მილერი: „საქართველოს ნაკრებში თამაში დიდი პატივი იქნებოდა“

საქართველოს საკალათბურთო სუპერლიგის 2015/16 წლების სეზონის ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშე „სოხუმის“ უკანახაზელი, ამერიკელი ფილიპ მილერი იყო. 24 წლის კალათბურთელისთვის პროფესიონალურ დონეზე ეს პირველი სეზონი გამოდგა, რომელშიც საშუალოდ მან 19,9 ქულა, 2,9 პასი, 3,5 მოხსნა და ასევე 3,5 ჩაჭრა მიითვალა.

მილერმა Fanebi.com-ს თავისი კარიერის შესახებ უამბო და რამდენიმე კითხვაზეც გვიპასუხა:

„ჰოვარდის კოლეჯში სწავლის შემდეგ ტეხასში მდებარე „უილის“ კოლეჯში გადავედი. კანზას სიტიში ჩასატარებელი „ოლ სტარისთვის“ ამირჩეს, რომელშიც 20 საუკეთესო მოთამაშე შედიოდა. ჩემმა აგენტმა იქ მიპოვა. მითხრა, რომ შემდეგ დონეზე უნდა გადავსულიყავი. დავილაპარაკეთ და კონტრაქტს ხელი მოვაწერეთ და ვეგასის „ევრო კამპზე“ მოვხვდი, რომელსაც უამრავი სკაუტი დაესწრო. ნახევარ თვეში აგენტმა მითხრა, რომ საქართველოში პროფესიონალურ დონეზე სათამაშოდ მივდიოდი. ამ სიახლემ მეტად გამახარა, რადგან აშშ-ის გარეთ ყოფნა პირველად მომიწევდა.

სუპერლიგა თავის გამოსაჩენად კარგი დასაწყისია. აქ ბევრი რამ გამომივიდა, რის გამოც ხალხი გაკვირვებული დარჩა. ჩემთვის სიურპრიზი არ იყო, რომ ქულებისა და მოხსნების მხვრივ საუკეთესო ვიყავი. მხოლოდ ის გავაკეთე, რაც მომეთხოვებოდა, აქ ყოფნით დიდი გამოცდილება მივიღე. იმედია, ერთ მშვენიერ დღეს საქართველოში დავბრუნდები, რადგან კარიერა აქ დავიწყე. ეს კარგი გასეირნება იყო. ახლა სპორტულ დარბაზში ვარჯიში და შემდეგი სეზონისთვის მომზადება მიწევს“.

– საქართველოში ბევრი ამერიკელი კალათბურთელი თამაშობს. როგორ ფიქრობ, ისინი სუპერლიგაში თამაშს რატომ ირჩევენ?
– არ ვიცი, მათ ნაცვლად ვერაფერს ვიტყვი. თუმცა, სათქმელია, რომ ბევრი მათგანი ახალწვეულია. მათ მუშაობის სადმე დაწყება სჭირდებათ. საქართველო? რატომაც არა? ეს ჩინებული ქვეყანაა

– „სოხუმისთვის“ განვლილი სეზონი მძიმე იყო. როგორ ფიქრობ, ჩემპიონატი მხოლოდ მეოთხე ადგილზე რატომ დაასრულეთ?

– რამდენიმე ისეთი მატჩი წავაგეთ, რომელიც უნდა მოგვეგო. მეოთხე ადგილით, რა თქმა უნდა, ვერ დავკმაყოფილდებით

– „სოხუმში“ თანაგუნდელების შესახებ რას იტყოდი?

– ჩემთვის ეს გუნდი განსხვავებული იყო. მათთან ერთად აქ ის მომენტებიც განვიცადე, რომელიც აქამდე კალათბურთის თამაშისას არ მქონია

– ამერიკელ ჯონ კოფინოს სამწვრთნელო შტაბში და თანაგუნდელ ანდრე სმიტის ფაქტორი საქართველოში თამაშში რამდენად დაგეხმარა?

– მათი დახმარებით აქ თამაში გამიადვილდა. პირველ რიგში, იმიტომ, რომ ისინიც ამერიკელები არიან და ერთმანეთის გვესმოდა. მწვრთნელი კოფინო ბევრი მიმართულებით დამეხმარა. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სათამაშო ტემპს ვკარგავდი. ის ყოველთვის ჩემ გვერდით იყო და საჭირო რჩევა-დარიგეგებს მაძლევდა. აქ დადებით შედეგს ამიტომ მივაღწიე. კოფინომ დამაჯერებლობა მომიმატა და ასევე დამაჯერა, რომ ლიგის საუკეთესო ჩამგდები ვიყავი.

