ბათუმის “დინამომ” ქობულეთის “შუქურა” დაამარცხა (ვიდეო)

დღეს ეროვნული ლიგის 23-ე ტურის სადებიუტო შეხვედრა გაიმართა. “რაგბი არენაზე” ადგილობრივი ბათუმის “დინამო” ქობულეთის “შუქურას” დაუპირისპირდა.

მეორე წუთზე ანზორ სუხიაშვილმა მასპინძლები დააწინაურა. 33-ეზე იაროსლავ კვასოვმა სხვაობა ორამდე გაზარდა. თერთმეტ წუთში ნიკა მგელაძემ მესამე გოლიც გაუტანა ქობულეთლებს.

მეორე ნახევრის პირველ წუთზე “შუქურადან” ერთი გოლი დავით ჩაგელიშვილმა გაქვითა. 68-ეზე კი მარსელინიომ ერთამდე შეამცირა სხვაობა.

საბოლოოდ, 3-2 “დინამოს” სასარგებლოდ.

ამ გამარჯვების შემდეგ “დინამო” 26 ქულით მეშვიდეზეა. ხოლო, “შუქურა” თერთმეტი ქულით ბოლოზეა.

ქობულეთის “შუქურაში” ძირეული ცვლილებები განხორციელდა

ქობულეთის “შუქურამ” ეროვნული ლიგის პირველი და მეორე წრე ძალიან ცუდად ჩაატარა და 18 ტურის შემდეგ მხოლოდ შვიდი ქულა დააგროვა. ამჟამად აჭარლები ბოლო ადგილს იკავებენ.

ლოგიკურია, რომ “შუქურას” რიგებში ბევრი ცვლილება განხორციელდა. ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით გუნდის მთავარ მწვრთნელად გიორგი შაშიაშვილი რჩება. ხოლო, ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გუნდი დატოვეს შემდეგმა ფეხბურთელებმა: ილია სტურუა
იური კამინსკი, ირაკლი ჭეჟია, გიგა მამულაშვილი, ივან კლეცკოვი, ბექა მახარაძე, ლევან კუტალია, ლაშა ჯაფარიძე, გიორგი ჭანუყვაძე, ივან რუდნიცკი, გიორგი არქანია.

რაც შეეხებათ კლუბში მიმსვლელებს, ეს სია ასე გამოიყურება: გიორგი სომხიშვილი, გელა გოგიტიძე, გიორგი გოგილაშვილი, დავით ჩაგელიშვილი, გია ჩადუნელი, ფელიპე ნუნიესი, მარსელო ანტონიო დე ოლივეირა.

“შუქურას” სრული შემადგენლობა კი ასეთია:

მეკარეები:

ვლადიმერ მელნიჩენკო
გიორგი სომხიშვილი
გიორგი ღლონტი

მცველები:

რომან ჩაჩუა
დავით ცეცხლაძე
გელა გოგიტიძე
გია ჩადუნელი
გიორგი კალანდაძე
რომან პომოზანი

ნახევარმცველები:

ჯეფერსონი
ირაკლი კლიმიაშვილი
ალექსანდრე გურული
ნიკოლოზ ღლონტი
გიორგი კახელიშვილი
მარსელო ანტონიო დე ოლივეირა
ერეკლე მალაზონია

თავდამსხმელები:

დავით ჩაგელიშვილი
გიორგი გოგილაშვილი
ფელიპე ნუნიესი

გუნდში ირიცხებიან, მაგრამ ტრამვირებულები არიან: გიორგი ჩელებაძე, აზამატ ჯიოევი, ლევან საბაძე, თორნიკე დაგარგულია.

აღსანიშნავია ისიც, რომ მესამე წრიდან “ჩელე არენა” ვეღარ უმასპინძლებს საშინაო მატჩებს. ფედერაციის გადაწყვეტილებით სტადიონს ლიცენზია შეუჩერდა, “შუქურა” კი საშინაო მატჩებს ბათუმში “რაგბი არენა” – ზე ჩაატარებს.

