ინტერნეტ-სივრცეში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც აღბეჭდილია, თუ რა გააკეთა დავიდ სილვამ რამდენიმე სლოვაკი ფეხბურთელის გარემოცვაში.
ჭდე: ესპანეთი
ფაბრეგასმა დე ხეას ხელი ვერ დაინახა (ვიდეო)
5 სექტემბერს, ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე, ესპანეთის ნაკრებმა საკუთარ მოედანზე სლოვაკეთი მიიღო და მეტოქე ანგარიშით 2:0 დაამარცხა.
მატჩის 67-ე წუთზე, ესპანელთა თავკაცმა სესკ ფაბრეგასი მოედნიდან გაიყვანა.
When David De Gea gets left hanging for the second time this week.
Posted by Troll Football on Saturday, 5 September 2015
დელ ბოსკე: „სითამამე დაგვაკლდა“
ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვისენტე დელ ბოსკემ ახნა, თუ რატომ არ გამოიძახა „მანჩესტერ იუნაიტედის“ მეკარე ვიქტორ ვალდესი.
„ვალდესის სიტუაციაზე ბევრს ვფიქრობდი. მის გამოსაძახებლად სითამამე დაგვაკლდა. ვიქტორის საქმე უნიკალურია და ნაკრების ყველა წევრისთვის მნიშვნელოვანია. მისი მოქმედებები ყოველთვის ფანტასტიკური იყო. ის ერთ-ერთი ერთგული ფეხბურთელია, რომელსაც ესპანეთის ნაკრების ღირსება აქვს დაცული. მასთან ერთად გუნდი უფრო ძლიერია“, – განაცხადა „ფურია როხას“ თავკაცმა.
დელ ბოსკე, დიდი ალბათობით, 2018 წლამდე დარჩება
ცნობილი ესპანური გამოცემის AS-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას თუ დავუჯერებთ, ესპანეთის ფეხბურთის ფედერაცია ნაკრების მთავარ მწვრთნელთან ვისენტე დელ ბოსკესთან თანამშრომლობის გაგრძელებას 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის დასრულებამდე გეგმავს.
ამავდროულად, არსებობს ალბათბა, რომ სპეციალისტმა კარიერა უკვე 2016 წლის ევროპის ჩემპიონატის შემდეგ დაასრულოს.
ცნობისთვის, ესპანელი სპეციალისტის ამჟამინდელი კონტრაქტი სწორედ პლანეტის 2016 წლის პირველობის დასრულებამდე მოქმედებს.
ესპანელებმა ჟერარ პიკეს ისევ დაუსტვინეს (ვიდეო)
5 სექტემბერს, ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ესპანეთის ნაკრებმა საკუთარ მოედანზე სლოვაკეთი მიიღო და მეტოქე ანგარიშით 2:0 დაამარცხა.
მატჩის მიმდინარეობისას, ესპანელი გულშემატკივრები ჟერარ პიკეს უსტვენდნენ. როგორც ირკვევა, რამდენიმე თვის წინ, პიკემ განაცხადა, რომ კატალონიელი ხალხი დამოუკიდებლობას იმსახურებს.
ამ თემასთან დაკავშირებით კომენტარი ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვისენტე დელო ბოსკემაც გააკეთა: “არ მესმის, რატომ უსტვენენ პიკეს. ძალიან სამწუხარო რამ ხდება. ადამიანები სტადიონზე ფეხბურთის საყურებლად უნდა მოდიოდნენ.”
ლა ლიგის ახალწვეულების 5 საუკეთესო მეორე ნახევარი (ფოტოები)
1. იზაბელ ანდრიანიჩი – მატეო კოვაჩიჩი
2. სიდონი ბიემონტი – ადილ რამი
3. ჯესიკა მელანა – ჩირო იმობილე
4. სტეფან სავიჩის მეგობარი გოგონა
5. ვიკა კონოპლიანკა – ევგენი კონოპლიანკა
ვაჩიბერაძე: „გადავწყვიტე, ევროპაში ვითამაშო“
გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინის მოქალაქე, წარმოშობით ქართველი ნახევარმცველი ბექა ვაჩიბერაძე კარიერას „რეალ სოსიედადში“ გააგრძელებს.
