“რუსთავმა” “სოხუმი” დამაჯერებლად დაამარცხა

ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას სახელობის მემორიალის მეორე შეხვედრაში “რუსთავმა” “სოხუმს” დამაჯერებლად სძლია.

რუსთაველებმა უპირატესობა პირველივე მეოთხედში მოიპოვეს და მისი შენარჩუნებაც შეხვედრის დასრულებამდე არ გასჭირვებიათ. მატჩის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე სოხუმელი ირაკლი ჩლაიძე გახდა, რომელმაც 18 ქულა ჩაიწერა აქტივში. რუსთაველთა მხრიდან კი საუკეთესო შედეგი 16-ქულიან მიხეილ ჭოჭოას ჰქონდა.

ორივე გუნდის შემდაგენლობაში სადებიუტო მატჩები ჩაატარეს ლეგიონერებმა. “რუსთავის” მაისურით ქართველი გულშემატკივრებისთვის კარგად ცნობილმა ჟოლივეტ ტუჯანმა და ტერენს ოგლესბიმ ითამაშეს. ოგლესბი საკუთარ გუნდს 14 ქულაც შესძინა, ხოლო ტუჯანმა მოედანი უქულოდ დატოვა. “სოხუმის” შემადგენლობაში კი ამერიკელ გილმორ დერიუს ჩარლზს ჰქონდა, რომელიც ახალ გუნდს მხოლოდ ერთი ქულით დაეხმარა.

რუსთავი 72:56 სოხუმი

კვარაცხელია: „დინამომ“ მოგება დაიმსახურა“

„დინამოსა“ და „სოხუმის“ მატჩის დასრულების შემდეგ სპორტკომპლექს არენას საპრესკონფერენციო დარბაზში ორივე გუნდის მთავარმა მწვრთნელმა მატჩი შეაფასა.

ირაკლი ხოშტარია („დინამოს“ თავკაცი): „პირველ რიგში დამდეგ შობა-ახალ წელს გილოცავთ, მინდა, როგორც პირად ცხოვრებაში, ასევე თქვენს საქმიანობაში წარმატება გისურვოთ.

დღეს წლის ბოლო თამაში იყო. უკვე აღვნიშნე, რომ წინა თამაშები არც თუ ისე სახარბიელოდ ჩავატარეთ. წინა ტურში წავაგეთ, თასის შეხვედრაშიც დამაჯერებლად ვერ ვითამაშეთ. დღეს მობილიზება მოვახერხეთ და გავიმარჯვეთ. სეზონის პირველი ნახევარი პირველ ადგილზე დავასრულეთ, რის გამოც ჩემი ბიჭების მადლიერი ვარ.

არ გამოვყოფ რომელიმე კონკრეტულ მოთამაშეს, თუმცა გუნდის კაპიტნის მიმართ საქებ სიტყვებს მაინც ვიტყვი. იგი მნიშვნელოვან როლს როგორც მოედანზე, ასევე მის გარეთ ასრულებს. იმედია, მეორე წრეში სხვა მოთამაშეებიც მოუმატებენ, მათ საამისოდ ნიჭი გააჩნიათ.

დღეს უპირტესობა უკვე მეორე ათ წუთში მოვიპოვეთ, რის შემდეგ თამაშის შანსი სხვა მოთამაშეებსაც მივეცი.

მოსულ გულშემატკივრებს დღეს მხარდაჭერისთვის მადლობა მინდა გადავუხადო“.

ირაკლი ხოშტარია_6086646

ვაჟა კვარაცხელია („სოხუმის“ მთავარი მწვრთნელი): „დინამოს“ გამარჯვებას ვულოცავ. დღეს ამ გუნდის მოგება ლოგიკური იყო. 5-5-ზე კალათბურთი დიდი ხანი არ გვითამაშია. ვარჯიში 6-კაციანი შემადგენლობით მოგვიწია. ცუდი პირველი ნახევარი გვქონდა. დასვენების პერიოდში ახალი კალათბურთელების დამატებაზე უნდა ვიფიქროთ“.

ვაჟა კვარაცხელია_9568545

„დინამომ“ „სოხუმი“ უპრობლემოდ დაამარცხა

დღეს, სპორტკომპლექს „არენაში“, საქართველოს საკალათბურთო სუპერლიგის 2014 წლის ბოლო მატჩში ერთმანეთს თბილისის „დინამო“ და „სოხუმი“ დაუპირისპირდნენ. შეხვედრა თბილისელთა დამაჯერებელი გამარჯვებით, 104:78 დასრულდა.

გიორგი ორმოცაძე_97646

პირველი მეოთხედი დინამოელებმა 6 ქულით – 22:14 მოიგეს. მეორე მეოთხედში კი ირაკლი ხოშტარიას კალათბურთელებმა მეტოქეს 14 ქულით აჯობეს (26:12). საბოლოოდ, დიდი შესვენების წინ „დინამო“ 48:26 იგებდა.

დინამო-სოხუმი_605664

დინამო-სოხუმი_6077766

მეორე ნახევარში სოხუმელებმა მეტოქეს, ასეა თუ ისე, წინააღმდეგობა გაუწიეს. მესამე მეოთხედი „სოხუმმა“ მხოლოდ ერთი ქულით დათმო (30:31), ბოლო ათ წუთში კი „დინამომ“ 3 ქულით იმარჯვა.

საბოლოოდ, 104:78 და „დინამო“ ახალ წელს სუპერლიგის ლიდერის სტატუსით ხვდება.

დინამო-სოხუმი_6056556

ბესიკ ლეჟავა_9057464

„დინამო“ – „სოხუმი“ 104:78 (22:14, 26:12, 31:30, 25:22)

„დინამო“: ლონდარიძე (25 ქ. 7 მ. 3 ა.), ლეჟავა (19 ქ. 5 მ. 6 ა.), ვახანია (18 6 მ. 5 ა.), გამყრელიძე (13 ქ. 3 მ. 7 ა.), მათიაშვილი (12 ქ. 1 მ.)

„სოხუმი“: ფარღალავა (18 ქ. 3 მ. 5 ა.), შვანგირაძე (18 ქ. 1 მ.), ბააკაშვილი (9 ქ. 5 მ. 4 ა.), პერიაშვილი (7 ქ. 13 მ. 1 ა.), დვალიშვილი (7 ქ. 3 მ. 1 ა.)

ლაშა ფარღალავა_958454

ილია ლონდარიძე_076665

იანგის 39 ქულით ბათუმმა სოხუმი დაამარცხა (მატჩისშემდგომი კომენტარები)

პირველი წრის ბოლოსწინა ტური დღეს ბათუმში დაიწყო, სადაც სათამაშოდ „სოხუმი“ ჩავიდა და უხვქულიან მატჩში მარცხი განიცადა – 84:98. ვაჟა კვარაცხელიას გაწვრთნილი გუნდი იოლად არ დანებებულა. ის კი არა, გამარჯვების რეალური შანსიც ჰქონდა, მაგრამ ბოლომდე ძალები აღარ ეყო და გადამწყვეტი პერიოდის 12 ქულით წაგებით წარმატების იმედი გადაეწურა.

სოხუმელებმა პირველი პერიოდი 29:21 მოიგეს. ლაშა ფარღალავამ შედეგიანობა გამოავლინა, რასაც სოხუმელთა ხელჩასაჭიდი დაწინაურება მოჰყვა. მეორე მეოთხედში ვითარება იმ მხრივ შეიცვალა, რომ მასპინძლებმა თამაში გაათანაბრეს, თუმცა ჩამორჩენის შემცირება დიდი შესვენებისთვის მხოლოდ 1 ქულით მოახერხეს – 42:49.