ეროვნული ლიგის მესამე წრე 21 ივლისს დაიწყება და “შუქურა” პირველ შეხვედრას 22 ივლისს “ეროსი მანჯგალაძის” სახელობის სტადიონზე სტუმრად სამტრდიასთან გამართავს.

“დილამ” “შუქურას” გადაუარა (ვიდეო)

დღეს ეროვნული ლიგის მე-17 ტურმა აიღო სტარტი.

“დინამო არენაზე” გორის “დილამ” ქობულეთის “შუქურა” მიიღო. მატჩი ნომინალური მასპინძლების უპირატესობით წარიმართა. ანგარიში მე-18 წუთზე ფლავიო ნუბიომ გახსნა. ექვს წუთში ლეანდრო რიბეირომ თერთმეტმეტრიანის ნიშნულიდან ორამდე გაზარდა სხვაობა.

მეორე ნახევარში 66-ე წუთზე თენგიზ წიქარიძემ გამოიჩინა თავი. ხოლო, 78-ეზე კი სალიეუ ტარავალიემ მეოთხე ბურთიც გაიტანა.

საბოლოოდ, 4:0 და “დილამ” მნიშვნელოვანი სამი ქულა მოიპოვა. იგი 22 ქულით მეშვიდეზეა. ქობუელეთელებს შვიდი ქულა აქვთ და ბოლო ადგილზე არიან.

სენსაცია: “შუქურამ” “ლოკომოტივი” თბილისში გაანადგურა (ვიდეო)

დღეს ეროვნული ლიგის მე-15 ტურის მორიგი შეხვედრები იმართება.

ერთ-ერთ მატჩში თბილისის “ლოკომოტივი” “მიხეილ მესხზე” ქობულეთის “შუქურას” დაუპირისპირდა. აჭარლებს ახალი მწვრთნელი, გიორგი შაშიაშვილი ჰყავთ, რომელსაც სადებიუტო მატჩი ჰქონდა. დაპირისპირება მოულოდნელად დაიწყო. მე-13 წუთზე გიორგი კალანდაძემ გაიტანა გოლი და “შუქურა” დააწინაურდა. ზუსტად სამ წუთში კიდევ ერთი ქობულეთელი გამოირჩა – ალექსანდრე გურულმა სტუმარი გუნდის უპირატესობა ორამდე გაზარდა. პირველი ტაიმის მიწურულს, მეორე დამატებით წუთზე ლევან კუტალიამ თერთმეტმეტრიანის ნიშნულიდან მესამე გოლიც გაიტანა!

მეორე ნახევარში “ლოკომოტივი” ბევრს ეცადა, თუმცა სხვაობაც კი ვერ შეამცირა.

საბოლოოდ, “შუქურამ” 3:0 ის გუნდი დაამარცხა, რომელთანაც თვე-ნახევრის წინ 0:5 დამარცხდა. ამ სენსაციური გამარჯვების შემდეგ “შუქურა” შვიდი ქულით ბოლოზეა. “ლოკოს” 21 ქულა აქვს და მეოთხეზეა.

 

ლიდერ-ბეთი “რუსთავის” სპონსორი გახდა: “ჩვენი მიზანი ქართული სპორტის მხარდაჭერაა!”

ტოტალიზატორების ქსელი, ლიდერ-ბეთი აგრძელებს ქართული ფეხბურთის მხარდაჭერას. როგორც Fanebi.Com-მა დაადგინა, აღნიშნული კომპანია კიდევ ერთი კლუბის, “რუსთავის” სპონსორი გახდა. ამის შესახებ ოფიციალურ განცხადებას მხარეები უახლოეს მომავალში გააკეთებენ.

ჩვენ დავუკავშირდით ლიდერ-ბეთის მენეჯერს, ბაჩო სარალიძეს და მასთან აღნიშნულ საკითხზე ინტერვიუ ჩავწერეთ.

