მოგების მიუხედავად, სერხიო რამოსი პსჟ-სთან მატჩით უკმაყოფილოა

მიუხედავად იმისა, რომ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეოთხე ტურში მადრიდის „რეალმა“ პსჟ დაამარცხა, „ბლანკოსის“ მცველი სერხიო რამოსი თავისი გუნდის ნაჩვენები თამაშით უკმაყოფილო დარჩა.

„ჯამში, ეს ჩვენი საუკეთესო მატჩი არ ყოფილა, თუმცა პოზიტიური მომენტები გვქონდა. რაღაცები გამოსასწორებელი გვაქვს. პარიზში უკეთესად ვითამაშეთ და ქულა მივითვალეთ. დღეს უარესად ვითამაშეთ და მოვიგეთ. ფეხბურთში ასე ხდება ხოლმე, ამიტომ ყოველთვის მოგებისთვის ბრძოლაა საჭირო.

უნდა გვიხაროდეს, რომ პლეიოფში მოვხვდით, მაგრამ დაშვებული შეცდომების უყურადღებოდ დატოვება არ შეიძლება“, – ციტირებს რამოსს AS-ი.

სერხიო რამოსმა თავის ორეულზე იხუმრა (ფოტო)

მადრიდის “რეალის” ფეხბურთელი სერხიო რამოსი, რომელიც ესპანეთის პრიმერადივიზიონში ერთ-ერთ ყველაზე საიმედო მცველად ითვლება, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ფოტოს გამოეხმაურა. ერთ-ერთმა გულშემატკივარმა ტენერიფეში მდებარე სუპერმარკეტში სერხიო რამოსის ორეული დაცვის თანამშრომელი შენიშნა, ფოტო გადაუღო და შემდეგ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

ესპანელი ფეხბურთელი ფოტოს იმავე დღესვე გამოეხმაურა.

“ოფიციალურად უარვყოფ ინფორმაციას, თითქოს კონტრაქტი სუპერმარკეტ “მერკადონასთან” გავაფორმე”, – დაწერა რამოსმა.

რამოსის ორეული

 

რამოსი პსჟ-სთან ფრედ დასრულებული მატჩით კმაყოფილია

მადრიდის „რეალის“ მცველი სერხიო რამოსი „პარი სენ-ჟერმენთან“ უგოლოდ დასრულებული შეხვედრით კმაყოფილია.

„შესაძლოა, შეტევების გადამწყვეტ მომენტში ცოტა სიზუსტე გვაკლდა, თუმცა აქედან ბედნიერები მივდივართ, რადგან რთილი გასვლის შემდეგ ერთი ქულა ავიღეთ. ნათელია, ახლა გუნდი საუკეთესო ფორმაში არ არის, რისი მიზეზიც ბევრი ტრავმაა“, – განაცხადა რამოსმა.

რონალდუსა და რამოსს ბეილთან ცუდი ურთიერთობა აქვთ

მადრიდის „რეალის“ წამყვან ფეხბურთელებს შორის კონფლიქტია.

ყოველ შემთხვევაში, ესპანური ტელეგადაცემის „El Chiringuito de Jugones“-ის ეთერში გავრცლელებულ ინფორმაციას თუ დავუჯერებთ, კრიშტიანუ რონალდუსა და სერხიო რამოსს უელსის ნაკრების ნახევარმცველ გარეთ ბეილთან ცუდი უერთიერთობა აქვთ.

აქამდე ცნობილი გახდა, რომ ბეილმა თავისი აგენტის სიტყვების გამო რონალდუს ბოდიში მოუხადა. უელსელი ფეხბურთელის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ბეილი ნამდვილი ვარსკვლავია და არა საცვლების რეკლამებში მონაწილე ადამიანი.

სერხიო რამოსი: „დე ხეა? „რეალს“ ისედაც ორი ჩინებული მეკარე ჰყავს“

მადრიდის „რეალის“ მცველმა სერხიო რამოსმა „მანჩესტერ იუნაიტედის“ მეკარის დავიდ დე ხეას ჩაშლილ ტრანსფერზე ისაუბრა.

