულაზე მეტი სხვაობით დამარცხებას არ ვუშვებდით. გვქონდა გარკვეული ჩავარდნები, ბოლო პერიოდში რატი ბააკაშვილი  გამოგვაკლდა, თუმცა მოვახერხეთ მობილიზება, ბოლომდე ვიბრძოლეთ და თამაში სასურველი შედეგით დავასრულეთ. მინდა მადლობა გადავუხადო გუნდის ყველა მოთამაშეს და ჩვენს გულშემატკივრებს, რომლებიც ყოველთვის ბოლომდე გვიდგანან გვერდით. ამ გამარჯვებას მათ ვუძღვნით.

 

არმია – ქუთაისი  74:78

მედეა მხეიძე („  ქუთაისის“ მწვრთნელი): ისეთი შეხვედრა შედგა, როგორც საქართველოს თასის ნახევარფინალს შეეფერება. დღეს არანაკლები ბრძოლა იყო, ვიდრე ქუთაისში, სადაც როგორც მასპინძლებს, ბუნებრივია, გარკვეული უპირატესობა გვქონდა. ჩვენი ბიჭები მაქსიმალური კონცენტრაციით შეხვდნენ დღევანდელ თამაშს, იყო შეცდომებიც, მაგრამ ისინი მთლიანად დაიხარჯნენ, მოინდომეს და სწორედ ამ ფაქტორმა განაპირობა გამარჯვება. უღრმესი მადლობა მოთამაშეებს, ჩვენს ხელმძღვანელობას და რა თქმა უნდა გულშემატკივრებს, რომლებიც ყოველთვის აქტიურად გვამხნევებენ  და ემოციურ ფონს გვიქმნიან. ფინალი უდავოდ საინტერესო იქნება, რადგან „ქუთაისმაც“  და „სოხუმმაც“ ფინალური საგზური მონდომების ხარჯზე მოიპოვა.

კოტე ტუღუში(„არმიას“ მთავარი მწვრთნელი):მივულოცავ „ქუთაისს“ ღირსეულ გამარჯვებას, რომელიც ჩვენზე კარგად აღმოჩნდა მომზადებული. სამწუხაროდ, სათანადო ძალები ვერ მოვიკრიბეთ, ორივე მატჩში უამრავი შეცდომა დავუშვით, მაგრამ სეზონი გრძელდება და ეს მარცხი ჩვენთვის კარგი გაკვეთილი იქნება.

superleague.ge

სოხუმმა და ქუთაისმა თასის ნახევარფინალი ერთნაირი გამარჯვებით დაიწყეს

თასის გათამაშების ნახევარფინალი დაძაბულად და დიდი დამთხვევით დაიწყო. სერიის პირველი მატჩები თბილისსა და ქუთაისში გაიმართა და ორივეგან გამარჯვებული დაძაბულ ბრძოლასა და ერთნაირ ანგარიშში გამოვლინდა. “ქუთაისმაც” და “სოხუმმაც” მეტოქეები 70:64 დაამარცხეს. შეგახსენებთ, რომ ნახევარფინალური სერია 2 მატჩისგან შედგება და გამარჯვებული ქულათა საერთო რაოდენობით გამოვლინდება.

ნამდვილი მოულოდნელობა იყო “სოხუმის” გამარჯვება “დინამოსთან”. ფინანსური პრობლემების წინაშე მდგარმა სოხუმელებმა, რომელმაც კრიზისის გამო 2 ლეგიონერი – პეტარ ივანიჩი და ჯოშუა ჯექსონი დაკარგეს, სუპერლიგის ლიდერი “დინამო” 6 ქულით – 70:64 დაამარცხეს.

ეს იმას ნიშნავს, რომ 1 მარტს გასამართ საპასუხო მატჩში “სოხუმს” 6-ქულიანი ფორა აქვს და თუ ეს უპირატესობა შეინარჩუნა, ფინალში გავა. სოხუმელებმა ნათელი მაგალითი აჩვენეს იმისა, თუ როგორ უნდა ბრძოლა გაცილებით ძლიერ გუნდთან. ვაჟა კვარაცხელიას გაწვრთნილმა სოხუმელები მთელი თამაში ტოლს არ უდებდნენ ლეგიონერებით გაძლიერებულ “დინამოს”. აღსანიშნავია, რომ ირაკლი ხოშტარიას გუნდს გაციების გამო ბესიკ ლეჟავა აკლდა, თუმცა მის გარეშეც საკმაოდ სოლიდური შემადგენლობა ჰყავთ დინამოელებს.