მესამე პერიოდში მანამდეც შედეგიანად მოთამაშე ბათუმელთა ამერიკელ ლეგიონერ ბიჯეი იანგს მხარი ირაკლი მიქელაძემ აუბა და ბათუმელებმა ანგარიშის გათანაბრება სეძლეს. თანაბარი თამაში გაგრძელდა ბოლო მეოთხედი საწყის წუთებამდე, რის შემდეგაც მასპინძლებმა საბოლოოდ იპოვეს საკუთარი თამაში და გამარჯვებამდეც იოლად მივიდნენ.

39 ქულით გამარჯვებულებს იანგმა ულიდერა, მიქელაძის ანგარიშზე 25 ქულა, 8 პასი და მოხსნა დაგროვდა, კრისტოფერ ფელჩერმა კი ორმაგი დუბლი – 13 ქულა და 12 მოხსნა მიითვალა. აღსანიშნავია, რომ იანგის 39 ქულა მიმდინარე სეზონში სარეკორდოა. „სოხუმში“ 24 ქულით ბომბარდირი ლაშა ფარღალავა გახდა, 16 ქულა და 17 მოხსნა გიორგი ფერიაშვილის ანგარიშზეა, გრიგოლ შვანგირაძემ კი სოხუმელებს 19 ქულა და 10 მოხსნა შესძინა.

ბათუმში დაწყებული ტური ხვალ თბილისის სპორტის სასახლეში გაიმართება, სადაც დარჩენილი 3 შეხვედრა გაიმართება.

მატჩისშემდგომი კომენტარები

ვაჟა კვარაცხელია(,,სოხუმის’’ მთავარი მწვრთნელი): ძალიან კარგი თამაში გამოვიდა, მსაჯობაც იდეალური იყო, თუმცა არ გაგვიმართლა. არადა, მოსაგები თამაში იყო. ჩლაიძემ პირველივე ტაიმში ტრავმა მიიღო, ჯგერენაიაც არ გვყავდა, ამ 2 მოთამაშის დანაკლისი რომ არა, აუცილებლად მოვიგებდით. მინდა აღვნიშნო ფერიაშვილის არაჩვეულებრივი თამაში, სამწუხაროდ, მან 5 ჯარიმა მიიღო და გავარდა, ასევე ფარღალავამაც. დასანანი მარცხი განვიცადეთ.

მიხეილ კობაშავიძე („ბათუმის“ მთავარი მწვრთნელი): მოვიგეთ, მაგრამ კმაყოფილი არ ვარ. მეორე ტაიმში დაცვაში კარგად ვიასპარეზეთ და ამაის ხარჯზე გავიმარჯვეთ.

superleague.ge

სოხუმმა პირველი გამარჯვება მოიპოვა

თბილისის სპორტის სასახლეში სუპერლიგის მეხუთე ტურის მატჩში ერთმანეთს “მგზავრები-არმია” და “სოხუმი” დაუპირისპირდნენ. შეხვედრა საკმაოდ თანაბარი და დაძაბული გამოდგა.

სოხუმელებმა მცირე უპირატესობის მოპოვება პირველ მეოთხედში შეძლეს, რომელიც მეორეში შეინარჩუნეს და დიდ შესვენებაზე ლიდერის როლში გავიდნენ. თამაშის სცენარი არც მესამე პერიოდში შეცვლილა, თუმცა გარდამტეხი პერიოდის ბოლო წამზე ბააკაშვილის მიერ ჩაგდებული 3-ქულიანი გამოდგა. სოხუმელთა მიერ მოპოვებული ფსიქოლოგიური უპირატესობა დასკვნით პერიოდში ტაბლოზეც აისახა. საბოლოოდ კვარაცხელიას გუნდმა თამაში დამაჯერებელი ანგარიშით (68:82) დაასრულა და სეზონის პირველი გამარჯვებაც იზეიმა.

“სოხუმის” შემადგენლობაში ყველაზე შედეგიანი 25 ქულით ირაკლი ჩლაიძე იყო, ხოლო არმიას 20 ქულით ბოქოლიშვილმა ულიდერა.

მატჩის შემდეგ

ბუბა ბერიშვილი (მგზავრები-არმია):ვულოცავ მოწინააღმდეგეს ღირსეულ გამარჯვებას. დაცვაში კარგად ვითამაშეთ, თუმცა შეტევაში ბევრი პრობლემა გვქონდა. ფარიც წავაგეთ. პასუხისმგებლობას ჩემს თავზე ვიღებ.”

მერაბ ბოქოლიშვილი (მგაზავრები-არმია): “ვულოცავ მეტქოეს. ძიირითადად თამაში თანაბრად მიმდინარეობდა, თუმცა ბევრი შეცდომა დავუშვით, რაც საბოლოო შედეგზე აისახა”

ვაჟა კვარაცხელია (სოხუმი): “არმია მშვენიერი ახალგაზრდული გუნდია. გამარჯვება გამოცდილების ხარჯზე მოვიგეთ. ვულოცავ ბიჭებს ამ ჰაერივით საჭირო მოგებას.”

დავით დეკანოიძე (სოხუმი) “მთელი კვირა ვემზადეობდით და საბოლოოდ დასახულ მიზანს მივაღწიეთ. მძიმე სტარტის შემდეგ ეს აუცილებელი იყო.”

დავით იოსელიანი_08974424 მგზავრები-არმია- სოხუმი_696932 ილია შიოლაშვილი_98567 გიორგი კვეტენაძე_9967 გიორგი ჯგერენაია_078973 გიორგი ჯგერენაია_07897435 დავით იოსელიანი_0897

 

მარიამ ნიშნიანიძის ფოტეობი

სოხუმმა და ოლიმპმა მორიგი გამარჯვებები მოიპოვეს

მეტად დაძაბული გამოდგა 20-წლამდელთა ჩემპიონატის მატჩი „მაქაბსა“ და „სოხუმს“ შორის. მთელი თამაშის განმავლობაში თანაბარი ბრძოლა მიმდინარეობდა, ხან ერთი გუნდი გალიდერდებოდა მცირედით, ხან მეორე და როგორც ასეთ ვითარებაში ხდება ხოლმე, შეხვედრის ბედი ბოლო წამებზე გადაწყდა.

პირველი მეოთხედი სოხუმელთა მცირე უპირატესობით – 20:18 დასრულდა. ვითარება არც მეორე მეოთხედში შეცვლილა, გუნდური თამაშისა და აქტიური პრესინგის ხარჯზე სოხუმელებმა 5 ქულამდე  გაზარდეს ლიდერობა, მაგრამ „მაკაბი“ არ ტყდებოდა და ჩამორჩენასაც პერიოდულად აბათილებდა.

ბოლო მეოთხედს სოხუმელები 4-ქულიანი ლიდერობით შეხვდნენ და საინტერესო, თანაბარი ბრძოლა გაჩაღდა. ბოლოსწინა წუთზე რევაზ მაღლაფერიძისა და მაიზერ რევაზაშვილის შედეგიანი თამაშით მაკაბელებმა ანგარიშის გათანაბრება მოახერხეს – 65:65. დარჩენილ 80 წამში სოხუმელებმა მეტი მობილიზებით ითამაშეს, რაც გამარჯვებით დაუფასდათ – 69:65.

