სტარიჯისთვის “ვესტ ბრომი” და “ნიუკასლი” ეცილებიან ერთმანეთს

ბოლო საათებში უცხოური გამოცემები აქტიურად იწერებიან სტარიჯის “ვესტ ბრომვიჩში” ან “ნიუკასლში” გადასვლის შესახებ, თუმცა ჯერ ამ საკითხთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება არ გაკეთებულა.

The Telegraph-ის ცნობით, ორივე ინგლისური კლუბი უპირატესობას 28 წლის ფეხბურთელის არენდის წესით აყვანას ანიჭებს. Daily Mail-ის ინფორმაციას თუ დავუჯერებთ, სტარიჯის გადაბირებასთან ყველაზე ახლოს “ვესტ ბრომვიჩია”.

როგორც იცით, იურგენ კლოპი დანიელ სტარიჯს დიდად არ ენდობა და შესაბამისად, ინგლისელ შემტევს სათამაშო პრაქტიკის ნაკლებობა აქვს – მიმდინარე სეზონში მან პრემიერ ლიგის მხოლოდ 9 მატჩში მიიღო მონაწილეობა და მოედანზე თითო შეხვედრაში საშუალოდ 48 წუთი გაატარა.

Bleacher Report: “ტოტენჰემი” დანიელ სტარიჯის გადაბირებას ცდილობს

Bleacher Report-ის მიერ გავრცელებული უახლესი ინფორმაციის თანახმად, “ლივერპულის” ინგლისელი ფორვარდი, დანიელ სტარიჯი ზამთარში შესაძლოა, “მამლების” ბანაკში გადაბარგდეს.

როგორც იცით, სტარიჯი ბოლ დროს კლოპის ფავორიტთა სიიდან ამოვარდა. ამასთანავე, მას პრემიერ ლიგის ახალ სეზონში საკუთარი ანგარიში ჯერაც (11 ტურის შემდეგ) არ გაუხსნია.

თავად “ტოტენჰემს” კი გოლების პრობლემა ნამდვილად აქვთ. ჰარი კეინმა სეზონის უდიდესი ნაწილი ტრავმის გამო გამოტოვა, ის კი ვინსენტ იანსენს უნდა ჩაენაცვლებინა, რომელმაც ახალ სეზონში მხოლოდ 1 გოლის გატანა მოახერხა ჩემპიონატში.

მაურისიო პოჩეტინო კი, ზაფხულში განცდილ მარცხზე გაჩერებას არ აპირებს და კვლავ ეცდება ინგლისელი ფორვარდის “უაით ჰართ ლეინზე” გადაბირებას.

ჯეიმი კარაგერმა დანიელ სტარიჯის “დამცინავ” პოსტს შესაბამისად უპასუხა (ფოტო)

დანიელ სტარიჯმა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტით მედიის ყურადღება მიიპყრო. ინგლისელი ფორვარდის მიერ გაზიარებულ ფოტოზე აღბეჭდილია მისი რეაქცია, როდესაც კლოპმა მის ნაცვლად თამაშში დივოკ ორიჯი შეიყვანა.

Untitled-1

სტარიჯის ასეთ პოსტს კი თავად “ლივერპულის” ლეგენდამ, ჯეიმი კარაგერმა უპასუხა: “როდესაც შენი გადაბირებას “ევერტონი” ცდილობს”

CmiYIZEWEAA1H5K

“ლივერპულმა” “მილანი” დაამარცხა (ვიდეო)

დღეს გამთენიისას “ჩემპიონთა საერთაშორისო თასზე” გაიმართა “ლივერპულისა” და “მილანის” დაპირისპირება.

შეხვედრის პირველმა ნახევარმა ინგლისელების უპირატესობით ჩაიარა, თუმცა მათ იტალიელების კარის აღება ვერ მოახერხეს.

მეორე ტაიმში, 59-ე წუთზე დივოკ ორიჯიმ ალბერტო მორენოს პასით ანგარიში გახსნა. ხოლო, 73-ეზე რობერტო ფირმინომ ნომინალური მასპინძლების უპირატესობა ორამდე გაზარდა და საბოლოო ანგარში – 2:0 დააფიქსირა ტაბლოზე.

იურგენ კლოპმა სტარიჯს ცეკვაში მიბაძა (ვიდეო)

“ლივერპულის” შემტევი, დანიელ სტარიჯი გოლს საკუთარ სტილში აღნიშნავს ხოლმე. ინგლისელი მოთამაშის მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა მას ცეკვაში მიბაძა.

იხილეთ სახალისო ვიდეო…

უელსის კარში გადამწყვეტი გოლის გატანის შემდეგ სტარიჯმა პრესასთან კომენტარი გააკეთა

უელსის ეროვნული ნაკრების დამარცხების (2-1) და ჯგუფიდან გასვლისკენ გადადგმული უდიდესი ნაბიჯის შემდეგ დანიელ სტარიჯმა პრესასთან კომენტარი გააკეთა. შეგახსენებთ, რომ სწორედ “ლივერპულის” ფორვარდმა გაიტანა გადამწყვეტი გოლი ამ მატჩში.

