ანანიძის „სპარტაკმა“ მოსკოვის „დინამოს“ მოუგო

რუსეთის პრემიერლიგის მე-19 ტურში მოსკოვის „სპარტაკმა“ თანაქალაქელი „დინამო“ მიიღო და ანგარიშით 1:0 დაამარცხა.

მოსკოვურ დერბიში ერთადერთი გოლი 59-ე წუთზე გავიდა, რომელშიც მონაწილეობა ქართველმა ნახევარმცველმა ანანიძემაც მიიღო – ჯანომ თავისუფალ ზონაში სერგეი პარშივლიუკი პასით მოამარაგა, ეს უკანასკნელი მეტოქის საჯარიმომდე მივიდა და ცენტრისკენ დაარტყა, სადაც ბურთი მცველ დუგლასს ზურგში მოხვდა, რის შედეგადაც ავტოგოლი გავიდა.

ცნობისთვის, აღნიშნულ შეხვედრაში ანანიძემ 72-ე წუთამდე ითამაშა, რის შემდეგაც მისი ადგილი მეოდანზე არტიომ ტიმოფეევმა დაიკავა.

ამ გამარჯვებით „სპარტაკმა“ 32 ქულა დააგროვა და მინიმუმ საღამოს ათ საათამდე სატურნირო ცხრილის მეექვსე ადგილზე ავიდა. შემდეგ ტურში მურატ იაკინის გუნდის მეტოქე კიდევ ერთი მოსკოვური კლუბი იქნება – ამჯერად „სპარტაკი“ „ტორპედოს“ დაუპირისპირდება.

ანანიძემ ტრავმა მიიღო

მოსკოვის „სპარტაკი“ რუსეთის ჩემპიონატის მეორე ნაწილისთვის მზადებას აგრძელებს. ამ წუთებში „წითელ-თეთრები“ მორიგ ამხანაგურ მატჩს ატარებენ, მათი მეტოქე ტრნავას „სპარტაკია“.

შეხვედრის დაწყების წინ მოსკოველთა ქართველმა ნახევარმცველმა ჯანო ანანიძემ მიკროტრავმა მიიღო. როგორც ცნობილია, ქართველის ნაცვლად მოედანზე პირველივე წუთებიდან პატრიკ ებერტი გამოვიდა.

ჯანო ანანიძემ მეკარეს სამჯერ გაუტანა და შემდეგ დასცინა (ვიდეო)

მოსკოვის “სპარტაკი” თურქეთშია, სადაც შეკრებას გადის. გუნდთან ერთად იმყოფება ქართველი ნახევარმცველი ჯანო ანანიძე, რომელმაც თანაგუნდელ მეკარეს გოლი სამჯერ გაუტანა.

“ლოკომოტივს” ანანიძის გადაბირება და განათხოვრება სურს

მოსკოვის “ლოკომოტივის” “სპარტაკიდან” ჯანო ანანიძის გადაბირებას აპირებს. შესაძლოა, ტრანსფერი უახლოეს მომავალში განხორციელდეს. აღსანიშნავია, რომ ამ შემთხვევაში “რკინიგზელები” საქართველოს ნაკრების მოთამაშეს სეზონის ბოლომდე “როსტოვში” გაანათხოვრებენ.

თავის მხრივ “სპარტაკი” ჯანოს გაშვებას მხოლოდ იჯარის წესით აპირებს, თუმცა საბოლოოდ მოსკოველები ოფიციალური სატრანსფერო წინადადების მიღების შემდეგ ჩამოყალიბდებიან.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში “როსტოვიდან” “სპარტაკში” დაბრუნებულმა ანანიძემ კლუბის ძირითადში დამკვირდება ვერ მოახერხა. კონფლიქტის გამო კი ქართველებმა ფეხბურთელმა გარკვეული პერიოდი დუბლებში გაატარა.

