ოფიციალურად: მარკ ჰიუზმა “საუთჰემპტონი” ჩაიბარა

“საუთჰემპტონის” ოფიციალური ვებ-გვერდი ადასტურებს ინფორმაციას გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტზე მარკ ჰიუზის დანიშვნის შესახებ. უელსელი სპეციალისტი “წმინდანებს” სეზონის ბოლომდე უთავკაცებს (მინიმუმ).

ასე რომ, 54 წლის მარკ ჰიუზს მაურისიო პელეგრინოს შეცვლა დაევალება. უელსელს არც თუ ისე სახარბიელო მდგომარეობა ხვდება კლუბში – “საუთჰემპტონი” პრემიერ ლიგის 30 ტურის შემდეგ მე-17 ადგილს იკავებს და დარჩენისთვის იბრძვის.

გეტყვით იმასაც, რომ ბოლოს ჰიუზი “სტოკ სიტის” ღირსებას იცავდა, საიდანაც ის იანვრის თვეში გაათავისუფლეს. მას ისეთ კლუბებში მუშაობის გამოცდილება აქვს, როგორებიც არიან “ქპრ”, “ფულჰემი”, “მანჩესტერ სიტი” და “ბლექბერნი”.

ვან დეიკი “საუთჰემპტონის” ფანების სტვენაზე: “უსამართლობაა, მათ არ იციან”

მერსესაიდის “ლივერპულსა” და “საუთჰემპტონს” შორის გამართული მატჩი (0-2) ვირჯილ ვან დეიკისთვის მნიშვნელოვანი აღმოჩნდა, რომელიც “ენფილდზე” გადასვლის შემდეგ პირველად დაუბრუნდა “სენტ მერის სტედიუმს”.

ჰოლანდიელ მცველს “წმინდანების” ფანებმა ობსტრუქცია მოუწყვეს. ვან დეიკმა ამაზე პრესასთან ისაუბრა:”უბრალოდ უნდა ისიამოვნო მომენტით – ეს ერთადერთია, რაც შემიძლია.

ვფიქრობ, ეს მათი მხრიდან უსამართლობაა, რადგანაც არავინ იცის, რა ხდებოდა ბოლო თვეების მანძილზე. პასუხის გაცემას არაავისთვის ვაპირებ, უბრალოდ თავს დავხრი და სიამოვნებას მივიღებ.

რა თქმა უნდა, მტკივნეულია, როდესაც “საუთჰემპტონს” ასეთ დღეში ვხედავ. იქ ძალიან ბევრი კარგი მეგობარი მყავს და ამ კლუბის ვითარება ნამდვილად მადარდებს. მჯერა, რომ ისინი გასავარდნ ზონას თავს დააღწევენ,” – აცხადებს ვან დეიკი.

“ლივერპულმა” გასვლაზე “საუთჰემპტონი” დამაჯერებლად დაამარცხა (ვიდეო)

პრემიერ ლიგის 27-ე ტურში იურგენ კლოპის “ლივერპული” სამი ქულის წამოსაღებად “საუთჰემპტონს” ეწვია და თავისი მისია წარმატებითაც შეასრულა.

მატჩის სტუმართა სრული უპირატესობით მიმდინარეობდა. ანგარიში შეხვედრის მე-6 წუთზე რობერტო ფირმინოს გოლით გაიხსნა, 42-ე წუთზე კი ფირმინოსა და სალაჰის მიერ გათამაშებული ბრწყინვალე კომბინაცია თავად ეგვიპტელმა ვარსკვლავმა დააგვირგვინა. თამაშის დარჩენილ ნაწილში მნიშვნელოვანი არაფერი მომხდარა.

ასე რომ, 27 ტურის შემდეგ “ენფილდელები” დაგროვებული 54 ქულით მესამე პოზიციას იკავებენ სატურნირო ცხრილში, “წმინდანები” კი 26 ქულით მე-18 საფეხურზე იმყოფებიან.