“სოხუმმა” პირველი მეოთხედი 16:15 მოიგო, მეორე მეოთხედში კი დინამოელებმა მოუმატეს და ქიენ კარტერის შედეგიანობით ლიდერობა მოიპოვეს. დიდი შესვენებისთვის ხოშტარიას გუნდი 3 ქულით დაწინაურდა და ცხადი იყო, რომ მაყურებელს საინტერესო მეორე ნახევარი ელოდა. ასეც მოხდა – სოხუმელებმა ბრძოლისა და თავდადების ხარჯზე თამაშში გარდატეხა შეიტანეს. კვარაცხელიას გუნდი მეტოქეს შეტევებს უშლიდა და სწრაფი შეტევებით, ასევე შორი სროლებით დაწინაურება მოახერხა.

მესამე პერიოდი სოხუმელებმა 20:15 მოიგეს და გადამწყვეტი მეოთხედის წინ 2 ქულით დაწინაურდნენ. ბოლო პერიოდში სოხუმელთათვის ჰაერივით საჭირო გამოდგა რატი ბააკაშვილის 3-ქულიანები და ჯერემი საიმონსისა და ვახტანგ ქადარიას ფარქვეშა აქტიურობა, რასაც ზუსტი 2-ქულიანები ერთვოდა და “სოხუმმა” ისე მიიყვანა მატჩი გამარჯვებამდე, “დინამოს” წარმატების შანსი არ ჰქონია.

“სოხუმში” 16 ქულითა და 11 მოხსნით საუკეთესო ჯერემი საიმონსი იყო. 17 ქულა და 7 მოხსნა დააგროვა ვახტანგ ქადარიამ, ხოლო რატი ბააკაშვილმა 15 ქულასთან ერთად 7 მოხსნა და 6 შედეგიანი გადაცემა მიითვალა. “დინამოში” 21 ქულით ქიენ კარტერი გამოირჩა, ხოლო სტევან მილოშევიჩმა და ბოშკო სტოიაკოვიჩმა 11-11 ქულა დააგროვეს.

ქუთაისში გამართული მატჩიც ანალოგიური სცენარით – თანაბრად განვითარდა. “არმია” მთელი შეხვედრის განმავლობაში მისდევდა “ქუთაისს”, თუმცა საბოლოოდ 6 ქულით დამარცხდა. ანგარიშში სხვაობა ბოლო მეოთხედამდე 2-4 ქულის ფარგლებში ქუთაისელთა სასარგებლოდ მერყეობდა. არმიელები ბოლომდე იბრძოდნენ და გამარჯვების შანსს ინარჩუნებდნენ, თუმცა მასპინძლებმა თავისი მაინც გაიტანეს და ნახევარფინალური სერიის საპასუხო მატჩის წინ 6-ქულიანი ფორა შეიქმნეს.

“ქუთაისში” 20 ქულით საუკეთესო ზაურ ფაშაევი გახდა, 15-15 ქულა-მოხსნა მიითვალა აკაკი დვალიშვიმა, ხოლო გოგა ცეკვავამ შეხვედრა 13 ქულით დაასრულა. “არმიაში” ბომბარდირი 17 ქულითა და 10 მოხსნით გიორგი შარაბიძე გახდა, არანაკლებ სარგებლიანი იყო ბექა წივწივაძე (17 ქულა, 9 პასი), ხოლო თემურ ბაბუნაშვილის ანგარიშზე 10 ქულა დაგროვდა.

ნახევარფინალური სერიის პასაპუხო მატჩები 1 მარტს, თბილისში, საკალათბურთო კადემიის დარბაზში გაიმართება.

 

მატჩისშემდგომი კომენტარები

სოხუმი-დინამო  70:64

ირაკლი ხოშტარია („დინამოს“ მთავარი მწვრთნელი): რთულია მთელი სეზონი ერთ დონეზე ჩაატარო, თუმცა წინ მეორე მატჩი გველოდება, ხვალ გავაანალიზებთ დღევანდელ თამაშს და განმეორებით შეხვედრაში ვეცდებით  ღირსეული რევანშის ავიღოთ. მივულოცავ „სოხუმს“ დამსახურებულ გამარჯვებას.

