რამოსი: “ერთ-ერთი ყველაზე ცუდი წელია ჩვენთვის”

“ლევანტესთან” ფრედ დასრულებული მატჩის (2-2) შემდეგ, მადრიდის “რეალის” კაპიტანმა, სერხიო რამოსმა პრესასთან ისაუბრა. საუბრისას ესპანელმა აღნიშნა, რომ ეს ერთ-ერთი ყველაზე ცუდი წელია კლუბის ისტორიაში.

“ისღა დაგვრჩენია, ბრძოლა გავაგრძელოთ და რაც შეიძლება მაღალ საფეხურზე დავასრულოთ ასპარეზობა. წინ ჩემპიონთა ლიგა გვაქვს და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ სეზონი წარმატებულად დავასრულოთ.

ბუნებრივია, ასეთ დისტანციაზე ყოფნა. შეცდომები დავუშვით, ისეთ მატჩებში ვკარგავდით ქულებს, რომლებსაც ვაკონტროლებდით. ერთ-ერთი ყველაზე ცუდი წელია ჩვენთვის

გუნდურად ვმუშაობთ, არავინ იმალება და არც პასუხისმგებლობას ვიცილებთ. ახლა მთავარი ერთიანობაა, თუ გვინდა, რომ ლიგაზე წარმატებას მივაღწიოთ,” – აცხადებს რამოსი.

“რეალი”: რამოსმა და ვარანმა სრული დატვირთვით ივარჯიშეს, რონალდუ დარბაზში ირჯება

მადრიდის “რეალი” ლა ლიგა სანტანდერის 22-ე ტურისთვის სამზადისს განაგრძობს. “ბლანკოსი” სამ თებერვალს “ლევანტეს” დაუპირისპირდება.

დღეს მადრიდელებმა მორიგი ვარჯიში ჩაატარაეს. საგულისხმოა, რომ კაპიტანი, სერხიო რამოსი სრული დატვირთვით გაისარჯა. ასევე, დაზიანება არ აწუხებს არც რაფაელ ვარანს, რომელიც მინდორზე თანაგუნდელებთან ერთად ვარჯიშობდა.

გეტყვით, რომ კრიშტიანუ რონალდუ ვალდებებასის მოედანზე არ გამოჩენილა. ის, დანი სებალოსი და ხესუს ვალიეხო დარბაზში მუშაობდნენ.

22-ე ტურის მატჩი სამ თებერვალს, თბილისის დროით 23:45 წუთზე გაიმართება.

რამოსი ფეხბურთში ვიდეოგამეორებების დანერგვის მომხრეა

მადრიდის “რეალის” ესპანელმა კაპიტანმა, სერხიო რამოსმა პრესასთან ფეხბურთში ვიდეოგამეორებების დანერგვის საკითხი განიხილა და საკუთარი პოზიციაც დააფიქსირა. შეგახსენებთ, რომ ლა ლიგაში ჯერჯერობით ახალი ტექნოლოგიები არ მიუღიათ.

“ფეხბურთში ვიდეოგამეორებების შემოტანის მომხრე ვარ. ჩემი აზრით, ახალი ტექნოლოგიები ფეხბურთს უფრო სამართლიანს ხდიან. თუმცა, მართალია, რომ მცირე პაუზები რიტმს დაგვაკარგვინებს.

მაგრამ თამაშს თამაშგარიდან გატანილი გოლით, ან არასწორად დანიშნული პენალტის ხარჯზე არ უნდა იგებდე. ამ კუთხით, ეს სისტემა დიდ სარგებელს მოგვიტანს. რაც უფრო ადრე შემოვიტანთ გამეორებებს, მით უკეთესი იქნება,” – აცხადებს რამოსი.

სერხიო რამოსი მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ფინალში ახალი ბუცით ითამაშებს (ფოტო)

როგორ მოგეხსენებათ, 16 დეკემბერს მადრიდის “რეალი” მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ფინალში ბრაზილიურ “გრემიოს” დაუპირისპირდება. დღეს კი პრესაში იმ ბუცების ფოტო-სურათები გავრცელდა, რომლითაც ესპანელთა ცენტარული მცველი და გუნდის კაპიტანი 2017-2018 წლების სეზონში იასპარეზებს, პირველ შეხვედრას კი ფინალში გამართავს. რამოსის ბუცი, როგორც ყოველთვის NIKE-ის ფირმისაა.

რამოსი: “მოტივირბულები ვართ, რათა გულშემატკივარი კიდევ ერთი ტიტულით გავახაროთ”

როგორც მოგეხსენებათ, დღეს მადრიდის “რეალი” აბუ დაბიში ჩაფრინდა, სადაც მოახლოვებული მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატისთვის მოემზადებიან.