“საუთჰემპტონი”: მაკკარტი; ბერტრანდი, ჰოიდტი, სტეფანსი, სედრიკი; ლემინა (ბუფალი 57′), რომეუ (დეივისი 80′); ტადიჩი, ჰოიბიერგი, ვორდ-პრაუზი (შეინ ლონგი 71′) ; კარილო

მთავარი მწვრთნელი: პელეგრინი

“ლივერპული”: კარიუსი; ალექსანდერ-არნოლდი, მატიპი, ვან დეიკი, რობერტსონი; ოქსლეიდ-ჩემბერლინი, ემრე ჯანი, ვეინალდუმი; მუჰამედ სალაჰი (ლოვრენი 89′), ფირმინო (ლალანა 79′), სადიო მანე

მთავარი მწვრთნელი: იურგენ კლოპი


კლოპი: “დაივიწყეთ ვან დეიკის ფასი!”

მერსესაიდის “ლივერპულმა” “საუთჰემპტონის” ცენტრალური მცველი, ვირჯილ ვან დეიკი 75 მილიონ ფუნტად გაიფორმა. ეს კლუბის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერია. გარდა ამისა, ისტორიაში არცერთ კლუბს არ გადაუხდია ამხელა თანხა მცველში.

ზემოთ ნახსენებზე იურგენ კლოპმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.

“არ შემიძლია იმაზე ვიფიქრო, როცა ხალხი იტყვის, “ეს რამხელა თანხაა”. მოდი, ამაზე ნუ გავამახვილებთ ყურადღებას. ჩვენ არ ვქმნით ფასებს, ამას სატრანსფერო ბაზარი  თავისით აკეთებს. პირველი რამ, რაც ვან დეიკის ტრანსფერიდან “ლივერპულის” ფანებმა უნდა დაივიწყონ, ეს ჰოლანდიელის ფასია.”

“მთავარია, რა თვისებებისაა ვან დეიკი და რისი გაკეთება შეუძლია მას. პროფესიონალიზმი, სათამაშო დონე, ხასიათი, მენტალობა, სწორედ ამას უნდა დავაკვირდეთ ყველა. გვჯერა, რომ მისი ეს ასპექტები ჩვენს მოთხოვნებს აკმაყოფილებს. სწორედ ამიტომ ვიყიდეთ ის,” – აცხადებს კლოპი.

პელეგრინო ადასტურებს: “ვან დეიკმა, შესაძლოა, დაგვტოვოს”

“საუთჰემპტონის” მთავარი მწვრთნელი, მაურისიო პელეგრინი აცნობიერებს იმის შესაძლებლობას, რომ გუნდი შესაძლოა ვირჯილ ვან დეიკმა დატოვოს. ამასთანავე, 26 წლის ვან დეიკი “მანჩესტერ სიტის”, “ლივერპულისა” და “ჩელსის” ინტერესთა სფეროშია მოქცეული.

როდესაც პელეგრინოს ჰოლანდიელი ფეხბურთელის მომავალზე ჰკითხეს, მან განაცხადა: “სატრანსფერო ბაზარს მე ვერ გავაკონტროლებ. ფეხბურთელი მე არ მეკუთვნის, შესაბამისად, ვერ გადავწყვეტ, დატოვებს თუ არა ის კლუბს.

მე მხოლოდ ის შემიძლია, ჩემი მოსაზრება მქონდეს კონკურეტულ სიტუაციაზე და ის ტექნიკურ დირექტორთან განვიხილო, ან თუნდაც პრეზიდენტთან. ამის შემდეგ ხელმძღვანელები გადაწყვეტენ, რა არის საუკეთესო გუნდისთვის.

ვიმეორებ, რომ სატრანსფერო ბაზარს ვერ ვაკონტროლებ. მაქსიმალურად ვეცდები, ხელმძღვანელები დავარწმუნო, რომ არსებული ფეხბურთელები შევინარჩუნოთ.”

“არსენალმა” ქულა ბოლო წუთებზე გადაარჩინა (ვიდეო)

არსენ ვენგერის მიერ გაწვრთნილი “მეთოფეები” პრემიერ ლიგისმე-16 ტურში “საუთჰემპტონს” ეწვია და “წმინდანები” ფიცხელ ბრძოლაში ჩაითრია. სტუმრებმა ოლივიე ჟირუს მიერ 88-ე წუთზე გატანილი გოლის წყალობით შინ მხოლოდ ერთი ქულის წაღება შეძლეს.