ვაჟა კვარაცხელია („სოხუმის მთავარი მწვრთნელი): გავმეორდები კიდევ ერთხელ და ვიტყვი  რომ დღევანდელ შეხვედრაში “დინამო” უდავო ფავორიტი იყო, რომელიც ძლიერია ყველა კომპონენტში და მას ყველა პირობა გააჩნი – დროული ხელფასი თუ საკალათბურთო ბაზა. მადლობა ჩემს ბიჭებს, რომელებიც ნამდვილი გმირები არიან. დავრწმუნდი რომ მათ ნამდვილად უყვართ კალათბურთი. ყველას ვთხოვ დაგვეხმაროს, მათ შორის მთავრობას, რათა ამ სიტუაციიდან როგორმე გამოსავალი ვიპოვოთ.

რატი ბააკაშვილი (სოხუმი): პოტენციურ საქართველოს ჩემპიონს მოვუგეთ. მადლობა ჩემს თანაგუნდელებს, განსაკუთრებით ჯერემი საიმონსს, რომელმაც ასეთი პირობებისა  და ტრავმის მიუხედავად მაინც ითამაშა და  ჩვენთან ერთად გამოვიდა მოედანზე.

 

 ქუთაისი-არმია  70:64

მედეა მხეიძე (ქუთაისის მწვრთნელი): მშვენიერი თამაში შედგა. საინტერესო გამოვიდა  განსაკუთრებით იმ მხრივ რომ არმიამ სხვადასხვა ვარიანტები შემოგვთავაზა თავდასხმაში, რაზეც აქტიურად ვრეაგირებდით დაცვაში.  შესაბამისად თამაში მრავალფეროვანი,  საინტერესო და ემოციური გამოვიდა. მატჩის დროს მცირე შეფერხება გვქონდა გულშემატკივრის მხრიდან, მაგრამ ყველაფერმა მშვიდობიანად ჩაიარა და მათ თამაშის ბოლომდე ზრდილობიანად გვიგულშემატკივრეს, რისთვისაც დიდი მადლობა მათ. რაც შეეხება ჩვენს გუნდს, მადლობა ბიჭებს, რომლებმაც შესანიშნავად იასპარეზეს. აღვნიშნავ, რომ მოედანზე  ახალგაზრდებმაც გამოიჩინეს თავი. გიორგი ცირეკიძე და ლევან გრძელიძე კარგად ჩაერთნენ თამაშში და მითითებულ დავალებებს თავი კარგად გაართვეს.

კოტე ტუღუში (არმიას მთავარი მწვრთნელი): დიდი ბრძოლა იყო  და გამარჯვებაც შეგვეძლო,  მაგრამ ბევრი შეცდომა დავუშვით და ქუთაისს მოგების შანსი მივეცით, რაც ძალიან კარგად გამოიყენა. მადლობა ქუთაისელ გულშემატკივარს, რომელიც ყოველთვის  განსაკუთრებით ალამაზებს მატჩს და დარბაზში სასიამოვნო ატმოსფეროს ქმნის. 2 დღეში მეორე თამაში გველოდება, ვეცდებით მაქსიმალურად გამოვასწოროთ შეცდომები და ჩვენს სასარგებლოდ დავასრულოდ შეხვედრა.

თასის გათამაშების ნახევარფინალი დაძაბულად და დიდი დამთხვევით დაიწყო. სერიის პირველი მატჩები თბილისსა და ქუთაისში გაიმართა და ორივეგან გამარჯვებული დაძაბულ ბრძოლასა და ერთნაირ ანგარიშში გამოვლინდა. “ქუთაისმაც” და “სოხუმმაც” მეტოქეები 70:64 დაამარცხეს. შეგახსენებთ, რომ ნახევარფინალური სერია 2 მატჩისგან შედგება და გამარჯვებული ქულათა საერთო რაოდენობით გამოვლინდება.

ნამდვილი მოულოდნელობა იყო “სოხუმის” გამარჯვება “დინამოსთან”. ფინანსური პრობლემების წინაშე მდგარმა სოხუმელებმა, რომელმაც კრიზისის გამო 2 ლეგიონერი – პეტარ ივანიჩი და ჯოშუა ჯექსონი დაკარგეს, სუპერლიგის ლიდერი “დინამო” 6 ქულით – 70:64 დაამარცხეს.