გადამწყვეტი ქულები საჯარიმოებით სოხუმელთა ლიდერმა კოტე ბიწაძემ და თეგა გეთიამ ჩააგდეს. ბიწაძემ შეხვედრა ორმაგი დუბლით – 16 ქულა-14 მოხსნით დაასრულა.ვიტალი ცქიფურიშვილმა გამარჯვებულებს 14 ქულა და 7 მოხსნა შეაშველა, ხოლო დიმა ბობილევის ანგარიშზე 9 ქულა, 16 მოხსნა, 5 პასი და 5 ჩაჭრა დაგროვდა. მაკაბელთაგან ტრადიციულად საუკეთესო შედეგი მაიზერ რევაზაშვილმა დააფიქსირა – 31 ქულა, 16 მოხსნა.

მატჩისშემდგომი კომენტარები

მაქაბი – სოხუმი  65:69

მიხეილ ხუხაშვილი(,,მაქაბის’’ მთავარი მწვრთნელი): გვქონდა შანსი ამ თამაშის მოგების, თუმცა ,,სოხუმი’’ ჩვენზე მაღალი კლასის გუნდია და ვერ მოვახერხეთ. არადა, არაფერში დავუთმეთ, არც პასებში, არც სროლებში… რაღაც გვაკლდება, რომ ბოლომდე მივიყვანოთ საქმე. ვფქირობ, თანდათან ამას გამოვასწორებთ და სერიოზული მეტოქე ვიქნებით ნებისმიერი გუნდისთვის.

თემურ კანკია(,,სოხუმის’’ მთავარი მწვრთნელი): დაცვაში ძალიან კარგად ვითამაშეთ, ბიჭებმა ზუსტად შეასრულეს მითითებები, თუმცა გუშინდელი თამაშის შემდეგ დაღლილობამ იჩინა თავი. ამიტომ გვქონდა შეცდომები და დაკარგვები და გამარჯვებულის გამოვლენა ბოლო წუთამდე შეუძლებელი იყო. მეტოქეს მთლიანობაში ვაჯობეთ, ფარი მოვიგეთ და დაცვაშიც უკეთ ვიასპარეზეთ. სასიხარულოა, რომ კიდევ ერთი გამარჯვება მოვიპოვეთ.

დღის მეორე შეხვედრა ,,ოლიმპსა’’ და ,,რუსთავს’’ შორის ასევე საინტერესო და დაძაბული გამოდგა, თუმცა ეს, ძირითადად, მატჩის მეორე ნახევარზე ითქმის.

პირველი ტაიმი კი ,,ოლიმპის’’ სრული უპირატესობით წარიმართა. მასპინძლებმა პირველი მეოთხედი 22:10 მოიგეს, დიდი შესვენებისთვის კი ლიდერობა კიდევ უფრო გაიმყარეს და მეორე ნახევარს 28 ქულიანი უპირატესობით (56:28) შეხვდნენ. ფარქვეშ უჩა გამრეკლიძე და არჩილ პულუზაშვილი გამოირჩეოდნენ, რომელთაც პასებით ამარაგებდა ნუგო აბულაძე. ,,ოლიმპის’’ დაწინაურებაში დიდი როლი კახა ტომარაძემ შეასრულა, რომელსაც უკვე პირველ ტაიმში 17 ქულა ჰქონდა.

,,რუსთავი’’ თითქმის უშანსოდ იყო, თუმცა სტუმრებმა მესამე მეოთხედი ძალიან კარგად ჩაატარეს. გიგი გოგობერიშვილის, გიორგი დვალის და თორნიკე ქიტოშვილის ეფექტური თამაშის წყალობით რუსთაველებმა 13:0 გაქცევა მოაწყვეს და სხვაობა ბოლო პერიოდის წინ 11 ქულამდე შეამცირეს – 66:55.  მეოთხე პერიოდში ,,ოლიმპმა’’ თამაში გამოასწორა და ბოლო ათწუთეულში თანაბარი ბრძოლა წარიმართა. რუსთაველების მაქსიმუმი სხვაობის 8 ქულამდე შემცირება იყო.

საბოლოოდ, ,,ოლიმპმა’’ 80:71 იმარჯვა და სეზონის მეორე გამარჯვება მოიპოვა. 24 ქულით ,,ოლიმპს’’ კახა ტომარაძემ ულიდერა, ორმაგი დუბლი შეასრულა არჩილ პულუზაშვილმა – 17ქულა, 19 მოხსნა; 14 ქულა-9 მოხსნა მიითვალა უჩა გამრეკლიძემ, 10 ქულა ჰქონდა სოსო გოგნაძეს, ნუგზარ აბულაძე კი 14 შედეგიანი გადაცემით გამოირჩა.

რუსთაველთა რიგებში საუკეთესო გიორგი დვალი იყო 18 ქულით, 17 ქულა დაგროვდა გიგი გოგობერიშვილის ანგარიშზე, თორნიკე ქიტოშვილს კი ორმაგ დუბლამდე ერთი პასი დააკლდა – 17 ქულა, 9 პასი.

მატჩისშემდგომი კომენტარები

ოლიმპი – რუსთავი 80:71

ლევან ქარაბაკი(,,ოლიმპის’’ მთავარი მწვრთნელი): თავიდან ძალიან დიდი უპირატესობა მოვიპოვეთ, ბიჭებს თამაში უკვე მოგებული ეგონათ, მოეშვნენ და ბოლო კინაღამ წავაგეთ.  ჩვენ თვითონ გავირთულეთ თამაში, ძალიან ბევრი შეცდომა გვაქვს დაცვაში და შეტევაში, რასაც უფრო ძლიერი, გამოცდილი და შეთამაშებული გუნდი არ გვაპატიებს.

ოთარ ხმელიძე(,,რუსთავის’’ მთავარი მწვრთნელი): ძალიან ცუდად დავიწყეთ თამაში, გარედან ბურთი ვერ ჩავაგდეთ და 56 ქულა მივიღეთ. მეორე ტაიმში გამოვასწორეთ, 20 ქულით მოვიგეთ ეს ნახევარი, თუმცა საკმარისი არ აღმოჩნდა. მაღლებში ძალიან გვიჭირს, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ნარჩომაშვილი და ტურძელაძეც გამოგკვაკლდნენ. ასევე, სათამაშო პრაქტიკა გვაკლია. თან, ,,ოლიმპი’’ ერთ-ერთი ფავორიტი და ძალიან ძლიერი გუნდია, ამიტომ მათ წინააღმდეგ თამაში გაგვიჭირდა.

დღის მეორე შეხვედრა ,,ოლიმპსა’’ და ,,რუსთავს’’ შორის ასევე საინტერესო და დაძაბული გამოდგა, თუმცა ეს, ძირითადად, მატჩის მეორე ნახევარზე ითქმის.

პირველი ტაიმი კი ,,ოლიმპის’’ სრული უპირატესობით წარიმართა. მასპინძლებმა პირველი მეოთხედი 22:10 მოიგეს, დიდი შესვენებისთვის კი ლიდერობა კიდევ უფრო გაიმყარეს და მეორე ნახევარს 28 ქულიანი უპირატესობით (56:28) შეხვდნენ. ფარქვეშ უჩა გამრეკლიძე და არჩილ პულუზაშვილი გამოირჩეოდნენ, რომელთაც პასებით ამარაგებდა ნუგო აბულაძე. ,,ოლიმპის’’ დაწინაურებაში დიდი როლი კახა ტომარაძემ შეასრულა, რომელსაც უკვე პირველ ტაიმში 17 ქულა ჰქონდა.

