უმაღლესი ლიგა – პრევიუ

თასის მატჩების შემდეგ ქართულ სტადიონებს უმაღლესი ლიგაც უბრუნდება. 2014 წლის პირველ ტურში გულშემატკივარს რამდენიმე საინტერესო დაპირისპირება ელის.


„სპარტაკი“ – „ჩიხურა“

 პირველი წრე: 2-1

26 თებერალი, თბილისი, „მიხეილ“ მესხი, 14:00

მსაჯები: გ.კიკაჩეიშვილი, ი.უკლება, ი.კაკაბაძე, თ.გვანცელაძე (სათადარიგო)

“მიხეილ მესხზე” გასამართი აუტსაიდერის და ლიდერის დაპირისპირება საკმაოდ საინტერესო უნდა გამოდგეს. მეორე ეტაპზე ყველა ქულას ოქროს ფასი აქვს, შესაბამისად გუნდებმა პირველივე ტურიდან უნდა იზრუნონ თავიანთ საბოლოო შედეგებზე.

“სპარტაკმა” თურქეთში საკმაოდ ნაყოფიერი შეკრება გაიარა და ჩემპიონატს წესით და რიგით კარგ ფორმაში უნდა შეხვდეს. რასაც ვერ ვიტყვით “ჩიხურაზე”. საჩხერელბმა მზადება გვიან დაიწყეს და პრობლემების გამო ვერც შეკრებაზე მოახერხეს გამგზავრება.

 

„დილა“ – „გურია“

პირველი წრე: 2-0

26 თებერვალი, გორი, „თენგიზ ბურჯანაძე“, 14:00

მსაჯები: ჯ.ხორავა, ზ.ბერულავა, ზვ.ერქვანია, ლ.კვარაცხელია (სათადარიგო)

გორის “დილა” საკუთარ მოედანზე ლანჩხუთის “გურიას” უმასპინძლებს. ორივე გუნდში საკმაოდ ბევრი ცვლილება მოხდა და ფაქტია, რომ “დილასაც” და “გურიასაც” პირველ ტურებში შეთამაშების პრობლემა ექნებათ.
გორელებმა 2014-ში ოფიციალური მატჩის გამართვა უკვე მოასწრეს და წარმატებითაც დაასრულეს. შაბათს, საქართველოს თასის ფარგლებში “დილამ” ქუთაისში ადგილობრივ “ტორპედოს” მოგუო 2:1.

 

„ზესტაფონი“ – „ზუგდიდი“

პირველი წრე: 0-3

26 თებერვალი, ზესტაფონი, „დავით აბაშიძე“, 18:00

მსაჯები: ა.კრიჭაშვილი, დ.ჩიგოგიძე, ზ.ფიფია, დ.სანოძე (სათადარიგო)

ზამთრის შესვენება ორივე გუნდმა ნაყოფიერად გაატარა და თურქეთში მოწყობილი შეკრება გუნდის გასაძლიერებლად გამოიყენა. მიუხედავად იმისა, რომ გუნდები განსხვავებული მიზნებისთვის ირძვიან, გულშემატკივარი დაძაბულ ბრძოლას უნდა ელოდოს. გეგუჩაძე-დარასელიას დუელი ნამდვილად საინტერესო სანახავი იქნება.

ზესტაფონმა წელს ოფიციალური მატჩის გამართვაც მოასწროა. პირველი წრის გადადებულ შეხვედრაში იმერლებმა ცხინვალის “სპარტაკს” 3-0 მოუგეს.

 

„მეტალურგი“ – „ვიტ-ჯორჯია“

პირველი წრე: 5-2

26 თებერალი, რუსთავი, „ფოლადი“, 14:00

მსაჯები: ა.ბასლეჰლო, გ.ჩიგოგიძე, გ.ელიკაშვილი, გ.ვადაჭკორია (სათადარიგო)

სატურნირო ცხრილში მეზობლად მყოფი გუნდები ერთმანეთს რუსთავის “ფოლადზე” დაუპირისპრიდებიან. პირველი წრის შეხვედრა “ვეტერინარებისთვის” ერთ-ერთი საუკეთესო იყო მიმდინარე სეზონში და ეს რუსთავალებსაც კარგად ახსოვთ, რომლებიც მოედანზე რევანშის ასაღებად გავლენ.