ორი ქართულ-ჩინური დაპირისპირება თურქეთში

თურქულ შეკრებაზე მყოფმა “ცხინვალმა” და “ჩიხურამ” მორიგი ტესტ-მატჩები ჩინეთის უმაღლესი ლიგის ბინადრებთან გამართეს.

საჩხერელები “იატაის” შეხვდნენ, რომელმაც ჩინეთის 2014 წლის 16-გუნდიანი ჩემპიონატი მე-13 პოზიციაზე დაასრულა. შეხვედრა ფრედ, 1:1 დასრულდა. საჩხერელთა მხრიდან გოლი კორიფაძემ 35-ე წუთზე გაიტანა. ჩინელებმა კი ანგარიში მეორე ნახევარში გაათანაბრეს.

შემადგენლობა:ზარქუა, ღონღაძე, კაშია,ჭელიძე, ჩიკვაიძე, დობროვოლსკი, განუგრავა, მანჯგალაძე, კორიფაძე, ტროიანოვსკი, დეკანოიძე.

“ცხინვალის” მეტოქე ჩინური სუპერლიგის მე-6 ადგილოსანი “ჯუინჟოუ რენჰე” იყო. ცხინვალელები მინიმალური სხვაობით, 1:2 დამარცხდნენ. აღსანიშნავია, რომ კაჭარავას ფებხურთელებმა პირველი ტაიმი მოიგეს. გოლი ლაშა შინდაგორიძემ გაიტანა. თუმცა, მეორე ტაიმის დებიუტში ცხინვალელებმა ორი გოლი გაუშვეს.

ცხინვალი – პირველი ტაიმი : ნანიევი, კაჭკაჭიშვილი, მაისაშვილი, ჯიშკარიანი, ბაჩიაშვილი, იმედაშვილი, ქარდავა, ცაცკრიალაშვილი, შინდაგორიძე, მარკოზაშვილი, არაბული.
ცხინვალი – მეორე ტაიმი : ნადირაძე, მახარობლიძე, მუმლაძე, ლექვთაძე, ახვლედიანი, ჯიშკარიანი, რუხაძე, ცერცვაძე.

“სპარტაკი” ფუტსალის ჩემპიონატის მეორე წრეს სიახლეებით ხვდება

წარუამტებელი პირველი წრის შემდეგ ფუტსალის გუნდი “სპარტაკი” ეროვნული ჩემპიონატის მეორე ეტაპს იმედებით ხვდება.
ცნობილია, რომ “სპარტაკს” ბიუჯეტი დაუმტკიცდა და გუნდი მეორე წრეში Jako-ს ეკიპირებით შეიმოსება. 15 თებერვლას თბილისელები შეკრებას დაიწყებს და 26-ში უმაღლესი ლიგის მე-8 ტურში “არმაზს” დაუპირისპირდება.
“სპარტაკი” გაძლიერებასაც აპირებს და აქცენტს ადგილობრივ როგორც ახალგაზრდა, ასევე გამოცდილ კადრებზე გააკეთებს. თუმცა, პირველ წრეში ნაჩვენები ცუდი შედეგის გამო, მაღალი მიზნებისთვის ბრძოლა მომავალი წლისთვის გადაიდო.

კაჭარავა: „საქართველოში არსებულ პირობებზე საუბარი არც კი მსურს“

ცხინვალის „სპარტაკმა“, რომელმაც ცოტა ხნის წინ სახელი შეიცვალა და სეზონის მეორე ნახევრიდან „ცხინვალის“ სახელით ითამაშებს, საქართველოს უმაღლესი ლიგის პირველ წრეში მე-4 ადგილი დაიკავა. ამჟამად გუნდი პირველ ადგილზე მყოფ თბილისის „დინამოს“ 5 ქულით ჩამორჩება. Fanebi.com-ი ცხინვალელთა თავდამსხმელ ნიკა კაჭარავას დაუკავშირდა და რამდენიმე კითხვა დაუსვა.

