რა გაუკეთა სერბმა ფეხბურთელმა მატჩის შემდეგ მსაჯს (ვიდეო)

13 მაისს, სერბეთის ჩემპიონატში “სპარტაკმა” საკუთარ მოედანზე “დონი სრემი” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 3:2 დაამარცხა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, “დონი სრემის” გაბრაზებული მეკარე მსაჯთან მივიდა და პროტესტი ასე გამოხატა:

კონეს ნემანია მატიჩისთვის მუშტის დარტყმა სურდა (ვიდეო)

18 ნოემბერს, საბერძნეთისა და სერბეთის ეროვნულ ნაკრებებს შორის გამართულ მატჩში ნემანია მატიჩმა პანაგიოტის კონეს წინააღმდეგ უხეშად ითამაშა, რასაც შემდეგ უსიამოვნო ინციდენტი მოჰყვა.

ლაზაროს კრისტოდოლოპულოსის შესანიშნავი ფინტი სერბეთის წინააღმდეგ (ვიდეო)

18 ნოემბერს, საბერძნეთისა და სერბეთის ეროვნულ ნაკრებებს შორის გამართულ მატჩში (0:2) ლაზაროს კრისტოდოლოპულოსმა მეტოქეს ბურთი ფეხებს შორის გაუძვრინა.

წლის საუკეთესო ჩაგდება? (ვიდეო)

ბელგრადის „პარტიზანთან“ მატჩში „ოლიმპიას“ ფორვარდმა ბლაჟ მახკოვიჩმა ბრწყინვალე ბურთი ჩააგდო.

სერბი და ალბანელი ფეხბურთელების ერთობლივი აქცია

რომის “ლაციოს” სერბმა და ალბანელმა ფეხბურთელებმა ერთობლივი ფოტო გადაიღეს ნიშნად იმისა, რომ მათი ქვეყნების ნაკრებებს შორის გამართული მატჩის მიმდინარეობის დროს მომხდარი კონფლიქტი დაუყოვნებლივ უნდა ამოიწუროს.

აღნიშნული აქციის საერთო სახელწოდებაა “ერთად”.

კამპანიაში მონაწილეობა მიიღეს “ლაციოს” სერბმა ფეხბურთელებმა ფილიპ ჯორჯევიჩმა და დუშან ბასტამ და კლუბის ალბანელმა მოთამაშეებმა ეტრიტ ბერიშამ, ლორიკ ცანამ და ტომას სტრაკოშამ.

უეფა ბელგრადის ინციდენტს გამოეხმაურა

სერბეთის და ალბანეთის ფეხბურთის ფედერაციები სანქციების მოლოდინში არიან. ამ ქვეყნების ნაკრებებს შორის ჩაშლილ მატჩს უეფას სადისციპლინო კომიტეტი განიხილავს.

თავის მხრივ, უეფას პრეზიდეტნმა ბელგრადში მომხდარ დაპირისპირებას უპატიებელი პრეცენდენტი უწოდა, რაც იმას უნდა ნიშნავდეს, რომ აღნიშნული ქვეყნები სერიოზულად დაისჯებიან.

სერბეთისა და ალბანეთის ფეხბურთის ფედერაციებს წაყენებულ ბრალდებებზე აპელაციის შესატანად ვადა 22 ოქტომბრამდე აქვთ.

ივანოვიჩი: “ალბანელებმა თქვეს, რომ თამაშს ვეღარ გააგრძელებდნენ”

სერბეთის ნაკრების კაპიტანმა, ბრანისლავ ივანოვიჩმა, ალბანეთთან მატჩის დროს ბელგრადში მომხდარი ინციდენტის შესახებ ისაუბრა.

“მომხდარის ახსნა შეუძლებელია. მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ შეხვედრის გაგრძელება გვსურდა. ალბანელები მოედნიდან ჩვენ გავაცილეთ.

მსაჯებთან საუბრის შემდეგ ალბანურმა გუნდმა განაცხადა, რომ ფსიქოლოგიურად მატჩის გასაგრძელებლად მზად არ იყო” – განაცხადა ჩელსის მცველმა.

 

სერბეთი – ალბანეთის მატჩი ფეხბურთელებისა და ფანების ჩხუბის გამო შეწყდა (ვიდეო)

სერბეთსა და ალბანეთს შორის ევრო-2016-ს საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩი 41-ე წუთზე შეწყდა, როდესაც ჰაერში ალბანეთის დროშა გაჩნდა.