“დიდებული გრძნობაა. დაუჯერებელია. მადლობელი ვარ თავკაცის, რომელმაც შანსი მომცა და ღმერთის, რომელმაც გოლის გატანის შესაძლებლობა მომცა. ბრწყინვალე გრძნობაა.

ჯგუფში კიდევ ერთი მატჩი დაგვრჩა ჩასატარებელი, არავის უნდოდა, რომ ასე ემოციურად გვემოქმედა, თუმცა ამ ორი ქვეყნის ერთად ყოფნა და გარშემო არსებული ატმოსფერო ამის საშუალებას არ გვაძლევდა.

კმაყოფილი ვარ, რომ ბიჭებს ამ მატჩის მოგებაში დავეხმარე. სპეციალურად ამ მატჩისთვის აქ ჩემი ძმა და ბიძაშვილი ჩამოვიდა. კარგია, რომ მათ ასეთი გამოცდილება მიიღეს.” – განაცხადა სტარიჯმა.

ცნობისთვის გეტყვით იმასაც, რომ ინგლისისა და უელსის ნაკრებები B ჯგუფში, სლოვაკებთან და რუსებთან ერთად იმყოფებიან. ჩატარებული ორი მატჩის შემდეგ ჯგუფს ინგლისი ლიდერობს 4 ქულით, უელსსა და სლოვაკეთს 3 ქულა აქვთ, ხოლო რუსეთს – 1.

2001 წლის შემდეგ, პირველად…

18 მაისს, ევროპის ლიგის ფინალში, “ლივერპულსა” და “სევილიას” შორის გამართულ მატჩში ანგარიში 35-ე წუთზე დანიელ სტარიჯმა გახსნა.

აღსანიშნავია, რომ დანიელ სტარიჯი 2001 წლის შემდეგ პირველი ინგლისელი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ევროპის ლიგის (უეფას თასი) ფინალში გოლის გატანა მოახერხა.

სტარიჯმა ვარჯიში განაახლა

“ლივერპულის” ფორვარდმა დანიელ სტარიჯმა ტრავმის შემდეგ პირველი ვარჯიში ჩაატარა.

“კარგი ვარჯიში იყო. მოედანზე დაბრუნებით გახარებული ვარ. მადლობა ღმერთს” – წერს ინგლისელი სოციალურ ქსელში.

მიმდინარე სეზონში სტარიჯმა მერსისაიდელების შემადგენლობაში 3 მატჩი ჩაატარა და ერთი გოლის გატანაც მოახერხა.

ჯერჯერობით უცნობია, შეძლებს თუ არა სტარიჯი მონაწილეობის მიღებას 23 ნოემბერს “კრისტალ პელასთან” გასამართ შეხვედრაში.

ლივერპულს ფლანაგანი გამოაკლდა და სტარიჯი უბრუნდება

“ლივერპულის” მწვრთნელმა ბრენდან როჯერსმა ტავმირებული ფეხბურთელების მდგომარეობაზე ისაურა.

“ფლანაგანს ოპერაციის გაკეთება მოუწია. სამწუხაროდ, მისი სარეაბილიტაციო პერიოდი რამდენიმე თვეს გასტანს.

თუმცა, კარგი ამბებიც გვაქვს. სავარჯიშო პროცეს მარტინ შკრტელი დაუბრუნდა. უახლოეს დღეებში გლენ ჯონსონიც შემოგვიერთდება.

დენიელ სტარიჯი კი შემდეგ კვირაში დაგვიბრუნდება” – განაცხადა როჯერსმა.

 

სტარიჯის და სტერლინგის ეფექტური თამაში

ინგლისისა და ნორვეგიის ეროვნულ ნაკრებებს შორის გამართულ მატჩში სტარიჯმა და სტერლინგმა მშვენივრად ითამაშეს.

ლივერპული 2:1 საუთჰემპტონი

ინგლისური პრემიერლიგის პირველი ტურის მატჩში “ლივერპულმა” საკუთარ მოედანზე საუთჰემპტონი მიიღო 2:1 დაამარცხა.

ანგარიშ 23-ე წუთზე სტერლინგმა გახსნა. “საუთჰემპტონმა” 56-ე წუთზე კლაინის გოლით გაათანბრა. თუმცა, მატჩის დასრულებმადე 11 წუთით ადრე სტერლიგნმა საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 2:1.

დანიელ სტარიჯი “ლივერპულის” ახალი ფოტოგრაფია?

ინტერნეტ-სივრცეში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც აღბეჭდილია, თუ როგორ ცდილობს დანიელ სტარიჯი გულშემატკივრებისათვის ფოტოების გადაღებას.