– საქართველოს ჩემპიონატში ახლა პაუზაა. მოგვიყევი გუნდის ამჟამინდელ მდგომარეობაზე

„ამჟამად თურქეთში შეკრებაზე ვართ და ოთხი საკონტროლო მატჩის ჩატარებას ვგეგმავთ“

– ნიკა, პირველ წრეში 2 გოლი გაიტანე, გუნდმა კი მისაღებ შედეგს მიაღწია. შეაფასე სეზონის პირველი ნახევარი

„მეტ-ნაკლებად წარმატებული წრე იყო. სამწუხაროდ, რამდენიმე მნიშვნელოვანი ქულა დავკარგეთ. იმედია, მეორე წრეს უკეთესად ჩავატარებთ“

ნიკა_კაჭარავა

– სატურნირო ცხრილი საკმაოდ მჭიდროა. ამჟამად პირველ ადგილზე მყოფ „დინამოს“ 5 ქულით ჩამორჩებით. რა მიზანი აქვს დასახული კლუბს? ფიქრობთ თუ არა ჩემპიონობაზე?

„რა თქმა უნდა, ჩემპიონობის ამბიცია გაგვაჩნია. მითუმეტეს, ზამთარში გავძლიერდით, თუმცა მთავარი მიზანი ევროთასებზე მოხვედრაა“.

– ჩემპიონატში კონკურენტებს შორის ყველაზე მეტად ვის გამოარჩევდი?

„საკმაოდ ბევრი გუნდია, რომელიც მაღალი მიზნებისთვის იბრძვის. ყველა მეტოქეს ერთნაირად ვაფასებთ“

– ცოტა ხნის წინ კლუბმა სახელი და ლოგო შეიცვალა, ახლა მას „ცხინვალი“ ჰქვია. ამ გადაწყვეტილების მიღებისას კლუბის ხელმძღვანელობა ფეხბურთელებს შეუთანხმდა თუ ყველაფერი დამოუკიდებლად გააკეთა?

„სახელი დამოუკიდებლად შეიცვალა, მაგრამ ფეხბურთელების მხრიდან არანაირი პრობლემა არ ყოფილა. პირიქით, ეს ქმედება ყველამ მოიწონა“

– ასაკის მიუხედავად, შენ უცხოეთში თამაშის გამოცდილებაც გაქვს, კერძოდ, ყაზანის „რუბინში“ ირიცხებოდი. საქართველოსთან შედარებით იქ რამდენად განსხვავებული სიტუაციაა?

„რა თქმა უნდა, საქართველოსთან შედარებით, იქ ბევრად მაღალი დონეა. განსხვავება იმდენად დიდია, რომ აქაურ პირობებზე საუბარი არც კი მსურს. თანაც, იქ ფეხბურთელებს უფრო აფასებენ“

Katcharava Rubin

– დაფასებაში კერძოდ რას გულისხმობ?

„მაგალითად, სტადიონზე ხალხის რაოდენობას. გარდა ამისა, იქ მედიის ყურადღებაც უფრო მეტია. თუ არ ვცდები, მიმდინარე სეზონში ჩვენი მატჩის რეპორტაჟი არც ყოფილა“

– რუბინის მატჩებს თვალყურს დღესაც ადევნებ?

„იშვიათად, მაგრამ, ვცდილობ, ვუყურო“

– კარიერის გაგრძელებას რომელ ქვეყანაში ისურვებდი? კონკრეტულად რომელი ქვეყნის თამაშის სტილი მოგწონს?

„ამაზე არ მიფიქრია. თავს სადაც საჭიროდ ვიგრძნობ, იქ ვითამაშებ“

– სამშობლოში დაბრუნების შემდეგ უცხოეთიდან წინადადება არ გქონია?

„ჯერ არა“

– ცოტახნის წინ გაირკვა, რომ საქართველო 2017 წელს 19-წლამდელთა ჩემპიონატს უმასპინძლებს. შენი აზრით, როგორ დაეხმარება ეს წარმატება ზოგადად ქართულ ფეხბურთს?

