მადრიდის “რეალის” ფეხბურთელები კარდიფში პარასკევს ჩაფრინდნენ, სადაც სერხიო რამოსი ახალი ვარცხნილობით დააფიქსირეს.
კვირის დასაწყისში, მადრიდელთა ესპანელი კაპიტანი დარწმუნებული არ იყო, შეიცვლიდა თუ არა ვარცხნილობას ამ დღისთვის:”არ ვიცი, შევიცვლი თუ არა ვარცხნილობას ფინალისთვის, შესაძლოა ისეთი ვარცხნილობა დავიყენო, რომელსაც იღბლიანად ვთვლი.
შანსი იმისა, რომ მას შევიცვლი 80 პროცენტია, ხოლო 20 პროცენტი იმის, რომ იგივე სტილს დავიტოვებ,” – აცხადებდა რამოსი.