,,რუსთავი’’ თითქმის უშანსოდ იყო, თუმცა სტუმრებმა მესამე მეოთხედი ძალიან კარგად ჩაატარეს. გიგი გოგობერიშვილის, გიორგი დვალის და თორნიკე ქიტოშვილის ეფექტური თამაშის წყალობით რუსთაველებმა 13:0 გაქცევა მოაწყვეს და სხვაობა ბოლო პერიოდის წინ 11 ქულამდე შეამცირეს – 66:55.  მეოთხე პერიოდში ,,ოლიმპმა’’ თამაში გამოასწორა და ბოლო ათწუთეულში თანაბარი ბრძოლა წარიმართა. რუსთაველების მაქსიმუმი სხვაობის 8 ქულამდე შემცირება იყო.

საბოლოოდ, ,,ოლიმპმა’’ 80:71 იმარჯვა და სეზონის მეორე გამარჯვება მოიპოვა. 24 ქულით ,,ოლიმპს’’ კახა ტომარაძემ ულიდერა, ორმაგი დუბლი შეასრულა არჩილ პულუზაშვილმა – 17ქულა, 19 მოხსნა; 14 ქულა-9 მოხსნა მიითვალა უჩა გამრეკლიძემ, 10 ქულა ჰქონდა სოსო გოგნაძეს, ნუგზარ აბულაძე კი 14 შედეგიანი გადაცემით გამოირჩა.

რუსთაველთა რიგებში საუკეთესო გიორგი დვალი იყო 18 ქულით, 17 ქულა დაგროვდა გიგი გოგობერიშვილის ანგარიშზე, თორნიკე ქიტოშვილს კი ორმაგ დუბლამდე ერთი პასი დააკლდა – 17 ქულა, 9 პასი.

მატჩისშემდგომი კომენტარები

ოლიმპი – რუსთავი 80:71

ლევან ქარაბაკი(,,ოლიმპის’’ მთავარი მწვრთნელი): თავიდან ძალიან დიდი უპირატესობა მოვიპოვეთ, ბიჭებს თამაში უკვე მოგებული ეგონათ, მოეშვნენ და ბოლო კინაღამ წავაგეთ.  ჩვენ თვითონ გავირთულეთ თამაში, ძალიან ბევრი შეცდომა გვაქვს დაცვაში და შეტევაში, რასაც უფრო ძლიერი, გამოცდილი და შეთამაშებული გუნდი არ გვაპატიებს.

ოთარ ხმელიძე(,,რუსთავის’’ მთავარი მწვრთნელი): ძალიან ცუდად დავიწყეთ თამაში, გარედან ბურთი ვერ ჩავაგდეთ და 56 ქულა მივიღეთ. მეორე ტაიმში გამოვასწორეთ, 20 ქულით მოვიგეთ ეს ნახევარი, თუმცა საკმარისი არ აღმოჩნდა. მაღლებში ძალიან გვიჭირს, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ნარჩომაშვილი და ტურძელაძეც გამოგკვაკლდნენ. ასევე, სათამაშო პრაქტიკა გვაკლია. თან, ,,ოლიმპი’’ ერთ-ერთი ფავორიტი და ძალიან ძლიერი გუნდია, ამიტომ მათ წინააღმდეგ თამაში გაგვიჭირდა.

http://u-20.ge/

აკადემიამ სოხუმს აჯობა

სპორტის სასახლეში გამართულ სუპერლიგის მესამე ტურის ცენტრალურ შეხვედრაში ერთმანეთის წინააღმდეგ „შსს-აკადემია“ და „სოხუმი“ წარსდგნენ. მატჩის წინ ორივე გუნდის დამრიგებელი ოპტიმისტურად იყო განწყობილი, თუმცა როგორც მოგვიანებით  გაირკვა ამის საფუძველი კოტე ტუღუშს უფრო ჰქონდა.

შეხვედრის პირველი მეოთხედი თანაბრად წარიმართა და საბოლოოდ ნომინალური მასპინძლების მცირე, 4-ქულიანი უპირატესობით დასრულდა. სოხუმელთა შემაგენლობაში ტრადიციულად ჩლაიძე გამოირჩეოდა, ხოლო ტუღუშის გუნდში თამაში საკუთარ თავზე რამდენიმე მოთამაშემ აიღო. მეოთხედის ბოლო წუთზე გუნდებმა ზუსტი სამიანები გაცვალეს. ფარღალავას ზუსტ ტყორცნას შეტევის ბოლო წამზე ლომოურმა უპასუხა.

მეორე პერიოდი სოხუმელებმა აქტიურად დაიწყეს და ფაღალავა-ჯგერენაიას ძალისხმევით ჩამორჩენაც აღმოფრქვეს და დაწინაურებაც მოახერხეს.  თუმცა, შეხვედრის საერთო სურათი არ შეცვლილა და საკმაოდ თანაბრად, ქულა-ქულაში მიმდინარე მატჩის პირელი ტაიმი სოხუმელთა მინიმალური გამარჯვებით, 42:43 დასრულდა.

ასეთი ანგარიში შესვენებისთვის განკუთვნილი 12 წუთის გარდა, თამაშის განახლებიდან  3 წუთის განმავლობაში არ შეცვლილა მესამე პერიოდში პირველი ქულები შარაბიძემ მოიპოვა და საკუთარი გუნდი წინ გაიყვანა, თუმცა“აკადემიას“ ცენტრმა მალევე პერსონალურთან ერთად ტექნიკურიც მიიღო და 5 პერსონალურით მოედანი ნაადრევად დატოვა. საინტერესოა, რომ ყველაზე შედეგიანი მოთამაშის გასვლა „შსს“-ს არ დაეტყო. ტუღუშის შეგირდებმა, მნიშვნელოვანი უპირატესობაც სწორედ ამ დროს, ფაცაციას და ჩიკვილაძის კარგი თამაშის წყალობით მოიპოვეს, რომელიც გადამწვეტ მეოთხედში წივწივაძე-ლომორუის ზუსტი ტყორცნებით კიდევ უფრო გაზარდეს. საბოლოოდ ტუღუშის გუნდმა 11-ქულიანი (85-74) სხვაობა დააფიქსირა და სეზონში მეორე გამარჯვებაც მოიპოვა.

„შსს“-ს შემადეგნლობაში ყველაზე შედეგიანი ბექა წივწივაძე გახდა (18 ქ.), ხოლო „სოხუმს“ 27 ქულით ჩლაიძემ ულიდერა.

ვაჟა კვარაცხელია: “დღევანდელ შეხვედრაში საშინელი მსაჯობა იყო”

სუპერლიგის მეორე ტურის ცენტრალური მატჩის, “სოხუმი” – “ოლიმპის” დასრულების შემდეგ შეხვედრა გუნდების მწვრთნელებმა და მოთამაშეებმა შეაფასეს.