“მეტალურგში” სეზონის მეორე ნახევარს განახლებული შემადგენლობითა და სამწვრთნელო შტაბით ხვდებიან. აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღის წინ რუსთაველებმა სათასო მატჩი გამართეს თბილისის “დინამოსთან” და 2-0 დამარცხდნენ.

 

„ტორპედო“ – „მერანი“

პირველი წრე: 0-3

26 თებერვალი, ქუთაისი, „გივი კილაძე“, 14:00

მსაჯები: მ.ბეუქლიშვილი, ბ.ჭიჭინაძე, ს.სპიცინი, ხ.გაგნიძე (სათადარიგო)

გორის “დილასთან” თასზე განცდილი მარცხის შემდეგ, რევაზ ძოძუაშვილის გუნდი საკუთარ მეოდანზე მარტვილის “მერანს” მიიღებს. მარტვლილებმა “ტორპედოს” მსგავსად სეზონი გასულ შაბათს, თასის მატჩით განაახლეს, რომლის ფარგლებშიც იონანიძის ბიჭებმა ქობულეთის “შუქურასთან” გასვლითი მატჩი უგოლო ფრით დაასრულეს.

“ტორპედოში” შესვენების დროს ფაქტობრივად ყველაფერი შეიცვალა და ეროვნული ჩემპიონატის მეორე ეტაპს ქუთათურები განახლებული გუნდით ხვდებიან. “მერანმა” კი, ძირითადი ბირთვის შენარჩუნება მოახერხა და ახალ მთავარ მწვრთნელთან ერთად თურქული შეკრებაც მოიწყო.

 

„დინამო“ – „სიონი“

პირველი წრე: 1-4

26 თებერვალი, თბილისი, ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენა“, 17:00

მსაჯები: ლ.სილაგავა, ზ.მენთეშაშვილი, ლ.ვარამიშვილი, ა.ნონიკაშვილი (1 დამ.ასისტენტი), გ.ყრუაშვილი (2 დამ.ასისტენტი), დ.ხარიტონაშვილი (სათადარიგო)

ტურის ცენტრალურ დაპირისპირებას დინამო არენა უმასპინძლებს, სადაც ურთიერთბას თბილისის “დინამო” ბოლნისის “სიონს” გაარლვევენ.

ბოლნისელებმა ჩემპიონატის პირველი ეტაპის უკანასკნელი ნაწილი შესანიშნავად ჩაატარეს და საბოლოოდ ცხრილის ზედა ნაწილში დამკვირდრნენ. ბურდულის გუნდმა თურქულ შეკრებაზეც კარგი შედეგები აჩვენა. 2014 წელი კი, “ჩიხურასთან” სათაშო მატჩით გახსნა, რომელმაც გამარჯვებული ვერ გამოავლინა – 1:1.

“სიონის” მსგავსად, გასულ შაბათს სათასო მატჩში ჩემპიონატის ერთპიროვნულ ლიდერ “დინამოსაც” ჰქონდა. როგორც უკვე ავღნიშნეთ, ჟვანიას გუნდმა რუსთავში ადგილობრივი “მეტალურგის” დამარცხება მოახერხა და ეროვნული ჩემპიონატის განახლებას შესანიშნავ ხასიათზე ხვდება.

 

 

დინამო VS სიონი – ურთიერთშეხვედრები

საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის XIX ტურის შეხვედრაში დინამო თბილისი ბოლნისის სიონს უმასპინძლებს. 26 თებერვალს მატჩი თბილისში, დინამო არენაზე 17:00 საათზე გაიმართება.

დღემდე ამ გუნდებს შორის ეროვნულ ასპარეზზე 50 შეხვედრა გაიმართა. ურთიერთშეხვედრებში დინამოელთა უპირატესობა აშკარაა – 42 მოგება, 4 ფრე და 4 მარცხი. გატანილი და გაშვებული ბურთების შეფარდება დედაქალაქელთა სასარგებლოდ 127/23 არის.

