სენეგალის ნაკრებმა წინასამატჩო ვარჯიშზე იცეკვა (ვიდეო)

დღეს მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის შეხვედრაში სენეგალი იაპონიას დაუპირისპირდება. აფრიკელებმა ამ მატჩამდე ბოლო ვარჯიში გუშინ გამართეს. საწვრთნელი პროცესი კი, სახალისო ცეკვით დასრულდა.

იხილეთ ვიდეო

 

ლევანდოვსკი: “გამარჯვებაზე ფიქრი უსაფუძვლოა”

პოლონეთის საფეხბურთო ნაკრების ვარსკვლავმა, რობერტ ლევანდოვსკიმ, სენეგალის ნაკრებთან მსოფლიო ჩემპიონატზე განცილი მარცხის (1:2) შემდეგ პრესასთან კომენტარი გააკეთა.

“დღეს კარგ თამაშამდე ძალიან ბევრი რამ დაგვაკლდა. ცოტა მომენტი შევქმენით, სიზუსტე გვაკლდა და ბოლო მომენტში გადამწყვეტ პასს ვერ ვაკეთებდით. ამ ყველაფრის ფონზე, გამარჯვებაზე ფიქრი უსაფუძვლოა.

დღის ერთადერთი პოზიტივი – ტრიბუნებზე ამდენი პოლონელი ფანის ხილვა იყო.

არ ვიცი, როგორ უნდა გამოვასწოროთ ეს ყველაფერი. თავდაუზოგავად ვივარჯიშებთ და ვეცდებით, მომდევნო მატჩებში უკეთ გამოვიდეთ. ვეცდებით ისე ვითამაშოთ, როგორც საკვალიფიკაციო ეტაპზე,” – ციტირებს ლევანდოვსკის სიტყვებს Sport24.

კლოპმა სენეგალის მწვრთნელის ნათქვამზე: “საიდან იცის, რომ მანე ამ დროს დაბრუნდება?”

სადიო მანემ 10 ოქტომბერს მუხლის ქვედა მყესის ტრავმა მიიღო და მოედანს ექვსი კვირით დაემშვიდობა. მიუხედავად ამისა, სენეგალის ნაკრების მწვრნელი, ალიოუ სისე აცხადებს, რომ მანე 10 და 14 ნოემბერს გასამართი სანაკრებო მატჩებისთვის ასი პროცენტით მზად იქნება.

“ლივერპულის” დამრიგებელმა, იურგენ კლოპმა ჟურნალისტებთან სისეს კომენტარსა და 25 წლის შემტევის დაზიანებაზე ისაუბრა.

“ვერ ვხვდები, სისემ ეს ინფორმაცია საიდან იცის. ზუსტად არ ვიცი, როდის დატოვებს სადიო ლაზარეთს. თუ ეს დაგეგმილზე ადრე მოხდება, ძალიან ბედნიერი ვიქნები. მაგრამ ამ ეტაპზე არაფერია გარკვეული.”

“მანემ დაამტკიცა, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელია. მის დაბრუნებას ყველა ველით, რადგან “ლივერპულისთვის” დიდი წარმატების მოტანა შეუძლია,” – აცხადებს კლოპი.

სენეგალელმა ფეხბურთელმა გატანილი გოლის შემდეგ ბანანი შეჭამა

გასულ კვირაში, “ვილიარეალსა” და “ბარსელონას” შორის გამართული მატჩის მიმდინარეობისას, დანი ალვეშმა მოედანზე გადაგდებული ბანანი შეჭამა.

ახლა კი, საფრანგეთის რანგით მესამე დივიზიონში “გაზელეკ აიაჩოსა” და “რედ სტარსს” შორის გამართულ შეხვედრაში, გატანილი გოლის შემდეგ სენეგალელმა ფამარა დიედიუმ ბანანი მიირთვა.

საუკეთესო მოცეკვავეები ფეხბურთის ისტორიაში

პორტალმა FTBPROM ფეხბურთის ისტორიაში, მოთამაშეების მიერ შესრულებული ცეკვები გამოაქვეყნა.

15. დიდიე დროგბა და “ჩელსის” სხვა ფეხბურთელები

14. პიტერ კრაუჩი

13. როჟე მილა

12. სიპივე ჩაბალალა

11. “მანჩესტერ სიტი”

10. “ფულჰემი”

9. ჯო ჰარტი

8. “ბარსელონა” და შაკირა

7. რობი სევიჯი

6. დანიელ სტარიჯი

5. რონალდინიო

4. ნეიმარი

3. “სანტოსი”

2. სენეგალის ნაკრები

1. ემანუელ ადებაიორი VS ასამოა გიანი

დიდიე დროგბას საოცარი სეივი

აფრიკის ზონიდან 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის საგზურის მოსაპოვებლად ერთმანეთს სენეგალისა და კოტ დივუარის ნაკრებები შეერკინენ. ორი მატჩის ჯამში სპილოს ძვლის კუნძულელებმა მეტოქე ანგარიშით 4:2 დაამარცხეს და ბრაზილიის მუნდიალზე თამაშის უფლება მოიპოვეს. განმეორებითი შეხვედრა, რომელიც წუხელ, მაროკოში შედგა, ანგარიშით 1:1 დასრულდა. კოტ დივუარელთა მხრიდან გოლი დიდიე დროგბას არ გაუტანია (სალომონ კალუმ გაიტანა), თუმცა მატჩის მიმდინარეობისას, თურქული „გალათასარაის“ თავდამსხმელმა საოცარი სეივი გააკეთა.

გთავაზობთ ფაქტის ამსახველ ვიდეოს.