ანდრე ჩინებული თანაგუნდელი იყო. ვფიქრობ, მას ჩემზე უკეთესი სტატისტიკური მაჩვენებლის მიღწევა შეეძლო. ერთად უფრო მეტი მატჩი უნდა მოგვეგო.

სოხუმი-ქუთაისი_79436
– შენთვის საქართველოში ყველაზე დასამახსოვრებელი რომელი მატჩი იყო?

– ქუთაისში პლეიოფის მეორე მატჩი მძიმე იყო, ამ შეხვედრის შესვენებამდე მხოლოდ 2 ქულა დავაგროვე. მაშინ კარგ სათამაშო რითმში ვერ ვიყავი, რის შემდეგაც თანაგუნდელები დამეხმარნენ და, საბოლოოდ, 24 ქულა დავაგროვე. შეხვედრა მოვიგეთ (83:74 – ავტ.) და სერიაში ანგარიში 1:1 გავხადეთ.

სოხუმი-ქუთაისი_794347
– ფინალში „დინამო“ და „ქუთაისი“ გავიდნენ. როგორ ფიქრობ, ამ ორ გუნდს შორის მოგების მეტი შანსი რომელს აქვს?

– ფავორიტად „დინამოს“ დავასახელებდი

– „დინამომ“ რეგულარულ ჩემპიონატში ქუთაისელებთან ყველა მატჩი წააგო. ასე რატომ ფიქრობ?

– „ქუთაისი“ მართლად ძნელად დასამარცხებელი გუნდია, მაგრამ ეს პლეიოფია და ყველაფერია მოსალოდნელი

– როგორი იყო შენთვის თბილისი და აქ ახალი რა აღმოაჩინე?

– ადგილობრივი მცხოვრებლები ძალიან მეგობრულები არიან. აქ დიდი ყურადღება მეთმობოდა. აქაურობა ძალიან ლამაზია, როგორც ვთქვი, საქართველოში სიამოვნებით დავბრუნდებოდი. ასევე საჭმლის აღნიშვნაც შემიძლია, ხინკალი ჩინებული კერძია

– ამჟამად შენი მომავალი გუნდის სახელი თუ ცნობილია?

– ჯერჯერობით, არა. აშშ-ში დაბრუნების შემდეგ აგენტთან ამ საკითხზე დაწვრილებით ვისაუბრებ

– „სოხუმში“ დარჩენის ვარიანტი არ გქონია?

– არა, კარიერის სხვაგან გაგრძელებას ვაპირებ

– თემას გადავუხვიოთ. NBA-ში რომელ გუნდს გულშემატკივრობ?

– ოკლაჰომიდან ვარ, ამიტომ „ოკლაჰომა-სიტი თანდერს“ ვგულშემატკივრობ

– მატჩების წინ სხვადასხვა გუნდის მაისურით ჩნდებოდი…

– NBA-ს გულშემატკივარი ვარ, სხვადასხვა მაისურის ჩაცმა მიყვარს

– სანაკრებო დონეზე გუნდებს ერთი ლეგიონერის დამატების უფლება აქვთ. საქართველოს ნაკრებში თამაში რომ შემოგთავაზონ, დათანხმდები?

– ჩემთვის საქართველოს ეროვნული გუნდისთვის თამაში დიდი პატივი იქნებოდა. ამ ქვეყანაში ბევრი გულშემატკივარი გამიჩნდა, ამიტომ ეს მართლა კარგი იქნებოდა. ამ საკითხს ჩემს აგენტთან განვიხილავ, ვნახოთ, რა მოხდება

„სოხუმმა“ ნახევარფინალურ სერიაში ანგარიში მეორედ გაათანაბრა

თბილისის „ახალ სპორტის სასახლეში“ „სოხუმსა“ და „ქუთაისს“ შორის სუპერლიგის ნახევარფინალური სერიის მეოთხე მატჩი შედგა, რომელიც სოხუმელთა გამარჯვებით, 82:77 დასრულდა.