დედაქალაქელმა ფეხბურთელებმა 42 გამარჯვებიდან მეტოქე 15 შეხვედრაში დიდი ანგარიშით დაამარცხეს. აქედან აღსანიშნავია 1996 წელს გამართული მატჩი, რომელშიც ჩვენმა გუნდმა ბოლნისის სიონს 8:0 მოუგო. ჩვენმა ფეხბურთელებმა სიონის კარში ამდენივე გოლი გაიტანეს 1998 წელსაც, თუმცა საპასუხოდ ერთი გოლი მიიღეს და დაპირისპირება დინამოს გამარჯვებით – 8:1 დასრულდა. ყველაზე დიდი სხვაობით დინამომ ბოლნისის სიონი 2000 წელს დაამარცხა, ჩვენმა გუნდმა მეტოქეს 9:0 სძლია.

დინამო თბილისისა და ბოლნისის სიონის უკანასკნელი დაპირისპირება 2013 წლის 6 ოქტომბერს შედგა. რუსთავში, ფოლადის სახელობის სტადიონზე გამართული სიონი – დინამო ჩვენი ფეხბურთელების გამარჯვებით დასრულდა. დინამოელებმა მეტოქეს ოთხი გოლი გაუტანეს, საპასუხოდ კი ერთი მიიღეს. ბოლნისელთა კარში სამი გოლი რუმინელმა დორინ გოგამ შეაგდო, ერთი გოლი კი გიორგი მერებაშვილის ანგარიშზეა. ბოლნისელთაგან თავი თორნიკე აფციაურმა გამოიჩინა.
26 თებერვალს დინამოელებს სულ ორი ოფიციალური შეხვედრა აქვთ ჩატარებული. 2010 წელს ზესტაფონში გურამ კაშიას გოლით 1:0 იმარჯვა დინამომ. 2012 წელს კი დინამო არენაზე ანგარიშით 5:1 დავამარცხეთ ზუგდიდის ბაია. გოლები გაიტანეს: კოშკაძემ, კოტომ, მერებაშვილმა, ძარიამ და გოგუამ.

FCDinamo.GE

ფეხბურთი ბრუნდება

ზამთრის პაუზის შემდეგ ქართული ფეხბურთის თასის გათამაშებით გვიბრუნდება. 1/4 ფინალურ შეხვედრებს დღეს საქართველოს ოთში ქალაქი უმასპინძლებს. 

 

ტორპედო – დილა 

ქუთაისი, “ცენტრალური” 14:00

საკმაოდ საინტერესო დაპირისპირებას უმასპინძლებს ქუთაისი. ორივე გუნდში ბევრი ცვლილება მოხდა და მეორე ეტპანს ისინი ფაქტობრივად სხვა შემადგენლობით ხვდებიან. განსაკუთრებით ეს ქუთაისურ კლუბზე ითქმის. “ტორპედოდან” ვისოლის წასვლის შემდეგ ფეხბურთელების დიდი უმრავლესობაც წავიდა. თუმცა, ქუთაისელებმა საკმაოდ კარგი შევსებაც მიიღეს და რაც მთავარია “ტორპედოს” სათავეში გამოცდილი რევაზ ძოძაშვილი ჩაუდგა.

წამყვანმა მოთამაშეებმა “დილაც” დატოვეს, თუმცა გორელებმა გამოცდილი ქართველი ფეხბურთელებით მიიღეს შევსება. ბუნებრივია, რომ 12 ახალწვეულს შეთამაშებისთვის დრო დასჭირდებათ.

 

სიონი – ჩიხურა

თბილისი, “მიხეილ მესხი” 14:00

ცხრილის ზედა ნაწილში მყოფი გუნდების დაპირისპირება საინტერესო უნდა გამოდგეს. “სიონმა” თურქეთში საკმაოდ ნაყოფიერი შეკრება გაიარა და ტესტ-მატჩებში კარგი შედეგი აჩვენა. სეზონის დასაწყისს ბურდულის გუნდი ოპტიმალურ ფორმაში ხვდება.

