თამაში უბურთოდ: ინგლისში წითელი ბურთი ვერ მოიძებნა (ფოტო)

ევროპაში უამინდობა გრძელდება. “სტოკ სიტისა” და “ევერტონს” შორის ჩატარებულმა მატჩმა ინგლისელ გულშემატკივართათვის უცნაურ პირობებში ჩაიარა – რისი მთავარი მიზეზიც არა თოვლი, არამედ უბურთოდ თამაში იყო.

როგორც მოგეხსენებათ, უეფას წევრ ქვეყნებში მიღებულია წესი, რომლის თანახმადაც თოვლიან ამინდში გუნდებმა წითელი ბურთით უნდა ითამაშონ, რათა ის უფრო შესამჩნევი იყოს. როგორც ჩანს, ინგლისში წითელი ბურთი ვერ მოიძებნა.

პრემიერ ლიგა: “მამლებმა” “კამფეტებს” ვერ აჯობეს, ნეგრედომ დებიუტშივე გაიტანა


12

“გუდისონ პარკზე” გამართული დაპირისპირება გარდამავალი უპირატესობით წარიმართა. ანგარიში მალევე, მე-5 წუთზე გაიხსნა – როს ბარკლის ჩაწოდებამ ჰუგო ლორისის დაბნეულობა გამოიწვია, შედეგად კი ბურთი კარში ისე გაეხვა, რომ არავის შეხებია.

მატჩის მეორე ნახევარი კი მთლიანად “მამლების” უპირატესობით წარიმართა. უნდა ავღნიშნოთ, რომ აღნიშნულ მატჩში შედგა ვინსენტ იანსენის დებიუტიც, რომელმაც ნორმალური შთაბეჭდილება დატოვა. გოლი კი ერიკ ლამელამ გაიტანა, რომელსაც კიდევ ჰქონდა ერთი შანსი.

საბოლოო ჯამში, შეიძლება ითქვას, რომ გამარჯვებას მაურისიო პოჩეტინოს გუნდი უფრო იმსახურებდა.

გოლები: როს ბარკლი 5′ – ერიკ ლამელა 59′


54

პრემიერ ლიგის გახსნით მატჩში კლოდ პიუელის “საუთჰემპტონს” ვოლტერ მაცარის “უოტფორდთან” მოუწია დაჯახება. მატჩი საკმაოდ დაძაბული უნდა გამომდგარიყო და ასეც მოხდა.

უპირატესობა პირველივე წუთებიდანვე მოიპოვეს მასპინძლებმა. აღსანიშნავია მათ მიერ შესრულებული უძლიერესი დარტყმა, რომლის შემდეგაც გომესმა ბურთი ძლივს მოიგერია. ამოქმედდა საფეხბურთო დაუწერელი კანონი – ანგარიში ამ მომენტიდან რამოდენიმე წუთის შემდეგ, კაპუმ გახსნა ტროი დინის საგოლე გადაცემის წყალობით.

მატჩის მეორე ნახევარში “წმინდანები” ძალიან გააქტიურდნენ. ფრანგი სპეციალისტის გუნდმა ბოლო 45 წუთში 16 შეტევის განხორციელება მოახერხა. ბურთი სამჯერ წავიდა გომესის კარისაკენ – ორჯერ გომესმა იყოჩაღა, ერთხელ კი რედმონდმა, რომელმაც ანგარიში გაათანაბრა და საბოლოო შედეგიც დააფიქსირა.

გოლი: რედმონდი 58′ – კაპუ 9′


rounde rectangle 1

პრემიერ ლიგაში ახლადგადმობარგებულმა “მიდლსბრომ” საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დატოვა. აიტორ კარანკას გუნდი შინ, “სტოკ სიტის” დაუპირისპირდა, რომელიც ახალ სეზონში დიდი მიზნებისთვის აპირებს ბრძოლას.

ანგარიში მე-11 წუთზე, “მიდლსბროს” ახალწვეულმა, ალვარო ნეგრედომ გახსნა, რომელიც ინგლისში ესპანური “ვალენსიიდან” გადმობარგდა. გაშვებული გოლის შემდეგ, სტუმრებმა ბურთი დაიჭირეს, რითიც მასპინძლებს უფრო მეტი შანსი ეძლეოდათ კონტრ-იერიშებზე.

“სტოკმა” მატჩის მეორე ნახევარში მოახერხა ანგარიშის გათანაბრება. თავი შვეიცარიელმა ჟერდან შაქირიმ გამოიჩინა და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა – 1:1.

გოლი: ალვარო ნეგრედო 11′ – ჟერდან შაქირი 67′


81

“კრისტალ პალასი” კვლავ აგრძელებს საშინელ სერიას 2016 წელს. ამჯერად, “არწივები” შინ, “ვესტ ბრომვიჩ ალბიონთან” დამარცხდნენ, მაშინ, როდესაც შეეძლოთ თავადაც ჩაეწერათ 3 ქულა აქტივში.