პირველი მეოთხედი „სოხუმმა“ 22:19 მოიგო. მეორე მეოთხედში ვაჟა კვარაცხელიას გუნდმა უპირატესობა 12 ქულით გაზარდა და დიდი შესვენების წინ კომფორტული 15-ქულიანი ჰანდიკაპით ლიდერობდა (51:36). ამ პერიოდში „სოხუმის“ მხრიდან 15 ქულით, 2 მოხსნითა და 2 პასით ანდრე სმიტი იყო. „ქუთაისიდან“ 9 ქულითა და 1 მოხსნით გოგა ცეკვავა გამოირჩა.

შესვენების შემდეგ სტუმრები გააქტიურდნენ და მეტოქის ფარში 21 ქულა ჩააგდეს, მაშინ, როდესაც 15 მიიღეს. ტუღუშის გუნდმა აქტიურად თამაში ბოლო ათ წუთშიც გააგრძელა, მატჩის დასრულებამდე 11 წამით ადრე კი „სოხუმის“ ჰანდიკაპი მხოლოდ სამ ქულას შეადგენდა (80:77), თუმცა იმერლებმა შანსი ვერ გამოიყენეს, რის შემდეგაც ჯარიმის აღება მოუწიათ. მატჩის დასრულებამდე 6 წამით ადრე გივი ბაქრაძემ ორივე საჯარიმო სროლა გამოიყენა და ტაბლოზე საბოლოო ანგარიში 82:77 დააფიქსირა.

ისევე, როგორც შესვენების წინ, „სოხუმის“ რიგებიდან სტატისტიკურად საუკეთესი ანდრე სმიტი იყო. მატჩის ბოლოს მისმა მონაგარმა 24 ქულა, 6 მოხსნა და 5 პასი შეადგინა. 17 ქულით, 7 მოხსნითა და 1 პასით მისი თანაგუნდელი სერგო ათუაშვილი გამოირჩა. „ქუთაისს“ 22 ქულით 2 მოხსნითა და 1 პასით გოგა ცეკვავამ ულიდერა, 9-9 ქულა ზაურ ფაშაევმა და ბექა ბექაურმა მიითვალეს, ამ უკანასკვნელმა მატჩში ორივე გუნდის მხრიდან თავის ანგარიშზე ყველაზე მეტი მოხსნა (12) ჩაიწერა.

ამრიგადსერიის გამარჯვებულის ბედი ქუთაისში ჩასატარებელ მატჩში გაირკვევა.

„სოხუმი“ – „ქუთაისი“ 82:77 (22:19, 29:17, 15:21, 16:20)
ანგარიში სერიაში: 2:2
მატჩის სრული სტატისტიკა

სუპერლიგის პლეიოფის სერიაში „დინამო“ და „ქუთაისი“ დაწინაურდნენ

თბილისის „ახალ სპორტის სასახლეში“ საკალათბურთო სუპერლიგის 1/2-ფინალური ეტპაის სერიის მესამე მატჩები შედგა.

„სოხუმისა“ და „ქუთაისის“ შეხვედრა იმერელთა გამარჯვებით, 69:66 დასრულდა. პირველი მეოთხედი „სოხუმმა“ 2 ქულით (19:17) მოიგო, დიდი შესვენების წინ კი 3-ქულიანი ჰანდიკაპიც ჰქონდა (34:31). შესვენების შემდეგ სტუმრები უფრო გააქტიურდნენ – ტუღუშის გუნდმა მესამე ათწუთიანი პერიოდი 16 ქულით მოიგო (22:6). ბოლო მეოთხდში სოხუმლებმა სხვაობა მხოლოდ სამ ქულამდე შეამცირეს.

გამარჯვებულთა რიგებიდან საუკეთესო 18 ქულითა და 7 მოხსნით დავით ბარბაქაძე იყო, „სოხუმიდან“ კი ფილიპ მილერი გამოირჩა, რომელმაც 24 ქულასთან ერთად 7 მოხსნა და 3 პასი მიითვალა.

„სოხუმი“ – „ქუთაისი“ 66:69 (19:17, 15:14, 6:22, 26:16)

ანგარიში სერიაში: 2:1 „სოხუმის“ სასარგებლოდ

მატჩის სრული სტატისტიკა

აქამდე „დინამოსა“ და „ბათუმს“ შორის სერიაში ანგარიში ასევე 1:1 იყო. ამჯერად „დინამოელებმა“ ანგარიშით 80:70 გაიმარჯვეს.