ეს იმას ნიშნავს, რომ 1 მარტს გასამართ საპასუხო მატჩში “სოხუმს” 6-ქულიანი ფორა აქვს და თუ ეს უპირატესობა შეინარჩუნა, ფინალში გავა. სოხუმელებმა ნათელი მაგალითი აჩვენეს იმისა, თუ როგორ უნდა ბრძოლა გაცილებით ძლიერ გუნდთან. ვაჟა კვარაცხელიას გაწვრთნილმა სოხუმელები მთელი თამაში ტოლს არ უდებდნენ ლეგიონერებით გაძლიერებულ “დინამოს”. აღსანიშნავია, რომ ირაკლი ხოშტარიას გუნდს გაციების გამო ბესიკ ლეჟავა აკლდა, თუმცა მის გარეშეც საკმაოდ სოლიდური შემადგენლობა ჰყავთ დინამოელებს.

“სოხუმმა” პირველი მეოთხედი 16:15 მოიგო, მეორე მეოთხედში კი დინამოელებმა მოუმატეს და ქიენ კარტერის შედეგიანობით ლიდერობა მოიპოვეს. დიდი შესვენებისთვის ხოშტარიას გუნდი 3 ქულით დაწინაურდა და ცხადი იყო, რომ მაყურებელს საინტერესო მეორე ნახევარი ელოდა. ასეც მოხდა – სოხუმელებმა ბრძოლისა და თავდადების ხარჯზე თამაშში გარდატეხა შეიტანეს. კვარაცხელიას გუნდი მეტოქეს შეტევებს უშლიდა და სწრაფი შეტევებით, ასევე შორი სროლებით დაწინაურება მოახერხა.

მესამე პერიოდი სოხუმელებმა 20:15 მოიგეს და გადამწყვეტი მეოთხედის წინ 2 ქულით დაწინაურდნენ. ბოლო პერიოდში სოხუმელთათვის ჰაერივით საჭირო გამოდგა რატი ბააკაშვილის 3-ქულიანები და ჯერემი საიმონსისა და ვახტანგ ქადარიას ფარქვეშა აქტიურობა, რასაც ზუსტი 2-ქულიანები ერთვოდა და “სოხუმმა” ისე მიიყვანა მატჩი გამარჯვებამდე, “დინამოს” წარმატების შანსი არ ჰქონია.

“სოხუმში” 16 ქულითა და 11 მოხსნით საუკეთესო ჯერემი საიმონსი იყო. 17 ქულა და 7 მოხსნა დააგროვა ვახტანგ ქადარიამ, ხოლო რატი ბააკაშვილმა 15 ქულასთან ერთად 7 მოხსნა და 6 შედეგიანი გადაცემა მიითვალა. “დინამოში” 21 ქულით ქიენ კარტერი გამოირჩა, ხოლო სტევან მილოშევიჩმა და ბოშკო სტოიაკოვიჩმა 11-11 ქულა დააგროვეს.

ქუთაისში გამართული მატჩიც ანალოგიური სცენარით – თანაბრად განვითარდა. “არმია” მთელი შეხვედრის განმავლობაში მისდევდა “ქუთაისს”, თუმცა საბოლოოდ 6 ქულით დამარცხდა. ანგარიშში სხვაობა ბოლო მეოთხედამდე 2-4 ქულის ფარგლებში ქუთაისელთა სასარგებლოდ მერყეობდა. არმიელები ბოლომდე იბრძოდნენ და გამარჯვების შანსს ინარჩუნებდნენ, თუმცა მასპინძლებმა თავისი მაინც გაიტანეს და ნახევარფინალური სერიის საპასუხო მატჩის წინ 6-ქულიანი ფორა შეიქმნეს.

“ქუთაისში” 20 ქულით საუკეთესო ზაურ ფაშაევი გახდა, 15-15 ქულა-მოხსნა მიითვალა აკაკი დვალიშვიმა, ხოლო გოგა ცეკვავამ შეხვედრა 13 ქულით დაასრულა. “არმიაში” ბომბარდირი 17 ქულითა და 10 მოხსნით გიორგი შარაბიძე გახდა, არანაკლებ სარგებლიანი იყო ბექა წივწივაძე (17 ქულა, 9 პასი), ხოლო თემურ ბაბუნაშვილის ანგარიშზე 10 ქულა დაგროვდა.

