მუნდიალი-2014: ინტრიგა, ტენდენცია, მოლოდინი

მსოფლიოს ჩემპიონატის დაწყებამდე ოთხი დღე დარჩა. ტურნირის ფავორიტების შესახებ აქამდეც ბევრი მოსაზრება გამოითქვა და ამის შემდეგაც ბევრი გამოითქმება, თუმცა მუნდიალზე სხვა მრავალი დეტალიც იწვევს ინტერესს. განვიხილოთ რამდენიმე საინტერესო დეტალი, რასაც ყურადღება უნდა მივაქციოთ მუნდიალის მსვლელობის დროს.

 

ინტრიგა
მსოფლიოს ჩემპიონატის გამარჯვებულის ვინაობის გარკვევის გარდა, ტურნირს სხვა დამატებითი ინტრიგაც ახლავს თან. საინტერესოა, შეძლებს თუ არა გერმანიის ნაკრების თავდამსხმელი მიროსლავ კლოზე მუნდიალის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირის სტატუსის დაბევებას. გერმანელ ფეხბურთელს ამ ტურნირზე 14 გოლი აქვს გატანილი, რაც ერთი გოლით ნაკლებია ბრაზილიელი რონალდოს მონაგარზე. კლოზემ გუშინწინ გერმანიის ნაკრების ფორმით რიგით 69-ე გოლი გაიტანა, ლეგენდარული გერდ მიულერის რეკორდი დაამხო და გერმანიის ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. მიროსლავ კლოზე მუნდიალს კარგი განწყობით ხვდება და რონალდოს რეკორდის გაუმჯობესებასაც შეეცდება.

 

ტენდენცია
ევროპული საკლუბო ფეხბურთის ბოლო ორ სეზონში ნათლად გამოჩნდა, რომ ტიკი-ტაკას ერა, „ბარსას“ სტილი წარსულს ბარდება. საკლუბო დონეზე უკვე ბევრი კლუბი და მწვრთნელი გაუმკლავდა „ბარსელონას“ ჩვეულ და „ბაიერნის“ განახლებულ მეთოდს. ტიკი-ტაკას მოძველების ტენდენცია სანაკრებო დონეზეც შეიმჩნევა. 2013 წლის კონფედერაციის თასზე ბოლომდე ვერ გაამართლა ამ მეთოდმა. შეგახსენებთ, რომ ტურნირის ფინალურ შეხვედრაში მასპინძელმა ბრაზილიის ნაკრებმა ესპანეთს სამი უპასუხო გოლი აგემა. საინტერესოა, გაგრძელდება მუნდიალზე ეს ტენდენცია?

 

მოლოდინი
განსაკუთრებული ყურადღება იგრძნობა ბელგიის ნაკრების მიმართ. პირველ რიგში, აღსანიშნავია, რომ ბელგიელთა გუნდის საშუალო ასაკი 25 წელია. ბელგიის ნაკრების თითქმის ყველა ფეხბურთელი სათამაშო ფორმის პიკზეა, თითქმის ყველა მოთამაშე წამყვან ევროპულ კლუბებში ასპარეზობს.

მეორე, შეუძლებელია, არ გავამახვილოთ ყურადღება იმ ფაქტს, რომ ბელგიელთა საშუალო სიმაღლე 1,87 სანტიმეტს უტოლდება(!) თუ რომელიმე მატჩი ბელგიელთა დამრიგებლის, მარკ ვილმოტსის სცენარით არ წარიმართა, ადვილი მისახვედრია, რა იქნება მათი გეგმა B…

მესამე, ბელგიის ნაკრებს შეტევის ხაზში ჰყავს ფანტასტიურად მოთამაშე რომელუ ლუკაკუ. დაახლოებით ერთი თვის წინათ მას 21 წელი შეუსრულდა, უმაღლეს დონეზე კი უკვე 83 (!) გატანილი გოლი აქვს. შედარებისთვის: ამ ასაკში ლეო მესის 61, კრიშტიანუ რონალდუს კი 66 ბურთი ჰქონდა გატანილი.

ბექა დოგრაშვილი

სერხიო რამოსმა დიეგო კოშტა დაამარცხა

ესპანეთის ეროვნული ნაკრების ვარჯიშზე სერხიო რამოსი და დიეგო კოშტა ერთმანეთს ბურთის ძელისთვის გარტმაში შეეჯიბრნენ, გამარჯვებული კი რამოსი გახდა.

რონალდუ, ნეიმარი და ინიესტა ერთ რეკლამაში

კრიშტიანო რონალდუმ, ანდრეს ინიესტამ და ნეიარმა “ნიუ იორკ თაიმსის” ახალ რეკალამაში მიიღეს მონაწილეობა.

ესპანეთის ნაკრების ფეხბურთელები “ვიქტორია სეკრეტის” მაღაზიაში

ესპანეთის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელები ამერიკის შეერთებულ შტატებში, “ვიქტორია სეკრეტის” მაღაზიაში დააფიქსირეს.

სერხიო რამოსი დე ხეას წინააღმდეგ

ინტერნეტ-სივრცეში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ესპანეთის ნაკრების ვარჯიშზე, სერხიო რამოსის მიერ შესრულებული პენალტებია აღბეჭდილი.

მუნდიალის მოგების შემთხვევაში, ესპანეთის ნაკრების თითოეული წევრი 720 ათას ევროს მიიღებს

მოახლოებული მსოფლიოს ჩემპიონატის მოგების შემთხვევაში, ესპანეთის ნაკრების თითოეული ფეხბურთელი და სამწვრთნელო შტაბის წევრი 720 ათას ევროს მიიღებს.