„დე ხეასთან ამ თემაზე არ მისაუბრია. არ ვიცი, ის რა აზრზეა, მაგრამ ცხოვრებაში ყველაფერი ხდება. ასეთი ეპიზოდები უბრალოდ გადასატანია. საჭიროა, მათგან გამოცდილება მიიღო და შენი კლასი აჩვენო. ნებისმიერ შემთხვევაში, ორი მაღალი დონის მეკარე გვყავს“, – განაცხადა რამოსმა.

რამოსმა გაახანგრძლივა

“თეთრები” აგრძელებენ თანამშრომლობას ესპანეთის ეროვნული ნაკრების მცველთან.

AS-ის ინფორმაციით, სერხიო რამოსი გუნდში 2020 წლამდე დარჩება.

ოფიციალურად, მხარეები ინფორმაციას ორშაბათს, 17 აგვისტოს გამოაცხადებენ.

მანამდე, რამოსს აქტიურად უკავშირებდნენ “მანჩესტერ იუნაიტედს”, მაგრამ ფლორენტინო პერესმა შეძლო გუნდში შეენარჩუნებინა გამოცდილი მოთამაშე, რომელიც “ბლანკოსის” ღირსებას 2005 წლიდან იცავს.

მედია: რამოსმა “რეალთან” ახალი კონტრაქტი გააფორმა

როგორც ჩანს, ესპანელი მცველი სანტიაგო ბერნაბეუზე რჩება.

ესპანური გამოცემა Marca იტყობინება, რომ მხარეები 2020 წლამდე კონტრაქტის გახანგრძლივებაზე შეთანხმდნენ. ფინანსური მხარე უცნობია.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ რამოსმაც გამოხატა “ბერნაბეუს” დატოვების სურვილი და მისი აყვანა “მანჩესტერს”.

სერხიო რამოსი შოკირებული იყო მისი მეგობრის, იკერ კასილიასის გუნდიდან გაშვების გამო და ამ ფაქტით უკმაყოფილო იყო, თუმცა ფლორენტინო პერესმა მაინც შეძლო მისი დაყოლიება.

ბენიტესი: “რამოსი რეალში რჩება”

როგორც ჩანს, ესპანელმა მცველმა “სანტიაგო ბერნაბეუს” დატოვება გადაიფიქრა.

რაფაელ ბენიტესის თქმით, 29 წლის მცველს, რომელსაც პრესა “მანჩესტერს” უკავშირებდა, გუნდში რჩება.

“გუშინ ვესაუბრე კლუბის პრეზიდენტს და მითხრა, რომ რამოსთან შეხვედრა დაგეგმილი აქვს. ორივე მხარე ოპტიმისტურადაა განწყობული,”-აცხადებს ბენიტესი Goal.com-თან.

გავიხსენოთ, რომ “რეალს” და რამოსს ახალი კონტრაქტის თაობაზე შეთანხმებაზე არ მიუღწევიათ. არის საშიშროება, რომ ფლორენტინო პერესმა მასაც ისევე მიუთითოს კარისკენ, როგორც გუნდის ორ ლეგენდას, იკერ კასილიასს და რაულს.

კოკე: “რონალდუს გაჩერება უფრო რთულია, ვიდრე მესის”

“სევილიას” ნახევარმცველმა, კოკე მორენომ ლეო მესისა და კრიშტიანუ რონალდუს სიძლიერე შეადარა.

“ჩემი პოზიცია – ფლანგის დაცვაა. ხშირად მიწევს რონალდოსთან შერკინება და მისი გაჩერება უფრო რთულია, ვიდრე ლეო მესის”.

“საუკეთესო მცველი მსოფლიოში? – სერხიო რამოსი. მანამდე ფერნანდო იერო მომწონდა, თამაშის ხარისხით და პიროვნებით,”-აცხადებს კოკე.

“რეალი” მზადაა განიხილოს – რამოსი დე ხეას სანაცვლოდ

El Pais-ის ინფორმაციით, მადრიდის “რეალი” აქტიურად აგრძელებს დავიდ დე ხეას ტრანსფერზე მუშაობას, რომელსაც შესაძლოა, სერხიო რამოსი შეეწიროს.