როგორც აღმოჩნდა, ეს სიახლე სიმართლეს არ შეესაბამება. ამ მომენტისთვის 19 წლის მოთამაშის მხრიდან „რეალ სოსიედადი“ კარიერის გაგრძელების ადგილად არ ითვლება. ამავდროულად დონეცკის „შახტარის“ ყოფილი ფეხბურთელი არ მალავს, რომ ესპანეთში სიამოვნებით ითამაშებდა.
„შახტართან“ კონტრაქტი ამომეწურა და ახალი კლუბის ძიებაში ვართ. ესპანეთიდან წინადადება მაქვს. ვფიქრობ, ჩემი სტილი ამ ქვეყნის ჩემპიონატს უხდება. გადავწყვიტე, ძალები ევროპაში მოვსინჯო“, – განუცხადა ბექამ უკრაინულ ტელეარხ „ფოტბოლ 1“-ს.
ვინ ითამაშებს ტოპ ჩემპიონატებში? ყველაფერი წამყვანი ლიგების ახალწვეულებზე
Fanebi.com წარმოგიდგენთ გუნდებს, რომლებმაც დასრულებული სეზონის შედეგად წამყვანი ევროპული ჩემპიონატების უმაღლეს ლიგებში მოიპოვეს თამაში უფლება.
ინგლისი
“ბორნმუთი”
რუსი ბიზნესმენის, მაქსიმ დიომინის ფინანსური ძალისხმევით “ბორნმუთი” ბოლო წლებში მოძლიერდა და მოკლე პერიოდში მესამე დივიზიონიდან პრემიერლიგაში აღზევდა.
გუნდის დამრიგებელი, ედი ჰაუ ინგლისის წლის საუკეთესო მწვრთნელად დასახელდა და ჟოზე მოურინიოსაც კი აჯობა. “ბორნმუთი” მან 31 წლის ასაკში ჩაიბარა და ინგილისის ყველაზე პერსპექტიულ მწვრთნელად ითვლება.
პრემიერლიგაში აღზევების შემდეგ “ბორნმუთის” მესვეურებმა აქტიური სატრანსფერო მუშაობა დაიწყეს და გუნდი არტურ ბორუცით, კრისტიან ატსუთი და ჯოშუა კინგით გააძლიერეს.
“უოტფორდი”
გუნდის მფლობელი ცნობილი მომღერალი, ელტონ ჯონი იყო. შემდეგ ბრიტანული სცენის ვარსკვლავმა “უოტფორდი” პოცოების იტალიურ ოჯახს მიჰყიდა. ამჟამად ელტონ ჯონი გრემ ტეილორთან ერთად გუნდის საპატიო პრეზიდენტია.
პრემიერლიგას “უოტფორდი” ახალი მწვრთნელით ხვდება. კიკე სანჩეს ფლორესი, რომელიც ესპანურ და პორტუგალიურ კლუბებთან მუშაობითაა ცნობილი, მომდევნო სეზონიდან ძალებს ინგლისის ელიტაში მოსინჯავს.
“ნორვიჩი”
პრემიერლიგაში დაბრუნებული “ნორვიჩის” მთავარი ვარსკვლავი ნეიტან რემონდია. 20 წლის ფეხბურთელი ორი წლის წინ პრემიერლიგაში გამოჩნდა და ინგლისური საფეხურთო საზოგადოება მასზე დიდ იმედებს ამყარებდა. შემდეგ ტექნიკური ვინგერი თავის კლუბს ჩემპიონშიპში გაყვა და გუნდს დაბრუნებაში დაეხამრა.
“ნორვიჩს” ახალგაზრდა ნიჭიერი მწვრთნელი, ალექს ონილი წვრთნის, რომელიც შოტლანდიაში 10 წლის განმავლობაში თამაშობდა 2015 წლის იანვარში კი 33 წლის ასაკში ჩაუდგა “ნორვიჩს” სათავეში.
გერმანია
“ინგოლშტადტი”
კლუბი დაარსებიდან მხოლოდ 11 წელს ითვლის, თუმცა ავტოკონცერნ აუდის სახით მას ძალიან ძლიერი სპონსორი ჰყავს, რაც კლუბის ამბიციებზეც აისახება.