მატჩში ანგარიში ჩარლი ოსტინმა გახსნა, რომელმაც შეხვედრის მესამე წუთზე შეძლო პიტერ ჩეხის კარის აღება. გაშვებული გოლის შემდეგ სტუმრებმა ზეწოლა გააძლიერეს, თუმცა ამან შედეგი 88-ე წუთამდე ვერ გამოიღო, როდესაც ჟირუმ გამათანაბრებელი გოლი არ გაიტანა.

შედეგად, 16 ტურში დაგროვებული 29 ქულით “მეთოფეები” მეხუთე პოზიციას იკავებენ პრემიერ ლიგის სატურნირო ცხრილში, “საუთჰემპტონი” კი 18 ქულით მეათეა.

მომდევნო ტურში “საუთჰემპტონი” “ლესტერ სიტის” უმასპინძლებს, “არსენალი” კი “ვესტ ჰემს” ეწვევა.

“საუთჰემპტონს” ზამთარში სამი თავდამსხმელი დატოვებს

“საუთჰემპტონის” ხელმძღვანელები მზად არიან, ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე გუნდის სამ თავდამსხმელს: მანოლო გაბიადინის, ჩარლი ოსტინსა და შეინ ლონგს გამოემშვიდობონ.

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, “წმინდანები” უკმაყოფილონი არიან გუნდის შეტევითი ხაზის მუშაობით და ზამთარშივე გეგმავენ ძირეული ცვლილებების განხორციელებას.

საქმე ისაა, რომ ზაფხულში 15 მილიონ ევროდ ნაყიდმა გაბიადინიმ მხოლოდ ერთხელ შეძლო მიმდინარე სეზონში თავის გამოჩენა, 12-მილიონად ნაყიდ შეინ ლონგს კი თებერვლის შემდეგ არ გაუტანია. რაც შეეხება ოსტინს, მის ანგარიშზეც ერთი გატანილი გოლია.

ასევე ცნობილი ხდება ისიც, რომ “საუთჰემპტონი” ვირჯილ ვან დეიკის გაყიდვასაც აპირებს და შემოსული თანხით ახალგაზრდა ფეხბურთელების დამატებას გეგმავს.

ვან დეიკი “საუთჰემპტონს” სეზონის სტარტზე ვერ დაეხმარება

“საუთჰემპტონს” პრემიერ ლიგის სეზონის სტარტზე გუნდის ერთ-ერთი ლიდერი, ვირჯილ ვან დეიკი დაეხმარება, რაზეც კომენტარი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, მაურისიო პელეგრინომაც გააკეთა.

“ჩემი პოზიცია ზუსტად ისეთივეა, როგორიც სამი კვირის წინ იყო. ჩვენ მისგან ვარჯიშზე დაბრუნებას ველოდებით, რადგანაც ის ძალიან დიდ როლს თამაშობს გუნდში.

იმედი გვაქვს, რომ ის აზრს შეიცვლის და მალე დაგვიბრუნდება. ვერ შევძლებს ყოველი სიტუაციის კონტროლს, კლუბმა თავიდანვე აუხსნა მას ყველაფერი. ვირჯილს ჩვენთან კონტრაქტი აკავშირებს და პატივი უნდა სცეს მას,” – აცხადებს პელეგრინო.

ოფიციალური ინფორმაციით, ვირჯილ ვან დეიკი “სუონსისთან”, კვირას გასამართ მატჩში ვირუსის გამო ვერ ითამაშებს.

შეგახსენებთ, რომ “წმინდანთა” ჰოლანდიელ ფეხბურთელს მკაცრად აქვს გადაწყვეტილი გუნდის დატოვება და მის გადაბირებასთან ყველაზე ახლოს მერსესაიდის “ლივერპულია”.

ლემინა “საუთჰემპტონში” სამედიცინო შემოწმებას დღეს გაივლის

ტურინის “იუვენტუსის” ფეხბურთელი, მარიო ლემინა “საუთჰემპტონში” სამედიცინო შემოწმებას დღეს გაივლის. ამის შესახებ Football-Italia წერს.

