ბუსკეტსი: “ფეხბურთი სექსზე უკეთესია”

კატალონიის “ბარსელონას” ნახევარმცველი სერხიო ბუსკეტსი აცხადებს, რომ ფეხბურთი სექსზე უკეთესია.

27 წლის ესპანელის თქმით, ფეხბურთში სიხარული სამ ან ოთხ დღეს გრძელდება, ხოლო სექსის შემდეგ ასე არ ხდება.

“ფეხბურთში სიხარული სამ ან ოთხ დღეს გრძელდება. რაც შეეხება სექსს, ამ შემთხვევაში, სიხარული, შესაძლოა, მხოლოდ ერთი წუთის მანძილზე გაგრძელდეს.

ცუდად ჩატარებული მატჩის შემდეგ სახლში მიდიხარ, კარებს მოიხურავ და სამი-ოთხი დღე გარეთ არ გამოდიხარ. შეიძლება, ცუდი თამაშის გამო ფანებმა შეურაწყოფა არ მოგაყენონ, მაგრამ იმას მაინც შეგახსენებენ, რომ ეს შენი საუკეთესო თამაში არ ყოფილა”, – უთხრა ბუსკეტსმა ესპანურ სატელევიზიო შოუ El Hormiguero-ს.

AS: “პსჟ” გაგიჟდა და ბუსკეცის ყიდვას ნებისმიერი გზით აპირებენ

საფრანგეთის ჩემპიონები ტიაგო მოტას შემცვლელს ეძებენ.

ამ ეტაპზე, “პსჟ”-ს მიზანია იტალიელს გუნდიდან წასვლა აგვისტოს ბოლომდე გადააწევინონ, რათა მისი შემცვლელი მის გაშვებამდე მოვიდეს გუნდში.

მოტას შემცვლელად კი დედაქალაქელები სერხიო ბუსკეტს მიიჩნევენ. ნასერ ელ-ჰელაიფს გადაწყვეტილი აქვს, ესპანელი ნახევარმცველი ნებისმიერი გზით იყიდოს და მასში ყველანაირი თანხა გადაიხადოს, რადგან ცენტრის გარეშე არ დარჩეს.

მიუხედავად იმისა, რომ “ბარსელონა” ფინანსურად გამართულია, დაველოდოთ შედეგების განვითარებას.

ვენგერს “ბარსელონას” ვარსკვლავი სურს

“არსენალის” მთავარი მწვრთნელი დიდი მიზნებითაა.

ფრანგმა სპეციალისტმა გუნდის ხელმძღვანელებს ესპანელი ნახევარმცველის დამატება სთხოვა.

ლონდონელებს გრანდიოზული გეგმები აქვთ, ამიტომ ისინი “ბარსელონას” სერხიო ბუსკეტსის თაობაზე დაუკავშირდნენ, მაგრამ აღმოჩნდა, რომ გამოცდილმა უკანახაზელმა ახლახანს გაახანგრძლივა.

შვიდწლიანი “ბარსელონური” კარიერის მანძილზე 27 წლის ჩამშლელმა 19 ტიტული მოიგო, ხოლო 331 მატჩში 12 გოლი გაიტანა.

ბუსკეტსი “ბარსელონას” ელ კლასიკოში დაეხმარება

“ბარსელონას” ესპანელმა ნახევარმცველმა რთული ტრავმა სრულად აღმოფხვრა.

კატალონიური გუნდის ფეხბურთელი მზად არის პრიმერა დივიზიონის 28-ე ტურში, მადრიდის “რეალის წინააღმდეგ ითამაშოს.

26 წლის ჰავბექმა სრულად მოიშუშა დაზიანება მას შემდეგ, რაც ესპანეთის ნახევარფინალურ მატჩში, “ვილიარეალის” წინააღმდეგ, კოჭი დაიზიანა. შუა კვირაში ბუსკეტსი ვარჯიშს დაუბრუნდა, ახლა კი მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ დაპირისპირებაში სათამაშოდ მზადაა.

შეგახსენებთ, რომ “ბარსელონა”-“რეალი” დღეს გაიმართება.

ბუსკეტს კლასიკოში თამაში სურს

“ბარსელონას” ნახევარმცველ სერხიო ბუსკეტს პრიმერას 28-ე ტურში გასამართ კლასიკოში მონაწილეობის მიღება სურს.