„რა თქმა უნდა, დადებითად იმოქმედებს. სხვას თავი რომ დავანებოდ, სტადიონებიც აშენდება, რაც დღეს საქართველოში დიდ პრობლემას წარმოადგენს“

– საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებში იყავი გამოძახებული. რა პერპექტივა აქვს ამ გუნდს და როგორ შეაფასებდი მის მომავალს? კონკრეტულად რომელიმე ფეხბურელს თუ აღნიშნადი?

„ახლა თამაში უკვე 94 წელს დაბადებულ ფეხბურთელებს უწევთ და ახალი გუნდიც შენდება. იმედიანად ვარ, მაგრამ იქედან გამომდინარე, რომ ეს ნაკრები ჯერ არ შეკრებულა, ვერავის გამოვარჩევ“

ჯანო ანანიძე „მორდოვიაში“ გადავა

საქართველოს ნაკრებისა და მოსკოვის „სპარტაკის“ ნახევარმცველი ჯანო ანანიძე მიმდინარე სეზონს სარანსკის „მორდოვიას“ შემადგენლობაში გააგრძელებს.

მასთან ერთად „მორდოვიაში“ მისი თანაგუნდელი პაველ იაკოვლევიც გაბარგდება. ორივე ფეხბურთელის იჯარას კლუბები, სავარაუდოდ, უახლოეს დღეებში დაადასტურებენ. როგორც ცნობილია, კომპენსაციის სახით, „სპარტაკმა“ 150 ათასი ევრო უნდა მიიღოს.

შეგახსენებთ, რომ ჯანოს იჯარით სხვა კლუბში აქამდეც უთამაშია – გასულ სეზონში 22 წლის მოთამაშე „როსტოვში“ გამოდიოდა.

“სპარტაკმა” ახალი სახელით პირველი მატჩი მოიგო

ცხინვალის “სპარტაკმა” სახელი შეიცვალა და დღეიდან გუნდი “ცხინვალის” სახელით იასპარეზებს.

ხელმძღვანელობის თქმით გუნდის მიზანი ევროთასებზე გასვლაა და საერთაშორისო ასპარეზეც მათი მიზანი სწორედ ცხინვალის სახელის წარმოჩენაა, რათა ყველამ გაიგოს, რომ ცხინვალი საქართველოა.

ახალი სახელით ცხინავალელებმა დღეს წლის პირველი მატჩი რუსთავის “მეტალურგის” წინააღმდეგ ჩაატარეს და შეხვედრა დამაჯერებელად, 4-0 მოიგეს.

პირველი წრის შეჯამება – ცხინვალის „სპარტაკი“

Fanebi.com უმაღლესი ლიგის პირველი წრის დასრულების შემდეგ ტრადიციულად გუნდების ასპარეზობის შეჯამებას გთავაზობთ. ამჯერად, ცხინვალის „სპარტაკზე“ ვისაუბრებთ.

გუნდმა მიმდინარე ჩემპიონატი გორში „დილასთან“ მარცხით დაიწყო, თუმცა ყველაფერი მალევე გამოასწორა – შემდგომ ორ ტურში „სპარტაკმა“ „მერანი“ და „ვიტ-ჯორჯია“ დაამარცხა. ორივე შემთხვევაში ცხინვალელებმა მინიმალური სხვაობით 1:0 იმარჯვეს. შემდეგ იყო ნულოვანი ფრე ქუთაისის „ტორპედოსთან“. ზედიზედ სამ მატჩში კარის მშრალად შენახვის შემდეგ „სპარტაკი“ გასვლაზე „სამტრედიასთან“ ანგარიშით 3:1 დამარცხდა.

