იტალიური “მილანის” მფლობელ სილვიო ბერლუსკონის კურიოზული რამ შეემთხვა. საქმე იმაში გახლავთ, რომ იტალიის ყოფილი პრემიერ მინისტრი სცენაზე წაიცა.
ჭდე: სილვიო ბერლუსკონი
გალიანიმ „მილანის“ გაყიდვის შესაძლებლობა არ გამორიცხა
„მილანის“ ვიცე-პრეზიდენტმა ადრიანო გალიანიმ დღევანდელ ინტერვიუში კლუბის გაყიდვის ალბათობა არ გამორიცხა.
„ბერლუსკონისა და ინვესტორის შეხვედრა ხვალ საღამოს უნდა შედგეს. კლუბის გაყიდვის შემთხვევაშიც კი, სილვიო ბერლუსკონის ერა „მილანის“ ისტორიაში საუკეთესოდ დარჩება“, – განაცხადა გალიანიმ.
„როსონერის“ გაყიდვის ალბათობას ისიც ზრდის, რომ მიმდინარე სეზონში კლუბის დანაკარგმა 91 მილიონი ევრო შეადგინა.
გალიანი: „ინძაგის „მილანში“ დარჩენა შემდეგ სეზონშიც შეუძლია“
ტიჩაბოლი: „მილანის“ აქციებს 26 აპრილს ვიყიდი“
ცნობილი იტალიური გამოცემა „ლა რეპუბლიკა“ ტაილანდელი ბიზნესმენის ბი ტიჩაბოლის საინტერესო განცხადებას აქვეყნებს. მილიარდერის თქმით, 26 აპრილს ის იტალიაში „მილანის“ აქციების შესაძენად ჩავა.
„შემდეგ კვირას, 26 აპრილს, ქალაქ მილანში ჩავალ, რათა კლუბის აქციები საბოლოოდ შევიძინო“, – განაცხადა ტიჩაბოლმა.
როგორც ცნობილია, მისტერ ბის სილვიო ბერლუსკონი პირადად შეხვდება. თავდაპირველად ის კლუბის აქციების 20%-ს შეიძენს, წლის განმავლობაში კი 45%-მდეც ავა. ამ ეტაპზე გარიგების ფინანსური მხარის შესახებ ცნობილი არაფერია, თუმცა „როსონერის“ მთლიან ფასად 1,2 მილიარდი ევრო სახელდება.
“მილანის” ფანები საშინაო მატჩების ბოიკოტირების გაგრძელებით იმუქრებიან
“მილანის” გულშემატკივრების ნაწილი კლუბის ხელმძღვანელობასთან შეხვედრას ითხოვს და წინააღმდეგ შემთხვევაში გუნდის საშინაო მატჩების ბოიკოტირების გაგრძელებით იმუქრება.
ამის შესახებ ულტრასების ლიდერმა ჯანკარლო კაპელიმ “ფუტბოლ იტალიასთან” საუბარში განაცხადა. მისი თქმით, იტალიის ჩემპიონატის 30-ე ტურში გენუის “სამპდორიასთან” 12 აპრილს გასამართ შეხვედრაში “სან სიროს” არენაზე ფანების სექტორი შეიძლება კვლავ ცარიელი დარჩეს.
“სილვიოსა და ბარბარასთან შეხვედრას ვითხოვთ. მათ უკვე მიიღეს ჩვენგან წერილი და პასუხს ველოდებით. იმ შემთხვევაში, თუ ბერლუსკონებმა არაფერი გვიპასუხეს, “სამპდორიასთან” მატჩში პროტესტი გაგრძელდება,”-განაცხადა კაპელიმ.
როგორც ცნობილია, “მილანის” ულტრასებმა 28-ე ტურში “კალიარისთან” შეხვედრის წინ ბოიკოტირება მოახდინეს და სექტორზე დატოვეს ბანერი წარწერით: “თამაში დასრულდა, კლუბის გადასარჩენად თანხა გაიღეთ”.