თუმცა, აღსანიშნავია ერთი ფაქტი – უილფრედ ზაჰას ნაკლებად ეგოისტურად რომ ემოქმედა და პარტნიორებისაკენ გაეხედა, შესაძლოა, ანგარიშში 52-ე წუთისთვის “კრისტალ პალასი” დაწინაურებულიყო.

საბოლოოდ, მატჩში გოლის გატანა სტუმრებმა მოახერხეს – მაკკლინის მიერ ჩაწოდებულ ბურთს რონდონი გამოეხმაურა, მან საკმაოდ ოსტატურად გადაგზავნა ბურთი მეტოქის კარში და გოლიც გაიტანა. ამ მომენტში ჰენესი უბრალოდ უძლური იყო.

შაქირი “სტოკს” შეუთანხმდა

იგნლისური პრემიერ ლიგის შუაადგილოსანი გუნდი ხმაურიან ტრანსფერს ანხორციელებს, საინტერესო პირადი კონტრაქტის თანხლებით.

თავდაპირველად, 23 წლის შემტევი მილანელთათვის პრიორიტეტული იყო, მაგრამ Sunday Observer-ის ინფორმაციით, ის აღარ სჭირდებათ.

“სტოკის” ხელმძღვანელები მზად არიან შვეიცარიელში 12 მილიონი გადაიხადონ და თავად ხედრანს წელიწადში 4.4 მილიონს მისცნენ.

ადრე, “ბრიტანიას” ბინადრებს იევჰენ კონოპლიანკა სურდათ, თუმცა, საბოლოოდ უკრაინელმა “სევილიაში” გადასვლა არჩია.

შაჩირი ინგლისის პრემიერლიგაში მიდის

ავტორიტეტული იტალიელი სპორტული ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარციო წერს, რომ მილანის “ინტერი” ჯერდან შაჩირის ინგლისის პრემიერლიგის ბინადარ “სტოკ სიტიში” უშვებს. წყაროს თქმით, გუნდებს შორის შეთანხმება უკვე მიღწეულია.

ტრანსფერის სავარაუდო ღირებულება 17 მილიონ ევროს შეადგენს, თუმცა ინგლისურ კლუბს თავად ფეხბურთელთან შეთანხმებისთვის ჯერ არ მიუღწევია.

შეგახსენებთ, რომ ჯერდან შაჩირი “ინტერში” ამა წლის იანვარში მიუნხენის “ბაიერნიდან” გადავიდა. ჯერ კიდევ ამ დროს ცდილობდა “სტოკი” შვეიცარიელი ფეხბურთელის თავისთან გადაბირებას.

იტალიის ჩემპიონატის გასულ გათამაშებაში ჯერდან შაჩირიმ 15 მატჩი ჩაატარა, ერთი გოლი გაიტანა და ორი საგოლე გადაცემა გააკეთა.

 

“ჩელსი” – ფავორიტი ბეგოვიჩისთვის ბრძოლაში

“ჩელსი” ახლოს არის “სტოკის” 28 წლის მეკარის გაფორმებასთან, იუწყება Sky Sports.

რამდენიმე დღის წინ, ასმირ ბეგოვიჩმა უარი თქვა ჟოზე მოურინიოს გუნდში გადასვლაზე, რადგან მეორე მეკარეობა არ სურდა, მაგრამ ახლა ვითარება შეიცვალა.

თუმცა, შეიძლება, ბოსნიელმა კვლავ შეიცვალოს აზრი, თუ სხვა გუნდებისგან შეთავაზება ექნება.

გარდა ამისა, არაა გამორიცხული ასმირი დარჩეს “სტოკში” და მეორე კიპერი, ჯეკ ბატლენდი განათხოვრდეს.

გასულ სეზონში, ბეგოვიჩმა პრემიერ ლიგაში 35 მატჩი ჩაატარა.

კრკიჩი “ბარსელონას” ახალგაზრდა ფეხბურთელებს გუნდიდან წასვლას ურჩევს

“ბარსელონას” ყოფილი თავდამსხმელი ბოიან კრკიჩი, რომელიც ამჟამად “სტოკ სიტის” ღირსებას იცავს, კატალონიური გუნდის ახალგაზრდა ფეხბურთელებს მიმართავს და მათ “კამპ ნოუდან” აბარგებას ურჩევს.

“სერხი რობერტოსა და სხვა ფეხბურთელებს, რომელთაც სათამაშო პრაქტიკა არ აქვთ, უკვე ვუთხარი, რომ დროა, გუნდი დატოვონ.

მიუხედავად იმისა, რომ “ბარსელონას” ტრანსფრების განხორციელება ფიფასგან აკრძალული აქვს, ფეხბურთელები ეგოისტურად უნდა მოიქცნენ.