– ადასტურებთ თუ არა რომ ლიდერ-ბეთი “რუსთავის” სპონსორია?

– დიახ, ეს ინფორმაცია სიმართლეა. ხელშეკრულება სულ ცოტა ხნის წინ გაფორმდა.

– რამდენ წლიანია თქვენს მიერ ნახსენები დოკუმენტი და რას ითვალისწინებს ის?

– ხელშეკრულება არის გაფორმებული ერთი წლის ვადით. თუმცა, თუ ამ პერიოდის მანძილზე, ნებისმიერ დროს თუ იქნება რაიმე უკმაყოფილება, არის იმის შესაძლებლობა, რომ კონტრაქტი შეწყდეს. ამით იმის თქმა მინდა, რომ დოკუმენტის პირობები არ არის მკაცრი, კაბალური და ასე შემდეგ. მეტიც, თუ ჩვენი მხარდაჭერა რუსთავის საფეხბურთო კლუბს წაადგება, მომავალშიც ვაპირებთ, რომ კონტრაქტი გავახანგრძლივოთ.

– რა თანხას მიიღებს “რუსთავი” ლიდერ-ბეთისგან ამ ერთი წლის მანძილზე?

– ეს ინფორმაცია კონფიდენციალურია და, შესაბამისად, კონკრეტულ რიცხვს ვერ გეტყვით.

– თქვენი კომპანია რამდენიმე ქართული სპორტული გუნდის სპონსორია. რატომ გაქვთ გეზი აღებული სპორტისკენ? 

– ჩვენ ამ მიმართულებით უკვე, დაახლოებით, სამი-ოთხი წელია ვმუშაობთ. ეს სფერო კი იმიტომ გვაქვს არჩეული, რომ ჩვენი საქმიანობა დაკავშირებულია სპორტთან. ზოგადად, ამ მხრივ პიარისა და მარკეტინგული აქტივობების გარდა, სხვა ბევრი რამეც გვაქვს გაკეთებული, რაც სახალხოდ არ ჩანს. ჩვენი სურვილია, რომ ქართული სპორტის მხარდამჭერები ვიყოთ საქმით და გულშემატკივარში ლიდერ-ბეთი სწორედ “მხარდამჭერის” ასოციაციას იწვევდეს. სპორტის დახმარება, განვითარება ჩვენი მიზანია!

– გაგრძელდება თუ არა ეს ტენდენცია?

დიახ, აუცილებლად გაგრძელდება.  მინდა, გითხრათ, რომ “რუსთავის” გარდა, კონტრაქტი გვაქვს თელავის, ტყიბულის, ქობულეთისა და სხვა ქალაქების გუნდებთან. ჩვენ მხოლოდ ფეხბურთს არ ვუდგავართ გვერდში – სპორტის სხვა სახეობებსაც ვცდილობთ, თანადგომა გამოვუცხადოთ. ამ ურთიერთობებს ბოლომდე სპონსორობას ვერ ვუწოდებ. უფრო მეტად, კლუბებს ვეხმარებით და ვცდილობთ, მათ განვითარებაში წვლილი შევიტანოთ.  თავისთავად, მათი მხირდანაც კონკრეტულ სარეკლამო მომსახურებას ვიღებთ. ჩვენი დიდი სურვილია, რომ მომავალში კიდევ უფრო მეტი გავაკეთოთ ქართული სპორტისთვის!

“კოლხეთმა” და “შუქურამ” ქულები გაიყვეს (ვიდეო)

დღეს ეროვნული ლიგის მეცამეტე ტურის შეხვედრები იმართება.

სადებიუტო მატჩი სამტრედიაში, ეროსი მანჯგალაძის სახელობის სტადიონზე გაიმართა. ერთმანეთს ფოთის “კოლხეთი” და ქობულეთის “შუქურა” დაუპირისპირდნენ. შეხვერდა არ იყო მომენტებით სავსე და სანახაობრივი. გუნდებს რამდენიმე შანსი კი ჰქონდათ, თუმცა მატჩი უგოლოდ დასრულდა.