ამ თანხიდან 72 ათასს ესპანელები 1/4 ფინალში გასვლის შემთხვევაში მიიღებენ. 180 ათასი ევრო „ფურია როხას“ ყოველ წევრს 1/2 ფინალში გასვლის შემთხვევაში გადაეცემა, ხოლო თუ ნაკრები მხოლოდ ფინალისტი გახდება, გუნდის წევრები 360 ათას ევროს მიიღებენ.

აღსანიშნავია, რომ 2006 წლის მუნდიალზე ესპანელთათვის მსგავსი პრემია 540 ათას ევროს შეადგენდა, ხოლო 4 წლის წინ – 600 ათას ევროს.

მოახლოებული პლანეტის პირველობის ჯგუფურ ეტაპზე ვისენტე დელ ბოსკეს გუნდის მეტოქეთა შორის ჰოლანდია, ავსტრალია და ჩილე იქნებიან.

ალექსანდრე მატევოსოვი

პედრო: “მუნდიალის ზედიზედ მეორედ მოგება შეგვიძლია”

კატალონიის “ბარსელონასა” და ესპანეთის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი პედრო როდრიგესი აცხადებს, რომ ვისენტე დელ ბოსკეს შეგირდებს მსოფლიოს ჩემპიონატის ზედიზედ მეორედ მოგება შეუძლიათ.

შეგახსენებთ, რომ ესპანელებმა 2008 და 2012 წლებში ევროპის ჩემპიონატის მოგება შეძლეს, ხოლო 2010 წელს – მსოფლიოს ჩემპიონატის.

“ვიცით, რომ სამხრეთ ამერიკაში ჩატარებული მსოფლიოს ჩემპიონატი არცერთ ევროპულ ნაკრებს არ მოუგია, მაგრამ მჯერა, რომ ჩვენ მუნდიალის ზედიზედ მეორედ მოგება შეგვიძლია. ესპანეთის ნაკრებში ძალიან ბევრი ძლიერი ფეხბურთელი თამაშობს”, – ამბობს პედრო.

“ბარსელონას” ამომავალი ვარსკვლავის ულამაზესი გოლი ლიტვის ნაკრების კარში

კატალონიის “ბარსელონას” ახალგაზრდა, 18 წლის ფეხბურთელმა მუნირ ელ ჰადადიმ ესპანეთისა და ლიტვის 19-წლამდელთა ნაკრებებს შორის გამართულ მატჩში ულამაზესი გოლი გაიტანა.

იხილეთ ელ ჰადადის გოლი 00:38-დან

ესპანეთის ნაკრები ბარაკ ობამას შეხვდება

ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახურის ცნობით, „ფურია როხა“ მსოფლიოს ჩემპიონატის დაწყებამდე ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ ბარაკ ობამას შეხვდება. დღეს ვისენტე დელ ბოსკეს გუნდი ვაშინგტონში გაემგზავრა, სადაც ხუთ დღეს დაჰყოფს. ფეხბურთელები თეთრ სახლს ეწვევიან და პრეზიდენტ ობამას შეხვდებიან.

შეგახსენებთ, რომ 7 ივნისს ესპანელები ვაშიგტონში სალვადორის ნაკრებს ამხანაგურად გაეჯიბრებიან.

მსოფლიოს ჩემპიონატზე ესპანეთს B ჯგუფში მეტოქეებად ავსტრალიის, ჩილესა და ჰოლანდიის ნაკრებები ჰყავს.

ბექა დოგრაშვილი

ჩაბი ალონსომ საერთაშორისო კარიერის დასრულება გადაწყვიტა

„მარკას“ ცნობით, მადრიდის „რეალისა“ და ესპანეთის ნაკრების ნახევარმცველმა ჩაბი ალონსომ გადაწყვიტა, რომ 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ საერთაშორისო კარიერა დაასრულოს. შეგახსენებთ, რომ 32 წლის ფეხბურთელი ესპანეთის ნაკრების საბოლოო სამუნდიალო განაცხადში მოხვდა.

ჩაბი ალონსოს „ფურია როხას“ რიგებში 109 მატჩი აქვს ჩატარებული. ბასკი ნახევარმცველი ესპანეთის ეროვნულ ნაკრებში 2003 წლიდან გამოდის.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წელს ალონსომ „რეალთან“ ორწლიანი კონტრაქტი გაფორმა. ასე რომ, წლევანდელი მუნდიალის შემდეგ ბასკი ფეხბურთელი მთლიანად საკლუბო ფეხბურთეზე გააკეთებს აქცენტს.

ბექა დოგრაშვილი

ფერნანდო ტორესის საშინელი თამაში

30 მაისს, ესპანეთისა და ბოლივიის ეროვნულ ნაკრებებს შორის გამართულ მატჩში ფერნანდო ტორესმა გოლის გატანის ძალიან კარგი შანსი ვერ გამოიყენა.

დელ ბოსკემ მუნდიალისთვის 23-კაციანი შემადგენლობა დაასახელა

ესპანეთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვისენტე დელ ბოსკემ მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატისათვის 23-კაციანი შემადგენლობა დაასახელა.

მეკარეები:  იკერ კასილასი, პეპე რეინა, დავიდ დე ხეა.

მცველები: სეზარ ასპილიკუეტა, ჟერარ პიკე, ჟორდი ალბა, სერხიო რამოსი, ხავი მარტინესი, რაულ ალბიოლი, ხუანფრან ტორესი.

ნახევარმცველები: სერხიო ბუსკეტსი, ჩავი ერნანდესი, ანდრეს ინიესტა, სესკ ფაბრეგასი, ჩაბი ალონსო, კოკე, დავიდ სილვა, ხუან მატა, სანტი კასორლა.

თავდამსხმელები: პედრო როდრიგესი, დიეგო კოშტა, დავიდ ვილა, ფერნანდო ტორესი.