შეგახსენებთ, რომ 26 წლის ფეხბურთელს ტრავმის გამო 4 მარტის შემდეგ არ უთამაშია, თუმცა რამდენიმე დღის წინ გამოჯანმრთელდა და საერთო ჯგუფსაც შეუერთდა.

მიუხედავად ამისა კატალონიური კლუბის სამწვრთნელო და სამედიცინო შტაბი რისკის თავიდან ასაცილებლად მოთამაშის გამოყენებას არ აპირებენ.

მიმდინარე სეზონში ბუსკეტსმა პრიმერას 25 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და ერთი გოლიც გაიტანა.

ბარტომეუ: „ძალიან სამწუხაროა, რომ ბუსკეტსს ტრავმა აქვს“

„ბარსელონას“ პრეზიდენტმა ხოსეპ ბარტომეუმ ნახევარმცველ სერხიო ბუსკეტსის ტრავმაზე ისაუბრა.

„სჯობს, დაწვრილებით სამედიცინო შემოწმების პასუხს დაველოდოთ და დასკვნა შემდგომ გამოვიტანოთ. თუმცა, ჩემი აზრით, სამწუხაროდ, მკურნალობა დიდ ხანს გაგრძელდება. ძალიან ვწუხვარ, რადგან ბუსკეტსი ჩვენი გუნდია ერთ-ერთ მნიშვნელოვანი მოთამაშეა“, – განაცხადა ბარტომეუმ.

შეგახსენებთ, რომ ტრავმის გამო ბუსკეტსი, დიდი ალბათობით, მადრიდის „რეალთან“ ვერ ითამაშებს.

ბუსკეტსი: „მესის საუკეთესო მატჩი ნამვილად არ ჩაუტარებია“

„ბარსელონას“ ნახევარმცველმა სერხიო ბუსკეტსმა „მალაგასთან“ წაგებულ მატჩზე ისაუბრა.

„სწრაფი გოლი გავუშვით, რის შემდეგაც მეტოქე ჩაიკეტა, ჩვენ კი პროდუქტიულად შეტევის შესაძლებლობა არ გვქონია. ასეთი მარცხით გულდაწყვეტილი ვარ. დიახ, მესის საუკეთესო მატჩი არ ჩაუტარებია, ისევე, როგორც გუნდის დანარჩენ მოთამაშებს“, – განაცხადა ბუსკეტსმა.

მედია: “ბარსელონა” ბუსკეტსს უხანგრძლივებს

არის ჭორები იმასთან დაკავშირებით, რომ “ბარსელონამ” სერხიო ბუსკეტსთან ახალი ხელშეკრულების თაობაზე შეთანხმებას მიაღწია.

რამდენიმე ავტორიტეტული გამოცემის თანახმად, ესპანელი ნახევარმცველი “ბლაუგრანას” ღირსებას 2019 წლამდე დაიცავს.

უახლოეს დღეებში “ბარსელონა” ინფორმაციას ოფიციალურად დაადასტურებს.

შეგახსენებთ, რომ სერხიო კატალონიური კლუბის აღზრდილია და ის პირველ გუნდში პეპ გუარდიოლას დროს ჩაირიცხა. სწორედ მაშინ ჰქონდა “ბარსელონას” “ოქროს ხანა”.

ჩავი, ინიესტა და ბუსკეტსი ლუის ენრიკეასთან კონფლიქტის გამო მესის შეხვდებიან

უკვე ორი დღეა, რაც წამყვანი გამოცემები „ბარსელონაში“ არსებული პრობლემის შესახებ წერენ. კვირას კატალონიელები „რეალ სოსიედადთან“ ანგარიშით 0:1 დამარცხდნენ. ხსენებულ შეხვედრაში გუნდის მთავარი მწვრთნელის ლუის ენრიკეს გადაწყვეტილებებით ლიონელ მესი უკმაყოფილო დარჩა.

როგორც ცნობილია, ხვალ კატალონიური კლუბის სამი მოთამაშე ჩავი, ანდრეს ინიესტა და სერხიო ბუსკეტსი მესის პირადად შეხვდება და არსებულ სიტუაციას განიხილავს. მხარეები ამით კონფლიქტის მოგვარებას შეეცდებიან.