ვაჟა კვარაცხელია (სოხუმი): „ვულოცავ „ოლიმპს“ გამარჯვებას. თავიდანვე ვთქვი, რომ შანსები თანაბარი იქნებოდა. მეტოქე საკმაოდ კარგად მომზადებული ახალგაზრდული გუნდია. მინდა ავღნიშნო, რომ დღევანდელ შეხვედრაში საშინელი მსაჯობა იყო. თუმცა, წაგება ჩვენი ბრალია. ჯერჯეობით ძიებაში ვართ. ფინანსური მდოგმარეობიდან გამომდინარე ვარჯიში გვიან დავიწყეთ, რაც შედეგზეც აისახა.“

გია კაზანჯიანი (ოლიმპი): „ვულოცავ ჩემს გუნდს პირველ გამარჯვებას. სეზონის სტარტიდან კარგად ვასპარეზობდით, თუმცა ვმარცხებოდნენ, ახლა კი მოვიგეთ, რაც მომდევნო შეხვედრებში ოპტიმიზმის საფუძველს მაძლევს.“

კახა ტომარაძე (ოლიმპი): „ახლაგაზრდული გუნდი ვართ და ჩვენი მთავარი პლიუსი, სწრაფი თამაში, კარგად გამოვიყენეთ და დამსახურებული გამარჯვება მოვიპოვეთ.“

დინამოს ბაზაზე Summer Camp 2014 დაიწყო

საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ეგიდით და კლუბ ,,სოხუმის’’ მოთამაშეების კოორდინაციით Summer Camp 2014 გაიმართება. კემპს ესპანეთში ცნობილი და წარმატებული მწვრთნელი ანტონიო დე ტორესი ჩაატარებს 14-დან 18-წლამდე და უმაღლესი ლიგის მოთამაშეებისთვის.

კემპი დინამოს ბაზაზე დღეს დაიწყო და 4 ივლისამდე გასტანს. დღის განმავლობაში ჩატარდება 2 ვარჯიში, 14-18 წლამდელები ივარჯიშებენ ერთად, ხოლო 18 წლის ზემოთ მოთამაშეები შეუზღუდავად ივარჯიშებენ ერთად.  ვარჯიშები გაიმართება 09:00-11:00 და 16:00-18:30 საათებში.

კემპზე შეირჩევა რამდენიმე პერსპექტიული მოთამაშე, რომელთა უფასო მოწყობას კანარის კუნძულებზე არსებულ ერთ-ერთ საკალათბურთო სკოლაში უზრუნველყოფს თავად ანტონიო დე ტორესი.

მწვრთნელებისთვის კემპზე დასწრება ნებაყოფლობითია. ანტონიო დე ტორესს კემპის ჩატარებაში ქართველი მწვრთნელები – ამროსი ორმოცაძე, დიმიტრი ჟაკობოვი, თემურ კანკია და ალექსი ჯაფარიძე დაეხმარებიან.

კემპთან დაკავშირებული პრესკორენცია დღეს დინამოს საკალათბურთო ბაზაზე გაიმართა და მასზე კემპის ორგანიზატორებმა და კოორდინატორებმა მწვრთნელ, ანტონიო დე ტორესთან ერთად ისაუბრეს.

 

კახა შენგელია(საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი): კლუბ ,,სოხუმის’’ კალათბურთელების, ვატო ბააკაშვილის და გრიგოლ შვანგირაძის კოორდინაციით ტარდება კემპი 14-წლის და  ზემოთ ასაკის მოთამაშეებისთვის. ჩატარდება ორ ეტაპად, დილით 14-დან 18-წლამდე ასაკის ბავშვები ივარჯიშებენ, შემდეგ კი 18-წლის და უფრო ასაკის კალათბურთელებისთვის იქნება კემპი. საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია მაქსიმალურად გვერდში ამოვუდექით მათ. ჩვენ ყველა იმ იდეას, რომელიც კალათბურთის განვითარებას შეუწყობს ხელს, ბოლომდე მხარს დავუჭერთ.

გიორგი ზაბახიძე(სუპერლიგის და ასაკობრივი ლიგების აღმასრულებელი დირექტორი): პირველ რიგში, მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ,,სოხუმის’’ კლუბს, პირადად ვატოს და გრიგოლს და რა თქმა უნდა, მწვრთნელს, ანტონიო დე ტორესს, რომელმაც გამონახა დრო და საქართველოში ჩამოვიდა. ჩვენ გვქონდა ვარჯიშის პროცესზე და ტექნიკურ მხარეებზე საუბარი, გადაწყდა, რომ მოთამაშეების უმეტესი ნაწილი ახალგაზრდები ყოფილიყვნენ, აქ არიან ასაკობრივი ნაკრებების კალათბურთელებიც. კემპზე მწვრთნელებისთვის დასწრება ნებაყოფლობითია. მთლიანად საქართველოდან ამ 5-დღიან კემპზე, ბუნებრივია, ყველა ვერ ჩამოვა, მწვრთნელებს თავიანთი სამუშაოც აქვთ და თანაც, ეს შეკრებების პერიოდია გუნდებისთვის. სამწუხაროა, რომ უფრო მეტი მოთამაშე ვერ ჩაერთვება, ბიჭებმა მაქსიმალურად გაითვალისწინეს, რაც შეუძლია 1 მწვრთნელს ფიზიკურად. ვიმედოვნებთ, პროცესი კარგად წარიმართება. შერჩევა კი მოთამაშეებზეა დამოკიდებული. არიან პერსპექტიული ბავშვები მაღალი რანგის კლუბებიდანაც და იმ გუნდებიდანაც, რომლებმაც ჩემპიონატებზე მაინცდამაინც კარგი შედეგი ვერ აჩვენეს. პატარა ნაკრებიც, რომელიც ოლიმპიადისთვის ემზადება, მიიღებს კემპში მონაწილეობას და დიდ გამოცდილებას დააგროვებს. ასეთი ორგანიზებული კემპები სასარგებლოა მოთამაშეებისთვისაც და მწვრთნელებისთვისაც.

გრიგოლ შვანგირაძე(კემპის კოორდინატორი): ანტონიო დე ტორესი ჩემი მწვრთნელი იყო ესპანეთში წლების წინ, ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელია. რამდენიმე თვის წინ გადავწყვიტეთ ამ კემპის ჩატარება, ანტონიო ახალ ქვეყანას გაიცნობს, თავისი კლუბისთვის მოთამაშეებს აარჩევს. ავუხსენი, რომ ჩვენ გვყავს ახალგაზრდა და პერსპექტიული მოთამაშეები, რომლებსაც უკვე შანსი მიეცემათ ესპანეთში წავიდნენ. ვფიქრობ, ძალიან კარგი კემპი გამოვა. დღეს დილით პირველი ვარჯიში ჩატარდა და ყველანი კმაყოფილები ვართ.

ვატო ბააკაშვილი(კემპის კოორდინატორი): ანტონიო ჩამოსულია მოთამაშის მოსაძებნად, ეძებს პერსპექტიულ კალათბურთელებს, მას აქვს საშუალება 2 მოთამაშე წაიყვანოს გრან კანარებზე თავის კლუბში და ისინი მთელი სეზონის განმაბლობაში ყველანაირი პირობით უზრუნველყოს. მთავარია, ჩვენმა ბიჭებმა გამოიჩინონ თავი და დაანახონ მას, რომ შეუძლიათ კალათბურთის თამაში. ამ ბოლო დროს დაინერგა კემპის ტრადიცია,  2 თვეში უკვე მეორე მაღალი დონის კემპი ტარდება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია კალათბურთის განვითარებისთვის და თითოეული მოთამაშისთვის. მწვრთნელი კალათბურთელებს მიუთითებს იმ ნაკლზე, რომელიც აქვთ, ასწავლის მათ, როგორ გამოასწორონ ეს ხარვეზები და მოთამაშეს უკვე შეეძლება მთელი ზაფხული იმუშაოს საკუთარ თავზე სწორი მიმართულებით. ძალიან მნიშვნელოვანია ასევე მწვრთნელებისთვისაც. ანტონიო დე ტორესი აჩვენებს მათ განსხავვებულ ხედვას, გაუზიარებს თავის გამოცდილებას, რომელიც ამდენი ხნის განმავლობაში დაუგროვდა. მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს კალათბურთის ეროვნულ ფედერაციას, რომელიც ბოლომდე გვერდში დაგვიდგა.

