“მანჩესტერ იუნაიტედი” “სელტიკიდან” დემბელეს გადაბირებას გეგამვს

“მანჩესტერ იუნაიტედის” ხელმძღვანელები სერიოზულად არიან დაინტერესებულები “სელტიკის” ფრანგი თავდამსხმელის, მუსა დემბელეს ტრანსფერში. ამ ინფორმაციას L’Equipe ადასტურებს.

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ინგლისურმა მხარემ უკვე წამოიწყო მოლაპარაკებები შოტლანდიურ კლუბთან, თუმცა მხარეები ტრანსფერის ფასზე ვერ თანხმდებიან.

შეგახსენებთ იმასაც, რომ გასულ ზაფხულს ამ ფეხბურთელის ტრანსფერით კიდევ ერთი ინგლისური კლუბი, ლონდონის “ჩელსი” იყო დაინტერესებული.

მიმდინარე სეზონში დემბელემ შოტლანდიის ჩემპიონატის 8 მატჩში მიიღო მონაწილეობა და თავი 4 გატანილი გოლითა და 3 საგოლე გადაცემით დაგვამახსოვრა.

“სელტიკმა” 100-წლიანი რეკორდი დაამხო

შოტლანდიურმა “სელტიკმა” გასვლით მატჩში “სენტ-ჯონსტონის” დამარცხება შეძლო სკოტ სინკლეარის, მუსა დემბელესა და ოლივიე ნტჩამის გოლების წყალობით და საშინაო ჩემპიონატსა და თასზე თავისი წაუგებელი სერია 63 მატჩამდე გაზარდა.

ასე რომ, “სენტ-ჯონსტონზე” მოპოვებული გამარჯვების შედეგად ბრენდან როჯერსის გუნდმა 100-წლიანი რეკორდი დაამხო, რომელიც 62-მატჩიან წაუგებელ სერიას ითვლიდა (1915-1917 წლებში).

გეტყვით იმასაც, რომ ბრენდან როჯერსის “საშინაო” დაუმარცხებელ სერიას საფუძველი 2016 წლის 11 მაისს ჩაეყარა, დღეს კი 2017 წლის 4 ნოემბერია.

ტომას მიულერი: “დავალებები წარმატებით შევასრულეთ”

მიუნხენის “ბაიერნის” ნახევარმცველმა, ტომას მიულერმა ჟურნალისტებთან “ბაიერნსა” და “სელტიკს” შორის გამართული მატჩის (3:0) შემდეგ ისაუბრა და აღნიშნა, რომ გუნდში ჰაინკესის მოსვლის შემდეგ შესანიშნავი ატმოსფეროა.

“გეგმა, ჩვენი დავალებები წარმატებით შევასრულეთ. “ფრაიბურგთან” მოგებული მატჩის შემდეგ ძალიან მოტივირებულები ვიყავით და ამ მატჩს მოუთმენლად ველოდით. რა თქმა უნდა, ჩვენი მიზანი მხოლოს სამი ქულის მოპოვება იყო.

ამიტომაც, მატჩის პირველივე წუთებიდანვე მაღალი ტემპი შევთავაზეთ მეტოქეს, ვცდილობდით მაქსიმალურად გამოგვეყენებინა ის სივრცეები, რასაც მეტოქე გვაძლევდა.

ხაზგასასმელია ის ფაქტი, რომ ჩვენ მუდმივად ვუტევდით, მაქსიმალურად ვცდილობდით, რაც შეიძლება მეტი საგოლე მომენტი შეგვექმნა,” – აცხადებს გერმანელი ფეხბურთელი.

იუპ ჰაინკესი: “მეტი კონცენტრაციაა საჭირო”

დღეს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში მიუნხენის “ბაიერნმა” გლაზგოს “სელტიკი” მიიღო და მეტოქე ანგარიშით, 3:0 დაამარცხა.

დაპირისპრიების შემდეგ ჟურნალისტებს ბავარიელთა მთავარი მწვრთნელი, იუპ ჰაინკესი ესაუბრა.

“ბევრი შანსი შევქმენით, თუმცა ბოლომდე კმაყოფილი არ ვარ. რამდენიმე მომენტში ყურადღება მოვადუნეთ, რაც მომავალში აღარ უნდა მოხდეს. აუცილებელია კონცენტრაცია პირველი წუთიდან ბოლო წუთამდე.”

“საჭიროა, მომენტალური განვითარება და, როგორც ჩემპიონთა ლიგაზე, ასევე ბუნდესლიგაში საწყისი შეხვედრების მოგება. პირველ მათგანზე გვაქვს იმის ამბიცია, რომ შემდეგ ეტაპზე გავიდეთ. სწორედ ამიტომ, ახალ ფეხბურთელებთან დაკავშირებული ექსპერიმენტების განხორციელების უფლება არ მაქვს. თუმცა, ვესაუბრე იმ მოთამაშეებს, რომლებსაც დღეს მონაწილეობა არ მიუღიათ მატჩში. მათ აუცილებლად მიეცემათ შანსი, მით უმეტეს, დატვირთული კალენდარი გვაქვს,” – აცხადებს ჰაინკესი.