საერთოდ, ანგარიში 1:0 „სპარტაკისთვის“ ყველაზე პოპულარული და წარმატებული გამოდგა – „მერანისა“ და „ვიტ-ჯორჯიას“ გარდა, ამ ანგარიშით კახა კაჭარავას ფეხბურთელებმა ბათუმის „დინამო“ და „შუქურა“ დაამარცხეს.

„სამტრედიასთან“ ხსენებული მარცხის შემდეგ გუნდს ოთხმატჩიანი წაუგებელი სერია ჰქონდა, რომელიც თბილისის „დინამოსთან“ გამანადგურებელი ანგარიშით – 6:1 მარცხით დასრულდა. ხსენებულ შეხვედრაში „სპარტაკმა“ გოლი უკვე მე-12 წუთზე გაუშვა, თუმცა ცამეტ წუთში მერაბ გიგაურმა ანგარიშის გათანაბრება მოახერხა. 30-ე და 38-ე წუთებზე პარუნაშვილისა და ძარიას გოლებით „დინამომ“ პირველი 45 წუთი ანგარიშით 3:1 მოიგო, რის შემდეგაც კაჭარავას გუნდმა მეტოქეს ვერაფერი შესთავაზა და მეორე ნახევარში კიდევ 3 გოლი მიიღო.

დიდი ანგარიშით „სპარტაკმა“ „დინამოსთან“ მარცხის შემდეგ ორ კვირაშიც წააგო. ამჯერად კაჭარავას გუნდს „ზესტაფონმა“ მოუგო, რომელმაც ანგარიშით 3:0 იმარჯვა.

ასეთი ანგარიშებით მარცხის მიუხედავად, გუნდმა, უმაღლესი ლიგის პირველი წრის შედეგების მიხედვით, მეოთხე ადგილი დაიკავა. ამჟამად „სპარტაკს“ 24 ქულა აქვს და პირველ ადგილზე მყოფ თბილისის „დინამოს“ მხოლოდ 5 ქულით ჩამორჩება. სხვათაშორის, ქულების იგივე რაოდენობა ბათუმის „დინამოსაც“ აქვს, თუმცა ამ გუნდების ურთიერთშეხვედრაში, როგორც უკვე მოგახსენეთ, გამარჯვებული სწორედ ცხინვალური კლუბი აღმოჩნდა.

თექთურმანიძე დილაში გადავიდა

ცხინვალის “სპარტაკის” შემტევი ნახევარმცველი გიორგი თექთურმანიძე კარიერას გორის “დილაში” გააგრძელებს.

თექთურმანიძე ცხინვალელთა შემადგენლობაში გასული სეზონის სტარტზე, თბილისის “დინამოდან” გადავიდა.  2013-2014 წლების სეზონში “სპარტაკში” 27 თამაში ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა. მიმდინარე სეზონის პირველ ნახევარში კი თექთურმანიძე ცხინვალელთა შემადგენლობაში მოედანზე 15-ჯერ გამოჩნდა.

მიმდინარე სეზონში გორის “დილა” და ცხინვალის “სპარტაკი” ევროსაგზურებისთვის ბრძოლაში ერთ-ერთი მთავარი კონკურენტები არიან.

კოლხეთმა სპარტაკს ლამაზი გოლებით მოუგო

შეხვედრის მეორე წუთზე მომენტი “კოლხეთს” შეექმნა. მარჯვენა ფლანგიდან განხოციელებული ჩაწოდების შემდეგ ბურთის გამოტანას მახარობლიძე ცდილობდა, თუმცა ბურთი საკუთარი კარისკენ დაარტყა. ამ  ეპიზოდში „სპარტაკი“ ხარიხამ გადაარჩინა. მე-13 წუთზე „კოლხეთს“ გოლის გატანის კიდევ ერთი შესაძლებლობა მიეცა. საჯარიმოს მისადგომებიდან სიჭინავას დარტყმა ნადირაძემ კუთხურზე მოიგერია.