ანტონიო დე ტორესი(მწვრთნელი): ეს კემპი არის კარგადად დაგეგმილი პროცესი, რომელიც რამდენიმე ასპექტს მოიცავს. პირველ რიგში, გრიგოლ შვანგირაძე იყო ჩემი მოთამაშე და მასთან წლების განმავლობაში მქონდა ურთიერთობა. ბევრი ლაპარაკის შემდეგ ამ ზაფხულს კემპის ჩატარებაზე შევთანხმდით, ეს დრო ორივეს გვაწყობდა. ვიზიტის ეს მხარე ჩემთვის ძალიან მნიშვნელობანია. მეორე ასპექტი მწვრთნელებს ეხება, გრიგოლმა კარგად იცის ესპანური კალათბურთი და შემომთავაზა, ჩემი გამოცდილება ქართველი ახალგაზრდა მწვრთნელებისთვის გამეზიარებინა. ჩამოვედი მწვრთნელბთან, რათა მათ დავანახო განსხვავებული ხედვა, დავეხმარო, თუ რამით შემიძლია, ვანახო, როგორ ვმუშაობთ ჩვენ, ორივე მხარე ერთამენთს გავუზიარებთ ცოდნას და გამოცდილებას და ბევრს ვისწავლით ამ პროცესში. მესამე ასპექტი უკვე მოთამაშეებთანაა დაკავშირებული. რა თქმა უნდა, ერთ კვირაში მოთამაშე რადიკალურად ვერ შეიცვლება და ვერც ყველაფერს ისწავლის, მაგრამ შემიძლია მათ მიმართულება მივცე, რათა სწორად იფიქრონ, ვასწავლი მათ რამდენიმე პატარა დეტალს, რომელიც განსხვავებულია იმისგან, რასაც ისინი ყოველდღიურად აკეთებენ. ვიმედოვნებ, ეს მათ დაეხმარება რეგულარული ვარჯიშების დროს. და ბოლოს, მეოთხე ასპექტი ესპანეთი წასვლის შანსია. ჩვენ გუნდში გვყავს მოთამაშეები ევროპიდანაც და აფრიკიდანაც, გვყავს როგორც თეთრკანიანები, ასევე, შავკანიანები, ქრისტიანებიც და მუსულმანებიც, ისინი ყველანი ერთად ცხოვრობენ და ერთამენეთისგან ბევრს სწავლობენ. ვფიქრობ, ეს კარგია როგორც ქართველი მოთამაშეებისთვის, რომლებიც ესპანეთში წამოვლენ, ასევე თვითონ ესპანელი კალათბურთელებისთვისაც.  ეს ძალიან დიდი გამოცდილებაა. ისინი მენტალურად იცვლებიან, ბევრს სწავლობენ და ვითარდებიან. ჩამოვედი, რათა ქართველ კალათბურთელებს შევთავაზო ჩვენთან, კანარის კუნძულებზე თამაში და იქაური გამოცდილება. რაც შეეხება მოთამაშეების არჩევას, პრიორიტეტი, რა თქმა უნდა, ახალგაზრდა მოთამაშეების შერჩევაა. უფროსი კალათბურთელებისთვის უფრო რთულია, რომ, მაგალითად, სროლის ტექნიკა შეცვალონ , 14-15 წლის მოთამაშეებს შეცვლის და განვითარების მეტი პერსპექტივა და ახალი ცოდნის ათვისების მეტი შანსი აქვთ, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ესპანეთში წამოსვლის შანსი უფროსს მოთამაშეებს არ აქვთ.

superleague.ge

აფხაზეთში ჩატარებული ტურნირი “ბეშიქთაშმა” მოიგო

სოხუმში, ჭაბუკებს შორის საერთაშორისო საფეხბურთო ტურნირი ჩატარდა. შეჯიბრი ცნობილი ფეხბურთელის, ახრიკ ცვეიბას სახელობის იყო.

რუსული პრესის ცნობით ტურნირში მონაწილეობა 2000 წელს დაბადებული ფეხბურთელებით დაკომპლექტებულმა ექვსმა გუნმა მიიღო: “ბეშიქთაში”, ნალჩიკის “სპარტაკი”, “ანჟი”, აფხაზეტის ნაკრები, ცხინვალის “სპარტაკი” და გროზნოს “ტერეკი”.

ფინალური შეხვედრა “ბეშიქთაშს” და “ანჟის” შორის შედგა. გამარჯვება თურქებმა მოიპოვეს. არადა, აღნიშნულ გათამშებაში მათი მონაწილეობაც კი, ცოტა არ იყოს უცნაური ფაქტია…

შსს მეხუთეა, ოლიმპი – მეშვიდე

მეოთხედფინალის მიღმა დარჩენილმა გუნდებმა V-VII ადგილები გაინაწილეს. მე-5 ადგილისთვის მატჩში ერთმანეთს “შსს-აკადემია” და “რუსთავი” შეხვდნენ და გამარჯვება შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის გუნდს დარჩა.

არჩილ ჟღენტის გუნდის გამარჯვება მოულოდნელი არ ყოფილა. შსს მეოთხედფინალიდან “ბათუმმა” გამოაგდო, რის შემდეგაც აკადემიელებმა საპრიზო ადგილებზე გასვლის შანსი დაკარგეს. ამის შემდეგ “შსს-აკადემიამ” პლეი აუტის ორივე თამაში იოლად მოიგო და მე-5 ადგილი დაიკავა.

მე-5 ადგილისთვის მატჩი დაძაბული ვერ გამოდგა. არჩილ ჟღენტის გუნდმა 113:89 დაამარცხა “რუსთავი”. აკადემიელებმა გუნდურად ითამაშეს – 6 კალათბურთელი ათქულიან ზღვარს ასცდა, ხოლო რუსთაველთაგან რევაზ ჩაჩანიე გამოირჩა 34 ქულით.

მე-7 ადგილისთვის მატჩში “ოლიმპმა” კიდევ უფრო დასუსტებულ “სოხუმს” 76:64 სძლია. ვაჟა კვარაცხელიას გუნდს ლატვიელი ვეტერანები ქომაგობდნენ, რომლებიც თბილისში სოხუმელთა მოწვევით ჩამოვიდნენ და ქართველ ვეტერანებთან ამხანაგურ მატჩს გამართავენ.

სოხუმელებს აკლდათ ტრავმირებული ირაკლი ჩლაიძე და რატი ბააკაშვილი. ამან გადამწყვეტი როლი ითამაშა და გუნდი, რომელმაც მიმდინარე სეზონში დუდუ დადიანისა და ქორქია-საკანდელიძის მემორიალების, ასევე საქართველოს თასის ფინალებში ითამაშა, “ოლიმპთან” დამაცხდა და საბოლოოდ მე-8 ადგილი დაიკავა.

მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია

შსს აკადემია-რუსთავი  113:89

არჩილ ჟღენტი(,,შსს აკადემიის’’ მთავარი მწვრთნელი): სეზონი დავამთავრეთ. მოგეხსენებათ, პირველი წრე ცუდად ჩავატარეთ. ამის შემდეგ ხელმძღვანელობის მხრიდან დავალება ხუთეულში შესვლა იყო და ეს პროგრამა მინუმუმი შევასრულეთ, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ სეზონი კარგად დავასრულეთ. როგორც მე, ასევე ბიჭებს უფრო მაღალი მიზნები გვქონდა. თუმცა შუა სეზონში გუნდის დალაგება საკმაოდ რთული იყო, ამას ტრავმებიც დაემატა და ვერ მოვასწარით ბოლომდე დაგველაგებინა გუნდი. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ბიჭებს და წარმატებები ვუსურვო. შეგვეძლო, უფრო მაღალი ადგილებისთვის გვეთამაშა, მაგრამ სპორტია და ყველაფერი ხდება. 2 წლის წინ, როცა კეცელიდისმა ჩაიბარა გუნდი, მე-5 ადგილი დავიკავეთ, 1 წლის შემდეგ კი, როცა გუნდი თავად მან გააკეთა, ჩემპიონები გავხდით. ასე იყო წელსაც, პირველ წრეში გუნდი მენეჯერებმა შექმნეს, მწვრთნელის აზრი არ იყო გათვალიწინებული და ამიტომ არ გვქონდა შედეგი. კიდევ ერთხელ მადლობას ვეტყვი ჩემს გუნდს.

ოთარ ხმელიძე(,,რუსთავის’’ მთავარი მწვრთნელი): მე-6 ადგილის დაკავება ჩვენი მაქსიმუმი იყო. არც ერთი შეკრება არ გაგვლილია, მედიკამენტებიც კი არ გვქონია, ამას ტრავმიანობა დაემატა, ვერ დავიმატეთ ის მოთამაშეები, რომლებიც გვინდოდა, რამდენიმე ლიდერმა დატოვა გუნდი და კიდევ ბევრი რამ მოხდა. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, მე-6 ადგილი ურიგო არ არის. რაც შეეხება დღევანდელ თამაშს, მოტივაცია არ გვქონდა, რადგან ვიცოდით, რომ ,,შსს აკადემიის’’ დამარცხება არ შეგვეძლო.

 

აკაკი ლომოური(,,შსს აკადემია’’): დავეთანხმები მწვრთნელს. მე-2 წრის შემდეგ სხვა მიზნები გვქონდა, თუმცა ვერ შევძელით ამის შესრულება. მადლობა ,,შსს აკადემიის’’ მთლიან კოლექტივს, მწვრთნელებს, ბიჭებს. ასევე მადლობას ვეტყვი სუპერლიგის ხელმძღვანელობას ასეთი ორგანიზებული ჩემპიონატისთვის. დღევანდელი თამაში შედეგიანი იყო და მოგება არ გაგვჭირვებია.

სოხუმი-ოლიმპი  64:76

ვაჟა კვარაცხელია(,,სოხუმის’’ მთავარი მწვრთნელი): ვულოცავ ,,ოლიმპს’’ გამარჯვებას, ნამდვილად კარგი გუნდია, თუმცა სეზონის დასაწყისში პრობლემები შეექმნათ, მათიაშვილმა, საქართველოში საუკეთესო ცენტრმა, 10 თამაში გამოტოვა, თუმცა მისი დაბრუნების შემდეგ გუნდმა სიურპრიზები შემოგვთავაზა. რაც შეგვეხება ჩვენ, მთელი ძალები ქუთაისის წინააღმდეგ თამაშმა წაგვართა, მათ ახლა ფინალში გასვლის კარგი შანსი აქვთ. ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად გადავიღალეთ და დღეს ვეღარ მოვიკრიბეთ ძალები. მადლობას ვეტყვი ჩემს ბიჭებს, რომლებმაც ასეთი რთული სეზონი გაიარეს და 3 ტურნირის ფინალში ითამაშეს. თუ ,,ქუთაისმა’’ ჩემპიონატი მოიგო, საქართველოს თასის ფინალსაც ვითამაშებთ. კიდევ ერთხელ მადლობა მთლიანად ,,სოხუმს’’.

დავით თორთლაძე(,,ოლიმპის’’ მთავარი მწვრთნელი): ტრაფარეტული იქნება თუ ვიტყვი, რომ სეზონი მოგებით დავასრულეთ. რიგმა მიზეზებმა განაპირობა ჩვენი გამარჯვება, ,,სოხუმს’’ წამყვანი მოთამაშეები აკლდა. თუმცა არც ჩემს ბიჭებს დავუკარგავ შრომას, ნამდვილად კარგად ითამაშეს და პრესტიჟის ამბავი იყო, რომ ,,მაკაბის’’ გარდა კიდევ რომელიმე გუნდისთვის მოგვეგო. მინდა მადლობა გადავუხადო ,,სოხუმს’’, მთელი სეზონი კალათბურთს ემსახურებოდნენ და ამას მხოლოდ ენთუზიაზმის და თავიანთი საქმის სიყვარულის ხარჯზე აკეთებდნენ. ყველას მისცემს მაგალითი, თუ როგორ უნდა გიყვარდეს კალათბურთი.

რიჩარდ მათიაშვილი(,,ოლიმპი’’): მეც მადლობას ვეტყვი ,,სოხუმის’’ ბიჭებს ასეთი სეზონისთვის, ძალიან რთული პერიოდი გაიარეს და მომავალი წლიდან სიტუაცია აუცილებლად უნდა გამოსწორდეს. ჩვენც თავიდან სხვა გეგმები გვქონდა, თუმცა სამწუხაროდ, არ გამოგვივიდა. ალბათ, იღბალიც დაგვაკლდა. დღეს მოსაგებად გამოვედით და მადლობა ჩემს გუნდს და ბიჭებს კარგი თამაშისთვის.

 

დავით დეკანოიძე(,,სოხუმი’’): პირველ რიგში, მივულოცავ ,,ოლიმპს’’ გამარჯვებას და მადლობა მათ სოლიდარობისთვის. ამ თამაშს ჩვენთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა არ ჰქონდა, ფაქტობრივად ბიჭებმა ჩვენი სიამოვნებისთვის ვითამაშეთ. მთელი ენერგია მეოთხედფინალურ სერიას შევალიეთ და დღეისთვის მომზადება საკმაოდ რთული იყო.

superleague.ge

მე-5 ადგილისთვის შსს აკადემია რუსთავს შეხვდება

მეოთხედფინალურ სერიებში დამარცხებული გუნდები სუპერლიგის V-VII ადგილებისთვის ბრძოლაში გადაერთვნენ. პლეი აუტის მატჩები ერთ მოგებამდეა და პირველ წყვილში ერთმანეთს “შსს-აკადემია” და “ოლიმპი” შეხვდნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის გუნდი ნახევარფინალურ სერიაში “ბათუმთან” 1:3 დამარცხდა, არადა ამ არჩილ ჟღენტის გუნდს გაცილებით შორსმიმავალი გეგმები ჰქონდა და მე-5 ადგილის მოგება სავარაუდოდ ძვირად არ უღირს.