სერხი აუცილებლად უნდა წავიდეს. მნიშვნელობა არ აქვს, “სტოკში” მოვა თუ სხვა კლუბში. მთავარია, რომ მას სათამაშო დრო მიეცეს”, – ციტირებს კრკიჩის სიტყვებს კატალონიური პორტალი weloba.cat

 

“სტოკის” ფეხბურთელი: “რაჰიმ სტერლინგზე მეტს უნდა მიხდიდნენ” (ფოტო)

“სტოკ სიტის” თავდამსხმელმა ჯონათან უოლტერსმა ხუმრობით განაცხადა, რომ კლუბის ხელმძღვანელობამ მას უფრო მაღალი ხელფასი უნდა გადაუხადოს, ვიდრე “ლივერპული” რაჰიმ სტერლინგს უხდის. ირლანდიელმა ფეხბურთელმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა სტატია სათაურით: “რაჰიმ სტერლინგმა კვირაში 100 ათასი ფუნტი მოითხოვა, თუმცა ჯონათან უოლტერსზე ნაკლები აქვს გატანილი”. უოლტერსმა ამავე სტატიასთან ერთად გამოაქვეყნა ფოტო, რომელზეც აღბეჭდილია, თუ როგორ აკაკუნებს კლუბის ხელმძღვანელის კარზე.

“უკმაყოფილო ვარ. კვირაში მინიმუმ 120 ათასი ფუნტი მინდა”, – დაწერა უოლტერსმა.

Jonathan Walters Tweet

გლენ ჯონსონმა “ლივერპულის” მოსაგებად თავი გაწირა

ინგლისის პრემიერლიგის XIII ტურში “ლივერპულმა” “ენფილდზე” სატურნირო ცხრილში მეზობლად მყოფი “სტოკ სიტი” მიიღო და დიდი გაჭირვებით, ანგარიშით 1:0 დაამარცხა. ეს ერთადერთი გოლი შეხვედრის 85-ე წუთზე “ენფილდროუდელთა” მარჯვენაფლანგელმა მცველმა გლენ ჯონსონმა გაიტანა, რომელმაც საგოლე ეპიზოდში თავის არეში მეტოქე გუნდის ფეხბურთელისგან ფეხით ძლიერი დარტყმა მიიღო. ინგლისელ ფეხბურთელს თავი გაუტყდა და მედიკოსებმა მას მოედანზევე ჩაუტარეს მიკროოპერაცია.

ამრიგად, მერსისაიდულმა გუნდმა პრემიერლიგაში ოთხმატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა. ამ გამარჯვების შემდეგ “ლივერპულმა” 17 ქულა მოაგროვა და სატურნირო ცხრილში მე-11 ადგილზე გადაინაცვლა. “სტოკი” 15 ქულით მე-12 პოზიციაზეა.

ინგლისის პრემიერლიგა
XIII ტური
“ლივერპული” — “სტოკ სიტი” 1:0 (0:0)

გოლი: ჯონსონი 85′.
გაფრთხილებები: ვილსონი 38′, ქემერონი 53′, შოუკროსი 58′.

23 პასი და გოლი “ლივერპულის” კარში

“სტოკისა” და “ლივერპულის” 18-წლამდე გუნდებს შორის გამართულ შეხვედრაში, “სტოკის” ფეხბურთელმა მეტოქის კარი მშვენიერი კომბინაციის შემდეგ დალაშქრა.

პიტერ კრაუჩმა “სუონსის” ხუთი ფეხბურთელი მინდორზე დააწვინა

12 თებერვალს, ინგლისის პრემიერ ლიგაში, “სტოკ სიტისა” და “სუონსის” შორის გამართულ მატჩში (1:1), პიტერ კრაუჩის გატანილი გოლის შემდეგ, მინდორზე ერთდროულად ხუთი ფეხბურთელი დაწვა.

“სტოკ სიტის” მეკარემ “საუთჰემპტონს” საკუთარი საჯარიმოდან გაუტანა

2 ნოემბერს, ინგლისის პრემიერ ლიგაში, “სტოკ სიტიმ” საკუთარ მოედანზე “საუთჰემპტონი” მიიღო.

აღნიშნული შეხვედრის პირველივე წუთზე, მასპინძელთა მეკარემ, ასმირ ბეგოვიჩმა მეტოქეს გოლი საკუთარი საჯარიმოდან გაუტანა.

ლივერპული 1-0 სტოკი (რევიუ)

პრემიერლიგის პირველ ტურში ლივერპულმა “ენფილდზე” “სტოკ სიტი” მიიღო და დანიელ სტარიჯის მიერ 37-ე წუთზე გატანილი ერთადერთი გოლის წყალობით მინიმალური სხვაობით დაამარცხა მეტოქე. Continue reading “ლივერპული 1-0 სტოკი (რევიუ)”