ნახევარფინალური სერიის პასაპუხო მატჩები 1 მარტს, თბილისში, საკალათბურთო კადემიის დარბაზში გაიმართება.

 

მატჩისშემდგომი კომენტარები

სოხუმი-დინამო  70:64

ირაკლი ხოშტარია („დინამოს“ მთავარი მწვრთნელი): რთულია მთელი სეზონი ერთ დონეზე ჩაატარო, თუმცა წინ მეორე მატჩი გველოდება, ხვალ გავაანალიზებთ დღევანდელ თამაშს და განმეორებით შეხვედრაში ვეცდებით  ღირსეული რევანშის ავიღოთ. მივულოცავ „სოხუმს“ დამსახურებულ გამარჯვებას.

ვაჟა კვარაცხელია („სოხუმის მთავარი მწვრთნელი): გავმეორდები კიდევ ერთხელ და ვიტყვი  რომ დღევანდელ შეხვედრაში “დინამო” უდავო ფავორიტი იყო, რომელიც ძლიერია ყველა კომპონენტში და მას ყველა პირობა გააჩნი – დროული ხელფასი თუ საკალათბურთო ბაზა. მადლობა ჩემს ბიჭებს, რომელებიც ნამდვილი გმირები არიან. დავრწმუნდი რომ მათ ნამდვილად უყვართ კალათბურთი. ყველას ვთხოვ დაგვეხმაროს, მათ შორის მთავრობას, რათა ამ სიტუაციიდან როგორმე გამოსავალი ვიპოვოთ.

რატი ბააკაშვილი (სოხუმი): პოტენციურ საქართველოს ჩემპიონს მოვუგეთ. მადლობა ჩემს თანაგუნდელებს, განსაკუთრებით ჯერემი საიმონსს, რომელმაც ასეთი პირობებისა  და ტრავმის მიუხედავად მაინც ითამაშა და  ჩვენთან ერთად გამოვიდა მოედანზე.

 

 ქუთაისი-არმია  70:64

მედეა მხეიძე (ქუთაისის მწვრთნელი): მშვენიერი თამაში შედგა. საინტერესო გამოვიდა  განსაკუთრებით იმ მხრივ რომ არმიამ სხვადასხვა ვარიანტები შემოგვთავაზა თავდასხმაში, რაზეც აქტიურად ვრეაგირებდით დაცვაში.  შესაბამისად თამაში მრავალფეროვანი,  საინტერესო და ემოციური გამოვიდა. მატჩის დროს მცირე შეფერხება გვქონდა გულშემატკივრის მხრიდან, მაგრამ ყველაფერმა მშვიდობიანად ჩაიარა და მათ თამაშის ბოლომდე ზრდილობიანად გვიგულშემატკივრეს, რისთვისაც დიდი მადლობა მათ. რაც შეეხება ჩვენს გუნდს, მადლობა ბიჭებს, რომლებმაც შესანიშნავად იასპარეზეს. აღვნიშნავ, რომ მოედანზე  ახალგაზრდებმაც გამოიჩინეს თავი. გიორგი ცირეკიძე და ლევან გრძელიძე კარგად ჩაერთნენ თამაშში და მითითებულ დავალებებს თავი კარგად გაართვეს.

კოტე ტუღუში(არმიას მთავარი მწვრთნელი): დიდი ბრძოლა იყო  და გამარჯვებაც შეგვეძლო,  მაგრამ ბევრი შეცდომა დავუშვით და ქუთაისს მოგების შანსი მივეცით, რაც ძალიან კარგად გამოიყენა. მადლობა ქუთაისელ გულშემატკივარს, რომელიც ყოველთვის  განსაკუთრებით ალამაზებს მატჩს და დარბაზში სასიამოვნო ატმოსფეროს ქმნის. 2 დღეში მეორე თამაში გველოდება, ვეცდებით მაქსიმალურად გამოვასწოროთ შეცდომები და ჩვენს სასარგებლოდ დავასრულოდ შეხვედრა.

superleague.ge