სათქმელია, რომ ბოლო მეოთხედის დასრულებამდე ორი წუთით ადრე მეოდანზე უსიამოვნო ეპიზოდი მოხდა, როდესაც „დინამოს“ ლეგიონერმა მაქსიმ კოვაჩევიჩმა ნიკა რამიშვიზე თამაშის წესი დაარღვია, რის შემდეგაც ბათუმელთა კაპიტანმა ივანე მაისურაძემ ჯუვონ მაილსზე იუხსეშა. ეპიზოდი მოთამაშეთა მხრიდან შელაპარაკებით დასრულდა. საბოლოოდ, მსაჯებმა მაისურაძე დისკვალიფიკაციით დასაჯეს, კოვაჩევიჩსა და რამიშვილს კი ტექნიკური უჩვენეს.

„დინამოს“ მხრიდან 15-15 ქულით ნოდარ გოგოძე და მიხეილ ბერიშვილი გამოირჩნენ, თუმცა პირველმა 7 მოხსნა მიითვალა, მეორემ კი, ერთ მოხსნასთან ერად თავის ანგარიშზე 4 პასიც ჩაიწერა.

„დინამო“ – „ბათუმი“ 80:70 (22:21, 13:11, 24:17, 21:21)

მატჩის სრული სტატისტიკა

სერიის მეოთხე მატჩები 11 მაისს შედგება:

16:00 – „სოხუმი“ – „ქუთაისი“
18:00 – „დინამო“ – „ბათუმი“

ხოშტარია: „ამ გამარჯვების ახსნა იმით შეიძლება, რომ მეტოქეს სეზონში მეხუთედ შევხვდით“

„დინამოს“ მთავარმა მწვრთნელმა ირაკლი ხოშტარიამ „სოხუმთან“ საქართველოს თასის ანგარიშით 85:59 მოგებული ფინალი შეაფასა.

„პირველ რიგშi, მინდა მივულოცო მთლიანად გუნდს და გულშემატკივარს, ვინც არამარტო ამ თამაშში, არამედ მთელი სეზონი ჩვენ გვერდით დგას. ფაქტია, დიდი სხვაობით გავიმარჯვეთ. ალბათ, ამ გამარჯვების ახსნა იმით შეიძლება, რომ მეტოქეს სეზონში მეხუთედ შევხვდით. წინ ჩემპიონატის პლეიოფი და მთავარი მატჩები გველის, მათთვის ზეგიdan მოვემზადებით“, – განაცხადა ხოშტარიამ.

კვარაცხელია: „თამაშის წაგება ჩვენი ბრალია“

„სოხუმის“ მთავარმა მწვრთნელმა ვაჟა კვარაცხელიამ „დინამოსთან“ წაგებული მატჩის შესახებ ისაუბრა.

„ჩვენი ბრალია თამაშის წაგება. დღეს „დინამომ“ ყველა კომპონენტში გვაჯობა და ამიტომაც წავაგეთ თამაში“, – განუცხადა კვარაცხელიამ სუპერლიგის ოფიციალურ ვებსაიტს.

ტუღუში: „ვერ ვიტყვი რომ ჩვენი საუკეთესო თამაში იყო“

„ქუთაისის“ მთავარმა მწვრთნელმა კოტე ტუღუშმა „სოხუმთან“ ერთი ქულით მოგებული შეხვედრა შეაჯამა.

„როგორც ველოდით თამაში დრამატულად წარიმართა. სოხუმი სუპერლიგის ერთერთი ფავორიტი გუნდია და ბუნებრივია ადვილი არ იქნებოდა გამარჯვების მოპოვება. ძალიან დაგვაკლდა ჩვენი გულშემატკივარი და ის, რასაც მოედნის უპირატესობა ჰქვია, ამიტომ მინდა მოვუწოდო ყველას, რომ მომავალში მაქსიმალურად კორექტულები იყვნენ, რადგან ისინი ჩვენთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. დღევანდელ თამაშს რაც შეეხება, ვერ ვიტყვი რომ ჩვენი საუკეთესო თამაში იყო, თუმცა მთავარი მაინც ისაა, რომ გამარჯვებამოვიპოვეთ. მომავალში ვეცდებით ყველა შეცდომა და ხარვეზი აღმოვფხვრათ რაც გვაქვს“, – ციტირებს ტუღუშს სუპერლიგის ოფიციალური ვებსაიტი.