“ჩიხურამ” ბიუჯეტის დაგვიანებით დამტკიცების გამო, უცხურ შეკრებაზე წასვლა ვერ მოახერხა და ადგილობრივ პირობებში ემზადებოდა. შესაძოა, ამან გარკვეული დაღი დაასვას საჩხერელთა ასპარეზობას. თუმცა, ისიც აღსანიშნავია, რომ იმერული კლუბმა საკადრო თვალსაზრისით საკმაოდ ნორმალური შევსება მიიღო. ხმალაძის და კვარაცხელიას გამოცდილა “ჩიხურას” ნამდვილად წაადგება.

 

შუქურა – მერანი

ქობულეთ, “ჩელე არენა” 14:00

თასის გათამაშებაში შემორჩენილი ერთადერთი პირველლიგელი საკუთარ მოედანზე უმაღლესის აუტსაიდერს მიიღებს.
აღსანიშანვია, რომ “მერანს”, პირველად ამ სეზონში, მოედანზე ახალი მთავარი მწვრთნელი ზურაბ იონანიძე გაიყვანს. წარსულში წარამტებული ფეხბურთელის მთავარი მიზანი მარტივლური კლუბის გადარჩენა იქნება.

პირველი ლიგის ერთ-ერთი ლიდერი “შუქურა” საკმაოდ მოტივირებული ხვდება ამ მატჩს. ქობულეთელებს ძალიან კარგი, ბრძოლისუნარიანი გუნდი ჰყვათ. თანაც საქარველოში ერთხელ უკვე დაფიქსირდა პირველი ლიგის ბინადარი კლუბის სათასო წარმატება, რაც “შუქურას” გულშემატკივარსა და მოთამშეებს სტიმულს მატებს.

 

მეტალურგი – დინამო თბილისი

რუსთავი, “ფოლადი” 14:00

სათასო ბატალიების ცენტრალური მატჩი რუსთავში გაიმართება, სადაც ერთმანეთს განახლებული “მეტალურგი” და “დინამო” დაუპირისპირდებიან. ორივე გუნდი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს გაახალგაზრდავდა. თუმცა, თ რუსთაველთა შემთხვევაში ეს ფინანსური პრობლემებით იყო გამოწვეული, “დინამში” გადახალისება კლუბის ახალი ინიციატივა და მომავალზე გათვლილი გეგმა იყო.

ორივე გუნდმა საკმაოდ ნაყოფიერი შეკრება გაიარა თურქეთში და სავარაუდოდ ფეხბურთელები კარგად უნდა იყვნენ მომზადებულები სეზონის მეორე ნაწილისთვის.

ბოლნისის სტადიონს რეკონსტროქცია 2014 წელს ჩაუტარდება

თამაზ სტეფანიას სახლეობის ბოლნისის ცენტრალურ სტადიონს რეკონსტრუქცია 2014 წელს ჩაუტარდება. სარემონტო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული შპს “სენსონი” ჩაატარებს.

რეკონსტრუქციის ფარგლებში მოხდება მოედნის განახლება, შეკეთდება ტრიბუნები, გასახდელები და ადმინისტრაციული შენობა. სამუშაოების ჩასატარებლად ცენტრალური ბიუჯეტიდან მილიონ 67 ათასი ლარი გამოიყოფა. განახლების შემდეგ, სტადიონი უეფას დადგენილ სტანდარტებს დააკმაოფილებს.

შეგახსენებთ, რომ ბოლნისის სტადიონის მოედნის არასტანდარტული ზომების გამო, “სიონი” პირველი წრის საშინაო მატჩებს რუსთავში და “მიხეილ მესხზე” ატარებდა.

“სიონი” “სევასტოპოლს” შეხვდა

თურქული შეკრების უკანასკნელი მატჩი ბოლნისის “სიონმა” უკრაინის პრემიერლიგის წარმომადგენელ “სევასტოპოლთან” გამართა.

შეხვედრაში ანგარიში მე-18 წუთზე გაიხსნა. ბოლნისის “სიონი” ლობჟანიძემ დააწინაურა. თუმცა, ტაიმის დასრულებამდე 5 წუთით ადრე უკრაინელებმა ანგარიში 11-მეტრიანი დარტყმით გაათანაბრეს.
შესვენების შემდეგ, სულ რაღაც 10 წუთში ბოლნისელები კვლავ დაწინაურდნენ, მაგრამ უკრაინელებმა მალევე გაათანაბრეს. 61-ე წუთზე ანგარიში 2-2 გახდა და მატჩის ბოლომდეც აღარ შეცვლილა.