 

 

“მანჩესტერ სიტი” კარვალიოს ტრანსფერს უახლოვდება

Starsport-ის მიერ გავრცელებული უახლესი ინფორმაციის მიხედვით, “მანჩესტერ სიტის” ხელმძღვანელები 2017/18 წლების სეზონისთვი ნახევარდაცვის გაძლიერებას აპირებენ.

როგორც ცნობილი ხდება, “ქალაქელების” სამიზნეთა სიის პირველ პოზიციას “სელტიკის” ვარსკვლავი, უილიამ კარვალიო იკავებს, რომლის გადაბირებასაც გასულ სეზონში “მანჩესტერ იუნაიტედი” და “არსენალი” ცდილობდა.

თუმცა, პეპ გვარდიოლას ფაქტორი ამ საკითხში “სიტის” უდიდეს უპირატესობას ანიჭებს – საქმე ისაა, რომ კარვალიოს აგენტი პეპის ძმა, პერეა.

ბრიტანული პრესის ცნობით, “სიტი” 25 წლის პორტუგალიელი ფეხბურთელის სანაცვლოდ მზადაა, 25 მილიონი ფუნტი გადაიხადოს.

როჯერსი: “მისი ტალანტის დასანახად ათი წამი დამჭირდა”

“სელტიკის” მთავარმა მწვრთნელმა, ბრენდადნ როჯერსმა შოტლანდიური კლუბის ახალწვეულზე, კუასი ებუეზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის ისეთივე ნიჭიერი ახალგაზრდაა, როგორც სტერლინგი და კოუტინიო იყვნენ ახალგაზრდობაში.

“ის ერთ-ერთია იმ ფეხბურთელთაგან, რომელთა თამაშის ყურებისასაც დაახლოებით ისეთივე გრძნობები მეუფლება, როგორც მაშინ, როდესაც ახალგაზრდა კოუტინიოს და სტერლინგს ვუყურებდი. მისი ტალანტის დასანახად ათი წამი დამჭირდა.

რა თქმა უნდა, მის შესახებ ბევრმა სკაუტმა იცის და ბევრი მწვრთნელი ცდილობს მის გადაბირებას. ამ დროისთვის, მას ყველაფერი აქვს, რაც საუკეთესოობისთვის არის საჭირო.” – განაცხადა მან.

როჯერსი: “სელტიკი” მომავალ წელს კიდევ უფრო ძლიერი იქნება!”

31 დეკემბერს შოტლანდიის პრემიერშიფის 21-ე ტურში გლაზგოს “რეინჯერსი”  იმავე ქალაქის “სელტიკს” დაუპირისპირდება. ეს უკანასკნელი ჩემპიონატს 55 ქულით ლიდერობს და  მეორეადგილოსან გლაზგოურ კლუბს მთელი 16 ქულით უსწრებს.

“სელტიკის” მთავარმა მწვრთნელმა, ბრენდან როჯერსმა ნახსენები მატჩის წინ კომენტარი გააკეთა.

“რა შედეგითაც არ უნდა დავასრულოთ დაპირისპირება, მაინც ვიტყვით, რომ სეზონის შესანიშნავი პირველი ნახევარი გვქონდა. პრინციპული მეტოქე გვყავს და ამიტომ  გამარჯვების მიღწევას შევეცდებით.”

“გულშემატკივარს ვპირდები, რომ ეს სვლა გაგრძელდება და “სელტიკი” კიდევ უფრო ძლიერი იქნება 2017 წელს,” – განაცხადა როჯერსმა.

როჯერსი: “სელტიკს” “ბარსელონას” დამარცხება შეუძლია!”

მომავალი კვირიდან ჩემპიონთა ლიგის გათამაშება განახლდება. ჯგუფური ეტაპის მეოთხე ტურში “სელტიკი” საკუთარ მოედანზე “ბარსელონას” მიიღებს. ამ გუნდების პირველი მატჩი კატალონიაში ადგილობრივების გამარჯვებით, ანგარიშით, 7:0 დასრულდა.

მატჩამდე შოტლანდიელების მთავარმა მწვრთნელმა, ბრენდან როჯერსმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.

“სელტიკმა” “ბარსელონა” 4 წლის წინ დაამარცხა. ის ძალიან რთული მატჩი იყო და დამსახურებული გამარჯვებაც მოიპოვეს.”

“ყველა მატჩი განსხვავებულია. როცა გვირაბში გადიხარ და უცებ მოედანზე ხვდები, ეს სულ სხვა განზომილებაა. ყველაფერი გარეთ რჩება და მხოლოდ მატჩზე უნდა კონცენტრირდე. თუ ამას მოახერხებ, წარმატებას მიაღწევ.”

