დელ ბოსკე: “ყველას შევატყობინე ჩემი წასვლის შესახებ, გარდა კასილასისა”

ვისენტე დელ ბოსკემ აღიარა, რომ მან გუნდის ყველა წევრს გაუგზავნა შეტყობინება იმის შესახებ, რომ ის ნაკრებიდან წასვლას აპირებდა. ერთადერთი ვისაც ეს შეტყობინება არ მიუღია იკერ კასილასი იყო.

“მის თანაგუნდელებთან მას შესანიშნავი ურთიერთობა აქვს, მაგრამ სამწვრთნელო შტაბთან – არც ისე. სწორედ ამიტომ იყო კასილასი ერთადერთი, რომლისთვისაც ეს შეტყობინება არ გამიგზავნია.

ის ჩემზე ნაწყენია, ისევე როგორც ხავიერ მინანოზე და ტონი გრანდეზე (დამხმარე მწვრთნელებზე). სხვა დანარჩენთან მას კარგი ურთიერთობა აქვს.

რა თქმა უნდა ის გულნატკენია და მე მისი მესმის. ფიქრობს, რომ რაღაც არასწორად გავაკეთეთ.

მაგრამ ჩვენ უნდა ვამაყობდეთ ფეხბურთელით, რომელსაც 167-ჯერ აქვს ქვეყნის მაისურით ნათამაშები. 3-4 მატჩი მის რეზიუმეს არ შეცვლის.

კასილასს ჩემთვის იმედები არ გაუცრუებია. მე მას ცხრა წლის ასაკიდან ვიცნობ.” – განაცხადა დელ ბოსკემ.

გამპერის თასზე “ბარსას” მოწინააღმდეგე იტალიური კლუბი იქნება

უკვე ცნობილია, თუ ვის დაუპირისპირდება კატალონიური “ბარსელონა” ჟოან გამპერის თასზე. ეს გუნდი იტალიური “სამპდორიაა”.

აღნიშნული მატჩი 10 აგვისტოს, “კამპ ნოუზე” გაიმართება. ეს იქნება 2016/17 წლების სეზონის პირველი საშინაო მატჩი “ბლაუგრანასათვის”.

ეს ორი გუნდი ერთმანეთს 25 წლის წინაც შეხვდა. მაშინ მატჩი ჩემპიონთა თასის ფინალური მატჩის ეგიდით იმართებოდა და სწორედ ამ მატჩში მოახერხა “ბარსელონამ” პირველად ამ ტურნირის მოგება.

რაც შეეხება ჟოან გამპერის თასს – ეს არის ამხანაგური ტურნირი, რომელსაც კატალონიური კლუბი უწევს ორგანიზებას.

1996 წლამდე ტურნირი განსხვავებული ფორმატით ტარდებოდა – იყო მეოთხედფინალები, ნახევარფინალები და ფინალი. 1997 წლიდან კი ტურნირის გამარჯვებულის ვინაობას მხოლოდ ერთი მატჩი წყვეტს.

იტალია 2:0 ესპანეთი: იტალიელებმა რევანში აიღეს

ახლახან დასრულდა ევრო 2016-ის მერვედფინალური მატჩი იტალიისა და ესპანეთის ეროვნულ ნაკრებებს შორის. ეს გუნდები ერთმანეთს ევრო 2012 წლის ფინალშიც შეხვდნენ, სადაც ისინი “ფურია როხამ” გაანადგურა.

წაგებული ფინალის შემდეგ “სკუადრა აძურა” მოედანზე საბრძოლო განწყობით გამოვიდა, როგორც მათ სჩვევიათ. ასევე საბრძოლო განწყობა სუფევდა ესპანელთა ბანაკშიც, თუმცა დელ ბოსკეს გუნდმა ვერ გააკეთა ის, რასაც ესპანელები აკეთებენ.

ანგარიში 33-ე წუთზე ჯორჯო კიელინიმ გახსნა, მაშინ როცა დე ხეამ მესამე დიდებული სეივი განახორციელა, თუმცა დე ხეას შემდეგ ბურთი სწორედ “იუვეს” ერთ-ერთ ლიდერს, კიელინის მიუვიდა, რომელმაც გოლის გატანა მოახერხა.

ამის შემდეგ ესპანელები უფრო აქტიურად უტევდნენ, თუმცა ბოლო მომენტში მათ რაღაც აკლდათ. რაც შეეხება მეორე გოლს, ის გრაციანო პელემ გაიტანა კონტრ-იერიშის შედეგად, მატჩის ბოლო წუთებზე.

ევრო-2016
მერვედფინალი
იტალია — ესპანეთი 2:0 (1:0)

იტალია: ბუფონი; დე შელიო, კიელინი, ფლორენცი (დარმიანი 84′), პელე, ბარძალი, დე როსი (ტ. მოტა 54), ედერი (ინსინიე 84′), პაროლო, ბონუჩი, ჯაკერინი.