ამ ფრის შემდეგ მეგრელებს 11 ქულა დაუგროვდათ და მეცხრე ადგილზე არიან. რაც შეეხება “შუქურას”, აჭარლებს ოთხი ქულა აქვთ და ბოლო პოზიციაზე იმყოფებიან.

 

ეროვნული ლიგა: “ტორპედომ” “შუქურა” საკუთარ მოედანზე დაამარცხა (ვიდეო)

დღეს ეროვნული ლიგის მეთერთმეტე ტურის შეხვედრები გაიმართა.

ერთ-ერთ მატჩში ქუთაისის “ტორპედომ” ქობულეთის “შუქურა” მიიღო. პირველ ტაიმში გუნდებს რამდენიმე მომენტი ჰქონდათ, თუმცა იგი უგოლოდ დასრულდა.

მეორე ნახევარში, 63-ე წუთზე თორნიკე კაპანაძემ იმერლები დააწინაურა. საოლოოდ, ეს ერთადერთი გოლი აღმოჩნდა, რომელც ამ მატჩში გავიდა. “ტორპედომ” მინიმალური ანგარიშით მოიგო და კიდევ ერთი სამი ქულა ჩაიწერა ცხრილში.

ამ გამარჯვების შემდეგ “ტორპედოს” 19 ქულა აქვს და მესამე ადგილზეა. ხოლო, “შუქურა” სამი ქულით ბოლო პოზიციაზეა.

 

თბილისის “დინამომ” ქობულეთის “შუქურა” გაანადგურა (ვიდეო)

დღეს ეროვნული ლიგის მეშვიდე ტურის შეხვედრაში, “დინამო არენაზე” თბილისის “დინამომ” ქობულეთის “შუქურა” მიიღო.

მატჩი მასპინძელთა უპირატესობით წარიმართა. ანგარიშის გახსნა დედაქალაქელთა კაპიტანმა, გიორგი პაპუნაშვილმა შეძლო.

მეორე ნახევარში, 55-ე წუთზე უკვე ბაჩანა არაბულმა გამოიჩინა თავი. ზუსტად ექვს წუთში საბა ლობჟანიძემ სამამდე გაზარდა სხვაობა. თბილისლები არ გაჩერდნენ და მეოთხეც გაიტანეს. 72-ე წუთზე არაბულმა დუბლი, ხოლო 79-ეზე კი საერთოდ ჰეთრიკი შეასრულა.

საბოლოოდ, 5-0.

ამ გამარჯვებით “დინამოს” 15 ქულა დაუგროვდა და პირველ ადგილზეა. რაც შეეხებათ აჭარლებს, მათ, მხოლოდ და მხოლოდ, ორი ქულა აქვთ და ბოლო პოზიციაზე არიან.

 

ფოტო: Fcdinamo.Ge

ეროვნული ლიგა: “შუქურა” “კოლხეთთან” საკუთარ მოედანზე ორბურთიანი სხვაობით დამარცხდა

დღეს ეროვნული ლიგის მეოთხე ტურის მატჩები იმართება

ერთ-ერთ შეხვედრაში ქობულეთის “შუქურამ” ფოთის “კოლხეთი” მიიღო. მატჩი ძალიან დაძაბული, უხვგოლიანი და სანახაობრივი გამოდგა. ანგარიშის გახსნა მასპინძლებმა 21-ე წუთზე შეძლეს. ამის გაკეთება ლევან კუტალიამ მოახერხა.ზუსტად თორმეთ წუთში კოვტალიუკმა გაათანაბრა. პირველ ტაიმში მეტი გოლი არ გასულა.