შეგახსენებთ, რომ „ბარსას“ ხელმძღვანელობამ ლუის ენრიკეს უკვე ულტიმატუმიც წაუყენა და იმ შემთხვევაში, თუ გუნდი მომდევნო მატჩსაც წააგებს, შესაძლო, გუნდს ახალი თავკაცი ჰყავდეს.

ბუსკეტსი: “ბარსელონას” ძლიერი ფეხბურთელები არ ჰყავს”

კატალონიის “ბარსელონას” ნახევარმცველი სერხიო ბუსკეტსი აცხადებს, რომ მის გუნდში ფიზიკურად ძლიერი ფეხბურთელები არ თამაშობენ.

“2015 წელი კარგად ვერ დავიწყეთ. ზოგი ამბობს, რომ წაგება ჩვეულებრივი რამ არის, მაგრამ ჩვენ ასე არ ვფიქრობთ. გუნდში ფიზიკურად ძლიერი და მაღალი ფეხბურთელები არ გვყავს, ამიტომ კუთხურების დროს მეტოქე ხშირად გვჯობნის”, – ამბობს ბუსკეტსი.

შეგახსენებთ, რომ 4 იანვარს, ესპანეთის პრიმერა დივიზიონში, “რეალ სოსიედადმა” “ბარსელონა” ანგარიშით 1:0 დაამარცხა. ერთადერთი გოლი საკუთარ კარში ჟორდი ალბამ გაიტანა.

სერხიო ბუსკეტსი: ,,გვინდოდა, წელი მოგებით დაგვეწყო”

2015 წელი ,,ლურჯ-ბროწეულთათვის” ცუდად დაიწყო. ლუის ენრიკეს შეგირდებმა გუშინდელ შეხვედრაში მარცხი იწვნიეს. ბასკური გუნდი კვლავ კარგად განარძობს თამაშს საკუთარ მოედანზე. პეპის, ტიტო ვილანოვასა და მარტინოს შეუერთდა ლუის ენრიკეც. 4-წლიანი ტრადიცია კვლავ გაგრძელდა. ,,ბარსელონა” სტუმრად უკვე რამდენიმე წელია ვერ ახერხებს ,,რეალ სოსიედადის” დამარცხებას.

გუშინდელი თამაშის შემდეგ კი კატალონიის ,,ბარსელონას” ესპანელმა ფეხბურთელმა, სერხიო ბუსკეტსმა გააკეთა კომენტარი.

,,ჩვენ რამდენიმე შეცდომა დავუშვით. ხელიდან გავუშვით პირველ ადგილზე გადასვლის შანსიც. ყველას გვსურდა, წელი მოგებით დაგვეწყო. პრობლემები საკუთარ თავში უნდა ვეძებოთ და გამოვასწოროთ.

რაც შეეხება მოწინააღმდეგეს, ის ძალიან კარგად იცავდა თავს. რთულია ასეთი დაცვის წინააღმდეგ თამაში. გასვლაზე ჩვენ იშვიათად ვკარგავთ ქულებს, მაგრამ ამ სტადიონზე თამაში ყოველთვის გვიჭირს. იმედი მაქვს, რომ სიტუაცია მომავალ სეზონში შეიცვლება,”- განაცხადა სერხიო ბუსკეტსმა.

ყურადღება! აღნიშნული სტატია გამოქვეყნებულია ჩვენი მომხმარებლის მიერ პირდაპირ, რედაქციის ჩარევისა და ჩასწორებების გარეშე.

ბუსკეტსი აიაქსთან ვერ ითამაშებს

“ბარსელონას” ნახევარმცველი, სერხიო ბუსკეტსი, ჩემპიონთა ლიგის მესამე ტურში “აიაქსთან” გასამართ შეხვედრაში მონაწილეობას ვერ მიიღებს.

ფეხბურთელს მარცხენა ფეხის ტრავმა აწუხებს, რის გამოც ექიმებმა მას მოედანზე გასვლა აკრძალეს.

აღსანიშნავია, რომ მატჩისწინა პრეს-კონფერენციაზე კატალონიელთა მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ განაცხადა, რომ ბუსკეტსი მოედანზე ტაქტიკური გადაადგილებების გამო არ გამოვიდოდა.