როგორც იქნა, რუსული “სპარტაკის” ქართველი ნახევარმცველის, ჯანო ანანიძეს რეაბილიტაციის პროცესი დასასრულს მიუახლოვდა.
შეგახსენებთ, რომ 23 წლის ფეხბურთელმა, რომელსაც მარცხენა ტერფის ტრავმა ჰქონდა, ოპერაცია ნოემბერში გაიკეთა.
ესპანეთში, შეკრებაზე მყოფმა ჯანო ანანიძემ გამარტივებული მეთოდით ივარჯიშა.
“მოსკოველთა” სამედიცინო დეპარტამენტის მეთაურმა, მიხაელ ვარტაპეტოვამ განაცხადა, რომ ქართველის რეაბილიტაციის პროცესი დაგეგმილზე უკეთ მიმდინარეობს, თუმცაღა ის ჯერ მოედანზე გასასვლელად მზად არ არის.