“წინ რთული შეხვედრა გველის. “ბარსელონას” აქვს “სელტიკთან” თამაშის მწარე გამოცდილება და ისინი ძალიან დიდი ყურადღებით ითამაშებენ. თუმცა, ჩემი აქ ყოფნის მოკლე ხანში ფეხბურთელებს ვასწავლე ის, რომ უნდა იყვნენ აგრესიულები და მეტოქის ბურთის გორავს არ უნდა უყურონ. არ აქვს მნიშვნელობა, ვის ვეთამაშებით.”

“ბარსელონას” ბევრი კარგი მოთამაშე ჰყავს, თუმცა ჩვენ გვაქვს მონდომება დ აგრესია. ვიცი, რაც უნდა დავუპირისპირო კატალონიურ გიგანტს. “სელტიკს” შეუძლია “ბარსელონას” დამარცხება!” – განაცხადა როჯერსმა.

 

“სელტიკის” 13 წლის ფეხბურთელი 20-წლამდელთა გუნდში ათამაშეს

3 ოქტომბერს, შოტლანდიაში, გლაზგოს “სელტიკის” 20-წლამდელთა გუნდში 13 წლის ფეხბურთელის, კარამოკო დემბელეს დებიუტი შედგა.

დემბელემ “ჰართსის” წინააღმდეგ გამართული მატჩის დასრულებამდე 9 წუთით ადრე ჯეიკ აიტჩინსონი შეცვალა. შესაბამისად, ის “სელტიკის” ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა, რომელმაც დუბლებში ითამაშა. კარომოკო კოტდიუვარეალია და ის შოტლანდიაში რამდენიმე წელია ცხოვრობს.

ცხადია, 20-წლამდელთა გუნდში მის დებიუტს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ინტერნეტსივრცეში მისი თამაშის ამსახველი კადრები გავრცელდა.

როჯერსი: “სელტიკი” ინგლისში რომ თამაშობდეს, ახლა ოთხეულში მაინც იქნებოდა”

შოტლანდიური “სელტიკის” მთავარ მწვრთნელს, ბრენდან როჯერსის თვალსაზრისით, “სელტიკს” პრემიერ ლიგაში რომ ეთამაშა, ის ტოპ-ოთხეულში მაინც იქნებოდა ამ დროისთვის.

“ამაზე დავა არ ღირს. “სელტიკი” ინგლისში რომ თამაშობდეს, ახლა ოთხეულში თუ არა, ექვსეულში მაინც იქნებოდა. “სელტიკი” სწორედ იქ იქნებოდა, სადაც მოისურვებდა.

“სელტიკს” უდიდესი ისტორია, დიდებული გულშემატკივრები, გუნდი და სტადიონი გააჩნია. ასეთი რესურსებიდან გამომდინარე, ჩვენ საკმაოდ კონკურენტუნარიან ძალას წარმოვადგენთ.” – განაცხადა ბრენდანმა.

აქვე გეტყვით იმასაც, რომ შოტლანდიელებმა შინ, “მანჩესტერ სიტისთან” ფრედ, 3-3 ითამაშეს.

მუსა დემბელე: “ჩვენ მსოფლიოში საუკეთესო გუნდთან გავნადგურდით”

“ბარსელონასთან” განადგურების შემდეგ, “სელტიკის” თავდამსხმელმა, მუსა დემბელემ კომენტარი გააკეთა.

“საშინელი შეხვედრა ჩავატარეთ. ჩვენ მსოფლიოში საუკეთესო გუნდთან წავაგეთ. მაგრამ რაც მართალია, უნდა ითქვას: “ბარსელონას” ფეხბურთელებს ძალიან ბევრ სივრცეს და სხვა შესაძლებლობებს ვაძლევდით იმისთვის, რომ შეეტიათ. ბევრი შეცდომა დავუშვით, რომლებიც მომავალში აღარ უნდა გავიმეოროთ.”

“ბაარსას” მსგავს გუნდებთან თამაშით ბევრ რამეს სწავლობ. ზოგჯერ იტან, ზოგჯერ კი აცილებ პენალტებს,” – განაცხადა დემბელემ.

სუარესი: “ჩემი მთავარი მიზანი ტიტულების მოგებაა!”

დღეს “ბარსელონამ” ჩემპიონთა ლიგის ეგიდით გამართულ შეხვედრაში “სელტიკი” 7-0 გაანადგურა. დუბლის შესრულება მოახერხა ლუის სუარესმა, რომელმაც მატჩის შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

“ძალიან გახარებული ვარ დღევანდელი გამარჯვებით და იმით, რომ 2 გოლი გავიტანე. ალბათ, რთული იქნება იმ ინდივიდუალური შედეგის განმეორება, რასაც, გოლების მხრივ, წინა სეზონში მივაღწიე. ჩემი მთავარი მიზანი ტიტულების მოგებაა!” – განაცხადა სუარესმა.