ბარბარა სილვიოს გალიანის მოშორებას სთხოვს
“მილანის” ვიცე-პრეზიდენტებს, ბარბარა ბერლუსკონისა და ადრიანო გალიანის შორის ომი გრძელდება.
იტალიური პრესის მტკიცებით, ბარბარა ბერლუსკონი კატეგორიულად სთხოვს მამაისს გალიანის მოშორებას, თუმცა სილვიო ბერლუსკონის თავის ძველ თანამებრძოლებთან განშორება ძალიან უჭირს.
საბოლოო ჯამში, აპენინელი მიმომხილველების პროგნოზით, ამ ბრძოლაში გამარჯვებული მაინც ბარბარა გამოვა და გალიანი კლუბში დაგეგმილ გრანდიოზულ რეორგანიზაციას შეეწირება.
საუბარია იმაზეც, რომ ბარბარა სილვიოს გალიანის ადგილზე “ფიორენტინადან” დანიელე პრადეს, ან “ვერონადან” შონ სილიანოს მიწვევას სთავაზობს.
ბერლუსკონიმ ინძაგის დაცვის ხაზის შეცვლა უბრძანა
ადგილობრივი მედიის განცხადებით, იტალიის ყოფილი “როსონერის” მფლობელი სილვიო ბერლუსკონი “მილანელოზე” ვიზიტის დროს გუნდის მთავარ მწვრთნელს, ფილიპო ინძაგის შემადგენლობის შეცვლაზე ესაუბრა.
გავრცელებული ინფორმაციით, იტალიის ექს-პრემიერმა, სათადარიგოთა სკამზე მცველების: დანიელე ბონერასა და მატია დე შილიოს დასმა მოითხოვა. სილვიოს აზრით, ამ ცვლილების განხორციელების შემთხვევაში, “როსონერის” თამაში დაცვის ხაზში გამოსწორდება.
“ჩეზენას” წინააღმდეგ მატჩში, დიდი–ალბათობით დე შილიოსა და ბონერას პოზიციებს, ახალწვეულები: ალექსი და პაბლო არმერო დაიკავებენ.
ბერლუსკონი: „ინძაგის გამარჯვებები სწყურია“
„მილანის“ პრეზიდენტი სილვიო ბერლუსკონი დარწმუნებულია ფილიპო ინძაგი კლუბის მთავარი მწვრთნელის პოსტზე მუშაობას თავს წარმატებით გაართმევს.
მოგახსენებთ, რომ ფეხბურთის 40 წლის სპეციალისტი უახლოეს საათებში ოფიციალურად უნდა გამოცხადდეს კლარენს ზეედორფის შემცვლელად.
„ინძაგიმ დიდი სამუშაო გასწია. ვხედავ, რომ მას გამარჯვება სწყურია. ამასთანავე, კარგად ესმის, რომ მისგან გამარჯვებებსა და გულშემატკივრების გახარებას ელიან“, – განაცხადა ბერლუსკონიმ.
ბერლუკონი: „მოხუცთა თავშესაფარში ბევრი ადამიანი გავიცანი, რომელიც „მილანს“ წარმატებით უთავკაცებდა“
როგორც მოგეხსენებათ, გადასახდების დაუფარებლობის გამო „მილანის“ მფლობელს სილვიო ბერლუსკონის სასამართლომ საზოგადოებრივი სამუშაო მიუსაჯა.
77 წლის ფუნქციონერი მოხუცთა თავშესაფარში გაგზავნეს, სადაც მარაზმით დაავადებული პაციენტები იმყოფებიან.
„ამ მოხუცთა თავშესაფარში სხვადასხვა ადამიანი გავიცანი. სხვათაშორის, ამ ადამიანთა დიდი ნაწილი „მილანის“ მოთამაშეებს წარმატებით უხელმძღვანელებდა“, – განაცხადა ბერლუკონიმ.
შეგახსენებთ, რომ სერია ა-ს დასრულებამდე ორი ტურით ადრე „მილანი“ მერვე ადგილზე იმყოფება.