მეორე ნახევარში, 56-ე წუთზე უკრაინელმა ლეგიონერმა დუბლის შესრულება მოახერხა და “კოლხეთი” წინ გაიყვანა. 61-ე წუთზე კუტალიამაც მეორე გოლი გაიტანა და ანგარიში გაათანაბრა. კოვტალიუკმა აჭარლები არ გაახარა! მან 82-ე წუთზე სტუმრები დააწინაურა. ხოლო, 90-ე წუთზე გიორგი ბუხაიძემ საერთოდ 2-4 გახადა ანგარიში. საბოლოდ, შეხვედრა სწორედ ასე დასრულდა.

ამ მარცხის შემდეგ, “შუქურა” ორი ქულით ბოლო ადგილზეა. ხოლო, “კოლხეთმა” სამი საფეხურით წინ წაიწია და ექვის ქულით მეოთხე პოზიციას იკავებს.

კუტალია: “შუქურას” შემადგენლობა რომ შეენარჩუნებინა, წელს სამეულისთვისაც კი იბრძოლებდა”

დღეს ეროვნული ლიგის მეორე ტურის შეხვედრაში ქობულეთის “შუქურამ” ქუთაისის “ტორპედო” მიიღო და ფრე, 1-1 ითამაშა. ანგარიშის გახსნა მე-6 წუთზე კობა შალამბერიძემ მოახერხა. საგოლე გადაცემის ავტორი კი ლევან კუტალია გახდა.

შეხვედრის შემდეგ Fanebi.Com-ი აჭარლების “შვიდიანს” დაუკავშირდა და მას კომენტარის გაკეთება სთხოვა.

“დღევანდელი მატჩი საქართველოს თასის მოქმედ ჩემპიონთან ჩავატარეთ და, შესაბამისად, საკმაოდ რთული დაპირისპირებაც გამოვიდა. მოედანზე მოსაგებად გავედით, ბევრი ვიბრძოლეთ და რამდენიმე კარგი მომენტიც შევქმენით, რომლებიდანაც ერთი გოლადაც გარდავქმენით. ზოგ სიტუაციაში არ გაგვიმართლა. საბოლოოდ, ისეთ კარგ გუნდთან, როგორიც “ტორპედოა”, ფრე ურიგო შედეგი ნამდვილად არ ყოფილა.”

ლევანს გუნდის მიზნებზეც ვკითხეთ…

“გეტვყით, რომ გასული სეზონში შესანიშნავი გუნდი გვყავდა. ის შემადგენლობა რომ შეგვენარჩუნებინა, ახლა სამეულისთვისაც კი ვიბრძოლებდით. თუმცა, ახლაც მშვენიერი კოლექტივი ვართ და შვიდეულში შესვლას ვაპირებთ. ამის ძალა შეგვწევს! “შუქურა” მებრძოლ გუნდად ჩამოყალიბდა. ეს ამ ჩემპიონატის პირველ ორ ტურში საქართველოს ჩემპიონთან და თასის გამარჯვებულთან უკვე ორჯერ დავამტკიცეთ!” – განაცხადა კუტალიამ.

 

 

ეროვნული ლიგა: “შუქურამ” და “ტორპედომ” ქულები გაიყვეს

დღეს ეროვნული ლიგის მეორე ტურის სადებიუტო შეხვედრა გაიმართა. სამტრედიაში, ეროსი მანჯგალაძის სახელობის სტადიონზე ერთმანეთს “შუქურა” და ქუთაისის “ტორპედო” დაუპირისპირდნენ.

მატჩი აჭარლების უპირატესობით დაიწყო. მათ მე-6 წუთზე მოახერხეს ანგარიშის გახსნა. გოლის ავტორი კობა შალამბერიძე გახდა. ზუსტად 8 წუთში ბექა ტუღუშმა წონასწორობა აღადგინა. პირველ ტაიმში გოლი აღარ გასულა.