 

“სიონმა” უნგრულ გუნდს მოუგო

თურქული შეკრების მორიგი მატჩი ბოლნისის “სიონმა” უნგრულ “დიორ ეტოსთან” გამართა.

უნგრეთის ჩემპიონატის მესამეადგილოსანთან შეხვედრა ქართული გუნდის გამარჯვებით დასრულდა. მატჩის ერთადერთი გოლი მეცხრე წუთზე ჯაბა უგულავამ გაიტანა.

“სიონი” თურქეთში ბოლო მატჩს ხვალ უკრაინულ “სევასტოპოლთან” ჩაატარებს, რომელიც პრემიერლიგაში მე-12 პოზიციაზე იმყოფება.

“სიონი” უნგრულ მტკ-ს დაუპირისპირდა

ბოლნისის ”სიონი”,მიმდინარე სეზონის მოსამზადებელ შეკრებას, თურქეთში ქალაქ ბელეკში განაგრძობს. 10 თებერვალს ლადო ბურდულის გუნდი უნგრათის ”მტკ”-ს დაუპირისპირდება.

შეხვედრა უნგრელი ფეხბურთელების გამარჯვებით, 2-0 დასრულდა. ორივე გოლი “სიონის” კარში პირველ ტაიმში გავიდა. თუმცა, უშანსოდ არც ქართველი ფეხბურთელები ყოფილან. სხვაობის შემცირების შანსი “სიონს” შესვენებამდეც ჰქონდა, თუმცა უშედეგოდ.

შემდეგ საკონტროლე შეხვედრას ბოლნისელები ხვალ, უნგრულ “დიორ ეტოსთან” გამართავენ.

“სიონი” “ბატეს” შეხვდა

თურქულ შეკრებაზე მყოფმა ბოლნისის “სიონმა” მეორე ტესტ-მატჩი გამართა. ამჯერად ქართულ გუნდს ცნობილი ბელორუსული კლუბი, ბორისოვოს “ბატე” დაუპირისპირდა.

მატჩის პირველი წუთები ნელ ტემპში მიმდინარეობდა. ბოლნისელები ბურთს კი ფლობდნენ, მაგრამ ამას ძირითადად საკუთარ ნახევარზე აკეთებდნენ და შეტევაში განსაკუთრებული ვერაფერი შექმნეს.

“ბატემ” კი საკუთარი შანსი გამოიყენა. საჯარიმოს მისადგომებიდან დარტყმული ბურთი ჯერ ხარიხას მოხვდა და შემდეგ შევარდა ბოლნისელთა კარში. ბელორუსებმა ეს არ იკმარეს და შესვენებამდე კიდევ ერთი გოლი გაიტანეს. ამჯერად “სიონის” კარი, მეკარესთან პირისპირ გასულმა მოთამაშემ აიღო.

მეორე ტაიმში ბოლნისელებმა თამაში გამოასწორეს და 71-ე წუთზე თერთმეტმეტრიანი საჯარიმო დარტყმით სხვაობა მინიმუმამდე შეამცირეს, თუმცა მეტის გაკეთება ქართულმა გუნდმა ვეღარ მოახერხა.

“სიონი” “ბატეს” შეხვედბა

თურქულ შეკრებაზე მყოფი ბოლნისის “სიონი” 7 თებერვალს ბელარუსის “ბატესთან” ჩაატარებს ამხანაგურ მატჩს.

ბელარუსის საუკეთესო კლუბს რუმინულ კრაიოვას “უნივერსიტატიასთან” ჰქონდა შეხვედრა დაგეგმილი, თუმცა ჩვენთვის უცნობი მიზეზების გამო ეს მატჩი არ შედგება და “ბატე” ქართულ გუნდს ესპარინგება.

ბოლნისელებმა თურქეთში ერთი მატჩი უკვე გამართეს და ყაზახურ “ირტიშთან” 1:4 დამარცხდნენ.

“სიონი” – “ბატეს” მატჩი ხვალ, თბილისის დროით 19:00-ზე დაიწყება.