“ინგოლშტადტის” მთავარი მწვრთნელი გერმანიაში ნაკლებად ცნობილი რალფ ჰაზენჰიუტლია, თუმცა მისი ასეისტენტი მიჰაელ ჰენკეა, რომელსაც გერმანიაში დიდ პატივს ცემენ. ოტმარჰ ჰიტცფელდთან ერთად მან გერმანიის 7 ჩემპიონატის და ჩემპიონთა ლიგის ორი გათამაშების მოგება შეძლო.
გუნდის ლიდერი 23 წლის პასკალ გროსია, რომელმაც მეორე ბუნდესლიგაში 7 გოლი გაიტანა და პარტნიორებს 22 ჯერ გაატანინა. კლუბის მიერ გატანილი გოლების დაახლოებით ნახევარზე სწორედ მისი უშუალო მონაწილების შედეგია.
“დარმშტადტი”
გუნდის ბიუჯეტი მხოლოდ 5 მილიონია, რაც გერმანიის მეორე ბუნდესლიგისთვისაც ძალიან მცირე თანხაა. ასეთი ბიუჯეტი ქართული კლუბებისთვისაც კი არ არის მიუღწეველი ოცნება.
თუმცა, გუნდი მხოლოდ ამით არ არის გამორჩეული. “დარმშტადტი” უკანასკნელი სამოყვარულო კლუბია, რომელსაც ბუნდელიგაში უთამაშია. ეს 70-იან წლებში ხდებოდა.
საინტერესოა, რომ “დარმშტადტის” ფორვარდი ზაილერი წვერს მთელი სეზონის განმავლობაში არ იპარსავდა და წარმატებას სწორედ ამას უკავშირებდა.
ესპანეთი
“ბეტისი”
“ბეტისს” ყველაზე პროდუქტიული თავდამსხმელთა დუეტი ჰყავს. რუბენ კასტრომ და ხორხე მოლინამ სეგუნდაში 51 გოლის გატანა შეძლეს. აღსანიშნავია, რომ პრიმერადან გავარდნის შემდეგ ორივე ფეხბურთელი ანდალუსიური კლუბის ერთგული დარჩა და კარიერის გაგრძელება სეგუნდაში გადაწყვიტეს.
“ბეტისის” კარს “რეალის” ყოფილი მეკარე, ანტონიო ადანი იცავს, რომელიც მადრიდულ კლუბში მოურინიოს მუშაობის დროს პირველ ნომრადაც მოიაზრებოდა და ცოტა უცნაურიც იყო, რომ მას პრიმერაში ვერ ვხედავდით.
“ბეტისის” წამრატებაში დიდი როლი ინგლისიდან დაბრუნებულმა მწვრთნლემა, პეპე მელმა ითამაშა.
“სპორტინგი”
კლუბის მწვრთნელი ყოფილი “ბარსელნელი” აბელარდოა, რომელიც იოაჰან კრუიფის დროს კატალონიელთა ძირითადის მოთამაშე იყო. მისი სამწვრთნელო კარიერა კი “სპორტინგში”, ახალგაზრდული გუნდებიდან დაიწყო. მთავარი მწვრტნელის პოსტზე ახალგაზრდა სპეციალისტი 2014 წელს დაინიშნა და პირველივე სეზონში წარმატებას მიაღწია. გუნდის მთავარ ტალანტად 20 წლის კარლოს კასტროს მიიჩნევენ.
პრიმერაში სეგუნდა დივიზიონიდან აღზევებული მესამე გუნდი პლეიოფის შემდეგ გახდება ცნობილი რომლის ფინალშიც ერთმანეთს ლას პალმასი და სარაგოსა დაუპირისპირდებიან.
იტალია
“კარპი”
2000 წელს ეს გუნდი დაიშალა. განახებულმა “კარპიმ” სერია ბ-ს საგზური 2013 წელს მოიპოვა, ახლა კი ელიტაში შეძლო აღზევება. აღსანიშნავია, რომ გუნდის სახელფასო ფონდი სულ რაღაც 2,5 მილიონი ევროა. ტრანსფერებზე კი 100 000 ევრო დაიხარჯა. “კარპის” საშინაო არენა 4000 მაყურებელს იტევს. მიუხედავად ასეთი მოკრძალებული მაჩვენებლებისა გუნდმა სერია ბ-ს მოგება შეძლო.