მე-17 ჭუთზე გატანის შანსი „სპარტაკსაც“ მიეცა, თუმცა თექთურმანიძის დარტყმა კარს მცირე მანძილით აცდა. 25-ე წუთზე გიგაურის ძლიერი დარტყმაც არაზუსტი გამოდგა. „სპარტაკი“ ტერიტორიულ უპირატესობას დაეუფლა, თუმცა საგოლე მომენტების შექმნას მასპინძლებს უჭირდათ. ანგარიში კი ტაიმის ბოლო სტუმრებმა გახსნეს. მე-40 წუთზე საჯარიმოს მისადგომებთ დანიშნული ჯარიმა ულამაზესი დარტყმით გოლად დათა სიჭინავამ აქცია. ფოთელთა სიხარული ხანმოკლე აღმოჩნდა. „სპარტაკმა“ გათანაბრება 3 წუთში გიგაურის გოლით მოახერხა. მასპინძელთა შვიდიანმა საჯარიმოდან გადმოვარდნილ ბურთზე ყველას დაასწრო და ზუსტი დარტყმით წონასწორობა აღადგინა.

მეორე ნახევარში პირველი მომენტი 53-ე წუთზე სტუმრებმა შექმნეს. ნიკა სიჭინავს დარტყმული ნადირაძემ  მოიგერია. მასპინძლებმა მეტოქეს 1 წუთში, კაჭარავას დარტყმით უპასუხეს, რასაც შემდეგ იოსელიანის მცდელობაც მოყვა.

57-ე წუთზე სტუმრებმა სწრაფი კონტრშეტევა განახორციელეს, რომელიც ქორჩილავას დარტყმით დასრულდა, თუმცა მასპინძელთა მეკარე კვლავ დამაჯერებელი იყო. შეხვედრა საკმაოდ სწრაფ ტემპში, ორმხრივი შეტევბით მიმდინარეობდა, თუმცა  განსკაუთრებული ხიფათის გარეშე.

73-წუთზე „კოლხეთის“ კიდევ ერთხე დაწინაურებას ამბროლაძე ცდილობა, თუმცა მისი შორეული დარტყმა კაკრს მცირე მანძილით ასცდა. სულ რაღაც 4 წუთში კი ფოთელებმა მაინც გაიტანეს. დათა სიჭინავამ მეტოქის კარში ბურთი კუთხურიდან ჩაახვია – 1:2.

დარჩენილ დროში უპირატესობას კაჭარავას გუნდი ფლობდა, “კოლხეთი” კი ანგარიშის შენარჩუენბაზე თამაშობდა და მეტოქის კართან ხიფათიშ შექმნას კონტრშეტევებით აპირებდა. საბოლოოდ, მატჩის დამთავრებამდე არაფერი აღარ შეცვლილა. “კოლხეთმა” ზამთრის არდადეგების წინ მნიშვნელოვანი სამი ქულა მოიპოვა.

სპარტაკი 1-2 კოლხეთი

გოლები: სიჭინავა 40′ (0:1): გიგაური 43′ (1:1); სიჭინავა 77′ (1:2)

სპარტაკი: ნადირაძე, იოსელიანი, მახარობლიძე (ქოჩლაძე 88′), გიგაური, ივანიშვილი, შინდაგორიძე (ლექვთაძე 78′), კაჭკაჭიშვილი, ცერცვაზე, მაისაშვილი, თექთურმანიძე (მაქაცარია 82′), კაჭარავა.

კოლხეთი: სეფიაშვილი, კილასონია, ჩადუნელი, თევზაძე, ლემონჯავა, ქორჩილავა (გუგუშვილი 90′), ბარამიძე, ჯიქია, ამბროლაძე (კაკულია 75′), სიჭინავა დ, სიჭინავა ნ. (ჟიშკარიანი 60′)

სპარტაკი - კოლხეთი (1) სპარტაკი - კოლხეთი (2) სპარტაკი - კოლხეთი (3)

 

მარიამ ნიშნიანიძის ფოტოები