სკოლარი: “ბრაზილიის ნაკრებში სწორედ ეს ფეხბურთელია ყველასგან განსხვავებული”

ლუიშ ფელიპე სკოლარი, რომელიც 2014 წლის მუნდიალზე წვრთნიდა ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებს, აცხადებს, რომ “სელესაოს” რიგებში ყველასგან გამორჩეული ფეხბურთელი კაზემიროა.

“მოთამაშე, რომელიც სხვა დანარჩენისგან განსხვავდება, კაზემიროა. ის აბალანსებს ეროვნული გუნდის თამაშს. კაზემირო მარსელოს, ნეიმარსა და სხვა შემტევ ფეხბურთელებს აძლევს სივრცეს, რათა მეტოქეზე ზეწოლა მოახდინონ.”

69 წლის ბრაზილიელი 2003-2008 წლებში პორტუგალიასაც წვრთნიდა. სკოლარის აღნიშნულ გუნდზეც ჰკითხეს.

“ეს არის მსოფლიოს ჩემპიონატი, სადაც კოლექტური თამაში გადამწყვეტია. კრიშტიანუ რონალდუ გუნდის ნაწილია. ის შესანიშნავად მუშაობს, ფერნანდუ სანტუშის ხელმძღვანელობით. ისინი ევროპის მოქმედი ჩემპიონები არიან. ვიფქრობ, პორტუგალია ჯგუფიდან გავა, სადაც მას სხვა სირთულეები შეხვდება,” – ამბობს სკოლარი.

დუნგამ სკოლარი და რომარიო გამოიწვია

ბრაზილიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა დუნგამ ცივი წყალი გადაისხა, გამოწვევა კი რომარიოსა და სკოლარის გაუგზავნა.

ბრაზილიის ახალი მწვრთნელის ვინაობა 22 ივლისს გახდება ცნობილი

ბრაზილიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ხოსე მარია მარინი 22 ივლისს ბრაზილიის ნაკრების ახალ მთავარ მწვრთნელს წარადგენს. საგანგებო პრესკონფერენცია რიო-დე-ჯანეიროში ადგილობრივი დროით 11:00 საათზეა დანიშნული. ინფორმაციას ბრაზილიის ფეხბურთის ფედერაციის ვებ-გვერდი ავრცელებს.

ოფიციალური ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ ვინ იქნება ბრაზილიელთა ახალი დამრიგებელი არ არის, თუმცა უცხოურ პრესაში აქტიურად განიხილება კარლოს დუნგას კანდიდატურა.

შეგახსენებთ, რომ 2014 წლის ბრაზილიისთვის საშინაო მუდიალის დასკვნით სტადიაში კრახის შემდეგ ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი ლუის ფელიპე სკოლარიმ დატოვა.

 

პელემ სკოლარიზე გააკეთა კომენტარი

ლეგენდარულმა ბრაზილიელი ფეხბურთელი პელე თვლის, რომ ლუის ფელიპე სკოლარი ბრაზილიის ნაკრების მწვრთნელად უნდა დარჩეს.

“თუ სკოლარი ჯანმრთელადაა და მუშაობის გაგრძელება შეუძლია, ის აუცილებლად უნდა დარჩეს ნაკრების სათავეში და გუნდს 2018 წლის მუნდიალზეც უხელმძღვანელოს.

ბოლო თამაშებში მომხდარ ფაქტებს ალბათ ვერავინ ახსნის. ეს კატასტროფაა, თუმცა მწვრთნელის გამოცვლა საჭირო არ არის” – განაცხადა პელემ ბრაზილიურ პრესასთან საუბრისას.

სკოლარი: “წავალ თუ არა? ყველაფერი მუნდიალის შემდეგ გადაწყდება”

ბრაზილიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ლუიშ ფელიპე სკოლარი აცხადებს, რომ მისი მომავალ მუნდიალის დასრულების შემდეგ გადაწყდება.

შეგახსენებთ, რომ “სელესაომ” მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატზე ასპარეზობა წარუმატებლად დაასრულა. სკოლარი შეგირდები ტურნირის ნახევარფინალში გერმანელებთან ანგარიშით 1:7 დამარცხდნენ.

“მუნდიალის დასრულების შემდეგ, შეხვედრა გაიმართება, სადაც ყველაფერზე ვისაუბრებთ. ცხადია, მაშინ გადაწყდება, დავრჩები თუ არა ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე”, – ამბობს სკოლარი.

პატარა ბიჭუნამ სკოლარის ავტოგრაფი არ ისურვა

საკმაოდ სახალისო რამ მოხდა ბრაზილიის ეროვნული ნაკრების ვარჯიშზე. საქმე იმაში გახლავთ, რომ პატარა ბიჭუნამ ლუიშ ფელიპე სკოლარის ავტოგრაფი არ ისურვა.

სკოლარი: “ბრაზილიის ნაკრები ნეიმარზეა დამოკიდებული”

ბრაზილიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ლუიშ ფელიპე სკოლარი აცხადებს, რომ მისი გუნდი ნემარზეა დამოკიდებული.