„ქუთაისმა“ „სოხუმს“ ერთი ქულით აჯობა

საქართველოს საკალთბურთო სუპერლიგის 25-ე ტური ქუთაისში დაიწყო, სადაც ადგილობრივმა გუნდმა „სოხუმს“ უმასპინძლა და ერთი ქულით – 68:67 დაამარცხა.

პირველი ორი მეოთხედის შემდეგ სტუმრები ანგარიშით 28:26 იგებდნენ. მესამე ათწუთიან პერიოდში ტუღუშის გუნდმა სოხუმელები უშანსოდ დატოვა და მეოთხედი 21 ქულით მოიგო (26:5). ბოლო მეოთხედში კვარაცხელიას გუნდს ანგარიშის გასათანაბრებლად მხოლოდ ერთი ქულა დააკლდა.

„ქუთაისის“ რიგებიდან 15-15 ქულა ზაურ ფაშაევმა და ივან მიკულიჩმა მიითვალეს. მათზე ქულით ნაკლები გოგა ცეკვავამ დააგროვა. „სოხუმის“ მთავარი შემსრულებელი 20 ქულით ფილიპ მილერი აღმოჩნდა.

ამ გამარჯვებით „ქუთაისმა“ 41 ქულა დააგროვა, „ბათუმს“ ქულით გაუსწრო და ხვალამდე პირველ ადგილზე გადაინაცვლა.

„ქუთაისი“ – „სოხუმი“ 68:67 (15:19, 11:17, 26:5, 16:26)

მატჩის სრული სტატისტიკა

რეგულარული ჩემპიონატის 25-ე ტური ხვალ გაგრძელდება. თბილისის „ახალ სპორტის სასახლეში“ 14:00 საათზე ერთანეთს „მგზავრები“ და „ოლიმპი“ შეხვდებიან, რის შემდეგაც 16:00 საათზე „დინამოსა“ და „აკადემიას“ შეხვედრაა დაგეგმილი. ბოლო მატჩი 18:00 საათზე რუსთავში დაიწყება, სადაც ადგილობრივი გუნდი „ბათუმს“ უმასპინძებს.

„სოხუმმა“ წაგებების სერია „ოლიმპთან“ მოგებით შეწყვიტა (ფოტომიმოხილვა)

დღეს საკალათბურთო სუპერლიგის მე-16 ტურის დარჩენილი ორი მატჩი შედგა.

პირველ მატჩში ერთმანეთს სატურნირო ცხრილში მეზობლები „სოხუმი“ და „ოლიმპი“ შეხვდნენ. „სოხუმს“ სუპერლიგაში დიდი ხანი არ მოუგია, „ოლიმპმა“ კი ახალი თავკაცის ლეონიდ ივატინის ხელმძღვანელობით პირველი მატჩი ჩაატარა, რომელიც მისთვის უიღბლო გამოდგა – სოხუმელებმა ანგარიშით 64:74 მოიგეს.

სოხუმი-ოლიმპი_074657

ვაჟა კვარაცხელიას გუნდმა უპირატესობა პირველივე მეთხედში მოიპოვა, რომელიც 20:8 მოიგო. აღსანიშნავია, რომ „ოლიმპის“ კალათბურთელები აქცენტს სამქულან სროლებზე აკეთებდნენ და რაც შეიძლება მეტი შორეული სროლის გაშვებას ცდილობდნენ, რამაც, შესაძლოა, შეხვედრის შედეგზეც იმოქმედა, რადგან მათ ეს კარგად ვერ გამოსდიოდათ.

სოხუმი-ოლიმპი_074756

სოხუმი-ოლიმპი_07989

თუმცა, მეორე მეოთხედში „ოლიმპმა“ ანგარიშის გათანაბრება შეძლო და დიდი შესნევების წინ ტაბლოზე 35:35 იყო. სამაგიეროდ, მესამე მეოთხედში იგივე სურათი ვიხილეთ, რაც პირველ ათ წუთში, როდესაც „სოხუმი“ უკეთესად გამოიყურებოდა. შედეგად, კვარაცხელიას გუნდი 8 ქულით დაწინაურდა, ბოლო მეოთხედში კი „ოლიმპმა“ ვერაფერი მოახერხა და, საბოლოოდ, 10 ქულით წააგო.