მთავარი მწვრთნელი: ანტონიო კონტე.

ესპანეთი: დე ხეა; რამოსი , პიკე, ბუსკეტსი, ინიესტამ, მორატა (ლუკასი 70′), ფაბრეგასი, ხუანფრანი, ალბა, სილვა, ნოლიტო (ადურისი 46′) .

მთავარი მწვრთნელი: ვისენტე დელ ბოსკე

გოლები: კიელინი 33′ გრაციანო პელე 90+1
გაფრთხილებები: დე შილიო 24′ პელე 54′ ტიაგო მოტა 89′ — ნოლიტო 41′ ბუსკეტსი 89′
მთავარი მსაჯი: ჩაკირი (თურქეთი).

კიელინი: “მორატა “რეალისა” და ესპანეთის ნაკრების ცხრიანად ყოფნას იმსახურებს”

იტალიელმა ჯორჯო კიელინიმ მისი ყოფილი თანაგუნდელი, ალვარო მორატა შეაქო, რომელიც მადრიდის “რეალმა” დაიბრუნა.

“ალვარო განსაკუთრებული ტიპია. ვწუხვარ, რომ მასზე საუბარი ისე მიწევს, როგორც ყოფილ თანაგუნდელზე, მაგრამ მისით ბედნიერი ვარ და იმედი მაქვს, რომ ის “რეალში” დარჩება.

ის იმსახურებს “რეალისა” და ესპანეთის ნაკრების ცხრიანის პოზიციას. ის გასაცვლელი ნივთი არ არის. თანაც, ბოლო ორი წლის მანძილზე ის საკმაოდ გაძლიერდა, ისევე როგორც ტაქტიკური ასევე ადამიანური კუთხით. ის გაიზარდა.

როდესაც ის ჩვენთან მოვიდა, ჯერ კიდევ ბავშვი იყო.” – განაცხადა კიელინიმ, რომელიც ამჟამად ევრო 2016-ზე ასპარეზობს იტალიასთან ერთად. 1/8-ფინალური ეტაპის მატჩში მას სწორედ მორატას წინააღმდეგ მოუწევს თამაში.

10 ფაქტი ევრო 2016-ის შესახებ, რომელიც არ იცით

უკვე დასრულდა ევრო 2016-ის ჯგუფური ეტაპი და მრავალი რეკორდიც დამეხო. გთავაზობთ 10 საინტერესო ფაქტს, რომლისთვისაც ყურადღება არ მიგიქცევიათ …


პეტრ ჩეხს ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში უკვე 21 გოლი აქვს გაშვებული. მასზე მეტი არც ერთ მეკარეს არ გაუშვია. ბოლოს ეს რეკორდი პიტერ შმეიხელს ეკუთვნოდა, რომელსაც 20 გოლი ჰქონდა გაშვებული.


ჩრდილო ირლანდიასთან მატჩში გერმანელების ბურთის ფლობის პროცენტული მაჩვენებელი 79 %-ს შეადგენდა. ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე 1980 წლის შემდეგ.


ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში უკრაინა პირველი გუნდია, რომელმაც ზედიზედ 5 მატჩში ვერ მოახერხა გოლის გატანა.


ემრე მორი ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელია, რომელმაც ევრო 2016-ზე საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა და მესამე ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში (ენცო შიფოსა (1984) და უეინ რუნის შემდეგ (2004) – ის 18 წლის და 332 დღის არის.


ალვარო მორატას მარცხი ხორვატიის წინააღმდეგ იყო მხოლოდ მეორე შემთხვევა მის კარიერაში, როცა მან დიდი ტურნირის მასშტაბით გოლის გატანა მოახერხა და მისმა გუნდმა წააგო. ბოლოს ეს ჩემპიონთა ლიგის ფინალში, “ბარსელონასთან” მოხდა.


პორტუგალიასთან მატჩში, ისლანდიელებმა ბურთის ფლობის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი დააფიქსირეს 1980 წლის შემდეგ, იმ გუნდებს შორის რომლებთაც ამ მატჩში არ წაუგიათ..


ზოლტან გარა გახდა მეორე ყველაზე ხნიერი ფეხბურთელი, რომელმაც ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გოლი გაიტანა (37წ. 61 დღე) – ის ივიჩა ვასტიჩს ჩამორჩება (ავსტრია Vs პოლონეთი – 2008 წლის ივნისი – 38 წლის და 256 დღის).


გარეთ ბეილი პირველი ფეხბურთელია ტომას ჰასლერის შემდეგ (1992), რომელმაც ევროპის ერთ ჩემპიონატში ორი ჯარიმის გატანა მოახერხა.