მთელი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდის მანძილზე გაბონელი ფეხბურთელი კლუბს გასაყიდად ჰყავდა გაყვანილი. მას რამდენიმე პრემიერლიგურ გუნდს უკავშირებდნენ: “ევერტონი”, “სტოკ სიტი”, “ვესტ ჰემ იუნაიტედი” და ასე შემდეგ. თუმცა, როგორც ირკვევა, ლემინა საუთჰემპტონური გუნდის შემოთავაზებას დასთანხმდა. მასში ინგლისელები 20 მილიონ ევროს (18 მილიონ ფუნტს) გადაიხდიან.

აქვე გეტყვით, რომ ზუსტად ორი წლის წინ “ბებერმა ქალბატონმა” აღნიშნული მოთამაშე მარსელის “ოლიმპიკიდან” 10.5 მილიონ ევროდ იყიდა.

“საუთჰემპტონი” ლუსიანო ვიეტოს ტრანსფერზე მუშაობს

ბრიტანული “საუთჰემპტონის” ხელმძღვანელები მადრიდის “ატლეტიკოს” არგენტინელი თავდამსხმელის, ლუსიანო ვიეტოს ტრანსფერით არიან დაინტერესებულები.

როგორც იცით, 23 წლის ფეხბურთელმა გასული სეზონი “სევილიაში”, არენდის წესით გაატარა. მისი ტრანსფერის სანაცვლოდ კი “როხიბლანკო” დაახლოებით 12 მილიონ ფუნტს ითხოვს.

გეტყვით იმასაც, რომ “წმინდანებს” ახალ სეზონში ახალი მთავარი მწვრთნელი, მაურისიო პელეგრინო გაწვრთნის, რომელიც ძალიან კარგად იცნობს ფეხბურთელს.

23 წლის ფეხბურთელმა ლა ლიგის ბოლო სამ სეზონში 72 მატჩი ჩაატარა და ამ დროის მანძილზე 19 გოლის გატანა შეძლო.

“საუთჰემპტონი” დე ბურთან და პელეგრინოსთან აწარმოებს მოლაპარაკებებს

“საუთჰემპტონის” ხელმძღვანელები მთავარი მწვრთნელის პოსტიდან კლოდ პუელის განთავისუფლების შემდეგ, კვლავ ეძებებ მის შემცვლელს.

ცნობილი ბრიტანული გამოცემა The Telegraph ირწმუნება, რომ “წმინდანები” ამ პოსტზე ფრანკ დე ბურის, როჯერ შმიდტის, ტომას ტუჰელისა და მაურისიო პელეგრინოს დანიშვნის კანდიდატურებს განიხილავდნენ.

თუმცა, ტომას ტუჰელმა ინგლისელებს ნათლად აუხსნა, რომ ამ წინადადებით არ იყო დაინტერესბული, შმიდტი კი ჩინურ კლუბს ჩაუდგა სათავეში.

ასე რომ, “საუთჰემპტონს” ორი ვარიანტიღა შემორჩა – ფრანკ დე ბური და მაურისიო პელეგრინო.

“წმინდანები” გულშემატკივრებს ახალ მწვრთნელს მომავალ კვირაში წარუდგენენ.

“ლივერპულმა” ვან დეიკის ტრანსფერთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება გააკეთა

ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარა გახსნილიც კი არ იყო, როდესაც უცხოური ჟურნალ-გაზეთები ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ, თუ ვინ უფრო მალე დაადასტურებდა ვირჯილ ვან დეიკის ტრანსფერს ინგლისურ “ლივერპულში”.

თუმცა, “წითლების” ხელმძღვანელებმა ყველანაირ სპეკულაციებს ბოლო მოუღეს და ოფიციალური განცხადების საშუალებით ამცნეს მერსესაიდელებს, რომ ეს ტრანსფერი არ შედგებოდა.

“ბოდიშს ვუხდით “საუთჰემპტონის” მფლობელს, დირექტორთა საბჭოსა და გულშემატკივრებს პრესაში გავრცელებული ცრუ ინფორმაციებისა და გაუგებრობის გამო. ვადასტურებთ, რომ ვირჯილ ვან დეიკის მიმართ ინტერესი აღარ გაგვაჩნია,” – ვკითხულობთ კლუბის მიერ გამოქვეყნებულ ოფიციალურ განცხადებაში.