სოხუმი-ოლიმპი_0744

„სოხუმის“ შემადგენლობიდან 17 ქულით, 10 მოხსნითა და 6 პასით საუკეთესო ლევან ფაცაცია იყო. „ოლიმპიდან“ ლაშა ფარღალავა გამოირჩა, რომელმაც 16 ქულასთან ერთად 3 მოხსნა და 2 პასი მიითვალა.

სოხუმი-ოლიმპი_07909

სოხუმი-ოლიმპი_07466

ამ გამარჯვებით „სოხუმმა“ 16 მატჩიდან 8 მოიგო და ამჟამად მე-5 საფეხურზე იმყოფება. „ოლიმპი“ 6 მოგებთა და მარცხით ბოლოსწინა ადგილზეა, თუმცა სამშაბათს ივატინის გუნდი ბოლოადგილოსან „აკადემიასთნა“ გადატანილ შეხვედრას ითამაშებს – გამარჯვების შემთხვევაში, „ოლიმპი“ ცხრილში „რუსთავს“ გაუსწრებს.

მეორე მატჩში „დინამომ“ „რუსთავს“ 6 ქულით  – 66:60 მოუგო და სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზე დაბრუნდა.

„ოლიმპი“ – „სოხუმი“ 64:74 (8:20, 27:15, 13:21, 16:18)

მატჩის სრული სტატისტიკა

ჩვენი ფოტოგრაფის მარიამ ნიშნიანიძის ფოტოები:

სოხუმი-ოლიმპი_0743434 სოხუმი-ოლიმპი_07765 სოხუმი-ოლიმპი_07442 სოხუმი-ოლიმპი_07432 სოხუმი-ოლიმპი_0778 სოხუმი-ოლიმპი_07408 სოხუმი-ოლიმპი_0745 სოხუმი-ოლიმპი_0749 სოხუმი-ოლიმპი_0754 სოხუმი-ოლიმპი_0744 სოხუმი-ოლიმპი_074 სოხუმი-ოლიმპი_0709-

„დინამომ“ წელიწადი ზედიზედ მეექვსე მოგებით დაასრულა, „მგზავრებმა“ ბოლო წამზე გაიმარჯვეს

დღეს, ახალ სპორტის სასახლეში, საკალათბურთო სუპერლიგის რეგულარული ჩემპიონატის მე-13 ტურის მატჩები შედგა.

“აკადემია“ – „რუსთავი“ 73:86

პირველ შეხვედრაში ერთმანეთს „რუსთავი“ და „აკადემია“ შეხვდნენ. ეს დაპირისპირება საინტერესო იმით იყო, რომ წინა ტურში „აკადემიამ“ სეზონის მეორე მატჩი მოიგო, რუსთაველებმა კი ცუდი შედეგებისა და ბოლოსწინა ადგილზე დაშვებიუს გამო მთავარი მწვრთნელის პოსტიდან მიხეილ ბერუაშვილი გაათავისუფლეს. ამის მიხუედავად, „რუსთავმა“ დღეს საკმაოდ ადვილად მოიგო და მეტოქეს ანგარიშით 86:73 სძლია.

საუკეთესო ქვემო ქართლელთა რიგებში 18 ქულით გაჩეშა იყო, სამაგიეროდ, „აკადემიას“ ლიდერმა მაურის ბრიგსმა ამჯერად 28 ქულა დააგროვა. არადა, „ბათუმთან“ ნახსენებ შეხვედრაში მისმა მონაგარმა 40 ქულა შეადგინა, რაც სუპერლიგის მიმდინარე სეზონის რეკორდია.

შემდეგ ტურში, რომელიც 9 იანვარს გაიმართება, „აკადემია“ მგზავრებს შეხვდება, „რუსთავი“ კი – „ოლიმპს“.

მატჩის სრული სტატისტიკა

„ოლიმპი“ – „დინამო“ 69:79

ზედიზედ მეოთხედ დამარცხდა „ოლიმპი“, თავის მხვრივ, „დინამომ“ ამით 2015 წელი ზედიზედ მეექვსე გამარჯვებით დაასრულა.