უკვე ერთ თვეზე მეტია, “სამეფო გუნდს” და ესპანელ კიპერს ერთმანეთს უკავშირებენ, თუმცა მხარეები შეთანხმებას ვერ აღწევენ. რამდენიმე დღეში “გალაქტიკოსი” ახალი შეთავაზებით შეუტევს ინგლისურ გუნდს.

El Pais წერს, რომ იკერ კასილიასის “პორტოში” წასვლის შემდეგ, “რეალი” დაუყოვნებლივ ცდილობს დავიდის დამატებას. კიკო კასილია და კეილორ ნავასი კვალიფიციური მეკარეები არიან, თუმცა არა დედაქალაქური გუნდის დონის.

სერხიო რამოსის ბედი კი ფლორენტინო პერესზეა დამოკიდებული. AS-ის უწყებით, პერესი ჩავიდა გუნდის ტესტ-მატჩებზე პირადად, რათა გამოცდილ უკანახაზელს გასაუბრებოდა. განიხილება ბარტერი ესპანელი მცველისა და მისივე ეროვნების მეკარის.

თავის მხრივ, თუ ერთი წლით “რეალი” დაიცდის, სერხიო რამოსსაც შეინარჩუნებს და დე ხეასაც უფასოდ ჩაიგდებს ხელში.

წყარო: პერესმა დაადასტურა, რომ დე ხეა “რეალში” გადავა

მადრიდის “რეალის” პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი ყატარში სპორტულ ტელეარხ beIN Sports-ის ხელმძღვანელს, მაროკოელ ჟურნალისტ მოჰამედ ამორს შეხვდა. ჟურნალისტმა “სამეფო კლუბის” ხელმძღვანელს საინტერესო ინფორმაცია დასტყუა.

მხარეებს შორის შემდგარ დიალოგს სოციალურ ქსელ Facebook-ზე არსებული გვერდი Peña Casa Madridista ასაჯაროებს, რომელიც “რეალის” მაროკოელ ქომაგთა გვერდია. როგორც Peña Casa Madridista წერს, მათ ინფორმაცია თავად მოჰამედ ამორმა მიაწოდა, რომელიც მათივე ფანკლუბის საპატიო წევრია.

წყაროს თანახმად, მოჰამედ ამორმა პერესს დავიდ დე ხეას შესაძლო ტრანსფერზე ჰკითხა, რაზეც ასეთი პასუხი მიიღო: “განვახორციელეთ”.

ამავდროულად ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ “რეალმა” და “პორტუმ” იკერ კასილასის ტრანსფერზე შეთანხმებას მიაღწიეს და უახლოეს საათებში ესპანელი მეკარე “დრაკონებთან” კონტრაქტს გააფორმებს.

Perez - Ammor

ჟურნალისტმა პერესს გუნდში სერხიო რამოსის დარჩენა-არდარჩენის შესახებაც დაუსვა კითხვა. “სამეფო კლუბის” პრეზიდენტმა უპასუხა:

“არ ვიცი… პრინციპში რამოსი დარჩება”.

პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სერხიო რამოსს “მანჩესტერ იუნაიტედში” გადაბარგება სურდა.

გარდა ამისა, ფლორენტინო პერესმა ისიც გაამჟღავნა, რომ ტურინის “იუვენტუსისა” და ჩილეს ნაკრების ნახევარმცველი არტურო ვიდალი “რეალში” არ გადავა.

 

ინიესტა: “რეალი რამოსის გარეშე ვერ წარმომიდგენია”

ესპანელი ნახევარმცველი, ანდრეს ინიესტა სერხიო რამოსის “მანჩესტერ იუნაიტედში” შესაძლო ტრანსფერს გამოეხმაურა.

“ბარსელონას” შემტევს, ანდრეს ინიესტას მისი მოსისხლე მტრის ბანაკი, საკუთარი თანამემამულის გარეშე ვერ წარმოუდგენია.

“ყოველთვის ვამბობდი, რომ სერხიო მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ცენტრალური მცველია. ის დიდ გუნდში თამაშობს და პატიოსანია. ვერ წარმომიდგენია “რეალი” რამოსის გარეშე,”-დასძინა ინიესტამ.