ხორვატიასთან განცდილი მარცხი ესპანეთის ისტორიაში პირველი იყო, როდესაც ევროპის ჩემპიონატის ეგიდით გამართულ მატჩში დაწინაურებული იყო, თუმცა წააგო.


ბელგიამ ირლანდიასთან მეორე გოლის გასატანად 28 გადაცემა გააკეთა. 1980 წლის შემდეგ მსგავსი რამ არ მომხდარა.

ვის დაუპირისპირდება ესპანეთის ნაკრები მერვედფინალში?

ახლახან დასრულდა D ჯგუფის მესამე ტურის მატჩი ხორვატიისა და ესპანეთის ეროვნულ ნაკრებებს შორის, რომელიც ყველასათვის მოულოდნელად, ხორვატთა გამარჯვებით დასრულდა.

საბოლოო ჯამში D ჯგუფში არსებული სიტუაცია ასე გამოიყურება: პირველ ადგილზე ხორვატიის ეროვნული ნაკრები იმყოფება 7 ქულით, მეორეზე – ესპანეთი, 6 ქულით, მესამეზე – თურქეთი (3 ქულა), ხოლო მეოთხეზე – ჩეხეთი (1 ქულა).

ესპანელები მეოთხედფინალური ეტაპის საგზურის მოსაპოვებლად იტალიელებს დაუპირისპირდებიან. შეგახსენებთ, რომ ეს გუნდები გასულ ევროპის ჩემპიონატზეც შეხვდნენ ერთმანეთს, ფინალში. გამარჯვება მაშინ ესპანელებს დარჩათ (4-0).

ესპანეთისა და თურქეთის მატჩის შემდეგ დავიდ ვილა ინიესტას თამაშს გამოეხმაურა

როგორც იცით, ახალხან დასრულდა მატჩი თურქეთისა და ესპანეთის ნაკრებებს შორის, რომელიც ესპანელთა გამარჯვებით, 3-0 დასრულდა. აღნიშნული მატჩის საუკეთესო მოთამაშედ “ბარსელონელი” ანდრეს ინიესტა დასახელდა, რომელიც თითქმის უშეცდომო იყო.

ანდრეს ინიესტას თამაშს მისი ყოფილი თანაგუნდელი, დავიდ ვილია გამოეხმაურა, რომელიც ამ დროისთვის ამერიკულ MLS-ში მოღვაწეობს.

“ესპანეთს აქვს ბევრი ფეხბურთი და ბევრი გოლი. მათ ასევე ყავთ ევრო 2016-ის საუკეთესო ფეხბურთელი, რომელიც სხვებზე გაცილებით უკეთესია … ანდრეს ინიესტა.”

სერხიო რამოსმა თურქეთთან მატჩში რეკორდი დაამყარა

ახლახან დასრულდა მატჩი ესპანეთისა და თურქეთის ეროვნულ ნაკრებებს შორის, რომელიც “ფურია როხას” დამაჯერებელი გამარჯვებით, 3-0 დასრულდა.

აღნიშნულ მატჩში მონაწილეობა მიიღო მადრიდის “რეალის” კაპიტანმა, სერხიო რამოსმა. ეს მისთვის რიგით 134-ე მატჩი იყო საკუთარი ნაკრების მაისურით, რაც რეკორდული მაჩვენებელია – მინდვრის მოთამაშე ფეხბურთელებს შორის მას ყველაზე მეტჯერ აქვს ესპანეთის ნაკრების მაისურით ნათამაშები.

აქვე გეტყვით იმასაც, რომ ეს გამარჯვება ესპანელებისთვის მიმდინარე ჩემპიონატზე მეორე იყო, რითიც დელ ბოსკეს გუნდმა მომდევნო ეტაპზე გასვლა გაინაღდა.

ესპანეთის ნაკრებმა ჩეხეთი მძიმე ბრძოლაში დაამარცხა (ვიდეო)

ტულუზის სტადიონზე დასრულდა ესპანეთისა და ჩეხეთის ნაკრებებს შორის ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის შეხვედრა. მატჩი, როგორც მოსალოდნელი იყო, “ფურია როხას” უპირატესობით წარიმართა, ჩეხები ძირითადად საკუთარი კარის უსაფრთხოებით იყვნენ დაკავებულნი, თუმცა არც კონტრშეტევებზე ამბობდნენ უარს და პირველი ტაიმის ბოლოს საქმეში დავიდ დე ხეაც ჩართეს. საწყისი 45 წუთი უგოლოდ დასრულდა.