გუნდის კაპიტანმა სერხიო რამოსმა ჟურნალისტებთან საკლუბო მუნდიალის შესახებ ისაუბრა: “მოუთმენლად ველოდებით ტურნირში ჩართვას, ჩვენი მიზანია ტიტული დავიცვათ და ხელმეორედ მოვიგოთ მსოფლიო საკლუბო ჩემპონატი. დამღლელი ფრენის შემდეგ ძალების აღდგენას შევეცდებით, რათა მოახლოვებულ მატჩს ოპტიმალურ მდგომარეობაში შევხდეთ. “სევილიასთან” კარგი თამაშის შემდეგ მოტივირბულები ვართ, რათა გულშემატკივარი კიდევ ერთი ტიტულით გავახაროთ“, – განაცხადა სერხიო რამოსმა.

შეგახსენებთ, რომ “რეალი” პირველ შეხვედრას “ალ ჯაზირას” წინააღმდეგ 13 დეკემბერს ჩაატარებს. მადრიდული კლუბი ტურნირში 1/2 ფინალიდან ერთვება.

სერხიო რამოსი: “ამაში კრიშტიანუს არ ვეთანხმები”

მადრიდის “რეალი” გასულ სატრანსფერო ფანჯარაზე კეპლერ პეპემ, ხამეს როდრიგესმა და ალვარო მორატამ დატოვეს. სწორედ ამ მოტამაშეებზე, სულ ცოტა ხნის წინ, კრიშტიანუ რონალდუმ განაცხადა, რომ “ბლანკოსმა” ისინი დაკარგა და ახალ სეზონში სამივე მტაგანი გუნდისთვის დიდი დანაკლისია.

კრიშტიანუს არ ეთანხმება მისივე თანაგუნდელი და მეგობარი, სერხიო რამოსი, რომელიც თვლის, რომ გუნდი ისეთივე ძლიერია, თუმცა ტრავმიანობა თავის გავლენას ახდენს შედეგებზე.

“მე არ ვეთანხმები კრიშტიანუს. ჩემი აზრით, ეს აზრსმოკლებული განცხადებაა. როცა გასულ ზაფხულში ორი სუპერთასი მოვიგეთ, მაშინ არ გვყავდა ის მოთამაშეები. თუმცა, ჩვენ მაინც ძლიერები ვიყავით და იმ დროს ნამდვილად არ გვეტყობოდა, რომ ვინმე დავკარგეთ. მინდა, ყურადღება გავამახვილო ტრავმებზე. გუნდი მაშინაა ძიერი, როცა ერთად ვართ. მე არავინ დამიკარგავს, არავინ! რა ტქმა უნდა, შემადგენლობა, რაღაც დონეზე, შეიცვალა. თუმცა, ეს ბუნებრივია,” – აცხადებს რამოსი.

რამოსი: “ჩვენთან მსგავსი პრობლემები არ არსებობს”

მადრიდის “რეალის” კაპიტანმა სერხიო რამოსმა კლუბის შიდა სამზარეულოზე ისაუბრა.

სერხიო რამოსი: “ჩვენს კლუბში არასდროსაა მსგავსი პრობლემა, როგორიცაა დავა იმაზე თუ ვინ დააარტყავს 11-მეტრიანს. რადგან ყველამ იცის, რომ “რეალში” პენალტს რონალდუ ასრულებ, თუ ის მინდორზე არ იმყოფება, მაშინ ეს მისია მე მეკისრება. მატჩამდე ირკვევა იმ სამი ფეხბურთელის ვინაობა, რომელსაც შეიძლება 11-მეტრიანის შესრულება მოუწიოს. ამ გზით ჩვენ თავს ვარიდებთ პრობლემებს. მსგავს მცირე დეტალებს “რელში” დიდი ყურადღება ექცევა. რაც შეეხება ნეიმარსა და კავანის ისინი პროფესიონალი ფეხბურთელები არიან და დარწმუნებული ვარ სწორ გადაწყვეტილებამდე მივლენ.”-განაცხადა სერხიო რამოსმა.

რამოსი კლუბის ხელმძღვანელებთან აწარმოებს მოლაპარაკებებს

მადრიდის “რეალის” ბანაკიდან გაჟონილი ინფორმაცია გვაცნობებს, რომ სერხიო რამოსი უახლოეს მომავალში კლუბთან ახალ ხელშეკრულებას დადებს, რომელსაც ვადა 2021 წლის ზაფხულამდე ექნება.

Marca-ს ცნობით, მხარეებმა შეთანხმებას დახურულ კარს მიღმა მიაღწიეს და ნებისმიერ დროსაა მოსალოდნელი ამ ინფორმაციის გაოფიციალურება.

ცნობილი ხდება ისიც, რომ ახალ კონტრაქტის მიხედვით “ბლანკოსის” კაპიტანს საკმაოდ მაღალი ხელფასი ექნება ამ ოთხი წლის მანძილზე, დაახლოებით იმდენი, რამდენიც რონალდუსა და ბეილს აქვს.