“სიონი” თურქეთში ემზადება

საფეხბურთო კლუბი ბოლნისის “სიონი” თურქეთშია, სადაც სეზონის მეორე ეტაპისთვის მომზადების ფარგლებში 12-დღიან შეკრებას გადის.

ბოლნისელები თურქეთში 5 ამხანაგურ შეხვედრას ჩაატარებენ. ლადრო ბურდულის გუნდი დღეს ყაზახურ, 10 თებერვალს უნგრულ მტკ-ს, 12-ში კი უკრაინულ “ვორსკლას”

კიდევ ორი მატჩი 5 და 8 თებერვალს შედგება. მეტოქეების ვინაობა მოგვიანებით გახდება ცნობილი.

“ზესტაფონი” და “სიონი” უამინდობამ შეაფერხა

საქართველოში მოსულმა დიდმა თოვლმა “ზესტაფონს” და “სიონს” თურქეთში შეკრებაზე გამგზავრებისას პრობლემები შეუქმნა. ქართული ანტალიაში სტამბოლის გავლით მიფრინავდნენ. თბილისიდან უამინდობის გამო რეისი 5 საათის დაგვიანებით გაფრინდა, რის გამოც ქართველმა ფეხბურთელებმა სტამბოლი-ანთალიის რეისზე დაიგვიანეს. თურქულმა მხარემ “ზესტაფონს” და “სიონს” დამატებითი რეისი გამოუყო და საღამოს გუნდები უკვე ანტალიაში იყვნენ. თუმცა, ამ გაუგებრობის დროს დაიკარგა ბარგის დიდი ნაწილის, რის გამოც საწვრთნელი პროცესი ფაქტობრივად ჩავარდნილია.

ქართული ტრანსფერების მიმოხილვა

ქართული კლუბები მეორე ეტაპისთვის ემზადებიან და ბუნებრივი, რომ ტრანსფერებიც აქტუალური თემაა. მოდით ერთად შევაჯამოთ განვლილ პერიოდში განხორციელებული ცვლილებები ქართულ კლუბებში. 

 

დინამო თბილისი

წავიდნენ: გიორგი შაშიაშვილი (კარიერა დაასრულა), ირაკლი ლექვთაძე (ტორპედო), ლევან ხმალაძე (უგუნდოდ), თორნიკე ზარქუა (ზუგდიდი), ომარ მიგინეიშვილი (ზესტაფონი), გიორგი სეთრიძე (მეტალურგი), გიორგი მიქაბერიძე (მეტალურგი), დავით ხოჭოლავა (ფოთის კოლხეთი), ლაშა შინდაგორიძ (ჩიხურა), ჯაბა დვალი (ყარაბახი).

მოვიდნენ: გიორგი ჯანელიძე (ვიტ ჯორჯია), ირაკლი მოდებაძე (დილა), გიორგი ხიდეშელი (ტორპედო), გიორგი რეხვიაშვილი (ჩიხურა), მათე ცინცაძე (ტორპედო), თორნიკე გორგიაშვილი (უგუნდო), ნიკა დაუშვილი (ვიტ ჯორჯია), ლაშა შერგელაშვილი, ნიკა დიასამიძე (დინამო 2).

დილა

წავიდნენ: ირაკლი მოდებაძე (დინამო), თეიმურაზ ღონღაძე, გრიგოლ დოლიძე, გიორგი გურული (ზესრაფონი), ნუკრი რევიშვილი, ირაკლი მასიურაძე (ვალეტა, მალტა).

მოვიდნენ: დავით რაჟამაშვილი (ზესტაფონი), კობა შალამბერიძ, ალექსანდრე კოშკაძე, ნიკოლოზ ჯიშკარიანი (გურია).

ზესტაფონი

წავიდნენ: როინ კვასხვაძე (ტორპედო), გიორგი კაჭკაჭიშვილი (ზუგდიდი), გიორგი ადამია (სიონი), გურამ სამუშია (ზუგდიდი), მუჰამედ რეკრუკი (უგუნდოდ), დავით რაჟამაშვილი (დილა), საბა ლომია (ჩიხურა), ილია კანდელაკი (სიონი).