შეგახსენებთ, რომ ნეიმარი მშვენიერ ფორმაში იმყოფება. “ბარსელონას” თავდამსხმელმა 2014 წლის მუნდიალზე ჩატარებულ სამ შეხვედრაში ოთხი გოლის გატანა შეძლო.

“არგენტინის ნაკრები მესიზე დამოკიდებული, ჩვენი გუნდი კი ნეიმარზე. არსებობენ ფეხბურთელები, რომლებიც სხვებისაგან გამოირჩევიან, ნეიმარი სწორედ ასეთია”, – ამბობს ბრაზილიელთა გამოცდილი თავკაცი.

სკოლარიმ დანი ალვეშს უხერხულ ადგილში ფეხი მიარტყა

ინტერნეტ-სივრცეში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც აღბეჭდილია, თუ როგორ მიარტყა ფეხი ლუიშ ფელიპე სკოლარიმ დანი ალვეშს.

სკოლარი: “მინდა, რომ ფინალში არგენტინის ნაკრებს შევხვდეთ”

ბრაზილიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ლუიშ ფელიპე სკოლარი აცხადებს, რომ მას მუნდიალის ფინალში არგენტინის ნაკრების წინააღმდეგ თამაში სურს.

“სიმართლე გითხრათ, ჩემთვის მთავარი მუნდიალის მოგებაა და ფინალში ვინ შეგვხდება, ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს. თუმცა, მინდა, არგენტინის ნაკრებს დავუპირისპირდეთ. ეს იქნება სამხრეთ ამერიკული დაპირისპირება. ორივე ნაკრებში ძალიან ბევრი ტექნიკური ფეხბურთელია და მაყურებელი, აუცილებლად, დიდ სანახაობას იხილავს”, – ამბობს სკოლარი.

კაკა: “სკოლარის გადაწყვეტილებას პატივი უნდა ვცეთ”

იტალიური “მილანის” ნახევარმცველმა რიკარდო კაკამ განაცხადა, რომ ლუიშ ფელიპე სკოლარის გადაწყვეტილებას ყველამ პატივი უნდა სცეს.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, პორტუგალიელმა სპეციალისტმა მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატისათვის ბრაზილიის ნაკრებში გამოძახებული ფეხბურთელთა სია გამოაქვეყნა, რომელშიც კაკა ვერ მოხვდა.

“ძალიან ცუდია, რომ მუნდიალზე ვერ მივდივარ, მაგრამ დაღონებული მაინც არ ვარ, რადგან მიმდინარე სეზონში ყველაფერი გავაკეთე იმისათვის, რომ ნაკრებში მოვხვედრილიყავი. სკოლარის გადაწყვეტილებას კი, რა თქმა უნდა, ყველამ პატივი უნდა ვცეთ”, – ამბობს კაკა.

სკოლარი: “შემადგენლობა 90-95 პროცენტით დაკომპლექტებულია”

ბრაზილიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლუის ფელიპე სკოლარიმ განაცხადა, რომ თავის ფეხბურთელებს ბოლომდე ენდობა. ასევე ფეხბურთის ბრაზილიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, რომ ნაკრებში მოხვედრის შანში ჯერ კიდევ ყველას აქვს.

“გაიხსენეთ 2002 წლის მუნდიალი. მაშინ ისეთ ფეხბურთელები წავიყვანე, რომლებსაც ჩემთან ფაქტობრივად არ უმუშავიათ. რიკარდინიოს საერთოდ არ უთამაშია ჩემს გუნდში, კაკამ კი მხოლოდ ერთი მატჩი ჩაატარა. ახლა ფერნანდინიოს და რაფინიას გამოვცდი.

შემადგენლობა პრაქტიკულად შევკრიბე. ახლა ნაკრები 90-95 პროცენტით არის დაკომპლექტებული, მაგრამ გაძლიერება ყოველთვის საჭიროა” – განაცხადა სკოლარიმ.

კაკა: “ნაკრებში მოხვედრა რთულია, მაგრამ იმედს არ ვკარგავ”

“მილანის” ნახევარმცველი კაკა მუნდიალზე თამაშის დიდი სურვილს გამოთქვამს. მაგრამ, ფეხბურთელი იმასაც აღნიშნავს, რომ ეს საკმაოდ რთული მიზანია, რასაც დიდი კონკურენციით ხსნის.

“უკანასკენლად სკოლარის იტალიასას და რუსეთთან გასამართი მატჩების წინ ვესაუბრე. მას მერე კონტაქტი არ გვქონია. დიდი იმედი მაქვს, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობას მივიღებ. გუნდში მოხვედრა ძალიან რთულია. მე ჩემ მაქსიმუმ გავაკეთებ. სკოლარის განცხადება იმის შესახებ, რომ შანსი ყველას ექნება, ჩემთვის დამატებითი მოტივაციაა” – განაცხადა კაკამ.