ამის მიუხედავად, “შსს-აკადემიამ” მაინც იოლად იმარჯვა და მე-5 ადგილისთვი მატჩში ასპარეზობის უფლება მოიპოვა, სადაც ძალოვნებ “სოხუმსა” და “რუსთავს” შორის გამარჯვებული ,,რუსთავი’’ შეხვდება.

რაც შეეხება “ოლიმპთან” მატჩს, შეხვედრა, რომ იტყვიან, ცალფარა გამოდგა. დავით თორთლაძის გუნდს ლიდერი, რიჩარდ მათიაშვილი აკლდა და ისედაც აუტსაიდერად მიჩნეულმა, 39-ქულიანი მარცხი განიცადა. აკადემიელთა შვიდმა წევრმა 10-ქულიან ზღვარს გადააბიჯა, რომელთა შორისაც ყველაზე მეტი – 21 ქულა, კოკა ტომარაძემ მიითვალა. 19 ქულა ჰქონდა რეზო როგავას. “ოლიმპში” ყველაზე მეტი – 15 ქულა რევაზ ათანელიშვილს დაუგროვდა.

მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია

შსს აკადემია – ოლიმპი 115:76

გიორგი ნიკოლაძე(,,შსს აკადემიის’’ მწვრთნელი): სამწუხაროდ, ჩვენი მიზანი და ამოცანა, რაც საუკეთესო ოთხეულში მოხვედრას გულისხმობდა, ვერ შევასრულეთ, თუმცა ბრძოლას ვაგრძელებთ და მე-5 ადგილის დაკავება უკვე პრესტიჟის ამბავია. ,,ოლიმპი’’ დღეს შესუსტებული შემადგენლობით იყო და გამარჯვების მოპოვება არ გაგვჭირვებია. მოვემზადებით ხვალინდელი მატჩისთვის და შევეცდებით მე-5 ადგილი დავიკავოთ.

დავით თორთლაძე(,,ოლიმპის’’ მთავარი მწვრთნელი): ჩვენთვის პრინციპული ხვალინდელი მატჩი იქნება. მართალია, რამდენიმე მოთამაშე გვაკლდა, თუმცა სრული შემდაგნელობითაც ,,შსს აკადემიის’’ წინააღმდეგ მიზერული შანსები გვქონდა. გულდასაწყვეტია, რომ ძალიან ცოტა თამაში ჩავატარეთ. პლეიაუტის მატჩებს ის მიზანი აქვს, რომ გუნდმა მეტი თამაში ჩაატაროს, უმჯობესი იქნებოდა ეს თამაშებიც 2 ან 3 მოგებამდე ყოფილიყო. წელს ბევრი მიზეზის გამო სუსტად ვიასპარეზეთ, თუმცა საპრიზო ადგილების მოპოვების ამბიცია არც გვქონია.  წარმატებებს ვუსურვებ ,,შსს აკადემიას’’, ჩვენ კი ხვალინდელი თამაშისთვის მოვემზადებით.

ლექსო ლაფანაშვილი(,,შსს აკადემია’’): მართალია, ჩვენი ამოცანა ვერ შევასრულეთ, თუმცა გვინდა, რომ სეზონი ღირსეულად ჩავამთავროთ, ხვალაც ასეთი შემართებით ვიასპარეზებთ და ვეცდებით, გამარჯვება მოვოპოვოთ.

 

მე-5 ადგილისთვის მატჩში “შსს-აკადემიას” “რუსთავი” დაუპირისპირდება. ქვემოქართლელებმა დღეს “სოხუმი” დაამარცხეს. მეოთხედფინალში “ქუთაისთან” გმირულად ნაბრძოლი და მე-5, გადამწყვეტ მატჩში დამარცხებული სოხუმელები ძირითადი გამთამაშებლის გარეშე თამაშობდნენ, ხოლო დღევანდელი მატჩის მეორე ნახევარში გუნდის ლიდერმა ირაკლი ჩლაიძემ ტრავმა მიიღო და თამაში ვეღარ გააგრძელა.

რუსთაველებმა საბოლოოდ 102:97 მოუგეს “სოხუმს” და მე-5 ადგილისთვის მატჩში შსს-ს დაუპირისპირდებიან. მე-7 ადგილისთვის შეხვედრაში “ოლიმპი” “სოხუმს” შეხვდება. ორივე მატჩი ხვალ, 10 მაისს, სპორტის სასახლეში გაიმართება.

 მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია

სოხუმი – რუსთავი 97:102 

ვაჟა კვარაცხელია(,,სოხუმის’’ მთავარი მწვრთნელი): ფსიქოლოგიურად ბიჭები ძალიან დაძაბულები და გადაღლილები იყვნენ, ,,ქუთაისთან’’ თამაშმა ყველანაირი ძალები გამოგვაცალა,

ოთარ ხმელიძე(,,რუსთავის’’ მთავარი მწვრთნელი): პირველ რიგში, გაგვიმართლა, ,,სოხუმი’’ ფიზიკურად და ემოციურად დაცლილი იყო, არადა მათ ჰქონდათ შანსი მაღალი მიზნებისთვის ებრძოლათ. ,,ქუთაისთან’’ წაგების შემდეგ, დღეს არ იყვნენ ისეთი განწყობით, როგორც ჩვევიათ. ამით ვისარგებლეთ და გავიმარჯვეთ.  ხვალ რა იქნება, არ ვიცი. ზედიზედ 2 თამაშის ჩატარებას არ ვართ მიჩვეული, ამიტომ გაგვიჭირდება. კარგი იქნებოდა, 1 დღე მაინც გვქონოდა დასვენება.

ირაკლი ჩლაიძე(,,სოხუმი’’): მინდა მივულოცო ,,რუსთავის’’ გუნდს გამარჯვება, ყოველთვის კარგი გუნდი ჰყავთ, წელს პერსპექტიული ახალგაზრდა კალათბურთელებით იყვნენ დაკომპლექტებული. რაც შეგვეხება ჩვენ, დღეს არც ერთი მოთამაშე არ იყო ბრძოლისთვის მოტივირებული. ჩვენი პირდაპირი მიზანი ,,ქუთაისის’’ გამოგდება იყო პლეიოფიდან, დიდი ომი და ბრძოლები გადავიტანეთ და დამარცხებულები ჩვენ გამოვედით. ამიტომ, მე-5 და მე-7 ადგილებისთვის ბრძოლა ჩვენთვის მთავარი აღარაა. დღეს ყველაფერი სამართლიანად და ლოგიკურად მოხდა, ჩვენს ახალგაზრდებს სათამაშო დრო მიეცათ და ამ გამოცდილებას მომავალში გამოიყენებენ. რუსთავმაც დამსახურებულად მოიგო, წაგებას ჩემი ფეხის გადაბრუნებას ან ბააკაშვილის არყოფნას ვერ დავაბრალებ. ჩვენმა გუნდმა წელს ბევრ რამეს გაუძლო, მხოლოდ ენთუზიაზმის და სპორტული ჟინის ხარჯზე ვთამაშობდით და ვფიქრობ, ვერავინ მოგვთხოვს პასუხს საპრიზო ადგილების დაუკავებლობის გამო. მინდა მადლობა გადავუხადო ჩემი გუნდის თითოეულ წელს გაწეული შრომის და თავდადებისთვის.

superleague.ge