საქმე იმაშია, რომ ორ ქვეყანას შორის დაძაბული ურთიერთობის გამო ტრიბუნებზე ალბანელი გულშემატკვირები არ დაიშვნენ, თუმცა მათ ამის გამო მატჩის მიმდინარეობისას თოკზე მშობლიური ქვეყნის დროშის მიმაგრება და ჰაერში გაშვება არ გაუჭირდათ. ამას სერბთა მცველის სტეფან მიტროვიჩის რეაქცია მოჰყვა, რომელიც დროშის დაჭერას ცდილობდა. თავის მხვრივ, მიტროვიჩის ამ ქმედებას ალბანეთის ნაკრების მცველი მერგიმ მავრაი გამოეხმაურა, რაც ფეხბურთელებს შორის ჩხუბში გადაიზარდა.

შემდგომ ფეხბურთელებმა ერთმანეთს სხვადასხვა საგნები ესროლეს, საქმე იქამდეც მივიდა, რომ მოედანზე გულშემატკივრებიც გავიდნენ.

უსაფრთხოების მიზნით, შეხვედრის მთავარმა არბიტრმა მარტინ ატკინსონმა შეხვედრის გაჩერება გადაწყვიტა.

ბოსნიელი ჟურნალისტის საშა იბრულის თქმით, ფანები ვლადიმირ პუტინის სახელს სკანდირებდნენ.

ამ ეტაპზე ჯერჯერობით უცნობია, თუ რა სანქციები დაეკისრება ორივე გუნდს და ვის ჩაეთვლება ტექნიკური მარცხი.

2

“პარტიზანი”-“ტოტენჰემი” ფანების სამარცხვინო ბანერი

გუშინ 22:45 წუთზე გაიმართა ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპის მატჩი, სადაც ერთმანეთს “პარტიზანი” და “ტოტენჰემი” დაუპირისპირდნენ. მატჩი გოლის გარეშე დასრულდა.

თამაშის მსვლელობის დროს ერთი საინტერესო ფაქტი დაფიქსირდა. სერბმა გულემატკივრებმა მოედანზე სამარცხვინო, ანტისემიტური ბანერი გამოფინეს.

“კლუბი საქმის კურსში დგას. სიმართლე გითხრათ ბანერი არ მინახავს. ეს უპატივცემულობის გამოვლინება და დიდი სირცხვილია.”-განაცხადა “ტოტენჰემის” მთავარმა მწვრთნელმა მარისიო პოჩეტინომ

პროგნოზისტთა კონკურსი (სერბეთი — საფრანგეთი)

გრძელდება ჩვენი ტრადიციული პროგნოზისტთა კონკურსი. დღეს გამოქვეყნდა მეოთხე საკონკურსო კვირის მეხუთე მატჩის კითხვები, რომელიც სერბეთისა და საფრანგეთის ნაკრებებს შორის გასამართ შეხვედრას ეხება. კითხვები იხილეთ აღნიშნული მატჩის გვერდზე.

გამარჯვებულად ჩაითვლება ის პირველი 7 რეგისტრირებული მომხმარებელი, რომელიც ყველაზე მეტ სწორ პასუხს გამოიცნობს. 4-ივე კითხვაზე სწორი პასუხის ავტორს Europe bet-ის ანგარიშზე 10 ლარი დაერიცხება. თუ გამარჯვებულთა სიაში 3 სწორი პასუხის ავტორებიც მოხვდებიან, მათ 5 ლარი დაერიცხებათ.

ერთი IP მისამართიდან მხოლოდ ერთი (პირველი) კომენტარი მიიღება, დანარჩენი კი უგულებელყოფილი იქნება.

საკონკურსო კითხვებს პასუხი უნდა გასცეთ მატჩის გვერდზე: სერბეთი – საფრანგეთი

რატომ არ ჩათვალა მსაჯმა ჰალკის ლამაზი გოლი?

6 ივნისს, ბრაზილიისა და სერბეთის ეროვნულ ნაკრებებს შორის გამართულ ამხანაგურ მატჩში (1:0), მსაჯმა ჰალკის გოლი არ ჩათვალა.

ტიაგო სილვა: “სერბეთთან მატჩმა ბევრი რამ გვასწავლა”

ფრანგული “პარი სენ-ჟერმენისა” და ბრაზილიის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა სერბეთის ნაკრებთან გამართული მატჩი შეაფასა და აღნიშნა, რომ სკოლარის შეგირდებმა ბევრი რამ ისწავლეს.

შეგახსენებთ, რომ 6 ივნისს, ბრაზილიელებმა სერბები ანგარიშით 1:0 დაამარცხეს. ერთადერთი გოლი ფრედმა გაიტანა.

“პირველ ტაიმში საკმაოდ ბევრ სირთულეს წავაწყდით. ვფიქრობ, ხორვატიელებიც ასეთ სტილში ითამაშებენ, ამიტომ ჩვენ სერბებთან გამართულმა მატჩმა ბევრი რამ გვასწავლა. ცხადია, მუნდიალის პირველ მატჩს მომზადებული უნდა შევხვდეთ და შეცდომები აღარ გავიმეოროთ”, – ამბობს ტიაგო სილვა.