მეორე ნახევარში ორივე გუნდს ჰქონდა მომენტები, თუმცა, ანგარიშის მხრივ, აღარაფერი შეცვლილა და მატჩი ანგარიშით, 1-1 დასრულდა.

ამ ფრით “შუქურამ” ორი ქულა დააგროვა და მეოთხე პოზიციაზეა. ხოლო, “ტორპედოსთვის” ეს პირველი ქულაა. იგი ჯერჯერობით მეექვსე ადგილზეა.

ეროვნული ლიგა: “სამტრედიამ” და “შუქურამ” ქულები გაიყვეს

დღეს ეროვნული ლიგის პირველი ტურის სადებიუტო შეხვედრა გაიმართა. ეროსი მანჯგალაძის სახელობის სტადიონზე ერთმანეთს ადგილობრივი “სამტრედია” და ქობულეთის “შუქურა” დაუპირისპირდნენ.

მატჩი საკმაოდ დაძაბული გამოდგა. ანგარიშის გახსნა მე-19 წუთზე “სამტრედიამ” მოახერხა. დავით რაჟამაშვილმა საჯარიმოს გარედან ძლიერად გაისროლა და აზამატ ჯიოევს შანსი არ დაუტოვა. ამის შემდეგ აჭარლები უფრო გააქტიურდნენ, რაც ზუსტად 22 წუთში ტაბლოზეც აისახა. ირაკლი კლიმიაშვილის გადაცემის შემდეგ, ლევან საბაძემ ანგარიში გაათანაბრა.

მეორე ნახევარში გუნდები გოლის გაშვებას უფრთხოდნენ და ნელ-ნელა აგრესიას აძლიერებდნენ. 68-ე წუთზე “შუქურას” ბრაზილიელმა ლეგიონერმა, ჯეფინიომ მეორე გაფრთხილება მიიღო და მოედნის დატოვება მოუწია. ამის შემდეგ ორივე გუნდი ცდილობდა გატანას, თუმცა აღარაფერი მომხდარა და მატჩი ფრედ 1-1 დასრულდა.

ეროვნული ლიგის დანარჩენი ოთხი მატჩი ხვალ გაიმართება.

შემადგენლობები

“სამტრედია”: ომარ მიგინეიშვილი, ლაშა კასრაძე, ნიკა სანდოხაძე (C), გიული მანჯგალაძე, დავით რაჟამაშვილი, თეიმურაზ მარკოზაშვილი, დავით ჩაგელიშვილი (გურამ სამუშია 82 წთ.), გიორგი ბერიაშვილი, ჯემალ გოგიაშვილი, გიორგი ახალაძე (რუდოლფ სუხომლინოვი 60 წთ.), გიორგი მჭედლიშვილი.

მთავარი მწვრთნელი: გია ცეცაძე.

“შუქურა”: აზამატ ჯიოევი (C), გიორგი კალანდია, ბექა მახარაძე, შერმადინ ართმელიძე (გიგა მამულაშვილი 64 წთ.), ლევან კუტალია (თორნიკე დაგარგულია 90 +5 წთ.), ჯეფინიო, ირაკლი კლიმიაშვილი, ლაშა ჯაფარაძე, ლევან საბაძე (გიორგი ჭანუყვაძე 87 წთ.), სანდრო გურული, რომან ჩაჩუა, გიორგი მჭედლიშვილი.

მთავარი მწვრთნელი: გია გურული.

გოლები: დავით რაჟამაშვილი (19 წთ.) – ლევან საბაძე (41 წთ.).

გაფრთხილებები: ჯემალ გოგიაშვილი (15 წთ.), ნიკა სანდოხაძე (30 წთ), დავით რაჟამაშვილი (55 წთ.) – შერმადინ ართმელიძე (25 წთ.), ჯეფინიო (39 წთ.), ჯეფინიო (68 წთ.), ლაშა ჯაფარიძე (90+3წთ.).

წითელი ბარათი: ჯეფინიო (68 წთ.).

რაჟამაშვილის გოლი