მოვიდნენ: თეიმურაზ ღონღაძე, გრიგოლ დოლიძ, გიორგი გურული (დილა), დიმიტრი ტატანაშვილი (ჩიხურა), ზაზა ჭელიძე, დავით კუპატაძე, ნიკა საბანაძე, გიორგი ფანცულაია, გიორგი კუხიანიძე, თორნიკე კაპანაძე, ბექა კუკუშაძე (ტორპედო), ომარ მიგინეიშვილი (დინამო), რევაზ გეწაძე (მეტალურგი).

ტორპედო

წავიდნენ: გიორგი ხიდეშელი, მათე ცინცაძე (დინამო თბილისი), ზაზა ჭელიძე, დავით კუპატაძე, ნიკა საბანაძე, გიორგი ფანცულაია, გიორგი კუხიანიძე, თორნიკე კაპანაძე, ბექა კუკუშაძე (ტორპედო).

მოვიდნენ: გურამ ადამაძ (ვიტ ჯორჯია), ზურა მენთეშაშვილი (საბურთალო), როინ კვასხვაძე (ზესტაფონი).

მეტალურგი

წავიდნენ: ლაშა ჯაფარიძე (ტირასპოლი, მოლდოვა), ლევან კაკუბავა, დავით მაისაშვილი (სპარტაკი ცხინვალი), რევაზ გეწაძე (ზესტაფონი).

მოვიდნენ: გიორგი სეთურიძე, გიორგი მიქაბერიძე (დინამო თბილისი).

ვიტ ჯორჯია

წავიდნენ: გურამ ადამაძე (ტორპედო), ლაშა კასრაძ (აზალი, აზერბაიჯანი), გიორგი ჯანელიძ, ნიკა დაუშვილი (დინამო თბილისი).

მოვიდნენ: ჯონი შეროზია, ლაშა ღონღაძე (მერანი)

ჩიხურა

წავიდნენ: გიორგი რეხვიაშვილი (დინამო), დიმიტრი ტატანაშვილი (ზესტაფონი).

მოვიდნენ: საბა ლომია (ზესტაფონი), ლაშა შინდაგორიძე (დინამო).

ზუგდიდი

წავიდნენ: ამირ აზმი მეგაჰედი (მაჰალია, ეგვიპტე), ზურაბ მამალაძე (მერანი), ჯამალ ჰამზა (ჰარს ჰოდუდი, ეგვიპტე).

მოვიდნენ: გიორგი კაჭკაჭიშვილი, გურამ სამუშია (ზესტაფონი), თორნიკე ზარქუა (დინამო).

სიონი 

წავიდნენ: გივი იოსელიანი (სპარტაკი).

მოვიდნენ: გიორგი ადამია, ილია კანდელაკი (ზესტაფონი).

სპარტაკი

წავიდნენ: ნიკა კვეკვესკირი (დინამო 2).

მოვიდნენ: ლევან კაკუბავა, დავით მაისაშვილი (მეტალურგი), გივი იოსელიანი (სიონი).

მერანი

წავიდნენ: გიორგი რეხვიაშვილი (სასკო), ჯონი შეროზია, ლაშა ღონღაძე (ვიტ ჯორჯია), კრის ბანება, მარკოს დოს სანტოსი (უგუნდოდ).

გურია

წავიდნენ: ვლადიმერ ჯოჯუა (მერანი), კობა შალამბერიძ, ალექსანდერ კოშკაძ, ნიკა ჯიშკარიანი (დილა).

მოვიდნენ: გიგა კვერენჩხილაძე (დინამო ბათუმი).

 

როგორც ხედავთ, ამ ეტაპზე ძირითადად შიდა ტრანსფერები განხორციელდა. არის გაურკვევლობებიც. მაგალითად, შესაძლოა ომარ მიგინეიშვილმა “ზესტაფონის” ღირსების დაცვა მიმდინარე ჩემპიონატში ვერ შესაძლოს, ვინაიდან 2013/14 წლების სეზონში “ზესტაფონი” მისთვის უკვე მესამე კლუბია. არადა, ზესტაფონელებმა “დინამოს” მეკარეში გარკვეული თანხაც გადაუხადეს.

სატრანსფერო ფანჯრის დასრულებამდე დრო ჯერ კიდევ არის და იმედია ჩვენი წამყვანი კლუბები კარგ შევსებას მიიღებენ.