“კარპის” გულშემატკივრებში ყველაზე “პოპულარული” პერსონა კლუბის პრეზიდენტი, კლაუდიო ლოტიტოა. სეზონის მსველობისას პრესას ლოტიტოს სატელეფონო საუბრის ჩანაწერი ჩაუვარდა ხელში, სადაც ის ამბოდა, რომ კლუბის სერია ა-ში აღზევებდა ეკონომიკური კატასტროფა იქნებოდა, რაც მისთვის სამწუხარო რეალობად იქცა.
“კარპის” წარმატების მთავარი შემოქმედი პირები მწვრთნელი ფაბრიციო კასტორი და სპორტული დირექტორი, კრისტიანო ჯუნტოლი არიან.
“ფროზინონე”
“ფროზინონე” სერია ა-ს დებიუტანტია. კლუბს იტალიური ფეხბურთის ყველაზე ძლიერ ლიგაში არსებობის ისტორიაში ჯერ არ უთამაშია.
კარპის” მსგავსად “ფროზინონეც” ფინანსური პრობლემების დაიშალა და აღდგენის შემდეგ სერია ბ-ში თამაშის უფლება 2006 წელს მოიპოვა. მომდევნო სეზონიდან კი უძლიერესთა შორის მოსინჯავს ძალებს.
“ბოლონია”
ევროპული კლუბითვის ცოტა უცნაურია, მაგრამ “ბოლონიას” მფლობელი კანადელი ბიზნესმენი ჯოი საპუტოა, რომელმაც კლუბი 2014 წელს შეიძინა. საინტერესოა, რომ ამავდროულად ის მლს-ში მოთამაშე მონარეალის კლუბის სპონსორიცაა, რომლის ღირსებას “ბოლონიას” ყოფილი მოთამაშე მარკო დი ვაიო იცავს.
“ბოლონიას” გამოცდილი დელიო როსი წვრთნის. სპეციალისტმა გუნდი სეზონის მიმდინარეობისას ჩაიბარა და სერია ა-ს საგზურის მოპოვებაც მოახერხა.
გასოლს ევრობასკეტზე თამაში სურს
„ჩიკაგო ბულზისა“ და ესპანეთის ნაკრების ფორვარდს პაუ გასოლ ევროპის 2015 წლის ჩემპიონატზე თამაში სურს, რის შესახებაც გამოცემა „მარკა“ წერს.
გასოლს საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია, მაგრამ მისი სერჯო სკარიოლოს გუნდში თამაშის ალბათობა საკმაოდ მაღალია.
აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება, სავარაუდოდ, შემდეგ კვირას გავრცელდება.
ჟერარ პიკემ ესპანელი ფანების საქციელზე ისაუბრა
11 ივნისს, ესპანეთის ეროვნული ნაკრები ამხანაგურ შეხვედრაში კოსტა რიკის ნაკრებს დაუპირისპირდა და მეტოქე ანგარიშით 2:1 დაამარცხა.
შეხვედრის 58-ე წუთზე, თამაშში “ბარსელონას” მცველი ჟერარ პიკე ჩაერთო, რომელსაც ესპანელი ფანების გარკვეულმა ნაწილმა დაუსტვინა. სწორედ ამ საკითხთან დაკავშირებით, 28 წლის ფეხბურთელმა კომენტარი გააკეთა.
“ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. მე გასულ სეზონში სამი ტიტული მოვიგე”, – ამბობს პიკე.
ესპანელმა ფანებმა ჟერარ პიკეს დაუსტვინეს (ვიდეო)
11 ივნისს, ესპნათის ნაკრები საკუთარ მოედანზე კოსტა რიკის ნაკრებს ამხანაგურ შეხვედრაში დაუპირისპირდა და მეტოქე ანგარიშით 2:1 დაამარცხა.
მატჩის 58-ე წუთზე, თამაშში “ბარსელონას” მცველი ჟერარ პიკე ჩაერთო, რასაც გულშემატკივრების მხრიდან სტვენა მოჰყვა.
საულ ნიგესი იკერ კასილასის წინააღმდეგ (ვიდეო)
ინტერნეტ-სივრცეში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც აღბეჭდილია, თუ როგორი გოლი გაუტანა საულ ნიგესმა იკერ კასილასს.