ალექსანდრე მატევოსოვი
სილვიო ბერლუსკონი: „ყოველწლიურად „მილანზე“ ორმოცდაათ მილიონ ევროს ვხარჯავ“
„მილანის“ მფლობელმა სილვიო ბერლუსკონიმ ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში კლუბის მდგომარეობაზე ისაუბრა.
„მილანის“ ამჟამინდელი მდგომარეობა გადარდებთ? წარმოიდგინეთ, როგორ ვგრძნობ თავს მე, როდესაც ამ კლუბზე ყოველწლიურად ორმოცდაათ მილიონ ევროს ვხარჯავ“, – განაცხადა ბერლუსკონიმ.
შეგახსენებთ, რომ 29 ტურის შემდეგ „შავ-წითლები“ სერია ა-ს მე-12 ადგილს იკავებენ.
ალექსანდრე მატევოსოვი
სილვიო ბერლუსკონი: „ზეედორფი „მილანს“ შემდეგ სეზონშიც უთავკაცებს“
„მილანის“ პრეზიდენტმა სილვიო ბერლუსკონიმ განაცხადა, რომ არც ისე დამაკმაყოფილებელი შედეგების მიუხედავად, კლარენს ზეედორფი გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტზე დარჩება.
„ეს საკითხი არც კი უნდა განიხილებოდეს. ზეედორფი გუნდის მწვრთნელი შემდეგ სეზონშიც იქნება. „მილანი“ ამჟამად ცუდად აწყობილი გუნდია“, – განაცხადა ბერლუსკონიმ.
ცნობისთვის, ამ წუთისთვის „როსონერი“ 28 ტურის შემდეგ სერია ა-ში მე-11 ადგილს იკავებს. იტალიის თასის გათამაშებას შავ-წითლები 1/4 ფინალში გამოეთიშნენ, ხოლო ჩემპიონთა ლიგას – 1/8 ფინალში.
აქამდე ევროპული პრესა ზეედორფის შემცვლელად რამდენიმე კანდიდატს მოიაზრებდა, რომელთა შორისაც რობერტო დონადონი („პარმა“) და ფილიპო ინძაგი („მილანის“ ახალგაზრდული გუნდის თავკაცი) იყვნენ.
შეგახსენებთ, რომ მილანური კლუბი ჰოლანდიელმა იანვარში ჩაიბარა.
ალექსანდრე მატევოსოვი
გალიანი: ბერლუსკონის ზეედორფი არ გაუკრიტიკებია
გუშინ იტალიურ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ გალიანის და ბერლუსკონის სატელეფონი საუბარში, ბერლუსკონმა ზეედორფის ტაქტიკა გააკრიტიკა ნაპოლის წინააღმდეგ, რომელშიც ,,როსონერი” 3-1 დამარცხდა.
,,მილანის” ვიცე პრეზიდენტმა ადრიანო გალიანიმ უარყო ჭორები იმის თაობაზრე, რომ ,,მილანის” პრეზიდენტმა სილვიო ბერლუსკონიმ გააკრიტიკა კლარენს ზეედორფი. იტყობინება იტალიური პრესა.
ბერლუსკონი სუარესის „მილანში“ ნახვაზე ოცნებობს
„მილანის“ მფლობელი სილვიო ბერლუსკონი საკუთარ გუნდში „ლივერპულის“ ურუგვაელი თავდამხმელის ლუის სუარესის ნახვაზე ოცნებობს, რის შესახებაც ცნობილი იტალიური გამოცემა „ტუტოსპორტი“ წერს.
სამხრეთ ამერიკელმა მერსესაიდელებთან კონტრაქტი ორი კვირი წინ გაახანგრძლივა და მისი სხვა კლუბში გადასვლა, ამ ეტაპზე, ნაკლებად სავარაუდოა
გაცილებით იაფი ალტერნატივა „როსონერითვის“ „მანჩესტერ სიტის“ ბოსნიელი ფორვარდი ედინ ჯეკო უნდა იყოს, რომელსაც, სხვათაშორის, „შავ-წითლებში“ გადასვლა რამდენიმე წლის წინაც შეეძლო.
ალექსანდრე მატევოსოვი