მეორე ნახევრის დებიუტში ესპანელები გააქტიურდნენ, სწრაფი გოლის გატანა მოისურვეს და სახიფათო მომენტებიც შექმნეს, თუმცა ხან დამაგვირვინებელ ფაზაში სცოდავდნენ, ხანაც ჩეხები თამაშობდნენ საიმედოდ. დროდადრო მომენტებს ვალერ ვრბას ფეხბურთელებიც ქმნიდნენ. 87-ე წუთზე “ფურია როხამ” მაინც გაიტანა: ანდრეს ინიესტას ჩაწოდების შემდეგ თავდასხმაში წასულმა ხერარ პიკემ თავით ითამაშა და ესპანელები დააწინაურა. საბოლოო ჯამში, ესპანეთის ნაკრებმა ჩეხეთი მძიმე ბრძოლაში, ანგარიშით 1:0 დაამარცხა.

ევრო-2016
D ჯგუფი
ესპანეთი — ჩეხეთი 1:0 (0:0)

ესპანეთი: დე ხეა, ხუანფრანი, პიკე, რამოსი, ალბა, ბუსკეტსი, დავიდ სილვა, ფაბრეგასი (ალკანტარა 70′), ინიესტა, ნოლიტო (პედრო 82′), მორატა (ადურისი 62′).
მთავარი მწვრთნელი: ვისენტე დელ ბოსკე.

ჩეხეთი: ჩეხი, კადერჟაბეკი, სივოკი, უბნიკი, ლიმბერსკი, დარიდა, პლაშილი, გებრე სელასიე (შურალი 86′), როსიცკი (პაველკა 88′), კრეიჩი, ნეციდი (ლაფატა 75′).
მთავარი მწვრთნელი: პავერ ვრბა.

გოლი: პიკე 87′.
გაფრთხილება: ლიმბერსკი 61′.
მთავარი მსაჯი: შიმონ მარჩინიაკი (პოლონეთი).

იკერ კასილასი: “კარიერას მხოლოდ ბუფონის შემდეგ დავასრულებ”

ესპანეთის ეროვნული ნაკრების მეკარემ, იკერ კასილასმა განაცხადა, რომ მანამ არ აპირებს კარიერის დასრულებას, სანამ ჯანლუიჯი ბუფონი თავის ხელთათმანებს ლურსმნებზე არ ჩამოკიდებს.

“როდესაც ის კარიერას დაასრულებს, მეც დავასრულებ. მან ახლახან მოაწერა ხელი ახალ კონტრაქტს, რაც ძალიან მახარებს. რამეთუ ეს იმას ნიშნავს, რომ ჩემი დროც გახანგრძლივდა.

როდესაც წასვლის დრო მოვა, ერთ კარგ მატჩს მოვაწყობთ ჩემი და მისი მეგობრების მონაწილეობით.” – განაცხადა მადრიდის “რეალისა” და ესპანეთის ეროვნული ნაკრების ლეგენდამ.

რუსი გულშემატკივრების კომენტარები საქართველოს ნაკრების თამაშზე

როგორც იცით, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მადრიდში, კერძოდ კი “ხეტაფეს” საშინაო არენაზე სენსაცია გამოაცხო და ესპანეთის ეროვნული ნაკრები დაამარცხა (0-1).

გთავაზობთ რუს გულშემატკივართა კომენტარებს ამ მატჩის შემდეგ:

fasd

“ფანასტიკაა. ქართველებმა პირველი შეტევა განახორციელეს პირველ ნახევარში და მატჩის 39-ე წუთზე გაიტანეს. რამოსი საშინლად შეცდა.”

Untitled-1

“ყოჩაღ ოქრიაშვილს!”

Untitled-1

“დააკვირდით პასს! სულელური ვარდნა პიკეს მხრიდან და ასევე რამოსის სულელური თამაში.”

fasd

“მსაჯებს ყოველთვის უყვარს ესპანელების დახმარება, ამხანაგურ მატჩებშიც კი! 7 წუთი დაამატეს, მატჩი კი 10 წუთის შემდეგ დაასრულეს! ტოლერანტობა მათი მხრიდან. დასასრულია.”

fasd

“ვაისი ბრწყინვალე მწვრთნელია ! გამარჯვებით საქართველო! ყოჩაღ !”

ესპანეთი – საქართველო 0:1 (ვიდეო)

ესპანეთისა და საქართველოს ნაკრებებს შორის ამხანაგური მატჩი ქართველთა გამარჯვებით, 1:0 დასრულდა.

ერთადერთი გოლი მატჩის მე-40 წუთზე გავიდა, როდესაც ვაკო ყაზაიშვილმა ბურთი მეტოქის ცენტრში მიიღო, ჯიღაური პასით მოამარაგა, ამ უკანასკვნელმა კი ბურთი თორნიკე ოქრიაშვილს გადასცა, რომელსაც ცარიელ კარში გოლის გატანა არ გაუჭირდა.

ესპანეთი – საქართველო 0:1
გოლი: ოქრიაშვილი 40′