შეგახსენებთ, რომ რამოსი “რეალში” 2005 წელს გამოჩნდა. ექს-“სევილიელმა” მალევე შეძლო “სანტიაგო ბერნაბეუს” გულის მოგება და დღეს გუნდის ერთ-ერთი საკვანძო ფეხბურთელი გახლავთ.

“რეალი” ლოს-ანჯელესში ორი ლიდერის გარეშე ჩავიდა

მადრიდის “რეალის” კუთვნილებაში მყოფი 26 ფეხბურთელი უკვე ჩაფრინდა ლოს-ანჯელესში, სადაც საერთაშორისო ჩემპიონთა თასის 2017 წლის გათამაშებამ უნდა აიღოს სტარტი.

აღსანიშნავია, რომ ზინედინ ზიდანის გუნდი ვარჯიშს ორი ლიდერის, კრიშტიანუ რონალდუსა და სერხიო რამოსის გარეშე იწყებს, რომლებიც ჯერ კიდევ შვებულებაში იმყოფებიან და გუნდს 13 ივლისს შეუერთდებიან. გუნდთან ერთად იმყოფება ალვარო მორატაც.

ამ ტურნირის ფარგლებში “რეალს” “მანჩესტერ იუნაიტედის”, “მანჩესტერ სიტისა” და “ბარსელონას” წინააღმდეგ მოუწევს თამაში. ამასთანავე, მადრიდული გრანდი MLS-ის ვარსკვლავებთან გეგმავს სპარინგ-მატჩის გამართვას.

რამოსის დიპლომატიური პასუხი მოურნიოს: “მართალია, რაც ჟოზემ თქვა, თუმცა…”

ცოტა ხნის წინ ჟოზე მოურნიომ განაცხადა, რომ, მისი “რეალში” მისვლისას, სერხიო რამოსსა და სხვა ფეხბურთელებს ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალშიც კი არ ჰქონდათ ნათამაშები.

ამაზე სერხიო რამოსმა დღეს კომენტარი გააკეთა.

“კი, ეს მართალია. როცა ის მოვიდა, მაშინ 1/4 ფინალის ბარიერს თუ გადავლახავდით ხოლმე, ახლა კი სამი ჩემპიონთა ლიგა გვაქვს მოგებული. ჩემს კარიერაში ყველა მწვრთნელისგან ვისწავლე რაღაც, თუმცა ზოგისგან უფრო მეტი გავიგე, ვიდრე სხვებისგან,” – ასე გასცა სერხიომ სეუ ჟოზეს პასუხი.

მოურინიო: “როცა “რეალში” მივედი, რამოსს ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალშიც კი არ ჰქონდა ნათამაშები”

ჟოზე მოურინიო “რეალში” 2010-2013 წლებში მუშაობდა. პორტუგალიელმა მწვრთნელმა მისი მადრიდული კარიერა გაიხსენა.

“რეალის” კაპიტანს, რომელიც უკვე ჩემპიონთა ლიგის სამი თასის მფლობელია, 1/4 ფინალში 2010 წლამდე ნათამაშები არ ჰქონდა. როცა მე გუნდში მივედი, მაშინ მოუწია სერხიო რამოსს ამ ეტაპზე ასპარეზობა. ზოგადად, ყველაზე მეტად, იმ კლუბებში მუშაობა მიყვარს, რომელთაც მოგება სურთ, თუმცა ამ მიზნისგან შორს არიან. “რეალიც” ჩემი მისვლის მომენტში ასეთი იყო.”

“ძალიან მიყვარს ისეთი მოთამაშეების გაწვრთნა, რომლებიც აზროვნებენ და კონკრეტულ მომენტში შეტევის განვითარების რამდენიმე ვარიანტი წარმოექმნებათ ტვინში. საბოლოოდ, სწორედ ასეთი მოთამაშეებით შემიძლია, სასურველ მიზანს მივაღწიო,” – განაცხა

რამოსი: “ისტორია დავწერეთ”

მადრიდის “რეალის” ესპანელმა კაპიტანი ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში შევიდა, როგორც პირველი კაპიტანი, რომელმაც ზედიზედ ორჯერ მოიგო ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტიტული.

ესპანელმა პრესასთან ამ დიდ გამარჯვებაზე ისაუბრა: “ვამაყობთ ამ გუნდით. ჩვენ კონკრეტული მიზანი გვქონდა, გვინდოდა მოგვეგო და ამისთვის ყველაფერი გავაკეთეთ. ჩვენ ის შევძელით, რაც სხვამ ვერავინ გააკეთა, ისტორია დავწერეთ.

მართალია, რამდენიმე შეცდომა დავუშვით, მაგრამ საბოლოო ჯამში, გამარჯვება დამსახურებული იყო.

მადლობას ვუხდი თითოეულ იმ ადამიანს, რომელიც ამ წარმატების მიღწევაში დაგვეხმარა, ჩემს მეუღლეს, შვილებს, მშობლებსა და ყველა “მადრიდისტას”,- აცხადებს მადრიდელთა კაპიტანი.