არადა, პირველი მეოთხედის შემდეგ კაზანჯიანის გუნდს ექვსქულიანი უპირატესობა (23:17) ჰქონდა. მეორე მეოთხედში „დინამომ“ სიტუაცია გამოასწორა, თუმცა ბოლო წამზე „ოლიმპიდან“ მასხულია 3 ქულით გამოირჩა – დიდი მეოთხედის წინ „დინამოელები“ 39:40 მარცხდებოდნენ. ამ პერიოდში ხოშტარიას გუნდის რიგებიდან საუკეთესო 10 ქულით აბრი მაკალპინი იყო, „ოლიმპიდან“ კი 9 ქულით ბაინუმი გამოირჩა. მესამე მეოთხედში „დინამომ“ 11 ქულით დაწინაურება შეძლო, რამაც, საბოლოოდ, შეხვედრის ბედზე იმოქმედა და გადამწყვეტ მეოთხედის შემდეგ „დინამოელებმა“ 79:69 გაიმარჯვეს.

დინამო-ოლიმპი_9589

საუკეთესო „დინამოს“ რიგებიდან 21 ქულით გიორგი შარაბიძე იყო, „ოლიმპიდან“ კი 14 ქულთ რევაზ როგავა გამოირჩა.

დინამო-ოლიმპი_9565779

შემდეგ ტურში „დინამო“ „ქუთაისთან“ პრინციპულ მატჩს გამართავს, „ოლიმპი“ კი წაგებათა სერიის დასრულებას „რუსთავთან“ შეეცდება.

მატჩის სრული სტატისტიკა

„სოხუმი“ – „მგზავრები“ 79:81

ზედიზედ მეორე მატჩში დამარცხდა „სოხუმიც“,  რომელიც წინა ტურში „დინამოსთან“ თითქმის მთელი შეხვედრის განმავლობაში ლიდერობდა, თუმცა, როგორც მაშინ, ისევე დღეს, საბოლოოდ, დამარცხდა.

„მგზავრებთან“ დღევანდელი შეხვედრის პირველი ორი მეოთხედის შემდეგ ვაჟა კვარაცხელიას გუნდი ორი ქულით მარცხდებოდა, მესამე მეოთხედში კი ათქულიანი ჰანდიკაპის მოპოვება შეძლო. ამის მიუხედავად, ბუბა ბერიშვილის კალათბურთელებმა მეტოქის ათქულიანი უპირატესობის განეიტრალება შეძლეს, ბოლო შეტევა კი სწორედ „მგზავრების“ იყო, რომელიც ბოლო წამზე კახაბერ ჯინჭარაძის ჩაგდებით დაგვირგვინდა.

ამ გამარჯვებით „მგზავრებმა“ სატურნირი ცხრილის მეოთხე ადგილზე გადაინაცვლეს, ორი ტურის წინ ერთპიროვნული ლიდერი „სოხუმი“ კი მეხუთე საფეხურზე დაეშვა.

მატჩის სრული სტატისტიკა 

ხოშტარია: „ოვერტაიმში მოგებას ორივე გუნდი იმსახურებდა“

საკალათბურთო „დინამოს“ მთავარმა მწვრთნელმა ირაკლი ხოშტარიამ „სოხუმთან“ ოვერტაიმში 72:68 მოგებული მატჩის შესახებ ისაუბრა.

„დაძაბული და სანახაობრივი მატჩი შედგა. თავიდან არ წაგვივიდა თავდასხმაში თამაში და დაცვაშიც გარკვეული პრობლემები შეგვექმნა. საბედნიეროდ, მოვახერხეთ თამაშის „ოვერტაიმში“ გადაყვანა, დამატებით დროში კი, სადაც ორივე გუნდი იმსახურებდა მოგებას, გამარჯვება ჩვენს დაგვრჩა. შევეცდებით, მაქსიმალურად აღვიდგინოთ ძალები მომდევნო ტურისთვის და „ოლიმპთან“ შეხვედრას სათანადო მზადყოფნაში შევხდეთ“, – ციტირებს ხოშტარიას სუპერლიგის ოფიციალური ვებგვერდი.

კვარაცხელია მსაჯობით უკმაყოფილოა

თბილისის „დინამოსთან“ ოვერტაიმში ანაგრიშით 68:72 მარცხის შემდეგ შეხვედრა „სოხუმის“ მთავარმა მწვრთNელმა ვაჟა კვარაცხელიამ შეაფასა.

„თამაში ჩვენ წავაგეთ, ჩვენივე  შეცდომების გამო, თუმცა მსაჯობა იყო  საშინელი და კატასტროფული. უსამართლო ჯარიმებმა ჩვენს დამარცხებას დიდად შეუწყო ხელი“, – ციტირებს კვარაცხელიას სუპერლიგის ოფიციალური საიტი.